;
2 იანვარი 2015      Ancho.     7 კომენტარი     ნანახია 6042-ჯერ    
კატეგორიაში: არქიტექტურა, ვარსკვლავები

ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად კავალისთან

ვარსკვლავებთან სახლში
სტუმრად რობერტო კავალისთან


ტყავი, ლეოპარდის პრინტი, ბეწვეული, ბარხატი და ოქრო -- მოდელიერი რობერტო კავალი თავდაჯერებული ადამიანია. მისი სახლი ფლორენციის გარეუბანშია, მრავალფეროვანი წარმოსახვა "ტკბილ ცხოვრებაზე".
ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად კავალისთან
რობერტო კავალი ადამიანთან იმ იშვიათ კატეგორიას განეკუთვნება, რომელზეც დრო არ მბრძანებლობს. იგივე რუჯი, იგივე სათვალეები, იგივე დამოკიდებულება სხვებთან («amore mio»). მხატვარი-იმპრესიონისტის შვილიშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა არტისტული თავისუფლებით ყველგან: სამსახურში, ცხოვრებაში.. ის მუდამ პირველი მაგალითის მიმცემია ყველასათვის. ატარებს ტყავს და "სანადირო" პრინტებს. ფლორენციის გარეუბანში მდებარე სახლი ნამდვილი საგანძურია, სადაც ინახება ბევრი ველური ნივთი, რომლის უმეტესი ნაწილიც დიზაინერის მიერაა მოფიქრებული. ცოტა ხნის წინ მან ავეჯისა და აქსესუარების საკუთარი ხაზიც კი ჩამოაყალიბა სახელწოდებით Roberto Cavalli Home.
ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად კავალისთან
სასტუმრო ოთახი
აი უკვე 30 წელია ამ სახლში ცხოვრობს კავალების მრავალწევრიანი კლანი: ცოლი ევა, ბავშვები რობერტო რაკელი და დენიელი, აგრეთვე ტომაზო და კრისტინა-ბავშვები დიზაინერის ყოფილი ქორწინებისდან. "ასევე ჩვენ შევიფარეთ რამდენიმე ძაღლი, არ მახსოვს ზუსტად რამდენი, უკვე სათვალავი ამერია. აგრეთვე, კატა და თუთიყუშები."- დაამატა კავალიმ.

"საწყენია, რომ კედლებს არ შეუძლიათ საუბარი! დარწმუნებული ვარ ისინი მოჰყვებოდნენ უამრავ საინტერესო რამეს წინა მაცხოვრებლების შესახებ."
ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად კავალისთან
დიზაინერის სასტუმრო ოთახში გადაწყვიტეს ღიად დაეტოვებინათ ხის ფიცრები ჭერზე და ქვის კედელი.

ის მყუდროდ მოეწყო ჟასმინისფერ ტერასაზე-აქედან საუკეთესო ხედი იშლება. "მე ყოველთვის მომწონდა ყველაფერი ის, რასაც ბუნებასთან ჰქონდა კავშირი.-ყვება დიზაინერი-ყვავილებში მე ვაღმერთებ ორქიდეას, განსაკუთრებით თეთრს, ისინი ძალიან სექსუალურია. მე შთამაგონებენ ცხოველები და ფრინველები. მე ხშირად დავსეირნობ ფოტოაპარატით და ვიღებ პეპლებს. ყველა ცოცხალი არსება ატარებს არაჩვეულებრივ სამოსს. ერთხელ მე მივხვდი, რომ ღმერთი საუკეთესო დიზაინერია და დავიწყე მისი კოპირება."
ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად კავალისთან
სახლის ფასადი

დიზაინერის სახლში უმალ იგრძნობთ მის ამგვარ გატაცებას. ყველგან ცხოველების პრინტები, სკამები გადაფარებულია ზებრისა თუ სხვადასხვა ცხოველის ტყავის მაგვარად. ლეოპარდის ტყავის იმიტაციას ვხვდებით გადასაფარებლებსა და ბალიშებზე. სახლის ინტერიერი დიზაინერის პირველ კოლექციას ჰგავს ისეთივე ნათელი და პროვოკაციულია. 1990-იანებში მოდის სამყაროს ინტერესი უკვე გეომეტრიულ ფიგურებში და სიმკაცრეში აისახებოდა. 1998 წელს გამოშვებული casual სტილის კოლექციამ სახელად Just Cavalli მიიზიდა ისეთი ვარსკვლავების ყურადღება როგორებიც იყვნენ ჯენიფერი ლოპესი და შერონ სტოუნი და პუბლიკამ კვლავ აღიარა ეპატაჟური დიზაინერი.
ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად კავალისთან
ჰოლი

"ტოსკანაში სახლის არომატები სრულიად ზედმეტია. საჭიროა მხოლოდ ფანჯრის გამოღება!"

ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად კავალისთან
მეორე სასტუმრო ოთახი

"ცოლთან გაყრის შემდეგ ქალაქში ვეძებდი სახლს ბავშვებისათვის, ამ ფერმერულმა სახლმა, ხეებისგან დამალულად ეგრევე მიმიზიდა. ჩვენ ავიღეთ მხოლოდ 1 სართული, პირველ სართულზე მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა. ბედნიერი დრო იყო, ბავშვები თამაშობდნენ. შემდეგ უკვე მთლიანი სახლი შევიძინეთ."

ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად კავალისთან
სამაგიდო სერვიზი

სახლი მე-15 საუკუნის კოშკის გადაკეთებული ვარიანტია. აქ თავის დროზე ადგილობრივი ფერმერები ცხოვრობდნენ. კავალიმ ბაღში დამატებითი ნაგებობა ააგო, სადაც მისი სახელოსნოა. "სახლი ვითარდებოდა წლიდან წლამდე, პროფესიონალი არქიტექტორების ჩარევის გარეშე.-ყვება კავალი-სწორედ ამაშია მისი პლიუსი. შენობას თავისი ხასიათი აქვს. მე მისნაირი არსად არაფერი მინახავს." ამიტომაც შეეცადა ინტერიერში ხე და ქვა დაეტოვებინა.

ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად კავალისთან
ძველი კიბე ადის მეორე სართულზე, სადაც საძინებლებია განლაგებული

"არა იმიტომ, რომ მე ჭკუიდან ვიშლები ლეოპარდებზე, მე უბრალოდ მომწონს ყველაფერი რაც ბუნებასთანაა კავშირში."

ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად კავალისთან
ბასეინი მინის კარით ბაღზე

"ეს ძალიან რომანტიულია, ვისურვებდი კედლებს ლაპარაკი შეეძლოთ, დარწმუნებული ვარ ისინი ბევრ კურიოზულ შემთხვევას შესწრებიან წინა მფლობელების ხელში." სახლში ექსკურსია გრძელდება ხის მადონების კოლექციების თვალიერებით. მე-15 საუკუნის "შავი მადონა, კიდევ ერთი მე-13 საუკუნის სიენადან, მე-14 საუკუნის საოცარი სკულპტურა.
"მთელი ცხოვრების განმავლობაში შევისწავლიდი ქალის სხეულს და ახლა უკვე სრულყოფლად ვიცი ის. კაცებისათვის ძალიან დიდი სტიმულია წინ და წინ მოძრაობა.

ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად კავალისთან
კოლექცია

სკულპტურებსა და სურათებზე დაყრდნობით, კავალი ნამდვილი კლექციონერია. მაგრამ აქ ადგილი აქვს არამხოლოდ ანტიკვარიატს, არამედ თანამედროვე დიზაინსაც. სახლს ამშვენებს კავალის ავეჯის ხაზის წარმოება. "სიყვარული და სილამაზე ვერასოდეს იქნება ზედმეტად ბევრი! აღმოაჩინეთ ნიჭი და ნუ გაცვლით სიმდიდრეს სიჩლუნგეში."

ვარსკვლავებთან სახლში: სტუმრად კავალისთან

კატეგორია: არქიტექტურა, ვარსკვლავები
Tags:

7


  • adas84004 თქვა:
    30 ივნისი 2016 11:42 - ID: 7,
    Want to know regular updates of Euro Cup 2016????
    Get Euro Cup live Streaming,Euro Cup 2016 Schedule,Euro Cup 2016 Fixture,Euro Cup 2016 Live Streaming,Euro Cup 2016 Live Stream,Euro Cup 2016 Live Score.
    Venue-France,From 10th june-10july. 24 teams,10 stadiums.<a href="http://eurocup2016livestreaming.com/france-vs-iceland-live-streaming-watch-euro-cup-2016-quarterfinal-4/">France vs Iceland Live Streaming</a>

  • nan თქვა:
    12 მარტი 2015 11:05 - ID: 6,
    რა მაგარია,აი მესმის გემოვნება,მყუდრო,დახვეწილი,სადა,ორიგინალური love

  • demetria თქვა:
    8 იანვარი 2015 12:47 - ID: 5,
    ძაან მომეწონა, თითქოს სიძველის სუნი იგრძნობოდაა, კავალოს გემოვნებაა სუპერრ,მართლა კარგიი სახლია

  • salomka თქვა:
    4 იანვარი 2015 16:24 - ID: 4,
    ვგიჟდები ესეთ ძველებურ და მყუდრო სახლებზე. მაგრამ ის ლეოპარდის რაღაცეები არ მომეწონა

  • QueenL თქვა:
    3 იანვარი 2015 13:05 - ID: 3,
    ძველი სტილის სახლები მეც ძალიან მომწონს

  • beonce თქვა:
    3 იანვარი 2015 00:49 - ID: 2,
    მიყვარს ესეთი,ძველი სტილის სახლები,მაგრამ ლეოპარდის პრინტი (განსაკუთრებით მაგიდაზე) არ მომეწონა.

  • GLao თქვა:
    2 იანვარი 2015 13:26 - ID: 1,
    რავი არ მომწონს ეგეთი სახლები მარა რო მქონდეს უარს არ ვიტყოდი:)))

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top