;
11 აპრილი 2013      Sally ))     20 კომენტარი     ნანახია 9576-ჯერ    
კატეგორიაში: ---

საინტერესო ისტორიები [2]

მოკლე და საინტერესო ისტორიები

ფილიპე მაკედონელი ათენელებზე გამარჯვების შემდეგ სიამაყემ შეიპყრო და ამპარტავნებას,რომ არ დაებრმავებინა, მსახურს უბრძანა, ყოველ დღე შემახსენე,რომ უბრალო მოკვდავი ვარო.

საბერძნეთში, ერთ-ერთი ქალაქის მოედანზე ვიღაც მოქალაქე მშვილდ ისრით სროლაში ვარჯიშობდა, იგი ცუდი მსროლელი იყო და ნასროლი ისრები საფრთხეს უქმნიდა გამვლელებს. ბრძენი დიოგენე კი პირდაპირ სამიზნესთან მოკალათდა.

ძველ სპარტაში არსებობდა არჩევითი თანამდებობა ჩინოვნიკისა,რომელსაც დათრობა და ქალაქის ქუჩებში სიარული ევალებოდა. ეს თვალსაჩინო მაგალითი იყო ახალგაზრდებისთვის,თუ როგორი საშინელებაა ლოთობა და რა ამაზრზენია ლოთი ადამიანი.
ნაპოლეონსა და შვედეთის მეფე კარლოს მეთორმეტეს ძალიან უყვარდათ ჭადრაკის თამაში. ცნობილია,რომ არც ერთი მათგანი არასდროს არ აკეთებდა როქს, ერთი და იგივე მიზეზით. მათ მეფისთვის დამალვა მიუღებლად მიაჩნდათ.

მეოცე საუკუნის 70-იან წლებში საფრანგეთში უნიკალური კონსერვები გამოუშვეს,რომლებიც მტვრით იყო სავსე. კონსერვებს მეღვინეები ყიდულობდნენ, მტვერს ისინი ღვინის ბოთლებს აყრიდნენ,რათა მათ პროდუქციას სიძველის ელფერი მისცემოდა. ამ გზით ღვინის მაღაზიის მფლობელები ყველაზე ჭირვეული მომხარებლის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდნენ.


საინტერესო ისტორიები [2]

ჯაკლინ კენედიმ მეუღლის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ თანაგრძნობის გამომხატველი ორი მილიარდი წერილი მიიღო.

ცნობილ მათემატიკოსს გეორგ დანციგს სტუდენტობისას ასეთი რამ შეემთხვა: ერთ-ერთი ლექციის დასასრულს მან პედაგოგის მიერ დაფაზე დაწერილი ამოცანები ჩაიწერა. მეორე დღეს კი სასწავლებელში მოსულმა პედაგოგს რვეული გაუწოდა და მოუბოდიშა. რვა ამოცანიდან მხოლოდ ორის ამოხსნა შევძელიო. პროფესორმა გაკვირვებისგან პირი დააღო. რადგან პროფესორმა დაფაზე მსოფლიოში 8 ამოუხსნელი ამოცანა დაწერა. დანციგს ლექციაზე დააგვიანდა და დაფაზე დაწერილი ამოცანები საშინაო დავალებად მიაჩნდა.


ინგლისში დღემდე შემორჩენილია ტრადიცია: იმის ვინც წლის დასაწყისში დადებს პირობას და მთელი წლის განმავლობაში არ დაარღვევს მას ქალაქის მუნიციპალიტეტისგან ჯილდოდ ღორის ბეჭს მიიღებს. ამგვარი ჯილდოს მიღება მხოლოდ 8 კაცმა შეძლო. ამისთვის აუცილებელი იყო ქმარი არ წასჩხუბებოდა საკუთარ ცოლს.

მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპირებულ დანიაში ნაცისტებმა გამოსცეს ბრძანება,რომლის თანახმადად ადგილობრივ ებრაელებს, რომ დათვის ვარსკვლავიანი სამკაული უნდა ეტარებინათ, რომ საჭიროების შემთხვევაში ადვილად შესძლებოდათ ხალხის მასაში მათი ამოცნობა და დაპატიმრება. ბრძანების დარღვევა ვერავინ გაბედა , მაგრამ ფაშისტებმა მაინც ვერ შეძლეს იქაური ებრაელების ხელყოფა,რადგან მეორე დღეს უკლებრივ ყველა დანიელი, დანიის მეფის ჩათვლით , ქუჩაში ასეთი სამკაულით გამოვიდა.

საინტერესო ისტორიები [2]

სამხედრო-საზღვაო კოლეჯში სწავლისას უელსის პრინცს ზოგჯერ თანაკურსელი კედეტები სცემდნენ, რათა მომავალში შეძლებოდათ დატრაბახება, ახალგაზრდობაში ინგლისის მეფე ნაცემი გვყავსო.

1119 წელს საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო მეექსვსესა და ინგლისის მეფე ჰენრი პირველს შორის გამართული საჭადრაკო პარტია უნიკალური იყო ჭადრაკის ისტორიაში,რადგან თამაში მიმოწერის საშუალებით მიმდინარეობდა.

ავსტრალიაში ჩასული ევროპელები აბორიგენებს ეკითხებოდნენ, იმ მოხტუნავე ცხოველს რა ჰქვია, თქვენს მხარეში რომ ბინადრობსო? აბორიგენები პასუხად თავს იქნევდნენ და ერთ სიტყვას იმეორებდნენ: ,,კენგურუ! კენგურუ! მათ ენაზე ეს ნიშნავდა: ,,ვერ გავიგე''.

ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში იტალიის ტერიტორიაზე შოშიების დიდი გადაფრენაა. ამ ულამაზეს სანახაობს ათასობით ადამიანი ადევნებს თვალს. უკლებრივ ყველა მათგანს ხელში გაზეთი უჭირავს,რომელიც თავზე აქვთ გადაფარებული.

ინდოელი მოგოლი შაჰის,ჯაჰანის, მეუღლე, მუმტაზ-მაჰალი, მეთოთხმეტე შვილის მშობიარობას გადაჰყვა. დამწუხრებულმა შაჰმა ტაჯ-მაჰალი ააგო.


საინტერესო ისტორიები [2]

,,ნურასდროს დაგეგმავთ თვითმკვლელობას ცუდ ამინდში'',- ხუმრობდნენ ნიუ იორკელები მას შემდეგ, რაც მათი ერთი თანამოქალაქე თავის მოსაკლავად ,,ემპაიარ სტეიტ ბილდინგის'' 86-ე სართულიდან გადმოხტა. ძლიერმა ქარმა იგი ისევ უკან, 83-ე სართულის ღია ფანჯარაში შეაგდო.

პეტერბურგში ჩასული ნიკოლოზ გოგოლი იძულებული იყო, რამდენიმე დღე სახლში მჯდარიყო,რადგან მწერალს მგზავრობისას ცხვირი მოეყინა.

მკვდარ ზღვასთან განლაგებულ ისრაელის ავიაბაზაზე უახლესი მოდელის თვითმფრინავის გამოცდის დროს,როდესაც თვითმფრინავი დასაფრენი ზოლისკენ მიემართებოდა, ნავიგაციის კომპიუტერი უეცრად გაითიშა. ეს ინციდენტი დაწვრილებით იქნა შესწავლილი. ლაბორატორიულ პირობებში ბევრჯერ მოხდა სიტუაციის მოდელირება,მაგრამ თვითმფრინავს ელექტრონიკაში წუნი ვერ უპოვეს. მხოლოდ რამდენი დღეში აღმოაჩინეს ამ ინციდეტის მეტად ბანალური მიზეზი. როგორც ცნობილია, მკვდარი ზღვა ზღვის დონიდან 400 მეტრით დაბლა მდებარეობს. დაშვებისას თვითმფრინავი ნულოვან ზღვარს კვეთდა, რასაც კომპიუტერი შეცდომად აღიქვამდა და ავტომატურად ითიშებოდა. თვითმფრინავი ამერიკული იყო და მისი შექმნის დროს არავის უფიქრია,რომ იგი ნულოვან სიმაღლეზე იფრენდა.

ეს ფიზიკოსი არა მხოლოდ დიდი მეცნიერი, არამედ დიდი პედაგოგიც გახლდათ. ერთხელ,როცა სასწავლებელში არც ერთი სტუდენტი არ გამოცხადდა, მან ცარიელ აუდიტორიაში ჩაატარა ლექსია. ეს გახლდათ ისააკ ნიუტონი.


საინტერესო ისტორიები [2]

როდესაც გუსტავ კირხგორფმა სპექტრული ანალიზის გზით მზის შემადგენლობაში ოქრო აღმოაჩინა, იგი სასაცილოდ აიგდეს. ეს აღმოჩენა, მართლაც ყოვლად უსარგებლო იყო. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ კირხგორფმა განაცხადა,რომ მაინც შეძლო მზიდან ოქროს მოპოვება,რადგან ამ აღმოჩენისთვის იგი ოქროს მედლით დააჯილდოეს.

1982 წელს ერთმა კანადელმა პაციფისტმა, რომელსაც პანიკურად ეშინოდა მსოფლიოს მასშტაბით ომის დაწყების, გადაწყვიტა მყუდრო, მშვიდი ადგილი მოეძებნა და იქ დასახლებულიყო. მან საცხოვრებლად ფოლკლენდის კუნძულები აირჩია,სადაც სილ მალე ომი დაიწყო არგენტინასა და დიდ ბრიტანეთს შორის.

ნიკო ბერძენიშვილი იგონებდა, სტალინს ქართველი მეცნიერებისთვის უკითხავს, საქართველოს ისტორიაში ვინ უფრო დიდ ადამიანად მიგაჩნიათ , მე თუ ილია ჭავჭავაძეო. რა თქმა უნდა თქვენო, უთქვამთ მისთვის (სხვა პასუხს ვინ გაბედავდა?!) სტალინის რეაქცია კი ასეთი იყო: ,,ვაი თქვენს პატრონს!..'', ხელი ჩაუქნევია ბელადს.

კეისარ ბასილი მეორე ბულგართმმუსვრელის ბრძანებით ტყვედ ჩაგდებული ყოველი ასი ჯარისკაციდან 99-ს თვალებს თხრიდნენ. მეასეს კი მხოლოდ ცალ თვალს თხრიდნენ და დანარჩენების გამყოლობას აკისრებდნენ.


საინტერესო ისტორიები [2]

ერთხელ ღამით ვერის დაღმართზე მიმავალი ეს ქართველი პოეტი დასასვენებლად თუთის ძირას ჩამოჯდა. ნასვამსა და დაღლილს უნებლიედ ჩაეძინა. როცა გაიღვიძა, აღარც პალტო ეცვა და აღარც ფეხსაცმელი. ეს გახლდათ გალაკტიონ ტაბიძე.

ალექსანდრე მაკედონელის სიყმაწვილეში სასახლეში ხშირად მიდიოდა ამბავი: ფილიპე მაკედონელმა ესა და ეს ცნობილი ქალაქი აიღო და ამა და ამ ღირსშესანიშნავ ბრძოლაში მოიპოვა გამარჯვებაო. ალექსანდრე ამ ამბებს ნაღვლიანი სახით ისმენდა. ახალგაზრდა უფლისწული ტოლ ამხანაგებს ეუბნებოდა: ,,ყმაწვილებო მამაჩემი ყველაფერს დაიპყრობს და მე აღარაფერს დამიტოვებს, თქვენთან ერთად საგმირო და ბრწყინვალე საქმენი რომ ჩავიდინო!''

ყაზანის აღების აღსანიშნავად ივანე მრისხანემ მოსკოვში ვასილი ნეტარის ტაძარი ააგებინა. მშენებლობის დასრულების შემდეგ მეფის ბრძანებით მშენებელს თვალები დასთხარეს. რათა მას სხვაგან აღარ შესძლებოდა მსგავსი სილამაზისა და სიდიადის ტაძრის აგება.


ამ მხატვარს ძალიან უყვარდა ბავშვები. ერთხელ მეზობლის ბავშვს, რომლის ოჯახსაც მატერიალურად უჭირდა, ველოსიპედი უყიდა. საჩუქარს თოკი გამოაბა და სახურავიდან მისი ფანჯრების გასწვრივ ჩამოუშვა. ბავშვის გაოცებას და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ეს ქართველი მხატვარი გახლდათ ლადო გუდიაშვილი.

ფიზიოლოგი ივანე პავლოვი ნობელის პრემიის პირველი რუსი ლაურეატი იყო. ამ ადამიანის უკანასკნელი ექსპერიმენტი საკუთარი სიკვდილი იყო. პავლოვი აფიქსირებდა ყოველ ცვლილებას საკუთარ ორგანიზმში, სანამ გონი არ დაკარგა.


საინტერესო ისტორიები [2]

კატეგორია: ---
Tags:

20


  • ani:) თქვა:
    14 აპრილი 2013 21:24 - ID: 20,
    საოცრად კარგი ნიუსიაა love

  • ta_bitch თქვა:
    13 აპრილი 2013 19:46 - ID: 19,
    საბერძნეთში, ერთ-ერთი ქალაქის მოედანზე ვიღაც მოქალაქე მშვილდ ისრით სროლაში ვარჯიშობდა, იგი ცუდი მსროლელი იყო და ნასროლი ისრები საფრთხეს უქმნიდა გამვლელებს. ბრძენი დიოგენე კი პირდაპირ სამიზნესთან მოკალათდა. ^^

  • evergreen_angel თქვა:
    12 აპრილი 2013 20:54 - ID: 18,
    უჰჰ რა კაი ნიუსია <3

  • Sally )) თქვა:
    12 აპრილი 2013 20:27 - ID: 17,
    ძალიან მიხარია რომ მოგწონთ.
    elfunia,
    ვრცელი ინფორმაცია სამწუხაროდ არ მომეპოვება.

  • mmmy life თქვა:
    12 აპრილი 2013 18:56 - ID: 16,
    http://masshaandherlife.wordpress.com/ ეს ჩემი ბლოგია ,,, იმედია მოგეწონებათ

  • keti55 თქვა:
    12 აპრილი 2013 16:43 - ID: 15,
    საინტერესოა =)))))))))))))

  • elfunia თქვა:
    12 აპრილი 2013 15:28 - ID: 14,
    ძაან საინტერესოა. იცი რა მაინტერესებს ეს ფაქტები საიდან მოიძიე? რამდენიმე ფაქტზე უფრო ვრცელი ინფორმაცია მჭირდება, და იქნებ დამეხმარო. :)

  • Let It be Me ♥ თქვა:
    12 აპრილი 2013 00:31 - ID: 13,
    აიი სიტყვებიი არ მყოფნიის ისეთიი ინტერესიით ვკითხულობდიიი , ძაან მაგარი ნიუსია, ყოჩაღ

  • mari mari mari თქვა:
    12 აპრილი 2013 00:05 - ID: 12,
    საღოოოოოოოოოოოოოოოლ

  • eva25 თქვა:
    11 აპრილი 2013 23:49 - ID: 11,
    მაგარი ნიუსია

  • ane4ka თქვა:
    11 აპრილი 2013 23:18 - ID: 10,
    ყოჩაღ ავტორო! love

  • Nanuka. თქვა:
    11 აპრილი 2013 22:30 - ID: 9,
    ძალიან საინტერესო იყო, ყოჩაღ!
    ეს განსაკუთრებულად მომეწონა:

    ნაპოლეონსა და შვედეთის მეფე კარლოს მეთორმეტეს ძალიან უყვარდათ ჭადრაკის თამაში. ცნობილია,რომ არც ერთი მათგანი არასდროს არ აკეთებდა როქს, ერთი და იგივე მიზეზით. მათ მეფისთვის დამალვა მიუღებლად მიაჩნდათ.:))


  • Bao თქვა:
    11 აპრილი 2013 22:16 - ID: 8,
    შესანიშნავი იყოო! feel ჩემი სტიქიებიი...მმ, მშვიდ, წყნარ და მყუდრო ადგილას ყოფნა და კითხვა! ღმერთმანი, შეუდარებელიაა <333
    ძალიან კარგი პოსტიაა feel
    გალაკტიონიიი love





    ______________________
    But if you never try, you'll never know...

  • fashiongirl2013 თქვა:
    11 აპრილი 2013 21:47 - ID: 7,
    ცნობილ მათემატიკოსს გეორგ დანციგს სტუდენტობისას ასეთი რამ შეემთხვა: ერთ-ერთი ლექციის დასასრულს მან პედაგოგის მიერ დაფაზე დაწერილი ამოცანები ჩაიწერა. მეორე დღეს კი სასწავლებელში მოსულმა პედაგოგს რვეული გაუწოდა და მოუბოდიშა. რვა ამოცანიდან მხოლოდ ორის ამოხსნა შევძელიო. პროფესორმა გაკვირვებისგან პირი დააღო. რადგან პროფესორმა დაფაზე მსოფლიოში 8 ამოუხსნელი ამოცანა დაწერა. დანციგს ლექციაზე დააგვიანდა და დაფაზე დაწერილი ამოცანები საშინაო დავალებად მიაჩნდა.

    შესანიშნავი იყო :)) love ძალიან განმაცვიფრა ამან და კიდე სხვა მრავალმა! smile ყოჩაღ ასე გააგრძელე love

  • kikimaari თქვა:
    11 აპრილი 2013 21:25 - ID: 6,
    კარგია ძალიან !! გააგრძელე :)))

  • lady_tamo თქვა:
    11 აპრილი 2013 21:24 - ID: 5,
    შეუდარებელი ნიუსია

  • gvancii111 თქვა:
    11 აპრილი 2013 21:13 - ID: 4,
    -ძალიან კარგი იყო!! <3 ველოდებიშემდეგს

  • psiqologia თქვა:
    11 აპრილი 2013 20:50 - ID: 3,
    ეს ფიზიკოსი არა მხოლოდ დიდი მეცნიერი, არამედ დიდი პედაგოგიც გახლდათ. ერთხელ,როცა სასწავლებელში არც ერთი სტუდენტი არ გამოცხადდა, მან ცარიელ აუდიტორიაში ჩაატარა ლექსია. ეს გახლდათ ისააკ ნიუტონი.
    საყვარელი <3
    ძალიან კარგი ნიუსია

  • ELE-elene თქვა:
    11 აპრილი 2013 20:09 - ID: 2,
    კარგიაა feel

  • linda_JB თქვა:
    11 აპრილი 2013 19:19 - ID: 1,
    ფავორიტებში feel ველოდები მესამე ნაწილსაც winked

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top