;
21 იანვარი 2013      kathryn happyborn     10 კომენტარი     ნანახია 5327-ჯერ    
კატეგორიაში: ხელოვნება / ART

როგორ გამოიყურება ბედნიერება? ან როგორ ვიპოვოთ ის?
დაღლილი ძიებისა და ფიქრის თავიდან ასაცილებლად მარტივ გზას შემოგთავაზებთ – ბედნიერების ძიების გზაზე აუცილებლად უნდა ნახოთ ევგენია გაბჩინსკას ნახატები, რომელსაც " ბედნიერების შემოქმედს "უწოდებენ.



ახალგაზრდა უკრაინელ მხატვრის შემოქმედებას განსაკუთრებული, ჯადოსნური უნარი აქვს: გასაოცარი ოპტიმიზმით, სიყვარულითა და ბავშვური მოურიდებლობით აგავსოს. მის ნახატები სავსეა სიცოცხლის ხალისით , ნათელი ფერებითა და ბავშვური სიცელქით. პერსონაჟები თავსგადახდენილი სასაცილო სცენებით,თვითდახასათების მოყვარე მგრძნობნიარე პატარა ფუნჩულა ადამიანებით, რომლებიც ზებუნებრივი ნიჭით არიან დაჯილდოებულები_ აღმოაჩინონ და გააზიარონ ბედნიერების პატარა ნამცეცი. მათი შემხედვარე კიდევ ერთხელ რწმუნდები: "ბედნიერება ერთადერთია, რომელიც იზრდება, როდესაც მას სხვას უზიარებ" .

"ბედნიერების შემოქმედი" - ევგენია გაპჩინსკია
"ეს სულელი ჩემი გული სულ უყვარს და უყვარს"

ბედნიერება ყველა ასაკის ადამიანს სჭირდება განსაკუთრებით იმედგაცრუების,სირთულეებისა და დარდის შემდეგ.და აქაც ამ ზღაპრულ სამყაროში ყველა ამბავი მიუხედავად მცირე გულისტკივილისა ტკბილად მთავრდება.გაბჩინსკას გმირები : პატარა ცელქი ანგელოზები ან თავნება ბავშვები არიან რომლებიც თამამად სანსლავენ შოკოლადს "აკრძალულ ხილს", უყვართ ძეხვეული და თავმომწონედ პოზირებენ ლამაზ ტანსაცმელებში.მხატვრის ნამუშევრები ნაწილობრივ პირვექმნილი შეურყვნელი , ემოციაა, უმეტესად ნაივურად გამოხატული,რომელიც გარანტირებულად გამოუკეთებს განწყობილებას თუნდ ყველაზე სკეპტიკოსსაც კი.

"მხატვრისთვის არ არსებობს ქარაგმები. მასთან ურთიერთობაში იგრძნობა რომ სიკეთე ეს სიკეთეა ნდობა_ ნდობა და სიყვარული ნამდვილად სიყვარული . ამ სიტყვების ჭეშმარიტი გაგებით.და სამყარო ყოველთვის არის ისეთი როგორსაც ჩვენ ვქმნით ჩვენს გარშემო."

ევგენიას შექმნილ სამყაროში ამიტომაც არიან მთავარ როლში ბავშვები– ყველაზე სუფთა და სათუთი არსებები.დიდებივით ჭკვიანი პატარა მსუქანი არსებები ზედმეტად მგრძნობიარე ნატურით.


"მე არ ვიცი რატომ არიან ისინი ასეთები, არც ის ვიცი სინამდვილეში პატარები არიან თუ დიდები"
ამბობს ის - "მე მხოლოდ იმას ვხატავ რასაც ვხედავ".

"როცა შენ მენატრები"

მხატვარი ამტკიცებს, რომ მისი ნახატებში არ არის "სუპერგენიალური" ჩანაფიქრი ჩადებული ის ხატავს მხოლოდ იმას რასაც გრძნობს და რისი გამოხატვაც სურს. საყვარელი კაცუნები უპროპორციო გარეგნობით _ დიდი თავითა და პატარა ხელებით, მათი სახის გამომეტყველება , სიხარულისგან მოგვრილი ემოცია_აი რა აძლევს მხატვარს მათი გამოსახვის ინსპირაციას. .ეს პატარა ანგელოზები მეხმარებიან გავამხილო ის გრძნობები, რომლებიც ჩვენ ყველას კარგა ხანია გადაგვავიწყდა.ეს ევგენიას საყვარელი ნახატია: "ჯობია დაივიწყო ასი კოცნა ვიდრე ის ერთადერთი".პატარა გოგონა სიყვარულის "დიდური აღქმით".
"ჯობია დაივიწყო ათასი კოცნა ვიდრე ის ერთადერთი ."

დროში მოგზაურობა _დაბრუნება ბავშვობაში_მისი პატარა გოგონებით ან პატარა ქალბატონებით, უამრავ ჰაეროვან მაქმანში გახვეული ხან მოდელებივით იპრანჭებიან თავინთი ოქროსფერი თმებით, ოცნებობებ პრინცზე, საქორწინო კაბაზე ან სულაც საკურორტო რომანის მოლოდინში მზეს ეფიცხებიან.უფრო პრანჭიები ელეგანტურად წარმოადგენენ" გუჩის", "პრადას" "მიუმიუს" სამოსს და თითქოს ამბობენ: რომ მთავრი არა სამოსის ან სუნამოს შეძენაა_ ჩუქებაა, არამედ სიცოცხლის სურვილი.ისინიც დიდებივით ოცნებობენ მოშინოს და მიუ მიუს სამოსზე და თუ სანაცვლოდ პლუშის დათუნია მიიღებენ უფრო ბედნიერების ხდებიან.
" დედამ ვარდებიანი ტრუსი მიყიდა"
"საკურორტო რომანის მოლოდინში"
"ზოგი გოგონა პირდაპირ პრინცესად იბადება"





ევგენია "Vogue" სა და Harper's Bazar - სთანა თანამშრომლობდა, შექმნა მისი საყვარელი დიზაინერების პორტრეტები. მოდის მეტრი_ კარლ ლაგრფელდი პატარა ზღაპრული კაცუნა, მადმუაზელ შანელი, განუყრელი მარგალიტის მძივით და მედიდური პოზით. ისინიც, სხვა გმირების მსგავსად დაურცხვენლად წარმოაჩენენ მათ შინაგან სამყროს.

კოკო შანელი ვოგის სერიიდან


"ბედნიერების შემოქმედი" - ევგენია გაპჩინსკია
" მე დღეს დედოფალი ვარ"

თავად კი ბედნიერების საპოვნელად რთული გზის გავლა მოუწია.
მის თავს გადამხდარი ისტორია მელოდრამის სცენარად გამოდგება. 1974 წელს უკრაინაში დაიბადა შემდეგ სწავლა, ქორწინება, სამსახური და ბოლოს ამ დიდი შრომის შემდეგ საკუთარი სივრცის პოვნა. ხარკოვში ცხოვრების პერიოდში ევგენიამ მხატვრობის შესწავლას 11 წელი მიუძღვნა. აკადემიურმა სამხატვრო განათლებამ ფაქტიურად უფუნქციო გახადა:

" აღმოვაჩინე რომ, აკადემიური სტილით დახატულ ჩემს სახატებს არცერთი გალერეა არ იყიდდა, რეპინისეულად დახატული გმირები მეტად უსიცოცხლოები იყვნენ. ნახატის შექმნას კი ისევე როგორც აკადემიაში თვეებს ვანდომებდი..მთელი 2 წელი დამჭირდა, რომ ნორმალური ხატვა მესწავლა"_ამბობს ის .

"ნახატი ჩემთვის არის უეცარი ემოციის გამოხატულება, რომელიც მანამდე უნდა დაასრულო სანამ ემოცია განელდება".
ხარკოვიდან კიევში სამუშაოს პოვნის იმედით გადმოსულს იმედგაცრუებების კასკადი ელოდა: უამრავი შეუთავსებელი სამუშაო მემანიკურედ, სტილისტად მენეჯერად, კონსულტანტად. .მის ნამდვილ პროფესასთან დაბრუნება კი ერთერთმა მორიგმა სამახურმა გადაწყვიტა და ბედნიერების გასაღები დიდი ძებნის შემდეგ როგორ იქნა გამოჩნდა. გალერიის მეპატრონემ სადაც ის მუშაობდა შემთხვევის წყალობით შეამჩნია მისი ნიჭი და საზოგადოებში გამოჩენას 15 ახალი შეკვეთა მოჰყვა. ამის შემდეგ კი ევგენიამ ახალი პროფესია შეითავსა " ბედნიერების შემოქმედი ". დღეს ის ფლობს საკუთარ კომპანიას "GAPCHINSKA." ფლობს საკუთარ გალერეებს 4 უმსხვილეს ქალაქში " სახელად ბედნიერების გალერეა ". ნამუშევრები რუსეთისა და უკრაინის გალერეებში უკვე 50 ჯერ იქნა გამოფენილი . შეძენილი ნახატების მფლობელები არიან: ლუჩანო პავაროტი,ანდრეა შევჩენკო,ნიკიტა მიხალკოვი და სხვანი.

ევგენია / გალერეა

კითხვაზე რა არის მისთვის ბედნიერება ევგენია ამბობს:" ეს არის პირველ რიგში ჩემი მეუღლე და შვილია, შემდეგ ცხელი მწვანე ჩაი, თბილი სახლი , რბილი ფარდაგი იატაკზე და შაბათი დღე, როცა ყველანი ერთად ვართ სახლში და არავის არსად ეჩქარება."



ევგენიას სამყაროს მთავარი გმირები " სულიერი მეგობრები" არტისტულად უყურებენ სამყაროს, აყალიბებენ ახალ გემოვნებას, გამოხატავენ მათ დამოკიდებულებას ხელოვნებასთან _ რეალობის გასაკეთილშობილებლად. ეს იდეალური სამყაროს გმირებია, სადაც ჯერ კიდევ არ შეუღწევია არცერთ უკეთურებას აქ მზე უფრო თბილია ვიდრე სინამდვილეში და აქ არსებობს ბედნიერება, რომელიც ასე ძნელი მოსაპოვებელია. აქ ცხოვრება პოეტურია, ურთიერთობები გულწრფელი და ალტრუისტული.ამიტომაც თუ გინდათ გაექცეთ რუტინას და განწყობა გაიხალისოთ, ჩემი რჩევაა ხშირად ნახოთ ეს ნახატები, რომლებიც ცხოვრებისეული მრავლობითი პრობლემების დავიწყების შესანიშნავი გზაა.როცა მის ნახატებს ათვალიერებ, აუცილებლად გეუფლება სულიერი სიმშვიდის განცდა და პირველი რაც ძალიან გინდა ისაა ,რომ ისევ გახდე ბავშვი და ამ საოცარი სამყაროში მოხვდე სადაც ჯერ ისევ ოცნებობენ ,სიხარულისგან ჟრუანტელი უვლით, რომანტიზმით ივსებიან, და მუდმივი დღესასწაულია.

"დილა პარიზში"



"შეიძლება თქვენთან ვიცხოვრო?"
" მე გავიზრდები და დავქორწინდებით"
"მომღერალი დეიდა"
"მაპატიეთ დაკავებული ვარ"
"ყველაზე სანატრელი ოცნება"


"შაქრის მაგნატი"
" მე სუპერმენი ვარ"
" ევროპის მოტაცება"


"ალისა საოცრებათა ქვეყანაში"

კატეგორია: ხელოვნება / ART
Tags:

10


  • natia123123 თქვა:
    21 ნოემბერი 2013 21:49 - ID: 10,
    უსაყვარლესია

  • sun თქვა:
    22 იანვარი 2013 18:45 - ID: 9,
    პოზიტიურიი smile smile

  • kathryn happyborn თქვა:
    22 იანვარი 2013 11:04 - ID: 8,
    მადლობა თქვენ , ყველას)

  • ana-sopia თქვა:
    22 იანვარი 2013 00:09 - ID: 7,
    რა საყვარელი ნახატებია, მართლა პოზიტიურ განწობაზე დამაყენა,მომეწონა ნიუსი love

  • QueeN s თქვა:
    21 იანვარი 2013 22:30 - ID: 6,
    როგორ ვთქვა ... love რაღაცნაირად საყვარელ ნახატებს ხატავს smile

  • Ana smiley თქვა:
    21 იანვარი 2013 20:45 - ID: 5,
    ძალიან მაგარიაა love

  • .NasTy. თქვა:
    21 იანვარი 2013 20:00 - ID: 4,
    უუზოომოდ მიყვარს ესეთი სტილის მხატვრობა ^^
    ესეთი ნიუსები ხო საერთოდ
    ყოჩაღ ))))

  • MissDevonne თქვა:
    21 იანვარი 2013 19:35 - ID: 3,
    უუუმაგრესია! ^_^ გავაფრინე რა კარგი ნიუსია. მხატვრის ნიჭს საზღვარი არ აქვს! <3

  • ANGEL თქვა:
    21 იანვარი 2013 19:20 - ID: 2,
    love უზომოდდ მომწონს, მართლაც რა პოზიტიურებია
    მადლობა ავტორს

  • MaRiSaBeLL თქვა:
    21 იანვარი 2013 18:23 - ID: 1,
    ძალიან მომწონს love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top