;

23 July 2012      XaAaT...=]     Views 7340    
Category: ART

მე გიწვევთ ცეკვისა და გრძნობების სამყაროში - Renata Brzozowska

რენატა დაიბადა პოლონეთში 1977 წელს. "ხატვამ და საერთოდ მხატვრობამ ბავშვობიდანვე გამიტაცა.
სამხატვრო სკოლა პოზნანიში(ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ქალაქი პოლონეთში) დავამთავრე".
მის ნამუშევრებს საფუძვლად გრძნობები და ემოციები უდევს რასაც ნათლად დაინხავათ მის საოცარ
ნახატებში, რომლებიც არ არის მოფიქრებულ სიუჟეტზე დაყრდნობილი.ის თვლის რომ საუკეთესო
ნამუშევარი ღია ცის ქვეშ იქმნება, როცა არ გეგმავ არაფერს, არც სახლია ახლოს,არც ბავშვები და საჭმელი.
რენატა არ უჩივის იდეების ნაკლებობას, პირიქით ზედმეტად ბევრი აქვს."არ ვცდლიობ დავგეგმო ჩემი
ცხოვრება,კარიერა - ეს საპასუხისმგებლოა.ცხოვრება კი იმდენად საოცარია , რომ ჯობია ცურვით მივყვეთ
მის ტალღებს და მივიღოთ ის ისეთი როგორიც არის... ცხოვრება - ეს საუკეთესო ტალღაა".ამბობს რენატა.
თუმცა უსიტყვოდაც შეგვეძლო ამას მივმხვდარიყავით მისი ნახატების სააშუალებით, რომლებიც სავსეა
სიცოცხლის წყურვილით, ვნებით, ტკივილით.



"მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთ თემაზე ვფიქრობდი - ქალებსა და ქალურობაზე, მათ საოცარ
ტანზე და ჯადოსნურ სულზე. ძალიან მიყვარს პორტრეტების ხატვა ქუდებით, რომლებიც საუკეთესო
ლანდშაფტია ქალის სახისთვის"



































"ბევრი ადამიანი მეკითხება რატომ არის ფლამენკო ასეთი მაგიური?
ჩემთვის ფლამენკო ჯადოსნურია მოძრაობებით, ემოციით რომელიც არ არის ყალბი, გიტარის ჰანგებით.
ენერგიული ნაბიჯით, ხელის მოძრაობით, რომლებიც ტიტას ჰგავს, ანდაც მტრედის ფრენას. ფლამენკო
ემოციებისგან დაცლაა. ფლამენკო ისტორიაა, რომელიც სულიდან მოდის. ჩემ სტუდიაში, ფუნჯით მე
შემიძლია ჩემი ისტორია დავხატო, როგორც ფლამენკოს მოცეკვავეს შეუძლია ისცეკვოს ისტორია, რომელიც
მის საკუთარ მეს, სულს ასახავს". ცეკვა - რენატას კიდევ ერთი გატაცება, რომელიც შურით უყურებს
მხატვრობას, რომელსაც მხატვარი ვერ ელევა."ფერწერა ჩემთვის...- ცხოვრების წესია. თუ მე ვეღარ
დავხატავ..მაშინ.. მაშინ ცეკვას დავიწყებ. ჩემი საყვარელი ციტატაა : "ბედნიერება ერთადერთია, რომელიც
იზრდება , როდესაც თქვენ მას სხვას უზიარებთ" -ალბერტ აინშტაინი.
" მე გიწვევთ ცეკვისა და გრძნობების სამყაროში" - Renata Brzozowska .































































































































































Category: ART
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top