;
11 მარტი 2013      kathryn happyborn     4 კომენტარი     ნანახია 3085-ჯერ    
კატეგორიაში: ხელოვნება / ART

ალბათ ,არ მოიძებნება ადამიანი დედამიწის ზურგზე, რომელიც მოგზაურობაზე არ ოცნებობს,თუმცა დამერწმუნეთ ნამდვილად ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელიც მისეულ მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ხელოვნების ნიმუშად აქცევს და კიდევ ერთ დაუვიწყარ შტრიხს დაუმატებს მსოფლიოს ამოუწურავ სილამაზეს.


ეს"ჯადოქარი დამკვირვებელი" კი წარმოშობით ლიბიელი მხატვარი კალ გაჟომია. ჯერ კიდევ მცირეწლოვან მომავალი მხატვარს ორი სანატრელი ოცნება ქონდა: მისი პროფესიის უკეთ შესწავლა და მოგზაურობა. ორივე ნატვრა სრულყოფილად აუხდა და მას შემდეგ მისი შემოქმედება და შთაგონება ამოუწურავი გახდა. მუზები ახლა ცნობილი ქალაქების ქუჩებში, ხედებში, წისქვილებსა და მათ მაცხოვრებლებში ბინადრობენ.ერთი შეხედვით თითქოს არაფერი განსაკუთრებული: რიგითი ურბანისტი მხატვარია, მაგრამ სწორედ ამ ჩვეულებრიობაშია სწორედ"ძაღლის თავი დამარხული". დღეს, ჩვენ მსოფლიოს ულამაზეს ხედებს ვნახავთ,ნისლიან ინგლისს, წითელ ქოლგებს, გაზაფხულის სუნით გაჟღენთილ პარიზს და კიდევ უამრავ ქვეყანას რომელიც ასეთი რაკურსით არავის არასდროს უნახავს.



ის განსაკუთრებული გემოვნებისა და სტილის მხატვარია რომელიც ახლებურად ხედავს მოვლენებს და მეტი ცეცხლოვანებით და სიცოცხლის ჟინით ავსებს რუტინულ სამყაროს. მხატვრობის პარალელურად ის განუწყვეტლივ მოგზაურობს, ზოგან წლები ცხოვრობს რათა უკეთ შეიგრძნოს მისი მორიგი "მსხვერპლის" გულისცემა და ზუსტად გადმოსცეს მისი როგორც ცოცხალი ორგაზნიზმის ხასიათი.


მსოფლიო ქალაქები აქ უფრო ფერადოვანია, ხასხასა, დადებითი ენერგეტიკის მატარაბელი და ისეთივე გულღია როგორც დიდი ხნის ერთგული მეგობარი. მისი ფერებითა და ხელწერით ის უმალვე გამოირჩევა სხვა თანამედროვე მხატვრებისგან. აქ უამრავი ტონია , ვნება, სიცოცხლის სიყვარული და უნაკლოდ შესრულებული ფორმები. მხატვარი ხშირად მიმართავს ექსპერიმენტებს, ცვლის შესრულების ტექნიკას, ხატავს ნატურმორტებს, იშვიათ შემთხვევაში პორტრეტებს. მრავალი წლის განმავლობაში ხატავდა აკვარელში,პასტელში მაგრამ საბოლოოდ მაინც ზეთის საღებავებში აღმოაჩინა ის სინათლე და ფორმების გამოკვეთის საიდუმლოება რაც მის მხატვრობას და დასაამხსოვრებელსა, გულწრფელსა და განსაკუთრებულს ხდის. კალის ახალანდელი სტილი მუდმივად განიცდის ფორმირებას, თუმცა მისი ცნობილი წითელი ქოლგები უკვე სავიზიტო ბარათიად იქცა .


ის ნამდვილი კოლორისტია, რომლის ნახატები ფერებით ავსებს სივრცეს და ხანდახან გგონია რომ ჩარჩოსაც ცდება. ეს მხოლოდ ,იმიტომ რომ რომ მხატვარი კარგად იცნობს მხატვრობის მაგიურ ტექნიკას. მას უზომოდ უყვარს მისი საქმე და სიყვარული ყველა ნამუშევრიდან გამოსჭვივის. ექპრესიული მხატვარი თავისი განუმეორებელი ხელწერისთვის მახასიათებელ ნახატებს მასტეხინით ასრულებს.საღებავი თითქოს სქელ ფენად აწვება ტილოს,როცა ახლოდან უყურებ გგონია რომ ბავშვმა ითამაშა, მაგრამ შორი ხედით ზედმეტად დაკვირვებული თვალიც შეამჩნებს რომ უწვრილესი ფუნჯიც კი მონაწილეობდა ნახატის შექმნაში.



ხატვის სტილითა და მუშაობის გრაფიკით ის იმპრესიონისტებსაც კი მოგაგონებთ და ეს ასოციაცია შემთხვევითი არაა, მისი საყვარელი მიმდინარეობა სწორედ პოსტიმპრესიონიზმია და როგორც ის თვლის ,ეს ერთადერთი ხატვის მანერაა რომელიც ეხმარება უეცარი ემოციის გადმოცემაში , ასე შესრულებული ნახატი თთქოს უფრო მეტად ცოცხალია და ბობოქარი. მასთან ხშირად შეხვდებით ერთსა და იმავე ხედებს, რომელიც დროის სხვადასხვა მონაკვეთშია შესრულებული თუმცა სულაც არ გეუფლებათ ერთფეროვნების განცდა.


კალიც ისევე როგორც მისი ნამუშევრები მულტინაციონალია დაიბადა ტრიპოლში 1968 . პირველი გამოფენა ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში ქონდა.როცა შემოსავალი გაუჩნდა მოგზაურობა დაიყწო ამ ფოკუსში მოხვდა იტალია, ინგლისი, პარიზი, მალტა სადაც წლების განმავლობში ცხოვროვრობდა და საბოლოოდ კანადა. ამ მოგზაურობის დროს უმეტესად საკუთარი ოსტატობის დონის ამაღლებაზეც მუშაობდა და სხვადასხვა ჟანრში ცდიდა თავის ნიჭს.ის მთელი ცხოვრება სწავლობს და სწავლობს ეს ერთი მთლიანი პროცესია რადგან ყოველი ახალი ნამუშევარი მისთვის ახალი გამოცდაა.


ამჟამად კალი კანადაში ცხოვრობს და ნაკლები ინტენსივობით მუშაობს რადგან თანამედროვე ხელოვნებამ თითქოს შთანთქა ესტეტიკისა და სილამაზის მოთხოვნილება. კერძო შეკვეთებმაც იკლო, რადგან ის არ ჯდება თანამედროვე სტანდარტებში, თუმცა მიუხედავად ამისა მისი ნამუშევრების მასიური კოპირება მაინც ხდება.






























http://www.kalgajoum.com/artist/
კალის ოფიციალური საიტი.

კატეგორია: ხელოვნება / ART
Tags:

4


  • liia თქვა:
    22 მარტი 2013 23:34 - ID: 4,
    ცუდად ვარ რა მაგარიაააააააააააა

  • mari mari mari თქვა:
    12 მარტი 2013 21:18 - ID: 3,
    უმაგრესიაა

  • anukaanuka თქვა:
    12 მარტი 2013 00:12 - ID: 2,
    ძალიან ნიჭიერი ადამიანია :)

  • dajikunia თქვა:
    11 მარტი 2013 21:25 - ID: 1,
    შთამბეჭდავია love
    არაჩვეულებრივი ნიუსია smile

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top