;
4 სექტემბერი 2013      Cassie     7 კომენტარი     ნანახია 3500-ჯერ    
კატეგორიაში: ხელოვნება / ART, საინტერესოა, ქართველები


,,გსმენიათ რაიმე ბალანჩინის შესახებ? თუ არა მოგახსენებთ: საუბარია ქართველ გიორგი ბალანჩივაძეზე. ის გახლდათ საოცრად მომხიბვლელი, შავგვრემანი ახალგაზრდა, ყველაზე დახვეწილი ბალეტმეისტერი, რომელიც შემხვედრია ცხოვრებაში... მას შეეძლო შენ თვალწინ სასწაულის მოხდენა..''- ასე ახასიათებს ჯორჯ ბალანჩინს ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლასიკური საბალეტო დასის ორგანიზატორი ლინკოლნ კერსტაინი.
1904 წელს ქალაქ პეტერბურგში ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, მელიტონ ბალანჩივაძისა და მარია ვასილიევას ოჯახში დაიბადა ვაჟი -გიორგი. ორი წლის შემდეგ კი მისი ძმა ანდრია ბალანჩივაძე, რომელიც შემდგომში ცნობილი კომპოზიტორი და მუსიკოსი გახდა. ბავშვობაში გიორგის მღვდლობა სურდა, მამამისს კი მისი საზღვაო ფლოტში გაგზავნა უნდოდა. თუმცა, ისე მოხდა, რომ გიორგი მარიას თეატრთან არსებულ საბალეტო სკოლაში აღმოჩნდა და ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო.



სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გიორგი ბალანჩივაძე მარიას თეატრის სახასიათო ცეკვების შემსრულებელი გახდა. 18 წლიდან კი ცეკვების დადგმა დაიწყო. ცეკვები ყლიბდებოდნენ მის წარმოსახვაში და დაუყოვნებლივ განსახიერებას ითხოვდნენ. თითოელი მისი მოძრაობა იყო გამოძახილი საყვარელ მუსიკაზე. იგი ყოველთვის მისწრაფვოდა რაღაც ახალის შექმნისაკენ. ბალანჩივაძისთვის იმ ხანად ყველაზე ახლობელი ადამიანი გუსევი იგონებს: ,,რა მიზიდავდა მასში? ყველაფერი: ინიციატივა, გამომგონებლობა, როიალზე დაკვრა, შეუწყვეტელი შემოქმედებითი ცეცხლი. ბალანჩივაძის წყალობით ბევრი რამ გავიგე მუსიკასა და ცეკვაზე. იგი მიღვიძებდა სიახლის წყურვილს, რომელიც მისგან შადრევანივით მოსჩქეფდა. მის ხელში სასიამოვნო იყო ,,სასინჯ ბაჭიად'' ყოფნა. ამისთვის იგი მე და მანგალოვას გვიყენებდა. შემდეგ კი დადგმულ ნომერს სხვას აძლევდა. მაგრამ ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. ვიცოდით, რომ ხვალ ის კვლავ დაგვიჭერდა, დარბაზში შეგვათრევდა და თავის ცდებით შუაღამემდე გაგვაწვალებდა. მაგრამ სასიხარულო იყო ეს წვალება''.



თავდაპირველად ბალანჩინი დგამდა სიუჟეტიან, ხოლო შემდეგ უსიუჟეტო, ე. წ. აბსტრაქტულ ბალეტებს. მის მიერ დადგმული ბალეტების უმრავლესობა ერთაქტიანია. მისი შემოქმედების ძირითადი პრინციპია მახვილი ქორეოგრაფიული მონახაზის, ხატოვანი, რთული მოძრაობების მეოხებით მუსიკა გახადოს ხილვადი. ბალანჩინის ხელოვნებამ ხელი შეუწყო ქორეოგრაფიის ახალი მიმართულებების ფორმირებას.
მე მინდოდა, რომ ადამიანის სხეულის მოძრაობის სილამაზე, ნახაზის სისუფთავე და პლასტიკური გამომსახველობა გამეხადა დაუვიწყარი, რომ ბალეტი ყოფილიყო არა სოუსი, ან საწებელი სხვა რაიმე კერძისათვის, არამედ სრულუფლებიანი, ხელოვნების აბსოლუტურად დამოუკიდებელი სახეობა“ – ამბობდა ბალანჩინი.



George Balanchine
აღსანიშნავია, რომ მუსიკა გიორგი ბალანჩივაძის დიდი გატაცება იყო. 1920-1923 წლებში იგი პეტერბურგის კონსერვატორიაში მუსიკის თეორიას, კომპოზიციასა და ფორტეპიანოს სწავლობდა. იგი გამოირჩეოდა მუსიკის არაჩვეულებრივი აღქმის უნარით. იგი თანამშროლობდა ისეთ დიდ კომპოზიტორთან, როგორიც იყო იგორ სტრავინსკი. მას არასოდეს ეშინოდა მუსიკალურ შედევრებთან შეჭიდება. ,,ზოგიერთი ფიქრობს, რომ ჩაიკოვსკი მარტივი კომპოზიტორია. დაე მოუსმინონ ,,მოცარტიანას''... ამ სიუიტაში უკვე შეიგრძნობა მოდერნისტული სტილიზაციის იდეა. მასში მე მესმის მძლავრი პეტერბურგული ჟღერადობა და მოხარული ვარ, რომ ,,მოცარტიანა'' ჩაიკოვსკიმ საქართველოში შექმნა''- ჯორჯ ბალანჩინი.

1924 წელს, გიორგი ბალანჩივაძე თავის უმცროს დასთან ერთად საგასტროლოდ გაემგზავრა ევროპაში. 40 წლის შემდეგ კი რუსეთში დაბრუნდა, უკვე მსოფლიოში აღიარებული ბალეტმეისტერი. სერჟე დიაგილევმა, როგორც კი შეიტყო რუსი მოცეკვავეების ევროპაში ჩასვლის ამბავი, ისინი იპოვნა და მიიპატიჟა თავის დასში ,,Ballet Russes'', ცოტა ხანში, კი 21 წლის გიორგი მსოფლიოში აღიარებული საბალეტო დასის ბალეტმეისტერი ხდება. სწორედ ამ დასისათვის დადგა, 24 წლის ასაკში, თავისი პირველი შედევრი ,,აპოლონი'' იგორ სტრავინსკის მუსიკაზე. აქედან დაიწყო ორი ხელოვანის თანამშრომლობა, რომელიც ბალეტის ისტორიაში ყველაზე ჰარმონიულად ითვლება. ბალანჩინმა სტრავინსკის მუსიკაზე სულ 27 ბალეტი შექმნა.
1929 წელს, დიაგილევის გარდაცვალების შემდეგ, ბალანჩინი ახალგაზრდა, მდიდარ, ბალეტზე შეყვარებულ ამერიკელს, ლინკონ კერსტაინს შეხვდა. სწორედ მასთან ერთად შექმნა ამერიკული საბალეტო სკოლა, შემდეგ კი საბალეტო დასი ,,New York City Ballet'', რომლისთვისაც ბალანჩინმა 150-მდე სპექტაკლი დადგა. დასის მოცეკვავეები მას აღმერთებდნენ და მოფერებით ,,მისტერ ბის ეძახდნენ''.



George Balanchine

რაც შეეხება ბალეტმეისტერის პირად ცხოვრებას, 1923 წელს ბალანჩინმა პირველი ცოლი მოიყვანა, ტამარა გევა, რომელიც მაშინ მხოლოდ 16 წლისა იყო. ქორწინება იღბლიანი არ გამოდგა და წყვილმა განქორწინება გადაწყვიტა. ამის შემდეგ ბალანჩინს კიდევ 4 ცოლი ჰყავდა, ყველა მოცეკვავე, თუმცა, შვილი არცერთი ქორწინებიდან არ შეეძინა. როგორც ამბობენ, შვილის ყოლის წინააღმდეგი თვითონ იყო. ბოლოს ერთ-ერთმა ცოლმა მაინც დაითანხმა, მაგრამ ფეხმძიმობისას პოლიომიელიტით დაავადდა და სამუდამოდ დაინვალიდდა. მას შემდეგ ბალანჩინს ოფიციალურად აღარ უქორწინია…

ზოგჯერ ბალანჩინი რამდენიმე ბალეტზე ერთდროულად მუშაობდა. იდეა მუშაობის პროცესში მოდიოდა. მუსიკა ყოველთვის უპირველესი იყო, მაგრამ წარმოდგენის განსახორციელებლად მას მოცეკვავეების სხეულები სჭირდებოდა. ,,შეუძლებელი დაჯდე და იფიქრო ცეკვაზე, უნდა ადგე და იცეკვო. შენს ხელთ არიან ადამიანები, რომელთაც ამოძრავებ, შემდეგ კი ხედავ შეესაბამება თუ არა მოძრაობა მუსიკას'' - ასე ფიქრობდა ბალეტმეისტერი.

,,იგი ცეკვას კონკრეტულ მომენტში კონკრეტული მოცეკვავისათვის დგამდა და თუ რომელიმე ჩვენგანი შეუძლოდ შეიქმნებოდა, მთელ ცეკვას მისი შემცვლელისათვის ხელახლა აკეთებდა, სრულიად განსხვავებულს, რადგან ის უკვე სხვა მოცეკვავეს უნდა შეესრულებინა''- იხსენებს ჟაკ დე ამბუაზი.



ბალანჩინი ხშირად ქმნიდა ბალეტებს ისეთ მუსიკაზე, რომელიც ცეკვისათვის განკუთვნილი არ იყო. ასეთ სპექტაკლებს სიუჟეტი არ ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ბალეტმეისტერი ერთგული იყო კლასიკური ტრადიციებისა, მისთვის უცხო არ იყო ყოველგვარი ახალი. იგი ერთდროულად უკანაც იყურებოდა და წინაც. მისი ბალეტების უმრავლესობა ერთმოქმედებიანია, გამონაკლისია მხოლოდ ,,ზაფხულის ღამის სიზმარი'' და ,,დონ კიხოტი''.



ბალეტმეისტერს გადაწყვეტილი ჰქონდა ძმის ბალეტის ,,მთების გულის'' დადგმა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ჩანაფიქრი აღარ განხორციელდა. მას სურდა ბალეტები დაედგა თბილისშიც, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებამ ამის უფლება არ მისცა. თუმცა, იგი ორჯერ მაინც ჩამოვიდა საბჭოთა კავშირში საგასტროლოდ და სპექტაკლები თბილისშიც გამართა.,ამერიკული თვითმფრინავიდან გიორგი, კაპიტანივით, სულ ბოლოს გამოვიდა და, წარმოიდგინეთ, პირდაპირ ჩემსკენ გამოემართა. დამხვედრიც და ჩამოსულიც – ყველა ტიროდა… საქართველოშიც ჩამოვიდა, თბილისმა იგი აღაფრთოვანა, აღფრთოვანებულები იყვნენ თბილისელებიც - ბალანჩინითა და მისი საბალეტო დასით. შემდეგ ჩვენ ქუთაისსაც ვეწვიეთ, მოვინახულეთ მამაჩვენის საფლავი ,,მწვანე ყვავილაში”… ჩვენ ერთად მოვიარეთ დასავლეთ საქართველოს რაიონები… ჩვენი ცეკვებიც ნახა, მოისმინა პოლიფონიური სიმღერებიც… ბალანჩინი გაოგნებული დარჩა… მეორე ჩამოსვლისას ბალანჩინი უკვე ქართველობდა” _ იხსენებდა ანდრია ბალანჩივაძე.



სიბერისას ბალანჩინი ხშირად იგონებდა თავის ფესვებს და გამუდმებით უმეორებდა თავის კოლეგებს: ,, მე ქართველი ვარ, ვიცოცხლებ ას წლამდე''. 1983 წელს ბალეტმეისტერი ალცჰაიმერის დაავადებით გარდაიცვალა. ანდერძზე დიდი დრო არ დაუხარჯავს. თავის ძმას დაუტოვა წყვილი ოქროს საათი, ბალეტები კი თავის ბალერინებში გაასაჩუქრა. ამ ბალეტების რიცხვი 425 იყო. მომავალ თაობებს კი მისგან დარჩათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დასი ,,New York ჩity Ballet'' და უდიდესი რეპერტუარი.






კატეგორია: ხელოვნება / ART, საინტერესოა, ქართველები
Tags:

7


  • Cassie თქვა:
    12 სექტემბერი 2013 09:56 - ID: 7,
    ბავშვებო ყველას ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მიხარია ასეთი კომენტარების წაკითხვა love love

  • demetria თქვა:
    5 სექტემბერი 2013 13:39 - ID: 6,
    როგორ მომეწონა უმაგრესი ნიუსი იყოო love

  • SaLuKaAa თქვა:
    4 სექტემბერი 2013 20:29 - ID: 5,
    კარგი სატატია იყო.

  • liliana თქვა:
    4 სექტემბერი 2013 19:32 - ID: 4,
    love მიყვარხარ ავტორო ..

  • -Barbie ♥ თქვა:
    4 სექტემბერი 2013 12:54 - ID: 3,
    ვგიჯდეებიი ამ კაცზე love სტატია კი ძალიან საინტერესო და დახვეწილია, ბოლომდე ყურადღებით წავიკითხე და აღფრთოვანებული ვარ love
    __________________________________________________

    "იყავი ძლიერი, გჯეროდეს საკუთარი თავის, ღმერთისა და თავისუფლების. იქონიე იუმორის გრძნობა, არ განსაჯო ხალხი რასის, კანის ფერისა და რელიგიის გამო. გიყვარდეს ოჯახი და სიცოცხლე" - Madonna ♥

  • Hermione...♥ თქვა:
    4 სექტემბერი 2013 12:17 - ID: 2,
    ბრწყინვალე ქორეოგრაფი იყო, რომელმაც თავის სფეროში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. სტატია კი ძალიან საინტერესო და დახვეწილია, ბოლომდე ყურადღებით წავიკითხე და აღფრთოვანებული ვარ love

  • Melakoo თქვა:
    4 სექტემბერი 2013 10:28 - ID: 1,
    სრულყოფილი თემაა winked

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top