2 აპრილი 2010      C_R_E_M_L_I     0 კომენტარი     ნანახია 5321-ჯერ    
კატეგორიაში: ---

წმინდა ფოტინე

წმინდა მოწამე ფოტინე* (ნათია) სამარიტელი (I ს.)
ხსენება 20 მარტი (2 აპრილი)

წმინდა ფოტინე იყო სწორედ ის სამარიტელი დედაკაცი, რომელსაც გაესაუბრა ქრისტე მაცხოვარი იაკობის ჭასთან (სახარება იოანესი, თავი 4, 5-42). სამარია ისრაელის მეზობლად მდებარეობდა. ებრაელების აღთქმულ მიწაზე დასახლების შემდეგ, სამარიტელებმა იუდაიზმის ზოგიერთი სწავლება მიიღეს, მაგრამ არსებითად, ისევ წარმართები რჩებოდნენ. ამიტომ იყო, რომ ებრაელები ყოველნაირად ერიდებოდნენ მათთან ურთიერთობას. თუმცა სამარიტელებს სწამდათ, რომ მოვიდოდა მესია. ეს რწმენა წმინდა ფოტინემაც აჩვენა ქრისტესთან საუბარში. მაშინ უფალმა გაუმჟღავნა მას, რომ იგია მესია, მოსული სოფლად. აღფრთოვანებული დედაკაცი მაშინვე გაიქცა თავის ქალაქში, რომ ყველასთვის ეხარებინა ის, რაც ქრისტესგან მოისმინა. მართლაც, მისმა მხურვალე ქადაგებამ ბევრი სამარიტელი დააინტერესა და მათი თხოვნით, უფალი იმ ქალაქში ორი დღე გაჩერდა. ბევრმა ირწმუნა ქრისტე და ეუბნებოდნენ წმინდა ფოტინეს, ახლა შენი სიტყვების გამო კი აღარ გვწამს, არამედ იმის გამო, რომ თვითონ ვიხილეთ ღვთიური მოძღვარი და მოვისმინეთ მისი ქადაგებაო. წმინდა ფოტინეს არც ამის შემდეგ შეუწყვეტია ქრისტიანობის მქადაგებლობა. მან მოაქცია თავისი სამი ვაჟი - ვიქტორი, ფოტინი და იოსია, თავისი დები და მრავალი ადამიანი.

წმინდა ფოტინე ეწამა იმპერატორ ნერონის დროს თავის შვილებთან და დებთან ერთად. მეფის ბრძანებით წმინდა ფოტინეს ტყავი გააძვრეს და ჭაში ჩააგდეს. მაგრამ მალე ამოიყვანეს და 20 დღით საპყრობილეში შეაგდეს. ამის შემდეგ ნერონმა ფოტინე თავისთან იხმო და კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა, რაზეც წმინდა ფოტინემ მიუგო: „ნუთუ ისეთი უგუნური გგონივარ, რომ უარს ვიტყვი ჩემს უფალზე და შენსავით ბრმა კერპებს ვეთაყვანებიო?“ პასუხით გამრისხებულმა ნერონმა ბრძანა, წმინდა ფოტინე ისევ ჭაში ჩაედგოთ, სადაც მან მიაბარა კიდეც სული უფალს. ეს იყო დაახლოებით 66 წელს.


წმინდა მოწამე ფოტინეს ტროპარი

მოწამემან შენმან უფალო ფოტინე/ნათია ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.
კონდაკი

ვარსკულავი ელვარე აღმოხედ, უცთომელ მზესა გვაუწყებ ქრისტესა, შარავანდედთა მის მიერ განათლებულო ღუაწლით-შემოსილო ფოტინე/ნათია, სრულიად დაშრიტე სიმრავლე საცთურისა და ჩუენ მოგვფენ ორკეცსა მას ნათელსა და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.




*ფოტინე ბერძნული წარმოშობის სახელია და ქართულად ითარგმნება, როგორც ბრწყინვალე, ნათელი. შეესაბამება ქართულ სახელებს ნათიას, ნათელას.

წმინდა ფოტინე


ყველა ნათიას გილოცავთ! ჩემი ჩათვლით
love

კატეგორია: ---
Tags:

0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება

მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ART ANGEL: ლევან აბრამიშვილი
    Op-Art ჟანრში ხატავს, ამ ბოლო დროს დაიწყო ულტრაიისფერი საღებავებით ხატვა და ემზადება გამოფენისთვის.
  • ნუკი კოშკელიშვილი = 5 LOOKS
    მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ამ ბოლო დროს პუბლიკის გამახვილებული ყურადღების ქვეშ მოექცა.
  • "მის საქართველო" ანა ზუბაშვილი - 5 LOOKS
    ჩაცმის სტილი დიადემით და დიადემის გარეშე - როგორც ერთი თბილისელი, 20 წლის სტუდენტი გოგონა
  • ანუკი არეშიძე - 5 LOOKS
    "განტვირთვა - ოჯახი და ახლო მეგობრები, ან სრულიად მარტო. თუ მნახეთ კაფეში მარტო არ იფიქროთ, რომ მეგობარი არ მყავს, მიყვარს მარტოობა."
  • ART ANGEL: თეო კოხოძე
    „ჩემი სახელოსნო - "პირადი ოდისეაა", სივრცეა სადაც დრო ჩერდება, რჩები მარტო, ხარ გულწრფელი როგორც საკუთარ თავთან, ასევე ნახატებთან, რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის. “
  • ნინა სუბლატი - 5 LOOKS
    ენჯელ.ჯი-სთვის პროექტში 1 celebrity = 5 looks
Back to Top