;
16 აპრილი 2013      kobalty     11 კომენტარი     ნანახია 5726-ჯერ    
კატეგორიაში: ხელოვნება / ART, ქართველები, for ANGEL.ge

ახალგაზრდა წითელთმიანი მხატვარი -პეპი

ინტერვიუ ახალგაზრდა ხელოვან - პეპისთან

ის ლაპარაკობს მის პირად ცხოვრებაზე იმაზე თუ რას საქმიანობს, როგორ ერთობა, როგორ ატარებსრებს თავისუფალ დროს, გეგმავს თუ არა კიდევ გამოფენებს, როგორ აპირებს კარიერის გაგრძელებას, რა უყვარს და რა არ უყვარს

დიდი მადლობა გულახდილი საუბრისთვის პეპის, ის ძალიან სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა, როგორც ველოდი

ვინ დაგარქვა პეპი?
-ერთხელ შემადარა მეგობარმა პეპის და მას მერე აიტაცეს და ავიტაცე და მოვირგე, ისედაც არავინ მეძახის და მეძახდა ჩემს სახელს და ახალ სახელთან შეგუება არ გამჭირვებია

და ნამდვილი სახელი?
- სოფიო, მარტო იმიტომ არ მიყვარს ეს კითხვა რომ ჰგონიათ რატომგაც დასამალი მაქვს სახელი, არა უბრალოდ არ მიყვარს როცა სოფიოთი ან სოფოთი მომმართავენ, დიდი ხანია ეს უკვე არაა ჩემი

შენს ნამუშევრებზე გვიამბე ცოტა:
- ვხატავ ბავშვობიდან, იმდენად წარმოუდგენელია ცხოვრება ამ მარტივი გატაცების გარეშე რომ არც ვიცი როგორ უნდა მეცხოვრა ამ ნიჭის გარეშე, ვხატავ ყოველთვის ჩემთვის, არ მიყვარს როცა ბევრი ადმიანის განსჯის საგანი ხდება ჩემი ნამუშევრები თუმცა რადგან ერთხელ გადავდგი ეს ნაბიჯი და გავასაჯაროვე, უკვე სხვა სტიმულით ვხატავ



როდის და სად გქონდა გამოფენა?
- პირველი პერსონალური გამოფენა სასტუმო "ჰოლიდეინში" მქონდა, 28 თებერვალს, სასწაული დღე იყო, ერთ- ერთი ყველზე მნიშვნელოვანი და ბედნეირი დღე ჩემს ცხოვრებაში, რომელიც საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ორგანიზაციის და კრისტი ყიფშიძის მეშვეობით დაიგეგმა, ბევრი შემიძლია ვისაუბრო ყველა იმ კეთილ დამიანზე ვინ პიზიკურად თუ მორალურად ჩემს გვერდით იყო. წესიერად მადლობებიც ვერ ვიხადე ისეთი გოგნებული და უზომოდ დადებითი ემოციით დამუხტული დავდიოდი დიდხანს, შემდეგი გამოფენა იყო ჯგუფური გამოფენა სასტუმრო"საქართველოს" შენობაში, ძალიან კრგი სივრცე მქონდა და კრგად განლაგდა ჩემი ნამუშევრები თუმცა ტიპი ჯგუფური გამოფენისა საინტერესოს გარდა ბევ დეტალზეა დამოკიდებული და ვფიქრობ გამიჩირდება შემდეგში მონაწილეობის მიღებები

იყიდება შენი ნამუშევრები?
-არა, ჯერ-ჯერობით მხოლოდ მათი დათვლიერება შესაძლებელი, თუმცა ახლო მომავალში შესაძლებელი იქნება შეძენაც, როცა აღმოჩნდება ჩემს გვერდით ვინმე ისეთი ვინც მოაგვარებს ფასებს და ა.შ, ჩემთვის ცოტა მიუღებელია ჩემი ნამუშევრების შეფასება ფულად ერთეულებში



რამდენ დროს უთმობ ხატვას დღეში?
-ეს სულ ემოციაზეა დამოკიდებული, შეიძლება დღე ისე გავიდეს ვერაფერი დავხატო, ან პირიქით

საყვარელი მხატვარი?
- კონკრეტულად ერთი ან ორი არ არსებობს ყველა მხატვრის თითო ნამუშევარი მაინც მომწონს ასე რომ ყოველთვის ვამბობ ყველა, თუმცა არის სტილი რომლებიც არ მიყვარს ან მიყვარს

საინტერესო იმიჯი და ჩაცმის სტილი გაქვს, რამდენად მისდევ მოდის ტენდენციების ცვლილებებს?
- ყოველ ეტაპზე და ყოველ რადიკალურად შეცვლილ იმიჯზე ვთვლი რომ ეს გამოხატავს ჩემს არსებობას იმ დროს იმ საზგადოებასი სადაც ვცხოვრობ, ჩემს სულერ მდგომარეობებს, ალბათ მხოლოდ იმიტომ შევიღებე მკვეთრ წითლად თმა რომ გარემოსგან ვეღარ ვიღებ იმ დადებითს, იმ პოზიტიურს რაც საკმარისია სხვა ადამიანებისთვის, ადრე ცყნარად ვმოქმედებდი, ეხლა ვაიძულებ ხალხს ხედავდეს რაღაცეებს

ოპტიმისტი, პესიმისტი თუ რეალისტი?
-რეალისტურად ოპტიმისტი, ყოველთვის ვარ იმაში დარწმუნებული რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება



ვინ არიან ადამიანები რომლებსაც მეგობრებს უწოდებ?
-ადამიანები რომლებიც გარკვეული სიტუაციების შემდგომ ხდებიან ადამაინები რომლებიც, მთელ ჩემს ცხოვრებას მოჰყვებიან ფეხდაფეხ, უმეტეს დროს და ემოციებს მათთან ურთიერთობაში ვხარჯავ და ძალიან მიხარია ეს

საყვარელი ადგილი თბილისში?
-ბევრი ისეთი დგილია სადაც შეგიძლია იყო თავისუფალი, ესაა ჩემი მთავარი მოთხოვნა ყველაფერსი, არმიყვარს როცა სიტუაცია დისკომფორტს მიქმნის, არ მიყვარს როცა მოზომილი უნდა ვიყო , წინასწარ დაწერილი-სსცენარივით, მიყვარს სახლი და სახლივით გარემო... საყვარელი ადამიანები ირგვლივ და ასეთი ადგილები რამოდენიმეა და სრულებით საკმარისი იმისთვის რომ თავი კარგად ვიგრძნო

ყავა თუ ჩაი?
-ჩაი, კენკრის, ალუბლის... ისეთი წითლები და ტყის სუნი რო დაყვებათ და აყვავებული კვირტების, ყავას არასდროს ვსვამდი, უბრალოდ ამჟამინდელი ცხოვრების რეჟიმის გამო მიწევს მივიღო რომ ცოტა ტონუსში ვიყო

ძალიან კარგი ფოტოები გაქვს
-ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მიხარია როცა ჩემი ფოტოები მოწონთ, ესეც ერთ-ერთი ჩემი გატაცებაა მიყვარს კამერის წინ პოზირება, და თან ირგვლივ სულ ფოტოგრაფები არიან და სიამოვნებით ვთანხმდები ხოლმე მათ სტანდარტულ თუ არასტანდარტულ იდეებს

ახალგაზრდა წითელთმიანი მხატვარი -პეპი ახალგაზრდა წითელთმიანი მხატვარი -პეპი ახალგაზრდა წითელთმიანი მხატვარი -პეპი


ბევრი ტატუ გაქვს?
-სულ 6, ერთი მაჯაზე "afraid of loving you⋆" , და თითებზე: ცერა თითი-გვირგვინი, საჩვენებელზე-ელვა, შუა თითზე პატარა დათვის თანავარსკვლავედი, არა თითზე უსასრულობის ნიშანი და ნეკა თითზე პატარა პრინცის ასტეროიდის ნომერი, ძალიან მალე კიდევ ერთი შეემატება მათ რიცხვს სავრაუდოდ მხარზე შიდა მხარეს

პირად ცხოვრებაშიც ასეთი ფერადია ყველაფერი როგორიც შენ ხარ?
- პირად ცხოვებაში ასეთი არეულია ყველაფერი როგორიც მე ვარ, ჰაჰა

ექსპერიმენტების მოყვარული გოგო ხარ, რა გიყვარს და რა გიტაცებს ცხოვრებაში?
- ყველანაირი სიახლე ჩემთვის მისაღებია თუ ვგრძნობ შიგნიდან რომ მინდა, ძალიან ბევრი რამ მიყვარს ესე ვერ დავკონკრეტდები

სუსტი თუ ძლიერი?
- სიძლიერე აბნევს ადამიანებს, თუმცა ჭკვიანურად ვარ ყოველთვის სუსტი ვიქნები თუ ძლიერი

დრო შენს ცხოვრებაში
- არასდროს მქონდა, არასდროს მქონია და არასდროს მექნება, საათსაც კი არ ვხმრობ, ყოველთვის ყველგან ვაგვიანებ და არასდროს მოუტანია ცუდი შედეგი ჯერ ამას, უბრალოდ მიჩვეულია ყველა ჩემს ირგვლივ რომ მე ვაგვინებ

როგორც ვატყობ ღამე სულ გღვიძავს
- როგორც კი ამას მახსენებენ ეგრევე მეძინება, მიჩვეული ვარ ამ რეჟიმს, და დღე ვინაზღაურებ, ვიცი ცუდია მაგრამ ჯერჯერობით თავს კარგად ვგრძნობ

ახალგაზრდა წითელთმიანი მხატვარი -პეპი ახალგაზრდა წითელთმიანი მხატვარი -პეპი


სასიამოვნო იყო პეპი შენი გაცნობა და საუბარი, წარმატებებს გისურვებ
- ჩემთვისაც, და არაფერი იბოდიალო ისე დაწერე რო არ ვეგონო სხვანაირი ვინც წაიკითხავს , წავედი.

მომავალი გეგმები?
- ჯერ არვიცი, ვფიქრობ რაღაცეებს მაგრამ ზუსტად არვიცი აი ჩემს გვერდს ადევნე ხოლმე თვალი თუ გაინტერესებს და აუცილებლად დავდებ წინასწარ ყველაფერს, მადლობა ამხელა სითბოსთვის და ყურადღებისთვის

ფეისბუქზე "მე პეპი გრძელიწინდა"-ს სახელითაა,
და ეს მისი ოფიციალური გვერდია, როგორც მხატვრის : Pepilot
facebook .com/pages/ Pepilot







კატეგორია: ხელოვნება / ART, ქართველები, for ANGEL.ge
Tags:

11


  • D.S.DAMON თქვა:
    20 ივნისი 2013 15:28 - ID: 11,
    -_- წიგნებში ხატვის მაგივრად ჯობია ისინი იკითხოს -_-
    ხელოვნება კი არა ვანდალიზმია მე თუ მკითხავთ fellow

    -_- წიგნებში ხატვის მაგივრად ჯობია ისინი იკითხოს -_-
    ხელოვნება კი არა ვანდალიზმია მე თუ მკითხავთ fellow

  • darichina თქვა:
    22 აპრილი 2013 20:10 - ID: 10,
    პეპიი love

  • liia თქვა:
    18 აპრილი 2013 12:49 - ID: 9,
    კარგი გოგოა <3

  • kobalty თქვა:
    18 აპრილი 2013 10:49 - ID: 8,
    მიხარია რომ მოგეწონათ "ნიუსი"


    lalanana,
    მადლობა

  • Hermine თქვა:
    17 აპრილი 2013 15:53 - ID: 7,
    პეპის გაცნობა მინდა <3

  • bibi თქვა:
    16 აპრილი 2013 21:13 - ID: 6,
    წარმატებები წარმატებები წარმატებებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

    _________________
    Creatiuli.Com ♥

  • ivi თქვა:
    16 აპრილი 2013 20:35 - ID: 5,
    ფეისბუქზე რომ მყავდა არც ვიცოდი ვინ იყო, მაგრამ თავიდანვე რაღაცნაირად ძალიან მიყვარდა, აი კი არ მომწონდა, მიყვარდა, თითქოს კარგად ვიცნობდი. სურათებში იმდენად თავისუფალი საყვარელი და ორიგინალური იყო, უსაზღვრო ფანტაზიით <3

  • Cherrybomb თქვა:
    16 აპრილი 2013 18:27 - ID: 4,
    და ნახატები? belay

  • Inna Abbey თქვა:
    16 აპრილი 2013 18:09 - ID: 3,
    ძალიან საინტერესო ადამიანი ჩანს,სიამოვნებით გავიცნობდი,თითქოს რაღაც მსაგვსება აღმოვაჩინე^^ ♥♥ ძალიან მომეწონა

  • chyipina თქვა:
    16 აპრილი 2013 17:21 - ID: 2,
    ოოო რა მაგარია, ვგიჟდები ისე მომწონს პეპი თავისი ინდივიდუაურობით, პოზიტივით ყველაფრით. პირვლად გალერეაში შევამჩნიე, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი რას წარმოადგენდა, დღესდღეობით კი ვუყურებ როპგორ იხვეწება და ვითარდება როგორც მხატვარი და ძალიან მიხარია. მისი ნახატები ცალკე თემაა და შმეიძლია დუასწრულებლად ვილაპარაკო და ვაქო ისინი...

  • hello-beautiful თქვა:
    16 აპრილი 2013 17:15 - ID: 1,
    თორნიკე ხუციშვილს იცნობ პეპი ?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top