;
24 მაი 2012      Nanuka.     90 კომენტარი     ნანახია 3102-ჯერ    
კატეგორიაში: საიტის შესახებ

5 things I like about Angel.Ge

როდესმე გიფიქრიათ რატომ კრეფთ ინტერნეტში შემოსვლისთანავე www.angel.ge-ს? იქნებ იმიტომ, რომ აქ ყველაზე ადრე შეიტყობთ მსოფლიოში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენების შესახებ? ან კატეგორია "ვურჩიოთ ერთმანეთს" გიზიდავთ და აქ ყოველთვის გრძნობთ თანადგომას თქვენი თანატოლებისგან? ან იქნებ იმიტომ, რომ უბრალოდ მოგწონთ, რომ ნებისმიერ თემაზე საკუთარი აზრის დაფიქსირება შეგიძლიათ?

მიზეზი, დამეთანხმებით მრავალგვარია. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ საკითხზე ენჯელები - ადამიანები, რომლებიც თქვენთვის შრომობენ, რათა ყოველმა სიახლემ თქვენამდე ზუსტად და ამომწურავად მოაღწიოს. რომ გაგვეგო თუ რატომ უხარია თითოეულ მათგანს ენჯელობა და განსაკუთრებულად რა მოსწონს ამ საიტში, ამისთვის გავაკეთე პატარა პროექტი: "5 things I like about Angel.Ge", რომელშიც ენჯელები თავად მოგვიყვებიან იმ 5 მიზეზზე, რის გამოც ენჯელი მათთვის ყველაზე საყვარელი და განსაკუთრებული ადგილია! P.S იქნებ თქვენც გაგემხილათ, რატომ სტუმრობთ ამ საიტს ყოველდღიურად და რას ხედავთ აქ განსაკუთრებულს?

5 things I like about Angel.Ge

ალბათ, ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, თუ რა 5 ფაქტორი მოსწონს თავად ამ საიტის შემქმნელებს, რომელთაც ენჯელების შემოქმედებით განვითარებასა და დაახლოვებაში უდავოდ დიდი წვლილი მიუძღვით.

Mari__Angel:

1) ენჯელ.ჯი-ზე მიყვარს ის, რომ თითოეული პუბლიკაცია, ენჯელების თუ წევრების სიახლეები არ რჩება შეუმჩნეველი და თითოეული ნაშრომი გამოხმაურებას პოვებს. მიყვარს და მახარებს, რომ აფასებენ ჩვენს შრომას და ამ დაინტერესებას და საკუთარ აზრს კომენტარების სახით გამოხატავენ!

2) ძალიან ძალიან ბევრს ნიშნავს ხალხის ჩართულობა, რომელიც ენჯელზე ძალიან აქტიურია და ენჯელ.ჯი ერთგვარი სოციალური ქსელია, სადაც წევრები ერთმანეთს კომენტარებისა თუ პმ-ები საშუალებით ეკონტაქტებიან.

3) მიყვარს, ის რომ სიახლეებისა თუ კომენტარებში გამოთქმული აზრების მიხედვით ვიმახსოვრებთ ერთმანეთს და თითქოს ყველანი ერთმანეთს ვიცნობთ.

4) როგორ შეიძლება არ მოგვწონდეს ჩვენ, ადმინისტრაციას ის, რომ თითოეულ სიახლეს რომელსაც ინტერნეტში გადააწყდებით თუ უბრალოდ ყურს მოკრავთ სიახლის სახით აგზავნით ენჯელზე :)) ყველაფერს ჩვენკენ "ეზიდებით" რომ გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს და ხალხს, რომლებიც ენჯელზე გეგულებიან! :) ეს გვახარებს, თუმცა.. სიახლის მომზადება რთული საქმეა და გამოგზავნილი პუბლიკაციების უმეტესობას ვერ ვიღებთ, მაგრამ ძალიან გვახარებს კიდევ ერთხელ - საზოგადოების ჩართულობა!

5) პუნქტი? მე-5...ვთქვაა? მიყვარს ენჯელების საჭორაო გვერდი, სადაც მხოლოდ ენჯელის სტატუსის მქონე წევრებს მიუწვდებათ "მაუსი" და სადაც გოგონები მრავალ თემაზე ვჭორაობთ და ვხვდები თუ რა მრავალფეროვანი წევრები გვყავს, თითოეულს თავისი ინტერესის სფერო აქვს და აზრის გამოხატვის თავისებური გზა. მიყვარს ეს მრავალფეროვნება და ერთობა! მადლობა გოგოებო.


niniko

1) angel.ge მიყვარს დაბადების დღიდანვე, თითოეულ წევრს სიხარულით ვიღებდით და ვიღებთ, აი დედიკოები რომ ზრუნავენ შვილებზე პირველ ნაბიჯებს რომ ადგმევინებენ, მართლა რაღაც ასეთი განცდა იყო და ეს სიყვარული დღემდე მომყვება.

2) ძალიან ყურადღებით ვეცნობი წერილებს ვურჩიოთ ერთმანეთს, ვიცი რომ მათ ჩვენ ვჭირდებით და მიხარია რომ სხვებიც რჩევებს არ იშურებენ. მიყვარს, როცა შემდეგ წერილი მოდის რაღაც დადებითი შედეგით.

3) მიყვარს ის გოგო მარჯვენა კუთხეში რომ მხვდება. (ახლა უკვე გოგოები:)

4) მიყვარს როდესაც ვიღაც ენჯელი ხდება და ვიცი რომ მეც წვლილი მიმიძღვის მის გაენჯელებაში

5) მიყვარს ენჯელი ყოველდღიური სიახლეებით


ახლა კი გადავიდეთ ჩვენს ენჯელებზე - ძალიან საყვარელ ადამიანებზე, რომლებიც ყველანაირად მხარში უდგანან თითოეულ წევრსა თუ კანდიდატს, რომლებსაც სურთ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ ამ საიტზე, რომლებიც რჩევასა თუ დახმარებას არ იზარებენ თითოეული თქვენგანისთვის, რადგან მათ მოწონთ თავიანთი საქმე და ახარებთ თქვენთან ურთიერთობა.

SaaL--SanzOna

1) სტატიების ხშირი მომზადებით ვხვეწავ წერის სტილს, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია.

2) ვურთიერთობ ენჯელებთან და საიტის ადმინისტრატორებთან, მსიამოვნებს მათთან შეკრული და მეგობრული კონტაქტი.

3) საიტი ცდება თავის სტანდარტებს და თითქმის ყველა სფეროში ყველაზე ადრე და ყველაზე გასაგები, მარტივი ენით გვაგებინებს სიახლეებს.

4) საიტი ადმინისტრატორების დახმარებით ხშირად მეხმარება ბლოგის გაPRებაში.

5) სტატიის მომზადების შემდეგ საოცარია ხალხისგან წამოსული პოზიტიური განწყობაც, რომელიც სტიმულს გაძლევს კიდევ წერო! (სანამ ენჯელი გავხდებოდი, რა თქმა უნდა, ვერ ვამზადებდი ისეთ სიახლეებს, რომელიც საიტის სტანდარტებს დააკმაყოფილებდა. წერის სურვილიც მიქრებოდა ნელ-ნელა, მაგრამ იყო ერთი გოგო (NiNuC..) რომელსაც ყოველთვის მოწონდა ჩემი სტატიები და მისი კომენტარები იმდენად მავსებდა და მამხნევებდა რომ შეიძლება ითვას მან გამიღვივა სურვილი იმისა, რომ კვლავ მეწერა და ფაქტიურად აქამდე მოვსულიყავი)

Ancho.

1) ახალი/საინტერესო ინფორმაციის გაცნობა

2) საკუთარი შრომით მომხმარებლებისთვის მინიჭებული სიამოვნება

3) ენჯელებს/აქტიურ წევრებს შორის თბილი, მეგობრული დამოკიდებულება

4) ადმინისტრატორებტან ახლო ურთიერთობა

5) განტვირთვის საშუალება/ ერთგვარი რელაქსაცია

Ann_J

1) ენჯელში თითქმის ყველაფერი მომწონს, ეს საიტი გარკვეულად ჩემი ცხოვრების ნაწილსაც უკავშირდება.. პირველ რიგში გამოგიტყდებით და გეტყვით რომ ჩემი უპირველესი ამოცანაა სიახლე საინტერესოდ გავაცნო მკითხველებს და მათი ნდობა და სიყვარული დავიმსახურო. ალბათ თითოეული ჩვენთაგანის უპირველესი მიზანი მათი ანუ წევრების სიყვარულის დამსახურებაა.. ამიტომ ენჯელზე მათთან უშუალო კონტაქტი მომწონს.

2) ენჯელებს შორის ძალზე მეგობრული, თავისუფალი და უშუალო დამოკიდებულება სუფევს.. ენჯელები ისე შევესისხლხორცეთ ერთმანეთს თითქოს ნათესავები ან დიდი ხნის მეგობრები ვყოფილიყავით.. აქ ყველა გოგონა გამორჩეულია თავისი ბუნებითა და ცხოვრების ინტერესით.. ამიტომ ძალიან მიყვარს ჩვენი ფარული ჯგუფი, სადაც ნებისმიერი თემის განხილვა და ჩვენი სუბიექტური აზრის გამოთქმა შეგვიძლია.

3) ენჯელ.ჯი ალბათ მართლაც ყველასაგან გამორჩეული საიტია თავისი ხარისხიანი სიახლეებითა და პროფესიული წინსვლით. თქვენ ხომ სწორედ აქ შეგიძლიათ უამრავი ახალი პროექტის გაცნობა, ახალი ამბებისა და საინტერესო ინფორმაციების მიღება და თქვენთვის საინტერესო კატეგორიის ამორჩევა.. აქ ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია თავისი საყვარელი სფეროს უკეთ შეცნობა.

4) ჩემი პირადი გამოცდილებით ვამბობ, რომ ენჯელი საოცრად დამეხმარა საკუთარი წერის სტილის ჩამოყალიბებაში, აქ თავს ჟურნალისტობის უფლებასაც კი ვაძლევ და ჩემთვის საინტერესო პუბლიკაციას ყველას ვუზიარებ. უკვე აღარ მაფიქრებს პრობლემები თემების წერისას.

5) სიამოვნება, სიამოვნება რომელსაც ყოველთვის მანიჭებს ეს საიტი თავისი არსებობით.. მართალი გითხრათ – ვეღარ წარმომიდგენია ცხოვრება მის გარეშე. ალბათ ეს ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ როცა საიტს მთელს შენს გულს, გონებასა და ინტერესს უძღვნი ეს აღარ უნდა იყოს გასაკვირი!

MaRihanna

1) მეგობრული და კარგი ურთიერთობა ენჯელებს შორის და რაც მთავარია დახმარება, რომელსაც მე პირადად ყოველთვის მიწევენ ჩემი კოლეგები.

2) მაღალი ხარისხის და უაღრესად პროფესიონალური სტატიები.

3) წევრების სითბო, რომელსაც მე პირადად მაგრძნობინებენ და სტიმულს მმატებენ.

4) რაც ენჯელზე ვარ უფრო დავიხვეწე, როგორც წერის მხრივ, ასევე მოდის შესახებაც ბევრი რამე გავიგე. პირველი ვიგებ ამ საიტიდან რა არის წლის ძირითადი ტენდენციები.

5) საიტი, რომელზეც კომპიუტერის ჩართვის თანავე შემოვდივარ. ეს საიტი არის ჩემი მეორე სახლი, ოღონდ არ ვიტყუები, მართლაც ნარკოტიკივითაა უკვე.

ta_mo

1) პირველ როგში მომწონს ის, რომ შემიძლია ის რაც მე მომწონს გავუზიარო ათასობით ადამიანს

2) ძალიან დადებითი აურაა ჩვენს საიტზე, თბილი მომხმარებლები, ადმინისტრაცია და შესანიშნავი ენჯელები

3) ალბათ კატეგორიების სიმრავლე, ყოველდღიურად თითქმის ყველა კატეგორია ივსება ნიუსებით, შესაბამისად მრავალმხრივი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი საიტზე.

4) ფუნქციები, ენჯლებს გვაქვს ძალიან ბევრი "წვრილი" ფუნქციების გამოყენების უფლება, როგორიცა რედაქტირება, დროზე გადასვლა და ა.შ

5) ბოლო კი ტოპ სტატიები, ნიუსი, რომელიც ხალხს ყველაზე მეტად დააინტერესებს და შესაბამისად ვარსკვლავებით შეაფასებენ პუბლიკაციას, სტატია ავტომატურად ხვდება ფავორიტებში, რაც ავტორისთვის დიდი პრივილეგიაა.

TeeAkoOoo


1) რადგანაც ენჯელი ვარ,მახარებს ის ფაქტი და მომწონს რომ სხვადასხვა სახის სტატიებს ვამზადებ. მიყვარს ენჯელზე მოღვაწე ადამიანების შენიშვნების მოსმენა ჩემ მიერ მომზადებული სიახლეების შესახებ,რომელთაც შემდგომში ვითვალისწინებ.

2) მომწონს მეგობრული დამოკიდებულება,რომელიც ენჯელ.ჯი-ზე არსებობს. ეს არის საიტი სადაც ასაკი არ იზღუდება და როგორც 10 წლის ისე 30 წლის ადამიანს შეუძლია იპოვოს მისთვის საინტერესო ნიუსი.

3) ძალიან მომწონს რომ ენჯელ.ჯი მხოლოდ უცხოელი სელებრითებით არ შემოიფარგლება და ახლა მეტნაკლებად ქართველებზეც შეგვიძლია სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციის გაგება.

4) საიტზე შემოსვლისას ყოველთვის დადებითად ვარ განწყობილი და კომენტარების წაკითხვის შემდეგ მინდება უფრო და უფრო მეტი სიახლე მოვამზადო.

5) ენჯელ.ჯის საშუალებით ბევრი კარგი ადამიანის გაცნობაა შესაძლებელი. აქ ნახავ ისეთ კატეგორიას სადაც შეგიძლია შენი ტკივილისა თუ პრობლემის შესახებ დაწერო,ენჯელ.ჯის წევრები კი შეძლებისდაგვარად მოგცემენ რჩევებს.

lady_tamo

1) ენჯელების თბილი, მეგობრული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ

2) საიტის დახვეწილობა და ნიუსების მაღალი ხარისხი

3) საიტი გვაძლევს საშუალებას გავერკვეთ და მეტი გავიგოთ არამარტო მოდის, არამედ ბევრი სხვა სფეროს შესახებ.

4) გავიცნო ახალი, საკმაოდ საინტერესო ადამიანები

5) თავსუფალ დროს, განტვირთვის მიზნით, შევქმნა ნიუსი ჩემთვის საინტერესო თემაზე და ამით შევიძინო წერის გამოცდილება.

Nina √

1) განტვირთვაში მეხმარება

2) ძალიან ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე კანდიდატების თუ ენჯელების სახით (ძალიან მიყვარს ყველა, ნუ ვისაც კარგად ვიცნობ)

3) უახლესი ინფორმაციის გაცნობა მოდაზე, ვარსკვლავებზე და საერთოდ ყველაფერზე

4) ვიძენ წერის გამოცდილებას, რაც მომავალში დამეხმარება ჩემს მომავალ პროფესიაში

5) ის საუკეთესო მომენტები, როცა ნიუსს მთელი სულით და გულით აკეთებ და საბოლოოდ მართლა გიფასდება.

chyipina

1) საკუთარი სტატიის შეთავაზების საშუალება 40 ათასი (თუ სწორად მახსოვს ოდნავ გავზარდე, სულ ოდნავ) ადამიანისთვის.

2) მსგავსი ინტერესებისა და დონის მომხმარებლებთან „მუშაობა“ და კონტაქტი (ენჯელებს ვგულისხმობ)

3) მომხმარებლებისგან მომავალი დადებითი ენერგეტიკა/პოზიტივი

4) ადმინისტრაციის უშუალო დამოკიდებულება

5) საშუალება იმისა, რომ მკითხველს შენთვის საინტერესო სფერო უკეთ გააცნო

MBicmi--Da

1) სანამ, ენჯელი გავხდებოდი და საერთოდ სიახლეების დადებას დავიწყებდი ალბათ ენჯელი იყო ერთადერთი საიტი, სადაც იდებოდა, ხარისხსიანი და ვრცელი სიახლეები ნებისმიერ თემაზე. ენჯელი მაწვდის ყველაზე მეტ ინფორმაციას, ნებისმიერ თემაზე დღემდე.

2) მოდა, მუსიკა, ფილმი, ხელოვნება, სპორტი აბსოლიტურად ყველა კატეგირიაში (ალბათ კიდევ გამომრჩა) ამომწურავად იდება სიახლეები. არქივი, რომელიც ენჯელს აქვს უამრავ ინფორმაციას ინახავს.

3) რა თქმა უნდა მეგორბული და უშუალო დამოკიდებულება მომხმარებლისადმი. ენჯელი ის საიტია, საიდანაც ნებისმიერ თემაზე შეგიძლია მიიღო რჩვევა.

4) ყველაზე მეტად რაც მომწონს! ენჯელი უკვე ოთხი წელია, რაც არსებობს და ყოველი წლის, თუ თვის განმავლობაში იზრდება. აღსანიშნავია ახალი პროექტები: IT boy, IT GIRL, 1 Celebrity = 5 Looks, ვარსკვლავური ცხოვრება და ა.შ.

5) ალბათ ყველაზე მნიშნველოვანი, მომხმარებელი, რომელიც ენჯელს ჰყავს და ადანიამები, რომელებიც გაძლევენ სტიმულს იმისას, რომ შეეცადო და დადო კარგი სიახლეები. ალბათ ყველა ენჯელისთვის სასიამოვნო და სასიხარულოა, როცა სიახლის ბოლოს კითხულობ "კარგი, სიახლე იყო", " ყოჩაღ ავტორო" და ა.შ. მე სწორედ ეს მაძლევს სტიმულს და კიდევ, რაც ყველაზე მთავარია ვსწავლობ წერის კულტურას.

te_te_te

1) მეგობრული დამოკიდებულება ენჯელებს შორის.

2) დასვენების საშუალება.

3) საინტერესო სიახლეები.

4) ენჯელი გვაძლევს საშუალებას კარგად გავერკვეთ მოდის სამყაროში (მე ყოველ შემთხვევაში)

5) ერთადერთი საიტი, რომელიც ნარკოტიკივითაა.

Britain


1) ენჯელი ეს ის საიტია, სადაც ყოველთვის შეგიძლია საინტერესო რამ წაიკითხო. აქ მოიძებნება სტატია ყველა თემაზე.

2) საიტზე ვერასდროს ნახავთ გადმოკოპირებულ სიახლეს. ჩემი აზრით, ეს ენჯელს ბევრად უფრო განსაკუთრებულს ხდის.

3) ენჯელზე შემოსვლა და სასიამოვნო ნიუსის დანახვა ერთია. ასეთი ნიუსები ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს.

4) მართალია ენჯელი არც თუ ისე დიდი ხნის წინ გავხდი, მაგრამ იმ წუთიდანვე, როცა მარი-ენჯელის წერილი მომივიდა სახელწოდებით "სტატუსის ცვლილება": ენჯელი" მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ახალი იწყებოდა. მე ფეხი შევდგი საოცრად თბილ და კეთილ ოჯახში, სადაც ყველა მზადაა ერთმანეთს ნებისმიერ დროს დაეხმაროს.

5) angel.ge ერთადერთი საიტია მთელ ქართულ ინტერნეტ - სივრცეში, სადაც ვრცლად მოიპოვება ინფორმაცია ყველაა საკითხზე. ენჯელზე სიახლეების გაცნობა და წერა, ძალიან დიდი პრაქტიკაა მომავალი ჟურნალისტებისთვის. მინდა ვთქვა, რომ angel.ge-ს უდიდესი წვლილი შეაქვს ბევრი ადამიანის ცხოვრებაში.

amanda

1) დიზაინი,რომელიც არ გავს სხვა საიტებისას,დახვეწილია და სასიამოვნო განწყობას მიქმნის

2) ყოველდღიური სიახლეები, რომელიც იდება საიტზე და გვაქვს საშუალება ვიმყოფებოდეთ მოვლენების ეპიცენტრში და ასევე ძალიან საინტერესო პუბლიკაციები, რისი საშუალებითაც ვიგებთ უფრო მეტ სასარგებლო რამეს, ან უბრალოდ ვეშვებით სიყვარულის მორევში (პირადად მე ასე ვარ).

3) კომენტარების სისტემა,სადაც შეგიძლია შენი აზრი დააფიქსირო რაოდენ განსხვავებული და საკამათოც არ უნდა იყოს ის.

4) კატეგორია,ვურჩიოთ ერთმანეთს, საშუალება გვაქვს ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი გულისტკივილი და მორალური დახმარება გავუწიოთ ერთმანეთს,ან უბრალოდ მოვუსმინოთ მაინც.

5) ის ფაქტი,რომ ნებისმიერ წევრს შეუძლია სიახლის მომზადება და აქვს შანსი გახდეს ენჯელი.


Anch_Bey

1) პირველ რიგში მიყვარს ის ორი ადამიანი, რომლებმაც მე მეორე "სახლი" მაჩუქეს. მათში საიტის ადმინისტრატორებს ნინიკოსა და მარის ვგულისხმობ, რომელთა საშუალებით არაჩვეულებრივი ახალი სამყარო აღმოვაჩინე.

2) მიყვარს თითეული წევრი, კანდიდატი და ენჯელი, რომლებიც არასოდეს იშურებენ თბილ სიტყვებს, როგორც ჩემთვის ასევე სხვებისთვისაც.

3) ენჯელ.ჯიზე მიყვარს თითოეული სტატია დიდი იქნება ეს თუ პატარა ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ მისი ავტორი ყველანაირად ეცადა, რომ კარგი სტატია გამოსვლოდა.

4) მომწონს და მიყვარს ის თბილი გარემო, რომელშიც საკმაოდ დიდ დროს ვატარებ.

5) მომწონს სხვადასხვა პროექტები, რომლებიც ენჯელ.ჯიზე ხორციელდება. [მაგ: ვარსკვლავური ცხოვრება, IT boy, IT GIRL, 1 Celebrity = 5 Looks და სხვა].

და ბოლოს, ნება მიბოძეთ დავაფიქსირო ჩემი აზრი და აქვე ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ენჯელს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ ძალიან თბილი, პოზიტიურად დამუხტული პროექტის მომზადებაში, რომელიც დარწმუნებული ვარ კანდიდატებს კიდევ უფრო მეტ სტიმულს მოგცემთ, რომ თქვენც გახდეთ ენჯელ.ჯის შემოქმედებითი ჯგუფის წევრები.

ნუციკო

1) პირველ რიგში Angel.ge ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საიტია ქართულ ინტერნეტ სივრცეში.

2) ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანი აღმოაჩენს მისთვის საინტერესო თემას.

3) იმდენად მიმზიდველი და საინტერესოა სხვა საიტის მომხმარებელთათვის, რომ ჩვენი სტატიების დიდი ნაწილი სხვა ქართულ საიტებზეა გადაკოპირებული - რაც ძალიან ხშირად აღმომიჩენია და ისიც ძირითადად წყაროს მიწერის გარეშე.(თუმცა გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ იყო პერიოდი, ჩემს ენჯელობამდე როდესაც თავად ვაკოპირებდი ქართული საიტებიდან მასალას რის გამოც უკვე კანდიდატის სტატუსის მქონემ, საიტის ადმინისტრატორებმა მიმბლოკეს თუმცა რამოდენიმე ხნის ხვეწნის შემდეგ კვლავ აღმადგინეს რისთვისაც დიდი მადლობელი ვარ)

4) ერთ-ერთი ძალიან კარგი საშუალებაა შევიძინოთ უსაყვარლესი მეგობრები

5) Angel.ge-ს საშუალებით ვეცნობით მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების განვითარებას.

Nanuka.

1) პირველ რიგში მაინც ალბათ მომხმარებლებისა და ენჯელებისგან წამოსული სითბო დგას ჩემთვის... შეიძლება ვინმეს სისულელედ მოეჩვენოს, მაგრამ თითოეული კომენტარი ძალიან ბევრს ნიშნავს თითოეული ჩვენგანისთვის.

2) შესაძლებლობა იმისა, რომ საერთო ან განსხვავებული ინტერესების მქონე ადამიანებისგან შეიტყო უამრავი რამ სხვადასხვა საკითხის შესახებ და საკუთარი ცოდნაც გაუზიარო მათ.

3) ენჯელი წერის სტილსა და უცხო ენის ცოდნაზე ახდენს დიდ გავლენას... აქ ხომ ქართული საიტიდან გადმოკოპირებული არაფერი იდება და შესაბამისად გონების მოკრებაა საჭირო, რადგან ზუსტად და გამართულად მიიტანო სათქმელი მკითხველამდე.

4) მომწონს ის, რომ აქ როგორც ერთი ისევე 100 სიახლის მქონე წევრის ნაშრომს თანაბარი ყურადღება ექცევა. მოკლედ რომ ვთქვათ უშუალო სიტუაციაა.

5) მე-5? უბრალოდ ენჯელი, ენჯელები და თითოეული მომხმარებელი მიყვარს ძალიან, რადგან რომ არა თქვენ, ბევრ კარგ ადამიანს ვერ გავიცნობდი.


***

კიდევ ერთხელ, უღრმეს მადლობას გადავუხდი თითოეულ ენჯელს, რათა რომ არა თქვენ ახლა ჩემი სურვილი, შემექმნა სულ პატარა, პოზიტიური პროექტი განუხორციელებელი დარჩებოდა. გმადლობ შენ, ჰო შენ, ახლა რომ ამას კითხულობ, რათა სტუმრობ ენჯელ.ჯის და მონაწილეობას იღებ მის წინსვლაში. იქნებ თქვენ, მომხმარებლებო, რომლებიც ესოდენ ძვირფასები ხართ ჩვენთვის გამოგეთქვათ საკუთარი აზრი? მაინც რა მიზეზების გამო გსიამოვნებთ აქ შემოსვლა?

და ბოლოს, შევეცადე ამ პროექტის არსებობის შესახებ ხმა თითოეული ენჯელისთვის მიმეწვდინა. თუ რომელიმე თქვენგანს გული დაწყდა რომ ვერ მიიღო მონაწილეობა, აუცილებლად მომწერეთ PM-ში ის 5 მიზეზი, რის გამოც გიყვართ ენჯელ.ჯი და აუცილებლად ჩავამატებ თქვენს აზრს. გმადლობ ყურადღებისთვის, სითბოსთვისა და სიყვარულისთვის!

გიყვართ/მოგწონთ თუ არა ენჯელ.ჯი?

კი
არა

კატეგორია: საიტის შესახებ
Tags:

90


  • lizz131 თქვა:
    3 იანვარი 2014 02:18 - ID: 90,
    2009 წლის 19 დეკემბერს დავრეგისტრირდი პირველად (პირველი icon-ის ფოტოს გადმოწერის თარიღი :დ) და იმ დგის მერე ყოველდღე ენჯელზე ვაგდივარ <3 :დ სტაჟიანი მომხმარებელი ვარ :დ

  • tatia 888 თქვა:
    2 იანვარი 2014 13:31 - ID: 89,
    ენჯელების საჭორაო გვერდი, სადაა???

  • Keso39 თქვა:
    27 აპრილი 2013 19:14 - ID: 88,
    მგონი დღე არ გავა ენჯელ.ჯიზე რომ არ შევიდე

  • para_para_paradise თქვა:
    19 იანვარი 2013 19:04 - ID: 87,
    მიყვარს მიყვარს love ძალიან კარგები ხართ love

  • D-) თქვა:
    12 სექტემბერი 2012 23:47 - ID: 86,
    ენჯელი მე ძაან მიყვარს <3 არ ვარ დიდი ხანი აქ მაგრამ ძაან შემიყვარდა.და ენჯელობა მინდა კიდე ძაან ტუუ ოდესმე...

  • Gaga4 თქვა:
    3 ივნისი 2012 18:05 - ID: 85,
    მე ეს საიტი დზალიან მიყვარს მაგრამ მე კომპიუტერი არ მაქვს და B-)))-ცჰემი მეგობრის კომპიუტრიდან სშემოვდივარ ამიტომ ხშირად ვერ ვახერხებ request
    ნეწსი კაიაა დზაან!

  • KeSso13 თქვა:
    27 მაი 2012 02:48 - ID: 84,
    love love love

  • Nanuka. თქვა:
    26 მაი 2012 23:21 - ID: 83,
    დიდი მადლობა ყველასს :)) <3

  • Laaaa თქვა:
    26 მაი 2012 10:39 - ID: 82,
    რამდენიხანია ამ საიტის მომხმარებელი ვარ love ნუ პირველს თუ არა მეორეს უეჩველი ვკრიფავ :D

  • -Sally- თქვა:
    25 მაი 2012 23:31 - ID: 81,
    ძალიან მიყვარს ენჯელი love

  • rukuta თქვა:
    25 მაი 2012 20:55 - ID: 80,
    როგორ მიყვარხართ ვერც კი წარმოიდგენთ!!!!! ყველა სულ სულ ყველა!!! ამ საიტით ვცხოვრობ :D :D :D :D love

  • ბაჭია♥ თქვა:
    25 მაი 2012 18:36 - ID: 79,
    Nina √,
    http://www.facebook.com/xatia12

  • marita)) თქვა:
    25 მაი 2012 18:31 - ID: 78,
    Nina √,
    ექსკუზმი ;)

  • Ms.Casillas თქვა:
    25 მაი 2012 18:25 - ID: 77,
    ძალიან კარგები ხართ და მაგარი საიტია <3

  • koko :)) თქვა:
    25 მაი 2012 16:50 - ID: 76,
    რაღაც მინუსები აქვს ყველა ვაღიაროთ მოდი მაგრამ კარგი საიტია :)

  • Nina√ თქვა:
    25 მაი 2012 16:27 - ID: 75,
    marita)),
    უწერია ავტორს თავისი შეხედულებები

  • aNn_♥_memi თქვა:
    25 მაი 2012 16:27 - ID: 74,
    ვგიჯები ენჯელზე სხვანაირად აქ არ ვიქნებოდიი უკვე ორი წელია აქ ვარ ყოველდგე სახლში ყოფნა ენჯელით იყწება ჩემთვის იშვიათია ინტერნეტსივრცეში მსგავსი დახვეწილი საიტებიი feel

  • marita)) თქვა:
    25 მაი 2012 16:19 - ID: 73,
    მმ.. მომეწონა love
    ვინ დაწერა გამოკითხვაში არაო?! bully
    ავტორო შენთან შენიშვნა-შენ რომ ენჯელი ხარ დაგეწერა შენც ვაბშე დაგლიჯავდა ;)

  • demz-ninz თქვა:
    25 მაი 2012 15:02 - ID: 72,
    უუუმაგრესიიიიი საიტიაააააააა love love კარგი ნიუსია love

  • MaRrIaMi ♥ ) თქვა:
    25 მაი 2012 14:42 - ID: 71,
    ვგჯდები ამ საიტზეეეე love angel.ge vgijdebi shenzeeee wink love

« 1 2 3 4 5 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top