;
2 თებერვალი 2016      Caterina galdi     2 კომენტარი     ნანახია 6140-ჯერ


"გოგონა დანიიდან" - ეინერ ვეგენერი (2016 წლის ოსკარის 4 ნომინაციაზე წარდგენილი ტომ ჰუპერის ფილმში "გოგონა დანიიდან" ეინერის პერსონაჟი ედი რედმეინის შესრულებით) დანიელი ცნობილი ილუსტრატორი მხატვრის გერდა ვეგენერს მეუღლე გახლდათ, გერდა ძირითადად ხატავდა ქალების სახასიათო პორტრეტებს, ბალერინებს როგორც კლასიკურ ასევე ეროტიულ (ლესბოსული ელმენეტებით) ჟანრში. ეინერი კი ისტორიაში შევიდა როგორც პირველი მამაკაცი (ტრანსგენდერი), რომელმაც 1930 წლებში ოპერაციის გზით სქესის შეცვლა გადაწყვიტა. 47 წლის ეინერი საკუთარ მეს გაცნობის შემდეგ ქალბატონი ლილი ელბი გახდა. ის არამხოლოდ ქალად გარდაიქმნა, არამედ ცნობილი ნახატების მთავარი მუზაც გახდა.

ეს ისტორია, ისევე როგორც ფილმი არაა ამბავი პრინცზე, არც ბედნიერებაზე მეოცნებე გოგონებზე, ესაა ამბავი ადამიანზე, რომელიც ეძებს საკუთარ თავს შინაგანი ბრძოლისა და განცდების ხარჯზე და აქვს უნარი სიყვარულისა.

Tags:
20 იანვარი 2016      anabel-li     2 კომენტარი     ნანახია 4779-ჯერ
როგორც ვიცით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში სურეალისტური ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე ხელოვნების სამყაროში. რამოდენიმე გამოჩენილ მხატვარს შორის, რომელმაც აითვისა და სახელი გაითქვა სურეალისტური კოლაჟებით, გახლავთ ბელგიელი მხატვარი სემი სლებინკი. იგი ფრთხილად შლის და ერთმანეთში სვამს ძველ სარეკლამო სურათებს, აცოცხლებს მათ და უზიარებს თანამედროვე ხელოვნების სამყაროს.

Tags:
7 ოქტომბერი 2015      AnnLennon     4 კომენტარი     ნანახია 4604-ჯერ
კრისტენ სტუარტი მეგობართან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებშ შენიშნეს.
რუნი მარა ბოიფრენდთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში დააფიქსირეს.
კაილი და კეტლინ ჯენერი ლანჩზე მიმავალნი დააფიქსირეს, კალაბასასში.
კარა დელევინი მეგობარ გოგონასთან ერთად პარიზის მოდის კვირეულზე.
ქეით უინსლეტი ნიუ-იორკის კინოფესტივალზე დასწრებისას, ნიუ-იორკში.
ლედი გაგა ნიუ-იორკის საერთაშორისო აეროპორტის დატოვებისას შენიშნეს.
კენდალ ჯენერი და ჯიჯი ჰადიდი ფეხბურთის მატჩზე დასწრებისას, პარიზში.
რიანა დედასთან და ძმასთან ერთად ფეხბურთის მატჩზის ყურებისას, პარიზში.
კეტი პერი მეგობრებთან ერთად ბუენოს აირესის ქუჩებში შენიშნეს, არგენტინაში.
დაიან კრიუგერი და ჯოშუა ჯექსონი ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობისას შენიშნეს.
ჯეისონ მომოა პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში პარიზის ქუჩებში შენიშნეს.
მირანდა ქერი ლაქსის აეროპორტის შესასვლელთან დააფიქსირეს, ლოს ანჟელესში.
ქეით ბლანშეტი თავისი უახლესი ფილმის ‘სიმართლის’ ჩვენებაზე, კალიფორნიაში.
ალესანდრა ამბროსიო პატარა ნოასთან ერთად ლოს ანჟელესის ქუჩებში დააფიქსირეს.
ლილი როუზ დეპი, ვანესა პარადი და კაია სკოდელარიო პარიზის მოდის კვირეულზე.
პაპარაცული ფოტოები: 1-6
Tags:
23 სექტემბერი 2015      Ancho.     4 კომენტარი     ნანახია 2055-ჯერ
ქართული ისტორიული ქსოვილი

ქართული ისტორიული ქსოვილი

ხელოვნების სასახლეში ერთი მეტად საინტერესო პროექტი წამოიწყეს -- ეს არის ქართული ისტორიული ქსოვილის აღდგენა! პროექტის ხელმძღვანელები არიან გიორგი კალანდია და ირინა საგანელიძე, მხატვრები -- რონი ცხოიძე და არტემ ანტანოსიანი. ეს გრანდიოზული სამუშაო უკვე ერთი წელია რაც მიმდინარეობს, გადმოხატულია თითქმის ყველა საერო პირის ფრესკა. ფრესკების გადმოხატვასთან ერთად ჩატარდა კოლოსალური სამუშაო, კერძოდ, ფრესკაზე დახატული ყველა ტანსაცმლის ორნამენტი აღსდგა, დამუშავდა, შემდეგ ეს ორნამენტები გააცოცხლა ქსოვილზე მხატვარმა ეკატერინე გეგუჩაძემ. პროექტის განსახორციელებლად დამუშავდა ხელოვნების სასახლეში დაცული არაერთი საარქივო დოკუმენტი, მოეწყო რამდენიმე სამეცნიერო ექსპედიცია და სამუშაო აქტიურად გრძელდება.

საქმეს დიდი ენთუზიაზმით მიუყვებიან პროექტის შემოქმედებითი ჯგუფი და სავარაუდოდ მალე გახდება ხელმისაწვდომი და ხელშესახები თამარ მეფის, ლაშა გიორგის, ჯაყელების, დადიანების, გურიელების და სხვათა ისტორიული ქართული ქსოვილი.

ქართული ისტორიული ქსოვილი
Tags:
19 ივლისი 2015      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 1786-ჯერ
International Art Festival Utsera 2015
საერთაშორისო არტ ფესტივალი "უწერა 2015"

27.07.2015. - 05.08.2015

საერთაშორისო "არტ პროექტი უწერა" მიზანია ხელი შუწყოს ქართული კულტურის, ბუნების პოპულარიზაციას და უკეთ წარმოაჩინოს იგი. 2015 წლის 27 ივლისი - 5 აგვისტოს, ჩატარდება საერთაშორისო არტ ფესტივალი უწერა. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ამგვარი საერთაშორისო პროექტი საქართველოში პირველად ტარდება. საერთაშორისო ფესტივალი დაკომპლექტებულია პროფესიონალი არტისტებით, არქიტექტორებით, დიზაინერებით, ფოტოგრაფებით , ხელოვანებით.

Tags:
1 მაი 2015      TataNakani     0 კომენტარი     ნანახია 2548-ჯერ
KOLGA TBILISI PHOTO 2015 იწყება

მე-14 საერთაშორისო ფოტოკონკურსი “ქოლგა” წელს თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 1-7 მაისს გაიმართება.
1 მაისს, 20:00 საათზე KOLGA TBILISI PHOTO 2015 იწყება.
ფოტოკონკურსის პირველ დღეს „ქოლგას“ წლის საუკეთესო ფოტოების ჩვენება
და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
მის: Rooms Hotel Tbilisi, კოსტავას ქ. 14.
KOLGA TBILISI PHOTO 2015 იწყება
Tags:
10 მარტი 2015      • Angel M •     7 კომენტარი     ნანახია 5089-ჯერ
THE BEAUTY IS IN SIMPLICITY

THE BEAUTY IS IN SIMPLICITY
P art 1
THE BEAUTY IS IN SIMPLICITY
Tags:
25 თებერვალი 2015      Ancho.     4 კომენტარი     ნანახია 3774-ჯერ
http://r2-store.distractify.netdna-cdn.com/postimage/201502/12/0d824d04bffad54fe97da42d88b532de_650x.jpg


50 წლის შემდეგ აღმოჩენილი გენიალური ფოტოგრაფიული ნამუშევრები
Finding Vivian Maier

ვივიენ მეიერის ისტორია დოკუმენტური ფილმის სახით აღიბეჭდა და წლევანდელი ოსკარის ცერემონიალზე ნომინაციაც მოიპოვა. ეს არის ამბავი გენიალურ ქალბატონზე, რომელიც დაჯილდოებული იყო ფოტოგრაფიული ხედვითა და ნიჭით, რაც მისი ცხოვრების განმავლობაში არ აღმოჩენილა. მიუხედავად იმისა, თუ რამდენი დრო და რამხელა ძალისხმევა ჩადო ვივიენმა საკუთარ შემოქმედებაში, მას ისინი არავისთვის არ გაუზიარებია. მისი მშვენიერი ფოტოები 2007 წელს ჯონ მალუფმა აღმოაჩინა.

ჯონ მალუფი მისი ქონების მოგვარებას აწარმოებდა 2007 წლიდან. მას ორი წლის განმავლობაში შეხება არ ჰქონდა ქალთან. 2009 წელს კი იდუმალი ქალბატონი გარდაიცვალა. მალუფმა გადაწყვიტა ღრმად შეესწავლა მისი ცხოვრება და აღმოაჩინა კიდეც მისი ფართო ნიჭიერება. მალუფმა საბოლოოდ გააზიარა სურათები, რომლებიც შეიძინა კომპანია Flickr -თან ერთად. ბრწყინვალე ფოტოებმა სენსაცია გამოიწვია და ყველას დააინტერესა ვინ არის ვივიენ მეიერი...

Vivian Maier's Beautiful Photography Is Found
Tags:
15 თებერვალი 2015      Ancho.     10 კომენტარი     ნანახია 8213-ჯერ
https://38.media.tumblr.com/1a8cc8674aaaa64059ed38e8469cb9e2/tumblr_myzr0kRuPg1qf85zdo1_500.gif
საუკეთესო ეროტიკული რომანები და მათი ეკრანიზაციები

ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს კინოთეატრებმა "გრეის 50 ელფერის" პრემიერა შემოგვთავაზეს, ფილმის დიდი გამოხმაურებიდან გამომდინარე, გთავაზობთ აქამდე გამოცემულ სხვა თანამედროვე თუ კლასიკურ ეროტიულ ნაწარმოებებს, რომლებიც აგრეთვე აისახნენ კინოეკრანებზე და თავის დროზე მაყურებლის გაწითლებაც გამოიწვიეს.

ისტორია ბევრ წიგნს ითვლის, რომლებიც ახდენენ ბალანსირებას ეროტიკასა და პორნოგრაფიას შორის. ამასთან ერთად, დიდი მხატვრული ღირებულებითა და ლამაზი თხრობით გამოირჩევიან. მათი მეშვეობით, მკითხველი უდიდეს ესთეტიკურ სიამოვნებას, ხოლო მათი ეკრნიზაციებით ვნებიან კინოჩვენებებს იღებს.

Tags:
18 ნოემბერი 2014      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 4228-ჯერ


მუსია ქებურიამ კიდევ რამდენიმე კედელი მოხატა... ამჯერად მისი street art
მულტფილმების თემაზე შექმნილი ილუსტრაციებია Caucasus Online-ს კომერციული პროექტის ფარგლებში.
მუსიამ თბილისის ქუჩებსა და კედლებზე გააცოცხლა მულტფილმების
Adventure Time, Dexter და The Simspsons-ების პერსონაჟები
.

მუსია: "უნდა გამეკეთებინა რაიმე თემა ახლო TV-სთან და ინტერნეტთან, შესაბამისად თინეიჯერებისთვის და არა მარტო, საზოგადოებისთვის ყველაზე საყვარელი და დადებითი მულტფილმები და გმირები ავარჩიე, რომ საბოლოო სახეს დადებითი ემოცია წამოეღო ყველასთვის"

Tags:
5 ოქტომბერი 2014      liliana     3 კომენტარი     ნანახია 2175-ჯერ
Alexandre Cabanel

ალექსანდრე კანაბელი გახლავთ ფრანგი მხატვარი, რომელიც დაიბადა 1823 წლის 28 სექტემბერს მონტპელიეში,საფრანგეთშში და გარდაიცვალა 1889 წლის 23 იანვარს პარიზში საფრანგეთში.იგი ძირითადად ისტორიული,კლასიკური და რელიგიური თამატიკის ხატვით იყო გატაცებული,თუმცა მის შემოქმედებაში არის რამდენიმე პორტრეტიც.ალექსანდრე ნაპოლეონის რჩეული მხატვარი გახლდათ , რომელმაც მისი ყველაზე ცნობილი ნახატი The Birth of Venus აუქციონზე იყიდა.კაბანელს Grande Médaille d'Honneur-ის ჯილდო 3-ჯერ 1865, 1867 და 1878 წლებში აქვს მოგებული.წარმოგიდგენთ ალექსანდრე კანაბელის შემოქმედებას.

Alexandre Cabanel
Tags:
30 სექტემბერი 2014      ANGEL     15 კომენტარი     ნანახია 8021-ჯერ

ენჯელ.ჯი აგრძელებს პროექტს, რომლის მიზანიც აუდიტორიისთვის ახალგაზრდა და ნიჭიერ ქართველ ხელოვანებზე ინფორმაციის მიწოდებაა, მეტიც, შევიხედოთ მათ სახელოსნოში და გავეცნოთ მათ სამუშაო პროცესს.

წარმოგიდგენთ გურამ ხეცურიანის შემოქმედებას და ინტერვიუს
ფოტოგრაფი: ერეკლე ნაკუდაიძე , სპეციალურად angel.ge -სთვის.

გურამი ხშირად ასახავს საკუთარ ტილოებში თბილისის დანგრეულ შენობებსა და სოფლის სახლებს, საჰაერო ბურთს და ზამთრის პეიზაჟს, ამბობს, რომ მხატვრობა ბევრი რამის დათმობას გულისხმობს და გვესაუბრა ამ პროფესიის სირთულეებზე და მის ინსპირაციაზე.

„ის რაც მაწუხებს დღეს არ უნდა მაწუხებდეს. ნაკლებად საფიქრალი რომ მქონდეს
ბევრ სხვა პრობლემაზე უფრო ღმად ჩავეფლობოდი იმ თემაში რაც მე მაინტერესებს.“


Tags:
23 სექტემბერი 2014      ANGEL     13 კომენტარი     ნანახია 5550-ჯერ

5 წლის აუტისტი ირის გრეისის შემოქმედება

ირის გრეისის შემოქმედება მნახველს აოცებს, გასაოცარია მისი ფერწერა.
გოგონა მხოლოდ 5 წლისაა და ის აუტისტია! ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ამ ტილოებს, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ აღიქვამს გოგონა სამყაროს და საუკეთესოს იმედს გვიტოვებს. გოგონას აუტიზმის სინდრომი 2011 წელს დაუსვეს, მშობლები ზრუნავენ, რომ გოგონა გამოვიდეს კონტაქტზე და დაიწყოს მეტყველება. მას ყველაზე დიდ სიამოვნებას კი ხატვა ანიჭებს, ირისი დაახლოებით 2 საათს ანდომებს თითო ტილოზე მუშაობას, ის ფერებსაც თავად აზავებს. ამ უნიკალური ხატვის სტილის გამო მას პატარა მონეც კი შეარქვეს.

Tags:
17 სექტემბერი 2014      ANGEL     6 კომენტარი     ნანახია 4568-ჯერ
„ბათუმის ეზოს სტატუსები“ - მუსია ქებურიას "ბათუმის ეზოს ამბები" ფარგლებში შექმნილ პროექტს წარმოადგენს, რომელსაც წელს ზაფხულში ბათუმის ქუჩებში ხეტიალისას აღმოაჩენდით სხვა არტისტების ინსტალაციებთან ერთად. ბათუმის ეზოების ისტორიები ქართველმა, პოლონელმა, უკრაინელმა და იაპონელმა არტისტებმა ურბანულ სივრცეში street art ინსტალაციების სახით გამოსახეს, რომელთაც სრულად გაეცნობით ფეიჯზე: www.facebook.com/ Batumi Backyard Stories

მუსიას მიურალური არტი - სტენსილებით შესრულებული ფეისბუქის სტატუსები და ჩატის მიმოწერა ღიმილის მომგვრელი და ჩვენთვის, სოციალური ქსელის თაობისთვის ესოდენ ნაცნობი და ახლობელია. ქართველმა არტისტმა ასევე შექმნა ინსტალაცია Green Steps და OWLS კედლის მხატვრობა ანა სოფრომაძესთან ერთად.

Tags:
10 აგვისტო 2014      liliana     4 კომენტარი     ნანახია 2850-ჯერ
რეუნოსკე აკუტაგავა გახლავთ იაპონელი მწერალი ,რომელიც დაიბადა 1892 წელს ტოკიოში, ხოლო 1927 წელს,35 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მისი უკანასკნელი სიტყვების მიხედვით თავს „გაურკვევლად დაუცველად“ გრძნობდა. ცხოვრების გარკვეული ნაწილი ლიტერატურულ საზოგადოებაში მოღვაწეობდა ფსევდონიმებით: „ჩოკოდუ შიჯინი“ და „გაკი“. რეუნოსკე აკუტაგავა 150-მდე მოთხრობის ავტორია. მას „იაპონიის მძიმე ხანის“ და „იაპონიის მოკლე ისტორიის „ მწერალსაც უწოდებენ.

Tags:
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • »



  • მოგესალმებით angel.ge-ზე

    საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Instagram
    • ანუკი არეშიძის დღიური
      "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
    • თაკო ჩხეიძის დღიური
      რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
    • სოფი ვილის დღიური
      დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
    • გიორგი ცაგარელის დღიური
      რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
    Back to Top