;
29 მარტი 2014      Nina√     4 კომენტარი     ნანახია 2545-ჯერ    
კატეგორიაში: ---

უახლესი ვიდეო imgmodels-სთვის



ფრიდა გუსტავსონის უახლესი ინტერვიუს მცირე მონაკვეთი ჟურნალ Styleby-დან

ჟურნალისტი: ფრიდა, გაგვიმხილე, სად ყიდულობ თავის მოვლის საშუალებებს?

ფრიდა:ოს-ანჯელესში მყავს ერთი მეგობარი, რომლსაც თავის მოვლის საშუალებების მსხვილი ქსელი აქვს, სადაც განთავსებულია ყველანაირი ნატურალური კოსმეტიკა. ყველაზე ხშირად ზეთებს ვიყენებ. განსაკუთრებით ჩვენებების დასრულების შემდეგ. ხოლო ქოქოსის ზეთი თმის მოვლისთვის საუკეთესო საშუალებაა.

ჟურნალისტი: უფრო კონკრეტულად კიდევ რას აკეთებ, რომ თმა ყოველთვის ჯანსაღი იყოს. შენ ხომ მუდმივად გიწევს ვარცხნილობების შეცვლა.

ფრიდა: მე სქელი თმა მაქვს და ამის გამო არ ვტოვებ შთაბეჭდილებას, თითქოს მას ძალიან ძნელად ვუვლი. უბრალოდ ღამით, სანამ დავიძინებ, ზეთის ხილით სველ ბამბას თმაში ვიზელ და ასე ვიძინებ. გამიმართლა, რომ ბევრჯერ არ მომიწია თმის შეღებვა. სამოდელო ინდუსტრიაში ძალაინ ბევრი მოდელია, რომლებიც სეზონურად იცვლიან თმის ფერს, შემდეგ კი თმა ძალაინ უუხეშდებათ. მგონი, ანია რუბიკი ამ შემთხვევაში ერთადერთი გამონაკლისია.




ჟურნალისტი: ლოს-ანჯელესის გარდა, სხვაგან სად ყიდულობ შენთვის სასურველ პროდუქციას?

ფრიდა: ფრანგ მეაფთიაქესთან. საფრანგეთში ვყიდულობ აგრეთვე შამპუნს ფიტო კოლექციიდან. ვფიქრობ, ეს ერთადერთი შამპუნია, რომელიც ნამდვილად მუშაობს. ამას გარდა მე მაქვს Klorane-ის შამპუნი მშრალი თმისთვის. ნიუ-იორკში მე-6 ავენიუზე, სადაც მე ადრე ვცხოვრობდი, იქვე იყო მაღაზია სახელად Life Thyme, სადაც მე ყოველთვის ვყიდულობ ბოსტნეულის ზეთებს და ვარდის წყლის სპრეის. ძალიან მომწონს მათი პროდუქცია და დიდი სიამოვნებით ვუწევ რეკომენდაციას.

ჟურნალისტი: როგორ ინარჩუნებ ფორმას?

ფრიდა: სირბილი ამისთვის შესანიშნავია. სადაც არ უნდა ვიყო, მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში, ყველგან დამაქვს ჩემი სარბენი ფეხსაცმელი და ყურსასმენი. გრძელვადიანი ფრენების შემდეგ ჩემთვის სირბილი განტვირთვის შესანიშნავი საშუალებაა. კვებასაც დიდ ყურადღებას ვაქცევ. საერთოდ არ ვსვამ ალკოჰოლსა და გაზიან სასმელებს.



ჟურნალისტი: როგორ ემზადები ხოლმე მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის?

ფრიდა: მე სწორედ ახლახანს ჩამოვედი მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის აქ. სანამ სტუდიაში მოვიდოდი , სახეზე დამატენიანებელი ნიღაბი წავისვი. ზოგჯერ, ამ ნიღბით ვიძინებ, მაგრამ სამწუხაროდ, ის ძალიან ძვირია. ვიდოვნებ, ისინი წაიკითხავენ ამას და გააიაფებენ პროდუქციას (იცინის). დიდი შანსია ვიქტორია სიკრეტის ჩვენებაზე გამოვიდე და ამიტომ, ყოველ დღე უფრო და უფრო მეტს ვფიქრობ ჯანსაღი ცხოვრების წესზე. როგორ ვწუხვარ ზოგიერთი მოდელის გამო. მე და ელზა ჰოსკი (ვიქტორია სიკრეტის მოდელი) ვზივართ კულისებში და ვხედავთ თუ როგორ ლაპარაკობენ გოგონები, რომ ისინი საერთოდაც არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ესეთ ფორმაში იყვნენ. არადა, ყოველ დღე ვხედავ მათ დარბაზში, ვხედავ თუ როგორ იტანჯებიან ყოველდღიურად სალათების ჭამით. მაგრამ თავს იმით იმართლებენ, რომ ამ ყველაფრის დამსახურებაა მათი საოცარი ვიზუალი. და ეს მართლაც ასეა, მაგრამ საოცრად რთული.

ჟურნალისტი: რას ყიდულობ ხოლმე შენი ფულით?

ფრიდა: ხელოვნების ნიმუშებსა და ავეჯს. მე ახლხანს ვიყიდე აპარტამენტი და მსურს, რომ იდეალურად მოვაწყო იქაურობა. წლის განმავლობაში 275 დღე ვმუშაობ და როცა დავბრუნდები, მინდა ლამაზ და კომფორტულ გარემოში დვაისვენო.


ჟურნალისტი: როგორ აღწერ შენს ამჟამინდელ სტილს?

ფრიდა: ჩემმა სტილმა ევოლუცია განიცადა და მისი განვითარება უკვე დასრულდა. ჩემი სტილი ქალური და მამაკაცური სტილის ნარევია და ალბათ 70-იანი წლების სტილს წააგავს. დიდი პალტოები, ღია ფერის შარვლები, "ტაქსის მძღოლის" ლუქი. ხშირად ვატარებ კოსტუმს, მკაცრ სტილში გაფორმებულს, მაშინაც კი როცა, უბრალო მაისურია ამ ტოპი მაცვია. ჩაცმულობის მსგავსად, ძალიან მომწონს 70-იანების მაკიაჟი. მომწონს ფერები, რომელსაც ისინი იყებდნენ: ფირუზისფერი, ღია ცისფერი და საერთოდ, პასტელის ფერები .

ჟურნალისტი: ვინ არის შენი ფავორიტი პიროვნება მოდის ინდუსტრიიდან?

ფრიდა: ფილის პოსნიკი, ამერიკული ვოგის რედაქტორი, მისი სურათები საუკეთესოა და მთელ ინდუსტრიასი ყველაზე ძლიერი. მისი ნამუშევრები არა მხოლოდ მოდურია, არამედ კარგად წარმოაჩენს იმას, რომ მსოფლიო საოცარია. ის არის იდეალი ძლიერი, ინტელექტი ქალბატონისა. მე ბევრი რამ ვისწავლე მისგან. მან მასწავლა, როგორ იბადება უნაკლო ფოტოების გადაღების იდეა. მისი გუნდიც ამავე მიზნით მუშაობს. მოდელის პროფესიას მსახიობური ნიჭიც სჭირდება, შენ უნდა იფიქრო საკუთარ თავზე და უბრალოდ შეხვიდე როლში.



ჟურნალისტი: ფრიდა, შენ Models.com-ს ის მიხედვით ხარ "მდიდარი გოგონების" სიაში, რაც ნიშნავს, რომ შენ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი ხარ მსოფლიოში. ბევრი ფული დიდი პასუხიმგებლობაა. შენ, განსხვავებით ბევრი მოდელისა, კარგად ერკვევი ბიზნესში.

ფრიდა: მე დავიწყე მუშაობა, როდესაც ვიყავი ძალიან პატარა. ვერ გახდები მოდელი, თუ არ გამოიყენებ შენს გონებრივ შესაძლებლობას. მოდელობა მოითხოვს ბევრად მეტს, ვიდრე უბრალოდ კამერასთან დგომას. ძალიან ბევრი მოდელია ამჯამად წარმატებული და მათ იციან, როგორ ხარჯონ თავიანთი ფინასები. მაგალითად ანია რუბუკი, რომელსაც 25 გარეკანი აქვს და კარლი კლოსი, რომელიც თითქმის ყველა ბრენდის შოუზე გამოსულა. მე ვარ პროაქტიული ფინასების ხარჯვაში და სულ ასეთი ვიქნები. არ მსურს ვიყო მეგი რიზერივით, რომელი 10 წელია მუშაობს და უბრალოდ აგროვეს ფულს თაღლითურად. მე ვიყავი ახალგაზრდა, როდესაც დავიწყე და მოხარული ვარ, რომ ახლა, შემიძლია ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ კამერასთან პოზირება.

ჟურნალისტი: გსურს კიდევ რამე მოდელობის გარდა?

ფრიდა: მე ნამდვილად მინდა სწავლის დაწყება. მსურს, არქიტექტურა ვისწავლო და ვიყო ბევრი კრეატიული იდეის ავტორი. მე მაქვს შესაძლებლობა ვისაწავლო ბევრი მსოფლიოს ხალხებიდან. მე დაგეგმილი მაქვს ჩემი ცხოვრება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის რომ ამდენ ადამიანს ვუყვარვარ და ისინი მიჭერენ მხარს და ჩემთან არიან. მაგრამ ვფიქრობ, ეს ჩემი დამსახურებაცაა, იმის, რომ ასე ბევრს ვმუშაობდი ამდენი დროის განმავლობაში.











ფრიდა გუსტავსონის უახლესი ინტერვიუ ფრიდა გუსტავსონის უახლესი ინტერვიუ [
ფრიდა გუსტავსონის უახლესი ინტერვიუ ფრიდა გუსტავსონის უახლესი ინტერვიუ
ფრიდა გუსტავსონის უახლესი ინტერვიუ ფრიდა გუსტავსონის უახლესი ინტერვიუ





კატეგორია: ---
Tags:

4


  • fuck selena თქვა:
    31 მარტი 2014 00:34 - ID: 4,
    ვაიმე რა ლამაზია პროსტააა

  • demetria თქვა:
    30 მარტი 2014 18:07 - ID: 3,
    რა კარგი გოგოა და რა კარგად აზროვნებს მომეწონაა love love

  • liliana თქვა:
    30 მარტი 2014 00:04 - ID: 2,
    მისი გულწრფელობა მაგიჟებს..

  • ano... თქვა:
    29 მარტი 2014 21:33 - ID: 1,
    საყვარელია

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top