;

17 November 2012      kathryn happyborn     Views 7846    
Category: ART



ვინ არის იგი 21 საუკუნის ენდი ვორჰოლი? სალვადორ დალი? ჰალუცინაციებსა და სიურელიზმს შორის გაჩხერილი თანამედროვე ხელოვანი ჰიპსტერიული სიუჟეტებით? ეს ჩილელი ილუსტრატორი ფაბიო კირაოლოა, რომლის პრიზამში გატარებული თანამედროვეობა ახალ სახესა და ინტერესს იძენს. თანამედროვენი მას ფსიქოდელიურ მხატვარს უწოდებენ. ფაბიოს „არტი“, როგორც ჩვენი დორის სამყარო ყველა სტილს მოიცავს,ორიგინალურია, ფანტასმაგორიული და ზოგჯერ ეკლეკტურიც კი.



სანტიაგოელმა მხატვარმა საკუთარი ფანტაზიებისა და ჰალუცინაციების სააშკარაოზე გამოტანა ღრმა ბავშვობიდანვე დაიწყო , მშობლებმა კი მაშინ ბრძნული რჩევა მისცეს:“ყოველთვის გჯეროდეს იმის რაც გიყვარს. ადამიანი მაშინ არის ბედნიერი, როცა ჰარმონიაშია თავის ნიჭთან“.მანაც მისდია ამ რჩევას და მსოფლიოს კიდევ ერთი ნიჭიერი ხელოვანი მოევლინა. მისი სამყარო რამდენიმე პოლუსიანია. ორიგინალური, დამაბნეველი. ფერადი, ჰიპური, თავისუფლების სურვილით სავსე.
ფაბიო განსაკუთრებული სტილის „არტ მეიკერია“: ის რეკლამების სტილში ქმნის ჰიპსტერიულ სიუჟეტებს, მასკარადული განწყობით და მოდერნისტული რიტმიკით.მასთან უამრავი თემატიკაა ერთმანეთში გადახლართული რას არ ნახავთ აქ: პოპ კულტურას, მოდას, სამეცნიერო ფანტასტიკას , ფენტეზის, კომიქსის გმირებს, ვინტაჟს.







აქ ყველა სტილი ორგანულად ერწყმის ერთმანეთს და ახალი ილუზიურ მისტიკური არტიც იქმნება.
. რა საერთო აქვს მერლინ მონროს ჰიპებთან? სალვადორ დალის როკერებთან? ფრიდა კალოს რატომ უყვარს daft punk? და კომიქსის გმირები რატომ იკავებენ ნამდვილი ადამიანის სახეს? .ფაბიომ ბევრისთვის საინტერესო კითხვას რას გააკეთებდნენ ისინი თანამედროვე სამყაროში ? თავისივე ნახატებით უპასუხა. ამისთვის შეიქმნა სურათების მთელი სერია. უკვე ცნობილი გმირების ახალი იმიჯითა წარმოუდგენელი ასოციაციებით სავსე სიუჟეტებით. თანამდეროვე ეპოქა მისი შთაგონების წყაროა,ის აძლევს არსებობის საშუალებას ისე რომ შეინარჩუნოს ინდივიდუალობა და თავისუფლება შემოქმედებაში. მისი სამყაროც ასეთივეა რამდენიმე განზომილებიანი.აქ წაშლილია ზღვარი რეალურ საგნებსა და გამონაგონს, ნიღაბსა და ნამდვილ სახეს, ჰალუცინაციასა და შეშლილობას შორის.





მიმზიდველი და გამომწვევი კოლაჟების ავტორს მათი შექმნის ინდივიდუალური მეთოდი აქვს: ნახატის შესრულებას ტრადიციული მხატვრული მეთოდებით იწყებს, იყენებს მრავალფეროვან მასალას:ფერადი ფანქრებს ,აკვარელს აკრილს, ზეთის საღებავებს და ზოგჯერ არატრადიციულ მასალას ყავასაც კი. ხატვის დასრულების შემდეგ ნამუშევრებს ასკანირებს უმატებს ახალ ელემენტებს, ეს ზოგჯერ შესაძლოა იყოს აპლიკაცია , უცვლის ფილტრებს ამ ეტაპის შემდეგ ნახატის შემქნა დასრულებულად ითვლება. კარიერულ წინსვლას ფაბიო ინტერნეტს უნდა უმადლოდეს , მისი წყალობით გაიგო მსოფლიომ მისი პერსონის არსებობის შესახებ. დღესდღეისობით კი ის საკმაოდ წარმატებულ ილუსტრატორად ითვლება , აქვს ყველაფერი რაზეც ოცნებობდა: მის ნამუშევრები უამრავ ქვეყანაში იყიდება კოლოსალურ თანხად , ფლობს საკუთარ გალერეას, მოგზაურობს ,იხვეჭს დიდებას რაც მთავარია ჰარმონიშია თავის ნიჭთან.














Category: ART
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top