;

27 December 2012      Britain     Views 7518    
Category: ART

სიტყვა "მხატვრობა" მოიცავს ადამიანის მიერ შექმნილ ყველა
გამოსახულებას, პრეისტორიული გამოქვაბულის სურათებით დაწყებული -
თანამედროვე სამხატვრო გალერეის კედელზე დაკიდებული ავანგარდისტული
ტილოთი დამთავრებული.
ადამიანები დიდი ხანია დაობენ იმაზე, თუ რა არის
მხატვრობა და რატომაა ის ასეთი მშვენიერი. მხატვრებსა და ხელოვნებათმცოდნეებს
შორის ხშირად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, რაც
ზოგჯერ საკმაოდ ცხარე კამათის საგანიც გამხდარა. ფრანგი მხატვარი მანე ისე
აღაშფოთა ერთ-ერთი კრიტიკოსის მიერ გამოთქმულმა აზრმა, რომ იგი დუელშიც
კი გამოიწვია
. არსებობს უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო კითხვა და არ არსებობს
სწორი ან მცდარი პასუხები,რადგან თითოეულ ადამიანს საკუთარი, სხვებისგან
განსხვავებული მოსაზრება და გემოვნება აქვს.


მხატვრობა

ზოგი ფიქრობს, რომ სურათი ლამაზი უნდა იყოს და ზუსტად ასახავდეს ცხოვრებას.
სხვების აზრით, მთავარი განწყობილებებისა და გრძნობების გადმოცემაა.
ზოგის აზრით, მხატვრობა იდეებს უნდა ასახავდეს, სხვებს მხოლოდ სურათით ტკბობა
სურთ. ამ საკითხთან დაკავშირებით იმპრესიონისტებს ცხარე დებატები ჰქონდათ.
მათ ერთ ნაწილს მიაჩნდა, რომ ყველაზე მნიშვენლოვანი თანამედროვე ცხოვრების
სცენების ხატვა
იყო, მეორე ნაწილს კი უფრო საგნებზე სინათლის ზემოქმედების
შედეგები
აინტერესებდა.

მხატვრობა

ადამიანებს განსხვავებული აზრი აქვთ ხელოვნების ნიმუშების ღირებულების შესახებ.
ვინსენტ ვან გოგი სიღატაკეში გარდაიცვალა, ვინაიდან მისი სურათების ყიდვა არავის
სურდა. მხატვრის მეგობრებიც კი იმას ამბობდნენ, რომ ეს ტილოები შეშლილის
დახატულს ჰგავდა.
დღეს ვან გოგის სურათები ხელოვნების ერთ-ერთ
ყველაზე ძვირადღირებული ნიმუშებია მსოფლიოში.
კრიტიკოსი ჯონ რასკინი სასამართლოს წინაშეც კი წარდგა ჯეიმზ უისლერის სურათის
"შავი და ოქროსფერი ნოქტიურნის" შესახებ გამოთქმული აზრის გამო. რასკინი
ფიქრობდა, რომ სურათი ნაჩქარევი და მიფუჩეჩებული იყო. მას არ შეეძლო დაეჯერებინა,
რომ მხატვარი 200 გინეას ითხოვდა ტილოში, რომელიც მისი აზრით "მნახველისთვის
სახეში შესხმული საღებავი"
იყო. უისლერმა უპასუხა, რომ სურათის ფასი
დამოკიდებულია არა დროზე, რომელიც მის დახატვას დასჭირდა, არამედ მხატვრის
ნიჭსა და გამოცდილებაზე. უისლერმა რასკინს სასამართლოში ცილისწამებისთვის
უჩივლა და გაიმარჯვა კიდეც, თუმცა მორალური ზარალისთვის მხოლოდ 1
ფარტინგი (პენის მეოთხედი) მიიღო. როგორც ჩანს, მოსამართლე თავადაც რასკინის
აზრს იზიარებდა.


მხატვრობა


▴ჯეიმზ უისლერი, "შავი და ოქროსფერი ნოქტიურნი - შუშხუნის
ვარდნა" ამ სურათმა მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებში ცხარე
კამათი გამოიწვია. სურათი ისეა გადღაბნილი, რომ მასზე რაიმეს
გარჩევა ჭირს. სინამდვილეში, ფოიერვერკია გამოხატული. იმ
დროს ხალხი უმცირეს დეტალების ამსახველ, დასრულებულ
სურათებს იყო შეჩვეული, რომლებთან შედარებით ეს სურათი
დაუმთავრებელ ესკიზს ჰგავდა.


დღეს, როგორც არასდროს, განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება
ხელოვნების ნიმუშების სიახლეებსა და ორიგინალურობას. შემოქმედნი განუწყვეტლივ
ცდოლობენ გააფართოონ "ხელოვნების" ფარგლები. შედეგად სულ უფრო მეტი
განსხვავებული და ურთიერთსაპირისპირო აზრი იბადება ხელოვნებისა და იმ
უზარმაზარი თანხების შესახებ, რომელთაც კოლექციონერები ხელოვნების ნიმუშებში
იხდიან.
გამოფენებზე ზოგჯერ ხელოვნების ისეთი "ნიმუშებიც" ჩნდება, როგორებიცაა
სკამზე დამაგრებული ველოსიპედის თვალი, დახატული მილი, რომელსაც
აწერია : "ეს მილი არ არის", ერთმანეთზე დაწყოობილი აგურები, უბრალო თეთრი
ტილო, წვეულებიდან დარჩენილი ნაგავის გროვა და აულაგებელი ლოგინი.
არის
თუ არა ეს ყველაფერი ხელოვნება?
ამ "ნიმუშების" ნაწილი ხელოვანს არც შეუქმნია,
უბრალოდ, სადღაც იპოვა. ასეთი საგნების ნახვა სამხატვრო გალერეაში დიდი
მოულოდნელობაა. ნუთუ გალერეაში მათი გამოფენა მათ ხელოვნების ნიმუშებად აქცევს?
ეს საგნები მნახველის გარკვეულ რეაქციას იწვევს და გარემოს ახლებურად დანახვაში
გვიწყობს ხელს, ისევე, როგორც ხშირად ტრადიციული ხელოვნების ნიმუშები.

მხატვრობა

მხატვრობა


Category: ART
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top