6 January 2014      ANGEL     Views 4 082    
Category: Concurse

ფოტოკონკურსი პოზიტიური გოგონა 2013
გაიღიმე და გახდი პოპულარული


რადიო პოზიტივი FM 104.3 და საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის პროექტი-ფოტოკონკურსი
„წლის პოზიტიური გოგონა 2013“.


ჟიურის მიერ შერჩეულ მონაწილეებს სურათებს პროფესიონალი ფოტოგრაფები უღებდნენ და ეს ფოტოები განთავსდა ალბომში რადიო „პოზიტივი„-ს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე facebook.com/positive.ge არსებულ პორტფოლიოში სახელწოდებით„კონკურსი: პოზიტიური გოგონა 2013„ . კონკურსი ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 23 კონკურსანტმა და 7-მა ფოტოგრაფმა მიიღო მონაწილეობა.

რადიო პოზიტივის ფოტოკონკურსი
წლის პოზიტიური გოგონას გამოსავლენად და აღმოსაჩენად, ფოტოგრაფთა ასოციაციის მხარდაჭერით, რადიო პოზიტივი 2014 წლის 11 იანვარს ფოტოკონკურსს - პოზიტიური გოგონა 2013-ის დაჯილდოებას მართავს.

იხილეთ საკონკურსო ალბომი: კონკურსი - პოზიტიური გოგონა 2013

კონკუსის გამარჯვებულთათვის ერთი მთავარი და 3 დამატებითი ნომინაციაა - ხალხის რჩეული, პოზიტიური ღიმილი და არაორდინალური გოგონა. გამარჯვებული ფოტოგრაფისთვის - ”წარმატებული ფოტოგრაფი” ასევე დაწესებულია სპეციალური პრიზი.

კონკურსის გენერალური სპონსორია კომპიუტერული ტექნიკის მაღაზია პისიშოპჯი, რომელიც აჯილდოვებს 2 ნომინატს - ხალხის რჩეულ გოგონას გადაეცემა ლეპტოპი, ხოლო მის ფოტოგრაფს - სამსუნგის მობილური ტელეფონი.

მონაწილეებს სხვადასხვა წამახალისებელ პრიზებს გადასცმენ სპონსორები: ესთეთიკის ცენტრი ”ლოტუსი”, სილამაზის სალონი ”მელანჟი”, კომპანია ”ბაგრატიონი”, ღვინის კომპანია ” ბესინი ”, რძის მწარმოებელი კომპანია „ეკო-ფუდი“ და ფოტო ლაიფ სტუდიო...

ღონისძიების მასპინძელია შარდენის 6-ში მდებარე ჰუკა ლაუნჯი
ღონისძიებას გაუძღვებიან ნიკა გრიგოლია და დეა გელაშვილი




Category: Concurse
Tags:

Share it
Comments
Back to Top