;
6 დეკემბერი 2012      Hermione...♥     43 კომენტარი     ნანახია 9797-ჯერ    
კატეგორიაში: ხელოვნება / ART, საინტერესოა

მეცნიერთა დიდი ნაწილი გვირჩევს, რომ კარგად დავფიქრდეთ, სანამ ვიტყოდეთ, რომ ამქვეყნად უნაკლო არაფერია. რაც არ უნდა დაუჯერებლად გეჩვენოთ, კვლევებმა დაამტკიცეს, რომ 1.618 სრულყოფილი რიცხვია. იგი არა მხოლოდ ყველაზე "ლამაზ" როცხვად ითვლება, არამედ თითქმის ყველგან გვხვდება როგორც ხელთუქმნელ ბუნებაში, ისე ხელოვნებაში.
1.618
1.618-ის უნიკალურობის აღმოჩენა ე.წ. ფიბონაჩის მიმდევრობის საფუძვლიანად შესწავლას უკავშირდება. წარმოდგენილი რიცხვი არა მხოლოდ ბუნებაში არსებული საგანთა უმრავლესობის პროპორციულ კოეფიციენტს წარმოადგენს, არამედ ფართოდ გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ძველად, მას ღვთის მიერ სრულქმნილ რიცხვად მიიჩნევდნენ და მოიხსენიებდნენ, როგორც ოქროს ან ქალღმერთის პროპორციას. ეს ტერმინები დღემდე შემორჩენილია, მაგრამ 1.618-ის სიმბოლოდ φ მიიჩნევა.

***

ალბათ, ფიქრობთ, თუ სად შეიძლება გადააწყდეთ ამ რიცხვს ყოველდღიურ ცხოვრებაში. არასოდეს გიფიქრიათ იმის თაობაზე, თუ რამდენია ნებისმიერი სპირალურად დახვეული ნიჟარის გარე სპირალის დიამეტრის შეფარდება მომდევნოსთან შედარებით. სავარაუდოდ, არა. სწორი პასუხია 1.618 მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. მას კიდევ ძალიან ბევრ ადგილას შევხვდებით.
1.618
მზესუმზირის ყვავილის თესლი ერთმანეთის მოპირდაპირე სპირალებშია მოთავსებული. ამ სპირალების დიამეტრთა შეფარდებაც 1.618-ია.

არავის ესმოდა ოქროს პროპორციის უნიკალურობა ისე, როგორც ლეონარდო და ვინჩის. იგი გარდაცვლილ ადამიანთა სხეულებს აკვირდებოდა იმისთვის, რომ ძვლოვანი სისტემის პროპორცია დაედგინა. თავის აღმოჩენებს იგი მხატვრულ ხრიკებადაც იყენებდა (მაქსიმალურად რეალური გამოსახულების შესაქმნელად) და შთამომავლობასაც უტოვებდა. სწორედ და ვინჩიმ აღმოაჩინა, რომ ადამიანის სხეულის ნაწილების პროპორციათა შეფარდებაც 1.618-ია. ამაში დარწმუნება თავადაც შეგიძლიათ: გაზომეთ მანძილი თქვენი ჭიპიდან იატაკამდე, მიღებული რიცხვზე კი გაყავით თქვენი სიმაღლე. მართალია, სახლის პირობებში ჩატარებული ასეთი "ექსპერიმენტი" არც ისე ზუსტ შედეგს მოგცემთ, მაგრამ მიღებული რიცხვი დაახლოებით მაინც 1.618 იქნება.

გარდა და ვინჩის შედევრებისა, 1.618-ის პროპორცია ასევე გვხვდება მიქელანჯელოსა და ალბრეხტ დიურერის ნამუშევრებში; მოცარტის სონეტებისა ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონიის ორგანიზაციულ სტრუქტურებში. შეიძლება ითქვას, რომ მისი აღმოჩენა შესაძლებელია ნებისმიერ სიმეტრიულ სხეულსა თუ ნახაზში.

კატეგორია: ხელოვნება / ART, საინტერესოა
Tags:

43


  • KoGHo თქვა:
    16 იანვარი 2013 22:17 - ID: 43,
    ვახ ჩემიიი :დ

  • Hermione...♥ თქვა:
    9 დეკემბერი 2012 20:47 - ID: 42,
    lalaa,
    Nanuka.,
    ნანუკა, თამუნა, ძალიან მიხარია, რომ მოგეწონათ love

  • Nanuka. თქვა:
    8 დეკემბერი 2012 22:50 - ID: 41,
    ძალიან მომეწონა, ყოჩაღ.

  • lalaa თქვა:
    8 დეკემბერი 2012 20:14 - ID: 40,
    ძალიან საინტერესო ნიუსია თიკოოოო love

  • para_para_paradise თქვა:
    7 დეკემბერი 2012 20:58 - ID: 39,
    ვიცოდი ეს))) ესეთი საინტერესო ფაქტები ხშირად დადეთ love

  • Hermione...♥ თქვა:
    7 დეკემბერი 2012 20:54 - ID: 38,
    Nini)),
    Ms.Casillas,
    მადლობა გოგოებო feel love

  • Ms.Casillas თქვა:
    7 დეკემბერი 2012 20:10 - ID: 37,
    აი ძალიან საინტერესო იყო <3
    Yოჩაღ
    love

  • Nini)) თქვა:
    7 დეკემბერი 2012 17:47 - ID: 36,
    თიკაა აიი უნაკლოო ხარ ამ სფეროშიიი ძან კარგიი ნიუსიაა love

  • Hermione...♥ თქვა:
    7 დეკემბერი 2012 16:45 - ID: 35,
    Niin Directioner, D-), anna_ anna, lady_tamo,
    pipia, Dior, ta_mo, twilighter, Countess A.,
    -kristi, lady19, Saliiii :X:X:X, Vintage, -Sally-,
    Marriiiammiii, ANIcule, tatuli :)), psiqologia,
    L-)), niniko♥, Bao, natia91, ellen potter...♥ϟ,
    ყველას ძალიან დიდი მადლობა love love love

  • ellen potter...♥ϟ თქვა:
    7 დეკემბერი 2012 16:18 - ID: 34,
    ვაუუ ძან მომეწონაა საინტერესო იყოოო როგორც ყოველთვის თიკა love

  • Bao თქვა:
    7 დეკემბერი 2012 14:58 - ID: 33,
    რა მაგარიაააა winked

  • niniko♥ თქვა:
    7 დეკემბერი 2012 13:25 - ID: 32,
    ძააააააან მაგარი ნიუსია!!!!!!!!!! fellow

  • L-)) თქვა:
    7 დეკემბერი 2012 12:49 - ID: 31,
    უმაგრესი ნიუსიაააა

  • psiqologia თქვა:
    7 დეკემბერი 2012 12:37 - ID: 30,
    ძალიან მაგარი ნიუსია love

  • tatuli :)) თქვა:
    7 დეკემბერი 2012 11:57 - ID: 29,
    ნიუსი იმდენად მომეწონა რომ კიდე მინდოდა წამეკითხა და არ დამთავრებულიყო . მიხარია რომ ამ საიტზე შემიძლია ესეთი აზრიანი და საინტერესო ნიუსების ამოკითხვა .

  • ANIcule თქვა:
    7 დეკემბერი 2012 01:22 - ID: 28,
    საინტერესო იყო ...

  • Marriiiammiii თქვა:
    7 დეკემბერი 2012 00:35 - ID: 27,
    უნაკლო უნააკლოოო love

  • -Sally- თქვა:
    7 დეკემბერი 2012 00:23 - ID: 26,
    რა საინტერესოა love

  • saalll თქვა:
    7 დეკემბერი 2012 00:11 - ID: 25,
    ვერაფერი ვერ გავიგე what ზედმეტად დებილი ვარ ასეთ რამეებში. როცა საქმე ციფრებს და მათემატიკას ეხება.

  • Vintage თქვა:
    6 დეკემბერი 2012 23:52 - ID: 24,
    ძალიან საინტერესო იყო! love love love

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top