;

7 June 2013      liliana     Views 6651    
Category: ART

გუსტავ კლიმტი-დაიბადა 1862 წლის 14 ივლისს ბაუმგარტენში ,ავსტრიაში.იგი ოჯახში მეორე შვილი იყო .გუსტავს სამი და და ოთხი ძმა ჰყავდა.დედამისს ანა კლიმტს ჰქონდა დიდი ხნის განუხორცილებელი ოცნება გამხდარიყო ცნობილი მუსიკოსი .მამამისი ერნსტ კლიმტი უმცროსი ამზადებდა ოქროს გრავიორებს.ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა.1883 წელს გუსტავმა ჩააბარა Vienna School of Arts and Crafts-ში,სადაც არქიტექტურულ მხატვრობას სწავლობდა.1887 წელს მისმა ძმამ ერნსტმა ,რომელიც მამამისის პროფესიის არჩევას აპირებდა მოულოდნელად გადაიფიქრა და იგივე სასწავლებელში ჩააბარა.ორივე ძმებმა მეგობარ ფრანზ მეჩთან ერთად დაიწყეს ბიზნესი:მათ ჩამოაყალიბეს ჯგუფი "Company of Artists" , იღებდნენ დაკვეთებს და ასრულებდნენ უმაღლეს დონეზე ,აგრეთვე თავიანთ პედაგოგებს Kunsthistorisches Museum _ის კედლების ფრესკების მოხატვაში ეხმარებოდნენ.

Gustav Klimt

კლიმტმა მისი პროფესიული კარიერა Ringstraße-ის შენობის ფრესკების და ჭერის მოხატვით დაიწყო,მათ შორის ყველაზე ცნობილია "Allegories and Emblems".
1888 წელს ავსტრიის იმპერატორ ფრანზ ჟოზეფისაგან მიიღო ჯილდო Golden Order of Merit, Burgtheater თეატრის უბადლო მოხატვისთვის და გახდა University of Munich და University of Vienna-ს საპატიო წევრი.მის ნახატებში ხშირად იყენებდა ოქროს მაგ: Pallas Athene (1898) , Judith I (1901), Portrait of Adele Bloch-Bauer I (1907) და The Kiss (1908) .გარდა სამოქალაქო შენობების მოხატვისა გუსტავმა ცნობილ ბელგიელ მეწარმეს საკუთარი სასახლე Palais Stoclet მოუხატა.

მისი ფერწერა ძალიან დახვეწილი და ორიგინალურია ,რაც მას სხვა მხატვრებისაგან გამოარჩევს.მისი პეიზაჟები ყოველთვის ფერადია და დატვირთული თუმცა საოცარი სივრცის შეგრძნებას იწვევს.არსებობს ლეგენდა რომ კლიმტი შედევრებს ტელესკოპის საშუალებით ქმნიდა.

1890 წელს გუსტავი შეხვდა ემილი ლუსი ფლოგეს,რომლისადმი სიყვარული მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვა.1908 წელს დახატულ ტილოზე სახელწოდებით" კოცნა " კლიმტმა სწორედ ემილი და საკუთარი თავი გამოსახა.ამ პერიოდში იგი ემილის 14 შვილს უწევდა მამობას.

Gustav Klimt

გუტავ კლიმტი 1918 წლის 6 თებერვალს ვენაში პნევმონიით გარდაიცვალა.კარიერის განმავლობაში მან უამრავი ფრესკა ,ნახატი და პეიზაჟი შექმნა და თავისი უნიკალურობით სამუდამოდ დარჩა მსოფლიო ხელოვნების ისტორიის ფურცლებზე.მისი სხვა ნახატები ათეულ დოლარებად იყიდება მსოფლიოს ცნობილ აუქციონებზე.მხოლოდ 2006 წელს მისი ტილო Adele Bloch-Bauer I 135 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა ნიუ იორკის აუქციონზე, ხოლო Adele Bloch-Bauer II 88 მილიონ დოლარად.ასე ძვირად ჯერ მსოფლიოში არავის ნამუშევარი არ გაყიდულა.

Gustav Klimt

Gustav Klimt

Gustav Klimt

Gustav Klimt

Gustav Klimt


Category: ART
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top