;
15 დეკემბერი 2014      Ancho.     7 კომენტარი     ნანახია 6388-ჯერ    
კატეგორიაში: არქიტექტურა

ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად სარა ჯესიკა პარკერთან
საზღვაო სახლი


სანაპირო სახლის გასაფორმებლად "სექსი დიდ ქალაქში"-ის ვარსკვლავმა, სარა ჯესიკა პარკერმა
ძველ მეგობარს მიმართა, რომელიც კინოწარმოებით იყო დაკავებული და შესანიშნავი დეკორატორი დადგა.
4 წლის წინ, როდესაც ერიკ ჰიუზმა სარას სახლის მოწყობა თავის თავზე აიღო, თავიდანვე განსაჯა რას
მიიღებდა საბოლოოდ. ეს არის ბრიჯჰემპტონის სახლი ნიუ-იორკთან.

სარა ჯესიკა პარკერის საზღვაო სახლი

ინტერიერი რომლისთვისაც არ არის მავნე სანაპიროს სანდლებისგან მოტანილი ქვიშა, მარილიანი წყლის
ნაკადი, სველი საცურაო კოსტუმები, მოკლედ ყველაფერი რაც აქტიურ საზღვაო დასვენებასთან და
ბუნების სიახლოვესთან ასოცირდება.

სარა ჯესიკა პარკერის საზღვაო სახლი
ხის სახლი ვიქტორიანულ სტილში
სარა ჯესიკა პარკერის საზღვაო სახლი
ტერასა
სარა ჯესიკა პარკერის საზღვაო სახლი
მისაღები.

სარა ჯესიკა პარკერის საზღვაო სახლი

ჰიუზმა ბავშვობა კალიფორნიაში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე გაატარა, ასე რომ მშვენივრად იცოდა
რას ნიშნავს უქმეები სანაპიროზე. ერთადერთი რაზეც წარმოდგენა არ ჰქონდა, ინტერიერის დიზაინის
პროფესიაა. სულ ცოტა ხნის წინ ჰქონდა მიტოვებული კინოკომპანია Universal Pictures-ის ვიცე-
პრეზიდენტის პოსტი და მისი ხელმძღვანელობით იყო გამოსული რამდენიმე ფილმი.

"აქ საქმე არ შემოიფარგლებოდა დივანისა და კედლების ფერით. მაგრამ ვფიქრობ, ჩემთან ერთად
სარა ჯესიკას შეეძლო მშვიდად ყოფილიყო. მე მისი სახლისგან არ გავაკეთებდი
არაფერ თანამედროვე ჰოლივუდური ვილის მსგავსს."


სარა ჯესიკა პარკერის საზღვაო სახლი
სარა ჯესიკა პარკერის საზღვაო სახლი

სახლი სანაპიროსთან-ეს ერთ-ერთი იმ ადგილთაგანია სადაც მსახიობს და მის ქმარს
მეთიუ ბროდერიკს განმარტოება შეუძლიათ და დროის წყნარად გატარება 3 წლის ვაჟიშვილ
ჯეიმსთან ერთად. დაივიწყონ გადარეული გადაღებების გრაფიკი და რეპეტიციები.
აქ შესაძლეელია მაგიდის ჩოგბურთი, ცურვა, სეირნობა, სტუმრების მიღება (მათ შორის
მრავალრიცხოვანი ნათესავების სარას 7 და-ძმა ჰყავს).

სარა ჯესიკა პარკერის საზღვაო სახლი
ბრეზენტი, რომელიც გადაკრულია მეტალზე, შხაპის უწყინარი ვარიანტია.

"მე და მეტიუს არ გვსურდა მოსაწყენი ყოფილიყო სიტუაცია, მაგრამ არც აურზაურის შექმნა
გვინდოდა. ჩვენთვის მთავარი კრიტერიუმია ფერების სიუხვე და კომფორტი, კომფორტი, კომფორტი!"

ამბობს სარა. სახლის ძიებაში 1 წელი დაიხარჯა. მსახიობი დაუსრულებლად უარყოფდა შემოთავაზებებს
და საბოლოოდ ვარკვლავური წყვილი სამოთხეში აღმოჩნდა.

სარა ჯესიკა პარკერის საზღვაო სახლი
სტუმრების საძინებელი
სარა ჯესიკა პარკერის საზღვაო სახლი
მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ნივთი არღვევს თეთრის სიმყუდროვეს მთავარ საძნებელში


"მუშაობის დროს წარმოვიდგენდი, რომ ამ სახლს კერი ბრედშაუ აწყობდა და არა
სარა ჯესიკა პარკერი."


ჰიუზს არ შეშინებია სხვადასხვა სტილის შერწყმის. ის აქტიურად იყენებდა ნივთებს ბრენდებისგან
და ნივთებს ბაზრობებიდან. მას ყველაზე მეტად გამოუვიდა მსახიობისთვის მნიშვნელოვანი წვრილმანების
წარმოჩენა. ფიქრობდა, რომ ეს სახლი კერისთვის იყო. ამიტომაც მან სერიალის დიზაინერი დაიხმარა,
რათა წარმოეჩინა რამე კერის სახლიდან იმ მოძრავ პანელზე, რომელიც ტელევიზორს ფარავს საძინებელში.

"ეს ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო-გამოტყდა პარკერი-თავიდან ვიფიქრე, რომ ხალხს ეგონებოდა
თითქოს მე ვიტანჯები ნარცისიზმით, მაგრამ ახლა, როდესაც სერიალი დასრულდა, ჰიუზმა მომცა
საშუალება გავიხსენო ის ტბილი დრო. ეს ძალიან სასიამოვნოა."

სარა ჯესიკა პარკერის საზღვაო სახლი
ძველი სავარძელი იაპონურ სტილში დიდ ბაზრობაზე იქნა ნაპოვნი.
სარა ჯესიკა პარკერის საზღვაო სახლი
არც ისე ბევრი ავეჯი სასტუმრო ოთახში წითლადაა გადაღებილი

სარა ჯესიკა პარკერის საზღვაო სახლი

"სასადილო მთლიანად თეთრია, მაგრამ როდესაც ოთახი სავსეა ხალხით,
ისინი თვითონ ხდებიან ხელოვნების ნიმუშები და აფორმებენ მას"


ყველაზე საყვარელი ადგილი სარასთვის სწორედ სასადილოა. აქ ის პატიჟებს თავის მეგობრებს.
მათმა უმეტესობამ ჰიუზს მიმართა თავიანთი სახლებისთვისაც. "სარამ მე დიზაინერის კარიერა გამიკეთა
მან ჩემში აღმოაჩინა ის შესაძლელობები, რასაც მე აქამდე ვერ ვამჩნევდი. ეს ხომ ნიჭია."


სარა ჯესიკა პარკერის საზღვაო სახლი
სარა ჯესიკა პარკერის საზღვაო სახლი

კატეგორია: არქიტექტურა
Tags:

7


  • demetria თქვა:
    15 დეკემბერი 2014 21:52 - ID: 7,
    მომეწნა ცუდი არარის ნამდვილად

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top