;

23 April 2013      beonce     Views 4256    
Category: ART

უილიამ ჰოგარტი

უილიამ ჰოგარტი მეთვრამეტე საუკუნეში მოღვაწე ინგლისელი მხატვარი,ილუსტრატორი და სატირული გრავიურების ავტორი იყო.
ბევრი თავისი ნამუშევარი მან მიუძღვნა ადამიანში უღირსი საქციელის აღმოფხვრას და მასში ღირსეულის განვითარებას.მისი ნამუშევრები ხშირად სერიოზულ ხასიათს ატარებს,რომლის დათვალიერებისას გვექმნება შთაბეჭდილება იმდროინდელი ინგლისის შესახებ.


„ვცდილობდი ჩემი ტილოები თეატრალური სცენებისათვის დამემსგავსებინა. ერთდროულად სასაცილო და აღმზრდელობითი ხასიათის კომპოზიციებში მაღალი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ზნე-ჩვეულებების ჩვენება მონდოდა“
უილიამ ჰოგარტი
„ავტობიოგრაფიული ჩანაწერები“


მოკლე ბიოგრაფია
ჰოგარტი დაიბადა 1697 წლის 10 ნიემბერს სოფლის მასწავლებლისა და დიასახლისის ოჯახში.გაჭირვებამ ოჯახი იაძულა გადასახლებულიყო ლონდონში,სადაც მამამისი სტამბაში,ტიპობრაფიულ კორექტორად მუშაობდა.
უილიამმა ბავშვობიდანვე გამოამჟღავნა მხატვრობის ნიჭი.სკოლაში იყო სუსტი მოსწავლე,რადგან ძირითად დროს ხატვას უთმობდა.



1713 წელს ჰოგარტმა დაიწყო გრავიურის ლითონზე შესწავლა და როკოკოს გაცნობა.
1718 წელს მოუკვდა მამა და როგორც ოჯახის უფროსს შვილს მოუწია შეკვეთებზე მუშაობა ოჯახის სარჩენად.
1720 წელს მან გახსნა საკუთარი საგრავიურო სახელოსნო.მუშაობდა გრაფიკულ სატირებზე.
1720-30 წლებში მან ისწავლა წიგნის ილუსტრირების საფუძვლები და ამავე პერიოდში დაამთავრა თავისი პირველი ფერწერული ტილო.
1729 წელს ის დაქორწინდა ტორნჰილის ქალიშვილზე.ამ დროისთვის ხელი მიჰყო სალონის სურათების შესრულება,რომელიც იმ დროს კარგ ფასად იყიდებოდა.შემდეგში მან დაიწყო ოჯახური პორტრეტების შექმნა,სერიული ფერწერული ტილოების და გრავიურების გამოცემა,რითაც საქვეყნოდ ცნობილი გახდა.
1764 წელს მან გამოუშვა თავისი ბოლო გრავიურა და ამავე წლის 26 ოქტომბერს გარდაიცვალა.



ჰოგარტს სურდა ყოფილიყო ისტორიული ჟანრის მხატვარი,თუმცა ცნობილი გახდა როგორც სატირული ნამუშევრების შემქმნელი.მის სურათებში ხშირად გვხვდებიან სატირული პერსონაჟები. უილიამი ხშირად აკვირდებოდა სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელთა ცხოვრებას და სააშკარაოზე გამოჰქონდა მათი მანკიერი მხარეები.იყო დიდი მორალისტი და სატირიკოსი,რომელიც ობიექტურეად ასახავდა იმდროინდელ მდგომარეობას.ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ „ტრიუმფალური მსვლელობა“

სურათზე გამოსახულია 1754 წელს ოქსფორდში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები.მასზე,მთავარი პერსონაჟის სახით,გამოსახულია არჩევნებში გამარჯვებული,რომელიც მოწინააღმდეგე პარტიის წინაღობის გამო ვერ შევიდა პარლამენტში.


„ტრიუმფალური მსვლელობა“

ჰოგარტი ფიქრობდა,რომ ხელოვნების ნიმუშებით შესაძლებელია ადამიანის ზნეობრივი აღზრდა.მისი ნამიშევრები - „მოდური ქორწინება“ „ლუდის ქუჩა“ „ფსკერზე“ „სურათი სურათში“ „ტრიუმფალური მსვლელობა“ „ფაუნტეინების ოჯახი“ მას მსოფლიოს უძლიერეს ფერმწერთა რიგებში აყენებს.















Category: ART
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top