;
24 მარტი 2013      Hermione...♥     10 კომენტარი     ნანახია 4372-ჯერ    
კატეგორიაში: ხელოვნება / ART, საინტერესოა

მერი კასატი აღიარებულია ყველა დროის საუკეთესო იმპრესიონისტ მხატვარ ქალად. მან, თავისი გასაოცარი ნიჭის წყალობით, ღირსეული ადგილის პოვნა ხელოვნების სამყაროში მაშინ, როდესაც ქალებს უმრავლესობას ჯერ კიდევ მხოლოდ ოჯახის დიასახლისების სტატუსი ჯქონდათ. მერი მდიდარი ამერიკელი ბიზნესმენის ქალიშვილი იყო და შეეძლო უზრუნველად ეცხოვრა, მაგრამ მან არჩია, რომ თავისი სამშობლოსაგან მოშორებით, საფრანგეთში ეცხოვრა და მხატვარი გამხდარიყო. კასატის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინეს ისეთმა ცნობილმა იმპრესიონისტებმა, როგორებიც იყვნენ ედგარ დეგა და კლოდ მონე და რომელთა წრეშიც მერი მუდმივად ტრიალებდა.

მერი კასატის ავტოპორტრეტი
მერი კასატი-საუკეთესო იმპრესიონისტი მხატვარი ქალი
საინტერესო ფაქტები:

* მერი კასატი 1844 წლის 22 მაისს დაიბადა აშშ-ში, პენსილვანიის ქალაქ პიტსბურგში.

* მერის მამა წარმატებული ბანკირი და ქალაქის მაიორი იყო, მისი ძმა კი პენსილვანიის რკინიგზის პრეზიდენტი.

* კასატმა თავისი ბავშვობის უდიდესი ნაწილი (7-დან 14 წლამდე) ევროპაში გაატარა, 17 წლის ასაკში კი პენსილვანიის ხელოვნების აკადემიაში ჩააბარა. მერი იქ 4 წელი სწავლობდა, შემდეგ კი ევროპაში დაბრუნება გადაწყვიტა, რადგან პენსილვანიაში მდებარე ხელოვნების აკადემია მის სურვილებსა და საჭიროებებს ვეღარ აკმაყოფილებდა.

* მერის მამა მისი ევროპაში სწავლის გაგრძელების წინააღმდეგი იყო, მაგრამ გოგონამ მოახერხა კონსერვატორი მშობლის გადარწმუნება. პარიზში ჩასვლამდე კასატმა თითქმის მთელი ევროპა მოიარა და ყურადღებთ შეისწავლა გენიალური არტისტების შემოქმედება.

* მერი ფიქრობდა, რომ ხელოვნების სკოლაში დიდი ხნით დარჩენა მის შემოქმედებაზე უარყოფით გავლენას მოახდენდა და ინდივიდუალურ ხელწერას დააკარგვინებდა. ამიტომაც, მან გადაწყვიტა, რომ სხვების დაუხმარებლად დაეხვეწა საკუთარი ტექნიკა. კასატი, როგორც ხელოვანი, ნელ-ნელა იზრდებოდა და 28 წლამდე მის ტილოებს არავის ყურადღება არ მიუპყრიათ.

* 1872 წელს პარიზში კასატის ნამუშევრების პირველი გამოფენა გაიმართა. იქ მისმა ნამუშევრებმა ედგარ დეგას მოწონება დაიმსახურა და დასაბამი მისცა ორი იმპრესიონისტის მეგობრობას.

* 1877 წელს დეგად მხარდაჭერით მერი იმპრესიონისტთა მოძრაობას იფიციალურად შეუერთდა. კასატს სძულდა მხატვრობის ტრადიციული ფორმები და თვლიდა, რომ მათი მეშვეობით საკუთარ განცდებს ადეკვატურად ვერ გამოავლენდა. ამის გამო, იმპრესიონისტების გვერდით მერი თავს უბედნიერეს ადამიანად გრძნობდა.

* მერი ძირითადად ზეთის საღებავებითა და პასტელებით მუშაობდა. მისი ნამუშევრები გამოირჩევა ცოცხალი სცენებითა და თბილი ფერებით.

* მერი კასატი 1926 წელს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა პარიზში. იგი არასოდეს დაქორწინებულა და არც შვილები ჰყოლია. ამის გამო, მან სიცოცხლის ბოლოს თქვა, რომ სახელი მოიხვეჭა როგორც მხატვარმა, მაგრამ კრახი განიცადა, როგორც ქალმა.


გალერეა:

ბავშვის ბანაობა
მერი კასატი-საუკეთესო იმპრესიონისტი მხატვარი ქალი

მადამ სისლის პორტრეტი
მერი კასატი-საუკეთესო იმპრესიონისტი მხატვარი ქალი

მკითხველი
მერი კასატი-საუკეთესო იმპრესიონისტი მხატვარი ქალი

ყუთში
მერი კასატი-საუკეთესო იმპრესიონისტი მხატვარი ქალი

ლიდია
მერი კასატი-საუკეთესო იმპრესიონისტი მხატვარი ქალი

მის მერი ელისონი
მერი კასატი-საუკეთესო იმპრესიონისტი მხატვარი ქალი

იები ფანჯარასთან
მერი კასატი-საუკეთესო იმპრესიონისტი მხატვარი ქალი

ქალი მწვანეში
მერი კასატი-საუკეთესო იმპრესიონისტი მხატვარი ქალი

ძიძა უკითხავს პატარა გოგონას
მერი კასატი-საუკეთესო იმპრესიონისტი მხატვარი ქალი

კატეგორია: ხელოვნება / ART, საინტერესოა
Tags:

10


  • Hermione...♥ თქვა:
    5 აპრილი 2013 17:20 - ID: 10,
    Afrodite...♥,
    მადლობა, ნენი love

  • marikuna_elba თქვა:
    3 აპრილი 2013 15:11 - ID: 9,
    Afrodite...♥,
    ვაიმეეეეეეეეე ჩემი საყვარელი იმპესიონისტიც ედგარ დეგაა love winked ეს ნახატებიც ძაააააააააააააააან მაგარი იყო.... ერთ-ორს თუ არ ჩავთვლით ფაქტიურად ყველა მომწონს feel

  • Afrodite...♥ თქვა:
    2 აპრილი 2013 18:40 - ID: 8,
    ვგიჟდები იმპრესიონიზმზე, მკვეთრად განსხვავებული და საინტერესო დარგია, მოხიბლული ვარ განსაკუთრებით ფერების შეხამებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ მხატვარზე არაფერი მსმენია, საოცრად მომეწონა მისი ნამუშევრები. მაგრამ ჩემი უსაყვარლესი იმპრესიონისტი მხატვარი ედგარ დეგაა. თიკა მოხიბლული ვარ შენით, არაჩვეულებრივი სიახლეა love

  • Hermione...♥ თქვა:
    27 მარტი 2013 15:08 - ID: 7,
    beonce,
    უღრმესი მადლობა love

  • beonce თქვა:
    25 მარტი 2013 21:59 - ID: 6,
    ნამუშევრები,მართლაც,რომ ულამაზესია."ყუთში" ყველაზე ძალიან მომეწონა. feel
    ნიუსი კარგი იყო.სასიამოვნოა თუ ხელოვანთა შემოქმედებაზე უფრო ბევრი ნიუსი დაიდება winked

  • Hermione...♥ თქვა:
    25 მარტი 2013 19:39 - ID: 5,
    Countess A.,
    დიდი მადლობა. მიხარია, რომ მოგეწონა და ისიამოვნე love
    _KoLini_,
    მადლობა შენ feel

  • _KoLini_ თქვა:
    25 მარტი 2013 02:13 - ID: 4,
    madloba newsistvis feel

  • Countess A. თქვა:
    24 მარტი 2013 22:50 - ID: 3,
    [/i] [/color]ძალიან სასიამოვნო ნამუშევრები აქვს.. თითიეულ სცენაში ნათლადაა მისი გრძნობები და განცდები გადმოიცემული.. დამახასიათებელი ხელწერა აქვს,თუმცაღა ვერ ვიტყვი გენიალურია-მეთქი.. უმეტესად ცივ ფერებში აქვს შესრულებული თავისი ნამუშევრები, რაც ძალიან მომწონს.. განსაკუთრებით მომწონა იასამნები... სასიამოვნო ფერები აქვს გამოყენებული, შეხედვისას სახეზე ღიმილს რომ მოგგვრის და სასიამოვნო გრძნობებს რომ გაგიღვიძებს.. საკმაოდ დადებითად შემიძლია დავახასიათო...
    ძალიან კარგი და სასიამოვნო ნიუსია.. [i]
    [color=#000066]

  • Hermione...♥ თქვა:
    24 მარტი 2013 22:25 - ID: 2,
    მერი ჩემი ფავორიტი მხატვარი ნამდვილად არ არის (მათ შორის, არც იმპრესიონისტთა რიგებში), მაგრამ ფაქტია, რომ ულამაზესი ნამუშევრები აქვს, მის ყველა ნახატში კი სცენა ცოცხლდება და მე-19 საუკუნეში გვამოგზაურებს. აგრეთვე დასაფასებელია ისიც, რომ მერიმ ამდენს მიაღწია მაშინ, როდესაც ქალებს სერიოზულ არტისტებად არ მიიჩნევდნენ love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top