;
12 ივლისი 2013      Nina√     11 კომენტარი     ნანახია 2272-ჯერ    
კატეგორიაში: ---

Model profile: Bette Franke

ბეტ ფრანკი - 23 წლის ტოპ მოდელი ჰოლანდიიდან

ბეტ ფრანკი 23 წლის წარმატებული ჰოლანდიელი მოდელია, რომელიც მოდის ინდუსტრიაში საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ბეტი 1989 წლის 3 დეკემბერს ნიდერლანდებში, პატარა ქალაქ ჰიმსკერკში დაიბადა. გოგონამ მოდელობა 14 წლის ასაკიდან დაიწყო. 2003 წელს ჰოლანდიური სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელმა ვილმა ვოკერმა იგი მაშინ შეამჩნია, როცა ამსტერდამის ერთ-ერთ დიდ სავაჭრო ცენტრში დედასთან ერთად თავისთვის ფეხსაცმელს არჩევდა. სწორედ აქედან იწყება ბეტის წარმატებული სამოდელო კარიერა. 2004 წელს ფრანკი Elle Girl-ის გამოცემაში მოხვდა.2005 წელს შედგა მისი დებიუიტი პოდიუმზე მილანში, სადაც მან ჯილ სანდერის შოუ გახსნა. ამავე სეზონზე ბეტი გამოვიდა ისეთი ბრენდების ჩვენებებზე პარიზში, როგორებიცაა ჰერმესი, ემანუელ უნგარო და დრაის ვან ნოუთენი. შემდეგ წელი დამწყები მოდელისთვის კიდევ უფრო ნაყოფიერი გამოდგა, რადგან მან გაზაფხულზე გახსნა და დახურა ჯილ სანდერის შოუ, გააფორმა კონტრაქტი სტელა მაკარტნთან, გახსნა Tagliapietra, Alessandro Dell’Acqua, და Yves Saint Laurentის შოუები პარიზში, მილანსა და ნიუ-იორკში, დახურა როშას შოუ პარიზში. ამავე წელს Style.com-მა გოგონას ამომავალი ვარსკვლავის სტატუსი მიანიჭა. WWD-მა კი ბეტი წლის მოდელად დაასახელა. ფრანკი ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს. იგი მეგობრობს ისეთ მოდელებთან , როგორებებიცაა ლარა სტოუნი და ირინა ლაზარეანუ. ბეტ ფრანკი სამოდელო ბიზნესში ცნობილია ტუჩების გამო.
Model profile: Bette Franke


სახელი: ბეტ ფრანკი
ეროვნება: ჰოლანდიელი
დაბადების თარიღი: 1989 წლის 3 დეკემბერი
სიმაღლე: 1.80 სმ
თვალის ფერი: ცისფერი
თმის ფერი: ყავისფერი
პარამეტრები: 81-61-89
ცნობილია: ტუჩების გამო


Model profile: Bette Franke


2006 წელი

* WWD-მა ბეტი დაასახელა წლის მოდელად
* კონტრაქტი გააფორმა Stella McCartney და Yves Saint Laurent-თან.
* გახსნა Costello Tagliapietra, Alessandro Dell’Acqua, და Yves Saint Laurent-ის შოები მილანში, პარიზსა და ნიუ-იორკში.
* დახურა როშას შოუ პარიზში
* Style.com-მა ბეტს მიანიჭა ამომავალი ვარსკვლავის სტატუსი
*ს ტივენ მეიზელმა გადაითო დოლჩე&გაბანას სარეკლამო კამპანიაში
* მოანწილეობა მიიღო ჰერმესის კატალოგისთვის გამართულ ფოტოსესიაში
* გახდა ოსკან დე ლა რენტას სარეკლამო კამპანიის მთავარი სახე
* გამოჩნდა ჰიუგო ბოსისა და კელვინ კლეინის სარეკლამო კამპანიებში
* გადაიღეს ჟურნალ W-ს ივლისის გამოცემაში
* აგვისტოში გამოჩნდა ფრანგული ვოგის გამოცემაში ჯერისკა სტამთან და ჰან ჯისთან ერთად (ფოტოგრაფი: პატრიკ დემარშელი)
* სექტემბერში გამოვიდა ანა მოლინარის საზაფხულო კოლექციის ჩვენებაზე. დიზაინერი ბეტს აღწერს, როგორც ძალიან სასიამოვნო, ლამაზი, შრომისმოყვარე და ძლიერი ხასიათისის გოგონას.
* დევიდ სიმმა გოგონა გადაითო ფრანგული ვოგის ოქტომბრის ნომრისთვის გამართულ ფოტოსესიაში.


Model profile: Bette Franke


2007 წელი

* გახდა ბლუმარინის სახე
* დახურა Luella Bartley-ის შოუ პარიზშ/ი
* გამოჩნდა სელინის სარეკლამო კამპანიაში
* გაზაფხულზე პარიზში გამოვიდა ისეთი ბრენდების ჩვენებებზე, როგორებიცაა ჰერმესი, ლუი ვუტონი, მიუ მიუ და სტელა მაკარტნი
* ნატანილ გოლბერმა გადაიღო იტალიუირ ვოგის ოქტომბრის ნომრისთვის
* მოხვდა იაპონური ნუმეროს გარეკანზე

2008 წელი

* გამოვიდა პრადას, ვალენტინოს, ფერაგამოს, ეტროს, სტელა მაკარტნის, ჰერმესის შოუებზე
* დაამშვენა ფრანგული ელეს გარეკანი
*მოხვდა ჟურნალ Avantgarde--ს გარეკანზე
* გამოვიდა დერეკ ლამის, მაიკლ კორსის, რაცისონ როდრიგესის, რალპ ლრენის, პრადას, მიუ მიუს მოდურ ჩვენებეზე ნიუ-იორკში, მილანსა და პარიზში
*დაამშვენა იტალიური Flair-ის გარეკანი

Model profile: Bette Franke


2009 წელი
* გახსნა Erin Fetherston და Jenny Packham--ს შოუები ლონდონსა და ნიუ-იორკში
* გადაიღეს იაპონური ვოგის აგვისტოს გამოცემისთვის
* სექტემბერშუი გამოვიდა DKNY, Zac Posen, Matthew Williamson და Anne Valérie Hashის შოუებზე
* დაამშვენა ბრიტანული ჰარპერს ბაზარის სექტემბრის გამოცემა
* ფოტოგრაფმა კაი ფენგმა გადაიღო ბრიტანული ვოგის გარეკანისთვის
* გამოჩნდა მარი ქლეირის ბრიტანული გამოცემის ნომერში

2010

*
დაამშვენა იტალიური მარი ქლეირისა და ფრანგული ელეს გარეკანები


Model profile: Bette Franke

2011 წელი

* სექტემბერში გახსნა ანტონიო ბერარდის, ბარბარა ბუის, აკრის და ვალენტინოს შოუები
* გამოჩნდა ელესა და ჰარპერს ბაზარის გამოცემებში

2012 წელი

* დაამშვენა ესპანური ვოგის გარეკანი
* მონაწილეობა მიიღო ვალენტინოსა და ჰერმესის სარეკლამო კამპანიებში
* გამოვიდა მარნის, ემილიო პუჩის, ვალენტინოს, ვერსაჩეს, ეტროს, რობერტო კავალის, დიორის, ბალმეინის, ლანვინის, ქლოის და სხვათა ჩვენებებზე
* მონაწილეობა მიიღო დისქუარის სარეკლამო კამპანიაში ფრიდა ასენთან და დაფნე გროენველდის გვერდით

2013 წელი

* გამოვიდა გუჩის, ტომ ფორდის, რალპ ლორენის, ანა სუის, მაიკლ კორსის, ვერა ვონგის, დოლჩე&გაბანას, მარნის, ჯილ სანდერსის, ვერსაჩს, პრადას, დისქუარის, სელინის შოუებზე
* გადაიღეს იაპონური ვოგის აგვისტოს ნომრისთვის
* გამოვიდა დიორისა და ვერსაჩეს კუტიურის ჩვენებებზე
* დაამშვენა თუქრული და იაპონური ვოგის გარეკანებ


















კატეგორია: ---
Tags:

11


  • MaRi.R. თქვა:
    14 ივლისი 2013 10:27 - ID: 11,
    ულამაზესია

  • anna_ anna თქვა:
    13 ივლისი 2013 13:01 - ID: 10,
    არ მომწონს

  • barsutka))) თქვა:
    12 ივლისი 2013 23:40 - ID: 9,
    დაფნეს როგორ გავს :D სურთს რომ შევხედე მისი და მეგონა

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    12 ივლისი 2013 21:46 - ID: 8,
    კარგი გოგოა, ტანიც კარგი აქვს, ბოლოდან მე-3 ფოტოში კარგად გამოიყურება
    ძალიან კარგი ნიუსია

  • Ana smiley თქვა:
    12 ივლისი 2013 18:46 - ID: 7,
    ლამაზი გოგოაა love

  • - Ninoo თქვა:
    12 ივლისი 2013 15:31 - ID: 6,
    განსაკუთრებული თითქოს არაფერი მაგრამ რაღაცით მომხიბლა
    უბრალოდ მომწონს ეს მოდელი

  • inspired fox თქვა:
    12 ივლისი 2013 14:11 - ID: 5,
    ძალიან ლამაზია, ტანიც კარგი აქვს და სახეც

  • darkangel თქვა:
    12 ივლისი 2013 10:54 - ID: 4,
    ზოგ სურათში ძალიან მომეწონა, საბოლოო ჯამში კარგი გოგოა, განსხვავებული სახე აქვს და თვალები მომწონს ძალიან love love
    ბოლოდან მესამე სურათში პირღია დავრჩი რა ტანი აქვს feel

  • Shining Diamond თქვა:
    12 ივლისი 2013 10:25 - ID: 3,
    მსხვილ წარბებში ბევრად ლამაზია love

  • elga თქვა:
    12 ივლისი 2013 00:56 - ID: 2,
    ოხ ჩემი ლამაზ ფეხება გოგო shოკი გოგოა.გულუბრყვილო სახით და ლამაზი სხეულით.
    ისე ბევრი კამპანიებით და ფოტოსესიებით არაა დატვირთული თუმცა პოდიუმზე უსაყვარლესია.
    მუქი ფერის თმა უფრო უხდება უფრო ნათელია მისი ლამაზი თვალები.
    ნიუსი სრულყოფილებაა კარგად გიმუშავია ნინა love

  • saliii თქვა:
    12 ივლისი 2013 00:08 - ID: 1,
    ვაუუ ბოლოდან მესამე სურათში , რამაგარი გოგოაა :ხხ

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top