;
25 ნოემბერი 2013      lizz131     3 კომენტარი     ნანახია 1223-ჯერ    
კატეგორიაში: ---

მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი რომელსაც ამ შემთხვევაში ანას დავარქმევ, დაბადებიდან ვმეგობრობთ, ანუ აი ძალიან ახლოს ვართ, რაც მე მაგასთან სახლში ვყოფილვარ, ის ჩემთან და კიდე იმიდენი ვიდეო და ქუჩებში წარწერები გვაკავშირებს, ვერც დავთვლი.
მაგრამ ამ ბოლო დროს შეიცვალა. არა, ზუსტად ის გახდა, რასაც ყველააზე მეტად ვერ ვიტანდი ხალხში, მიმბაძველი. გემოვნება შეიძლება ითქვას რომ სრულიად განსხვავებული გვაქვს, მე უფრო "ცუდი ბიჭები" მომწონს, მაგას კიდე ბუნჩულა :დ პოპს უსმენს, მე როკს და ა.შ. უამრავი რამე გვავს საერთოც. ორივე ვართ გაგიჟებული ფანები სერიალ "ზებუნებრივი"-ს ( არ ვიცი გაგიგიათ თუ არა მაგრამ გირჩევთ გაიგოთ :დ - Supernatural) .
პოსტებს რომ ვუყურებ, სულ რაღაცნაირი, ბავშვური, იდიოტური გამოხტომები აქ. ანუ ვგულისხმობ იმას, პატარა გოგოები რო წერენ "ვაიმე ჩემი სიცოცხლე" ან "აუ ამ სერიზე მაფანატებს". გადაზედმეტებას ვგულისხმობ. ადრე თვაილაითს აღმერთებდა, ეხლა კიდე, როცა მიხვდა რო მაგარი ტიპობა აღარ იყო ეგ ვეღარ იტანს. ვითომ გიჟდება ჰარი პოტერზე, მაგრამ რო ვუყურებ, ხვხვდები რომ არაფერი განსაკუთრებული სიყვარული არ აქვს, აზვიადებს ძალიან
მე ვარ მეკაცთანე :დ და ყველა სიმპატიურ ბიჭს ვიკვლევ, ეს კიდე დამიწყებს ხოლმე, ანუ ჯენსენი აღარ გიყვარს? :O ან რაღაცა ეგეთები, როგორ ვთქვა :დ გამოხტომებს რო ეძახიან, აი ძაან რო ფანობენ და ტვინი მიაქვთ. ერთი თვის წინ, დისკუსია გვქონდა მუსიკაზე :დ მე ვიძახდი რო პოპი ნაგავია და როკი rocks, მერე კიდე ლამის მაგინა როკი როგორ მოგწონსო. ეხლა კიდე ვითომ როკზე გიჟდება და პოპს აღარ უსმენს -_- ერთი სიმღერა აქ ამოჩემებული, რომელიც მთლად როკიც არაა (უფრო ბალადაში გადადის) და "როკერი" გახდა. აი ვგიჟდები ისე მიყვარს, დაჟე 11-12 წელი ერთმანეთის სახლიდან ფეხს არ ვადგავდით, მაგრამ ძაან გადააზედმეტა ყველაფერი. ადრე 1D უყვარდა, გიჟდებოდა, მეც ჩამითრია მარა მარტო ბიჭი მომეწონა ერთი :დ მაშინაც, ვაიმე სხვა როგორ მოგწონს ან მაგ იდიოტობა შოუ-ს როგორ უყურებო, ეხლა კიდე თვითონაც დაიწყო. მოკლედ, რაღაცნაირად ნერვებზე მოქმედებს იმიტომ რომ ესეთი არ ყოფილა, თავს არ გაბეზრებდა. იმდენი ადამიანი გამიცნია რომელიც ზუსტად იგივენაირად მწერს და მელაპარაკება, განსხვავებას ვერ ნახავ, მე კიდე მისი ინდივიდუალურობა მიყვარდა ყველაზე მეტად, ეხლა კიდე თუ ვინმეს რამე მოსწონს უცბად მასაც უყვარდება.
ერთი პერიოდი "ძალით" დეპრესიაში იყო, დეპრესიული ფოტოები და მამის მკვლელი სტატუსები ედო თაიმლაინზე, მაგრამ მე ხო ვიცოდი რო არაფერი არ სჭირდა, უბრალოდ მოუარა, მერე ერთი რვაჯერ დაპოსტა ვაუქმებო საერთოდ, მაგრამ დატოვა, თითქოს უბრალოდ ყურადღების მიქცევა უნდა. თან ამბობს ისეთ დღეში ვარ ვერავინ გამიგებსო, არადა მაგის მთელი ცხოვრება ისტორიის გაკვეთილივით ვიცი და ისიც ვიცი რომ არანაირი ისეთი პრობლემა არ ჰქონდა რომ დეპრესიაში ჩავარდნილიყო. (არადა ამ დროს ისეთ დეპრესიაში ვიყავი... არც კი იცოდა)
ეგ ისე ძალიან არ მაწუხებს, როგორმე გავუძებ, უკვე კაი ხანია ვუძლებ, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა წარმოიქმნა. ვერ ვენდობი. არ შემიძლია საიდუმლო გავუმხილო და ეგ ფაქტი მკლავს. ადრე სუ ფეხებზე მეკიდა, იმიტომ რომ საიდუმლოც არაფერი მქონია, მაგრამ ამ წელს ლამის თავი მოვიკალი, ისეთი რაღაცეები ხდებოდა ჩემ თავს, ჩემს სხვა, ძალიან ახლო მეგობრებმა, აი ისეთებმა, ზედ რო გადავაკვდებოდი და ერთად უამრავჯერ რო სიგჟეში გაგვითევია ღამე, ჩემი გაჭორვა დაიწყეს გაურკვეველი მიზეზის გამო, არადა მათ გარაშე სიცოცცხლე ვერ წარმომედგინა, ერთი ბიჭი შემიყვარდა, რომელსაც ვუყვარდი, მაგრამ არ იცოდა რო მე ვგიჟდებოდი :დ მოკლედ, ბევრი რაღაც იყო და ვერ ვუთხარი, არადა ისე მინდოდა ვინმესთვის მომეყოლა, სარკეს დავუწყე ლაპარაკი. არადა, ჩემი აზრით, საუკეთესო მეგობრის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, რომ უნდა მოგისმინოს და დაგამშვიდოს, სიტუაცია უფრო კარგად განგიმარტოს. რამდენჯერაც საიდუმლო ვუთხარი, იმდენჯერვე ფბ-ზე გამომიჭენა ამოკოპირებული, ან ჩათშივე გადაუღია ფოტო და მერე დაუპოსტავს. ერთხელ მაგის გამო საშინლად ვეჩხუბე და ფბ გავაუქმე, ერთი თვე კონტაქტი არც მქონია, მაგრამ ვერ გავძელი, ჩემი გოგოა მაინც.
მოკლედ, მისი დახრჩობა მინდა ხოლმე, მაგრამ ვერა. ხანდახან ვფიქრობ რომ ჩვენს მეგობრობას მხოლოდ ძველი მოგოგნებები ასაზრდოებს, იმიტომ რომ აღმოვაჩინე ხალხი, რომელიც მასზე უფრო მეხმარება და მარტო იმას არ მახვვევს თავს რაც თვითონ მოსწონს.
ესეთი წესი გვქონდა, რომ ყოველ შეხვედრაზე ვიდეო გადაგვეღო, რომლებიც ისეთები გამოგვდიოდამ მიმიჯვია კომედი არხისთვის (ბოდიში :დ ) , და მარტო მაგათი ყურება მეხმარება რო ერთ დღეს არ ჩავქოლო. მირჩიეთ, რა ვქნა, თორემ უკვე ტვინი ყურებიდან გადმომივა, ძალიან დავიძაბე, არ მინდა მისი დაკარგვა, მასთან ხომ იმხელა კავშირი მაქ რამდენსაც ვერასდროს "გამოვიმუშავებ". არც მოგონებების დაკარგვა მინდა, არც საუკეთესო მეგობრის. თან ოჯახთანაც დედაჩემიც და მეც ძალიან ახლოს ვართ.
იმედებით, თქვენი ერთგული მკითხველი მარი <3 ველი რჩევებს და კრიტიკას, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ მეც ბევრი შეცდომა დავუშვი ჩვენს მეგობრობაში.

კატეგორია: ---
Tags:

3


  • butato თქვა:
    12 ივნისი 2014 10:05 - ID: 3,
    მე და ჩემი მეგობარიც ზუსტად ეგრე ვართ:(ჩემი მეგობარიც შეიცვალა ისიც ზუსტად ეგრე იქცევა

    ასე მგონი რომ ეს ყველაფერი მე დავწერე ისიც სეთია მეც ვუსმენ როკს ის კი პოპს მას ახლა უყვრს 1D მე კი იქიდან მხოლოდ ერთი ბიწი მომწონს გამოხტომები მასაც აქვს

    იცი რა ქენი ერთი პერიოდი თავი ისე დაიწირე თითქოს არ გადარდებს რაც უნდ ის ქნას იპრანწოს იკაიფოს შEნ ყურადღება არ მიაქციო მოკლედ ისე მოეცეი როგორც ის გექცევა მერე იქნებ რამეს მიხვდეს

  • bella biber თქვა:
    6 იანვარი 2014 19:24 - ID: 2,
    მარი,მხოლოდ იმის გამო რომ დიდი ხანია მეგობრობთ ,მას ნუ გადააკვდები...მიტო რო გარშემო შენ გარშემო ალბათ არიან ისეთEბი ვინებთანაც თავისუფლად შეძლებ საიდუმლოებების გამხელასაც და დარდის გაზიარებასაც.მასთან ურთიერთობას ნუ გაწყვეთ მაგრამ დისტანცია დაიცავი,იმიტო რო როცა ორ ადამიანსს ერთმანეთის არ ესმით იქ მეგობრობაზე ლაპარაკი ზედმეტია(ჩემი აზრით)აბა წარმატებები..

  • Anna Svani თქვა:
    31 დეკემბერი 2013 11:23 - ID: 1,
    არვიცი ცუდ მდგომარეობაში ხარ მეც მიხალოებით ეგეთ სიტუაციაში ვარ მაგრამ მგონი ჯობია თვითონ მას დაელაპარაკო და აუხსნა რო გაგაგებინოს ბოლოსდაბოლოს რა უნდა ცხოვრებაში, უნდა თუ არა თქვენი მეგობრობა შეინარჩუნოს თუ არ აინტერესებს. შეიძლება მისი ასეთი ცვლილება ასაკის გამო იყოს მაგრამ ჩემი აზრით ამდენი ხნის მეგობრობა მაინც არ უნდა დაანგრიოთ და როგორმე შეინარჩუნოთ ))))

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top