;
6 ივნისი 2011      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 6137-ჯერ    
კატეგორიაში: კონკურსი, ქართველები

ბლოგერები ენჯელ.ჯის შესახებ

გადავწყვიტეთ ენჯელ.ჯიზე ბლოგერებისთვის წამახალისებელი აქცია/კონკურსი მოგვეწყო,
ბლოგერებს შევთავაზეთ დაეწერათ პოსტი ენჯელ.ჯის შესახებ და ამგვარად
ჩვენი მკითხველისთვის გაგვეზიარებინა მათი ბლოგები!

10 პოსტი ქართველი ბლოგერებისგან
ენჯელ.ჯის - მოდის და ქართული საზოგადოების შესახებ

_______________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________


littlephotographersblog .blogspot.com
Wonderland-ში მცხოვრები გოგონაა თაკა ბლოგიდან littlephotographersblog.blogspot.com. ის ენჯელ.ჯის პროექტს - ქუჩის მოდას შეეხო და განიხილა ქუთაისის ქუჩის სტილი და ჩვენთან ჩვეული ცხარე კომენტარების თემა :)

littlephotographersblog.blogspot.com - ქართველთა მოდა... ანუ შენ რა გაცვია?



ამ შემთხვევაში ჩვენი საიტის ვიზიტორების და ადმინისტრაციის აზრი ერთმანეთს დაემთხვა და
ენჯელ.ჯის რჩეული ბლოგი ამ მცირე კონკურსიდან გახდა მარიტას NotesOfSummer


NotesOfSummer .wordpress.com
მარიტამ კი notesofsummer.wordpress.com -დან მისი მოდის ბლოგო-სფეროში მოგზაურობის ისტორიის შესახებ მოგვითხრო. მარიტა ენჯელზე ერთერთი პირველი პუბლიცისტი და ფორუმის ერთერთი მმართველი იყო.

"მე ვიყავი ერთი, საყიდლებზე შეყვარებული გოგონა, მოდური საიტის angel.ge-ს მკითხველი და ჟურნალისტი, ახლად დაარსებული ფორუმის ერთგული ადმინისტრატორი, რომელიც ყოველ დილით დგებოდა ადრე, რომ ახალი თემები გაეხსნა 50-იოდე ადამიანისთვის."
"ვისწავლე მკითხველებთან ურთიერთობა, რომელიც შემდეგ ბლოგზე გამომადგა და ჩამოვყალიბდი როგორც ვირტუალური მწერალი."

"მაშინ კი ვიყავით ძალიან ცოტა, სამაგიეროდ ვავსებდით ერთმანეთს დიდი სითბოთი."


დღეს კი მარიტამ მოდა თავისებურად და ინდივიდუალურად შეიყვარა, რომელსაც პირად ბლოგზე გადმოსცემს.

პოსტში პროექტი 365 კი საკუთარი ბლოგის შექმნაზე საუბრობს: "მიყვარს წერა, ძალიან. მიყვარს აზრების გაცვლა, უცხო და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა. საკუთარი ადგილი, რომელსაც მოვუვლი, ფოტოებით გავავსებ და მოწყენის დროს და არამარტო დავუმეგობრდები."

მარიტას მართლაც გასაოცარი - მოწესრიგებული, დახვეწილი და საინტერესო ბლოგი აქვს ასევე რომანტიული და ხალისიანი სათაურით notes of summer

notesofsummer.wordpress.com - მოგზაურობა მოდიდან – ბლოგამდე



marrieline .blogspot.com,
მარიამმა ბლოგიდან marrieline.blogspot.com, რომელიც თავს გიჟ გოგოს უწოდებს ბლოგის შესავალში შემოგაგებებთ პროლოგს - "ლოგიკა მიგიყვანს A წერტილიდან B წრილამდე! სიგიჟე - ყველგან". მან მცირე ჩანაწერი შემოგვთავაზა, სადაც მკითხველებს თავისი სურვილი გაანდო:

"დამეთანხმებით ალბათ, ქუჩაში ყოფნისას უამრავ უგემოვნოდ ჩაცმულ-აჯაჯულ ხალხს ხედავ. რამდენჯერ მომდომებია განმენათლებინა, მოდის სამყაროში ჩამეჭყიტებინა ასეთი ადამიანი.. მაგრამ მე რა შემიძლია.. რა შემიძლია? რა შემიძლია და დავბეჭდო პატარა ფურცლებზე "WWW.ANGEL.GE" და მივცე ასეთ ადამიანებს.. :)
და გავიფიქრო: "აი აიღეთ და გადაყარეთ ის ნაგავი, რომელიც გაცვიათ და ეზიარეთ ნამდვილ კლასიკას.. გუჩი, დოლჩე-გაბანა, ბლანკო.. შედით! ფეხი აუწყეთ მოდას!"


marrieline.blogspot.com -მოდა, სტილი, დიზაინი=WWW.ANGEL.GE



SweetPoohy .blogspot.com
ჩვეულებრივი ადამიანის ”არა”ჩვეულებრივ ბლოგზე sweetpoohy.blogspot.com კი ვიხილეთ პოსტი I love ANGEL.GE, სადაც მოდაზე შეყვარებულმა პუჰიმ ენჯელ.ჯი შოკოლადის ნაყინს შეადარა და გულისწყრომა გაიხსენა, რომ აქტიურად სიახლეების დამატების მიუხედავად ენჯელი ვერ გახდა და გულდაწყვეტილი გარკვეული ხანი არ სტუმრობდა საიტს, სანამ ენჯელ.ჯის პროექტ "ვურჩიოთ ერთმანეთს" და თქვენ,
ჩვენს ვიზიტორებს არ მოგმართათ სათხოვარი - წერილით.
დღეს: "დღეში 12საათი ენჯელზე ვარ, 2საათი ვსწავლობ, დანარჩენი მძინავს :)))"

sweetpoohy.blogspot.com - I love ANGEL.GE




theatroholic. blogspot.com
ანი - Happy Dreamer რომელიც თეატრის და მოდის დიდი მოყვარული გახლავთ ბლოგიდან theatroholic.blogspot.com , თან ჩვენი ენჯელია Ancho.

"ეს საიტი ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს. რომ არა ენჯელი, კომპიუტერს მგონი არც ჩავრთავდი... რადგან, თავისუფალ დროს, კომპიუტერთან ჯდომისას ყველაზე კარგ დროს აქ ვატარებ.. „ჩემი“ საიტია.. ჩემებური..
მის არსებობას ჩვენი ერთობლივი მუშაობა უწყობს ხელს. ადმინებისათვის საიტი „შვილთან“ ასოცირდება, ენჯელები რომლებიც დაძვრებიან მთელს ინტერნეტ სივრცეში რომ რაღაც ახალი შესთავაზონ წევრებს და საიტის მომხმარებლები რომლებიც ხშირად ასჯერ არეფრეშებენ გვერდს რადგან ახალ ნიუსს ელოდებიან, შემოდიან ყოველდღე და კომენტარებში კარგი ნიუსისათვის გვაქებენ..."


theatroholic.blogspot.com - ANGEL.GE



GeorgianGossip .blogspot.com
საბამ კი ბლოგი ამ აქციის ფარგლებში გახსნა. დღეს უკვე თავისი საიტისთვის ჭორიკანა ბლოგი დაურქმევია georgiangossip.blogspot.com; პირველი პოსტი კი ენჯელ.ჯი-ზე დაწერა

"ყველაზე დიდი მოწონება მამაკაცის მოდამ დაიმსახურა პირადად ჩემთვის და ვფიქრობ, რომ მსგავი ნიუსებით ( რომლებიც იქნება მამაკაცურ თემებზე) ბევრად მეტ ადამიანს მიიზიდავს და სიატს კიდევ უფრო წარმატებულს გახდის!"

საიტის უარყოფით მხარედ კი უარყოფითი კომენტარები მიიჩნია წევრების მხრიდან.

GeorGiangossip.blogspot.com - www.angel.ge



malachynixon .blogspot.com
ელისაბედმა - Malachy Nixon ♔ პოსტი თბილისურ ტენდენციებს "მიუძღვნა"

"ქუჩაში გავივლი ხოლმე და ყველაფერი მაღიზიანებს გოგოების "როჟებით" დაწყებული ბიჭების ჩახდილი შარვლებით და გინებით დამთავრებული. ხანდახან მგონია, რომ ეს ადამიანი სადღაც მინახავს, მაგრამ ვხვდები რომ ეს მხოლოდ მასის ბრალია რომელსაც ინდივიდუალობა არ აქვს."

malachynixon.blogspot.com - What on Earth happened?


GlamourBlond .wordpress.com
სოფამ, გლამურული "ქერა" სახლის პატარა დიასახლისმა glamourblond.wordpress.com-ზე საკონკურსო პოსტში ენჯელ.ჯის შესახებ მისი აზრი გამოთქვა - რა მოსწონს და რა არა. განსაკუთრებული ინტერესი ენჯელ.ჯის პროექტების შესახებ გამოთქვა, განსაკუთრებით ქუჩის მოდასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მის გაღიზიანებას იწვევს ხშირად კომენტარებში გაჩაღებული ჩხუბი და "საყვარელი ფოტოები", რომლებითაც ერთდროულად ჭრელდება ხოლმე ფეისბუქი და განურჩევლად ყველა "ითაგება", ისევე როგორც საიტზე ნიუსის სახით გამოქვეყნებული სტატუსებით მეგობრის ვოლები. არც ვითომცდა შემეცნებითი ნიუსები მოსწონს მაგალითად : “რა არის ბედნიერება?” ...

glamourblond.wordpress.com - საკონკურსო პოსტი ენჯელ.ჯი-ზე




Chiinka .wordpress.com
მაკამ chiinka.wordpress.com -დან წარდგა პოსტით სათაურად "საბლოგეთი", სადაც ბლოგის ისტორიას შეეხო და ენჯელ.ჯის ნაწილობრივ ბლოგად მოიხსენია, რომელიც თავისი მრავალფეროვნებით ყველ მკითხველის ინტერესს დააკმაყოფილებსო.

კომენტატორების თემას კი ვერც აქ ავცდით, თქვენ ჩვენო ვიზიტორებო ხომ არანაკლებ ყურადღებას იქცევთ და საიტის ერთერთ მთავარ ფონს ქმნით:

"კომენტარებს და ხალხის აზრს რაც შეეხება, რთულადაა საქმე. როდესაც საიტზე ამდენი მომხმარებელია, ძალიან ბევრი სხვადასხვა აზრი ჩნდება. სხვადასხვა ხასიათებისგან გამომდინარე იმართება მთელი სკანდალები.
თუმცა, ვინ იცის რამდენს გაუცნია ადამიანი პოსტის კომენტარებში სრულიად შემთხვევით და დღეს ის ადამიანი მისი ახლო მეგობარია. ♥"


chiinka.wordpress.com - საბლოგეთი



4rrr4. wordpress.com
და ამ აქციაში გამოგვეხმაურა კიდევ ერთი ყმაწვილი 'ფანქრისფერი ბლოგით' - 4rrr4.wordpress.com, გიორგიმ ორიგინალური ჩანახატი გამოგვიგზავნა - "ერთი საინტერესო გასეირნება"
სადაც გვიყვება მისთვის ახალ აღმოჩენაზე - ენჯელ.ჯი-ზე, თუმცა კი ბოლოს მაინც ნაცნობ wordpress.com-ზე ბრუნდება : )

4rrr4.wordpress.com - ერთი საინტერესო გასეირნება



დააფიქსირეთ თქვენი აზრი აქ მოყვანილი პოსტების და საერთოდ ბლოგების შესახებ


შეგიძლიათ ენჯელ.ჯის შესახებ პოსტები შეაფასოთ ამ პუბლიკაციის გამოკითხვაში
თქვენს აზრს გავითვალისწინებთ საუკეთესო პოსტის გამოვლენის დროს,
რომლის ავტორის ბლოგს 2 თვიანი ვადით რეკლამას გავუწევთ+სტატია.

ენჯელ.ჯის რჩეული ბლოგი გახდა Notes Of Summer.wordpress.co m


გამოკითხვაში კი აქ მოყვანილი 10 ბლოგებიდან მხოლოდ ხშირად განახლებადი, თემატური და Girly 5 ბლოგი
დავასახელეთ და მომხმარებელთა ხმები ასე გადანაწილდა:

ბლოგერები ენჯელ.ჯის შესახებ

გაუზიარეთ შთაბეჭდილებები აქ ნახსენებ ბლოგერებს ამ ნიუსის კომენტარების საშუალებით ♥

Little Photographers Blog.blogspot.com
Notes Of Summer.wordpress.com
Marrieline.blogspot.com
Sweet Poohy.blogspot.com
Theatroholic.blogspot.com
Georgian Gossip.blogspot.com
Malachy Nixon ♔ blogspot.com
Glamour Blond.wordpress.com
chiinka.wordpress.com
4RRR4.wordpress.com

საუკეთესო პოსტი ენჯელ.ჯის შესახებ


კატეგორია: კონკურსი, ქართველები
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top