;
9 ნოემბერი 2013      Hermione...♥     22 კომენტარი     ნანახია 4637-ჯერ    
კატეგორიაში: ხელოვნება / ART, საინტერესოა

აპოკალიპტური ხელოვნების ევოლუცია

აპოკალიპტური ხელოვნების ევოლუცია

მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე ეპოქაში აპოკალიფსის თემა საკმაოდ აქტუალურია. სამეცნიერო ნაშრომებიდან დაწყებული, თინეიჯერული ფილმებით დამთავრებული, უამრავი პროექტი ეძღვნება სამყაროს აღსასრულსა და მასობრივ კატასტროფებს. ამგვარი ვითარება საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ხალხთა ნაწილი ასეთ თემებს სერიოზულად უყურებს, ნაწილი კარგ გასართობ საშუალებად მიიჩნევს, ნაწილი კი მათ მიმართ ანტაგონისტურადაა განწყობილი და მიიჩნევს, მსგავს პროექტებს ჩვენს ცხოვრებაში ნეგატივი შემოაქვთ. ასეა თუ ისე, ყველასათვის ცხადია, რომ XXI საუკუნე არ არის ერთადერთი ხანა, რომელში მცხოვრები საზოგადოებაც აქტიურად განიხილავს აპოკალიპტურ თემებს. წარმოდგენები ქვეყნიერების მოსალოდნელი აღსასრულისა თუ დამანგრეველი კატასტროფების შესახებ უძველესი დროიდანვე მწიფდებოდა ადამიანის გონებაში და თანდათან უფრო და უფრო დახვეწილ და კომპლექსურ სახეს იღებდა. ისტორიამ წარსულში მცხოვრებ ადამიანთა წარრმოდგენები აპოკალიფსის შესახებ საუკეთესოდ ხელოვნების ნიმუშების სახით შემოგვინახა. მოდით, თვალი გადავავლოთ აპოკალიპტური ხელოვნების ევოლუციას და მისი მეშვეობით ერთმანეთს შევადაროთ საუკუნეების წინ მხოვრებ და თანამედროვე ადამიანთა მსოფლმხედველობა და არტისტული ხედვა.

Powered by www.Mp3Olimp.net

ქვემოთ წარმოდგენილი ბარელიეფი 1130 წელს შეიქმნა ვიკინგების მიერ და იგი ღმერთებსა და გიგანტებს შორის გამართულ უსასტიკეს ფინალურ ბრძოლას ასახავს. ვიკინგთა წარმოდგენით, ბრძოლის დაწყების მიზეზად ლეგენდარული და დღემდე საკმაოდ პოპულარული თაღლითის, ლოკის ტყვეობიდან გაქცევა იქცა.
აპოკალიპტური ხელოვნების ევოლუცია

ამ ფრესკაზე კი აპოკალიფსი გამოსახულია, როგორც შვიდთავა ურჩხულისა და დემონის შეთქმულების შედეგი. მისი ნახვა მაკედონიაში მდებარე ოსოგოვოს მონასტერშია შესაძლებელი, რომელიც მე-12 საუკუნეში აიგო. აპოკალიპტური ხელოვნების ევოლუცია

ეს ხელნაწერი, რომელიც დღესდღეობით ნიუ-იორკში მდებარე საცავებში ინახება, დაახლოებით 1330 წელს შეიქმნა. მასში ადვილი შესამჩნევია შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი ნიშნები. იმ ეპოქაში, რომელშიც რელიგია ადამიანის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენდა, აპოკალიპტური ხელოვნება ახალ აღთქმაში აღწერილ მეორედ მოსვლის მოვლენებს ეყრდნობა.
აპოკალიპტური ხელოვნების ევოლუცია

გერმანელი ფერმწერის, შტეფან ლოხნერის ეს ნამუშევარი მე-15 საუკუნის შუა ხანებშია შესრულებული და ასევე მეორედ მოსვლას ასახავს. აპოკალიპტური ხელოვნების ევოლუცია

ჰოლანდიელი ჰიერონიმუს ბოსხის ამ ნამუშევარზე, რომელიც მე-15 საუკუნის ბოლოს შეიქმნა, კარგად ჩანს ტანჯული ხალხი აპოკალიპტურ ხანაში. აღსანიშნავია, რომ ამ მხატვარის ნამუშევართა სტილისტიკა თავისი ეპოქისთვის უჩვეულოდ მოდერნისტულად მიიჩნევა. აპოკალიპტური ხელოვნების ევოლუცია

ალბრეხტ დიურერის მიერ ხეზე შესრულებულ ამ ნამუშევარზე კი სოდომისა და გომორას ბოლო დღეებია ასახული.
აპოკალიპტური ხელოვნების ევოლუცია

აღორძინების ხანის მხატვრის, პიტერ ბრეიგელის მიერ შესრულებულ ამ ტილოზე აპოკალიფსი შედარებით უფრო ახლებურადაა აღწერილი: გვამები საფლავებიდან ამოდიან და ყველა შემხვედრს დაუნდობლად უსწორდებიან. ხელოვნებათმცოდნეები ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ ნახატმა მისცა დასაბამი ზომბებზე საზარელი ისტორიების შეთხზვას.
აპოკალიპტური ხელოვნების ევოლუცია

როგორც ხედავთ, რუბენსმა ამ ტილოზე მშვენიერი ქალბატონი გამოსახა, რომელიც თავისი პირმშოს აპოკალიპტური დრაკონისგან დაცვას ცდილობს. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ იგი ევაა, ნაწილი ამტკიცებს, რომ მხატვარმა ღვთისმშობელი გამოსახა, სხვები კი ამბობენ, რომ იგი სრულიად ეკლესიის სიმბოლოა, რომელიც ყოველთვის მზადაა თავისი მრევლის დასაცავად.
აპოკალიპტური ხელოვნების ევოლუცია

რასაკვირველია, ქვემოთ მოცემულ ნამუშევარზე, რომელზეც დიზაინერ-გრაფიკოსთა გუნდი მუშაობდა, სამყაროს დასასრული უკვე თანამედროვე სტილშია გადმოცემული. მასზე კარგად ჩანს ურბანული ქალაქის ნანგრევები.
აპოკალიპტური ხელოვნების ევოლუცია

მიგელ მონტალვომ თავის გრაფიკულ ნამუშევარში პოსტ-აპოკალიპტურ ხანაში მცხოვრები მიმტანი ქალბატონი გამოსახა.
აპოკალიპტური ხელოვნების ევოლუცია


მხატვარ-გრაფიკოსთა გუნდის მიერ შესრულებული "ინდუსტრიული აპოკალიფსი" დაუნდობლად ასახავს ტექნოლოგიების უსაზღვრო განვითარების სავარაუდო შედეგს.
აპოკალიპტური ხელოვნების ევოლუცია

ეს ფერწერული ტილო კი იან მალკოლმის გახმაურებული რომანის მიხედვით შეიქმნა, რომლის მიხედვითაც საფრთხეში არა ჩვენი პლანეტა, არამედ თავად ჩვენ ვართ, რადგანაც სამყოფელის არც განადგურების და არც გადარჩენის ძალა არ შეგვწევს.
აპოკალიპტური ხელოვნების ევოლუცია

აიზეკ კორდელის "ტვინების გამორეცხვა" წარმოგვიდგენს ტოტალიტარულ სახელმწიფოებში არსებულ ვითარებას, რასაც არტისტი მასობრივ კატასტროფებს უკავშირებს.
აპოკალიპტური ხელოვნების ევოლუცია

აბსტრაქტული ხელოვნების ეს ნიმუში, რომელიც ზომბების შემოსევას ასახავს, კრიტიკოსებმა უახლეს და საკმაოდ ორიგინალურ ხედვად აღიარეს აპოკალიპტურ ხელოვნებაში.
აპოკალიპტური ხელოვნების ევოლუცია

ხოაკიმ ოლოფსონისეულ "აპოკალიფსზე" კი მიტოვებული მეგაპოლისის პანორამაა ასახული.
აპოკალიპტური ხელოვნების ევოლუცია

კატეგორია: ხელოვნება / ART, საინტერესოა
Tags:

22


  • Hermione...♥ თქვა:
    16 ნოემბერი 2013 21:57 - ID: 22,
    ციტატა: Lilou
    დიდი მადლობა სიმღერის ავტორისთვის :D :D

    არაფრის :)

  • Lilou თქვა:
    14 ნოემბერი 2013 23:02 - ID: 21,
    დიდი მადლობა სიმღერის ავტორისთვის :D :D

  • Hermione...♥ თქვა:
    11 ნოემბერი 2013 21:23 - ID: 20,
    liii :),
    ძალიან კარგი! feel
    tata ۰۪۫۰,
    ELE-elene,
    დიდი მადლობა, თათა და ელენე love
    elga,
    ვაიმე, ეკა, მე კი ის აღარ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადო ♥ ნიუსების კეთება ამ ეტაპზე ჩემთვის განტვირთვის ერთგვარი საშუალებაა, მაგრამ ზოგჯერ მაინც ისეთ დღეში ვარ ხოლმე, რომ თქვენი უსაყვარლესი კომენტარები რომ არა, ყველაფერს მუღამი დაეკარგებოდა request

  • ELE-elene თქვა:
    11 ნოემბერი 2013 20:53 - ID: 19,
    არაჩვეულებრივი სიახლეა, ძალიან საინტერესო და აზრობრივი... ყოჩაღ! love

  • elga თქვა:
    11 ნოემბერი 2013 12:39 - ID: 18,
    უმეტესობა ნახატმა შემაშინა მართლა რო მოხდეს ესეთი რამ რაღაც საშინელება იქნება. სანამდეც ადამიანები ვიარსებებთ ეს თემა სულ აქტუალური იქნება .
    პიტერ ბრეიგელის ნამუშევარი მართლა შემზარავია რო წარმოიდგინო ესეთი რამ სინამდვილეშიი რო მოხდეს.
    ყველ ნახატში ტკივილია და სიკვდილია აღწერილი და ადამიანს რჩება მხოლოდ ერთი იმედი ღმერთი და ლოცვა რომელიც გადაარჩენს.
    ჩემთვის ყველაზე ლამაზი რუბენსის ტილოა ძალიან მიყვარს ეს ნახატი.

    და თიკ შენზე სიტყვები არ მყოფნის უჭკვიანესი და უნიჭიერესი ხარ ყველა სფეროში და მიუხედავად იმისა რო გამოცდებისთვის ემზადები მაინც არაჩვეულებრივ სტატიებს დებ და მოკლედ მართლა როგორ შეგაქო აღარ ვიცი

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    11 ნოემბერი 2013 00:47 - ID: 17,
    თიკა, ძალიან კარგი სიახლეა, ყოჩაღ love

  • liii :) თქვა:
    10 ნოემბერი 2013 20:53 - ID: 16,
    ციტატა: Hermione...♥
    anaki,
    mariland1,
    Johnny depp,
    bibi,
    liii :),
    L I L E,
    Lilou,
    JeiN,
    ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი შეფასებებისთვის, რომლებიც საოცრად მამხნევებს და ენთუზიაზმის დაკარგვის საშუალებას წამითაც არ მაძლევს. რადგანაც ასე მოგეწონათ, შევეცდები უფრო ხშირად შემოგთავაზოთ მსგავსი ტიპის სიახლეები love

    სიამოვნებით გეახლებით love

  • Hermione...♥ თქვა:
    10 ნოემბერი 2013 20:36 - ID: 15,
    Countess A.,
    უღრმესი მადლობა, ანა! ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა შენი აზრის მოსმენა :)
    P.S. სიმღერა არის Blackfield-ის End of the World

  • Countess A. თქვა:
    10 ნოემბერი 2013 19:46 - ID: 14,
    აქ წარმოდგენილ თითოეულ ნამუსევარში ნათლადაა ასახული ის თუ რა ზომამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი საკუთარმა უგუნურებამ..აპოკალიფსი სხვა არაფერი არაა თუ არა ჩვენ მიერვე დათესილი სიბრიყვე, რომელიც დროთა განმავლობაში იზრდება, ფესვებს იდგამს და უკვე ნელ-ნელა ამჟღავნებს თავის რაობას, და ღმერთმა იცის როდის გამოაჩენს თავის ნამდვილ სახეს.. პიტერ ბრეიგელის მიერ შესრულებულ ნახატს რამოდენიმე წუთის განმავლობაში ვუყურებდი... პირდაპირ მიმაჯაჭვა ამ სურათმა.. ვფიქრობ ერთი-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია აპოკალიფტური ხელოვნებისა და ბრწყინვალედაა წარმოჩენილი აპოკალიფსი მთელი თავისი შემზარაობით..
    ნიუსი შესანიშნავია..!! პირდაპირ სიტყვები არ მყოფნის შეფასებისთვის...!! უბრალოდ ბრავო..!!!

  • Hermione...♥ თქვა:
    10 ნოემბერი 2013 18:03 - ID: 13,
    anaki,
    mariland1,
    Johnny depp,
    bibi,
    liii :),
    L I L E,
    Lilou,
    JeiN,
    ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი შეფასებებისთვის, რომლებიც საოცრად მამხნევებს და ენთუზიაზმის დაკარგვის საშუალებას წამითაც არ მაძლევს. რადგანაც ასე მოგეწონათ, შევეცდები უფრო ხშირად შემოგთავაზოთ მსგავსი ტიპის სიახლეები love

  • JeiN თქვა:
    10 ნოემბერი 2013 16:26 - ID: 12,
    მშვენიერი სტატია იყო.მომწონს ასეთი სტილის სტატიები.
    მხატვრებიდან ბოსხს და ბრეიგელს გამოვარჩევდი.ასეთი სტილის მხატვრობაში შეუდარებლები არიან,განსაკუთრებით ბოსხი.მისი ნახატები ძალიან "იჩხვლიტება" ( სხვა სიტყვა ვერ ვიპოვე საკუთარი შეხედულებსი სწორად გამოსახატად:)) ),მაგრამ ამავე დროს დიდ ინტერესს იწვევს და თვალიერებისას ძალიან საინეტრესო გრძნობას გიჩენს (სიამოვნებით ვათვალიერებთქო ვერ ვიტყვი,მარა მაფიქრებსსავით :)) )
    დიდი მადლობა ავტორს love

  • Lilou თქვა:
    10 ნოემბერი 2013 15:56 - ID: 11,
    საინტერესო სტატიაა... შეგიძლიათ სიმღესის ავტორი მითხრათ...?
    smile

  • L I L E თქვა:
    10 ნოემბერი 2013 14:24 - ID: 10,
    თითოეულ ნახატში მკვეთრად ჩანს მათი ავტორების მიერ დანახული სამყარო და მისი დასასრულიც, ყველა ნახატში იკვეთება მხატვრების გენიალური ხედვა, სწორედ ამ გზით გვიზიარებენ ისინი იმას რაც ოდესმე მართლაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ მე ვთვლი, რომ ადამიანი დღევანდელი დღითა და მომავლის იმედით ცხოვრობს,მთავარია აწმყო სამარცხვინო წარსულად არ იქცეს, ამიტომაც არ ვიღლი თავს აპოკალიფსზე ფიქრით.
    Hermione...♥ რაც შეეხება სტატიას, საცრად საინტერესო იყო, მიხარია, რმ ასე კარგად შეგიძლია გადმოსცე სათქმელი, დიდი სიამოვნებით წავიკითხე და ძალიან მიხარია, როცა ასეთ სტატიებს ვხედავ, რადგან ვთვლი, რომ მხატვრობა, კინო და ლიტერატურა ადამიანის გონებას აღრმავებს, მიხარია, რომ სწორედ შენი საშუალებით ვიგებთ ამდენ საინტერესო ინფორმაციას და გულწრფწლად გეუბნები, რა პროფესიისაც არ უნდა იყო დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერში საუკეთესო იქნები love

  • liii :) თქვა:
    10 ნოემბერი 2013 13:02 - ID: 9,
    ძალიან კარგი სიახლე იყო love ეს ნამუშევრები ნამდვილად კრეატიულობის,ცოდნის დ ანიჭის სიმბოლოა love მე პირადად ძალიან აღვფრთოვანდი love მიყვარს ასეთი ნიუსები და თუ შეძლებ აუცილებლად გააგრძელე love

  • Bao თქვა:
    10 ნოემბერი 2013 12:08 - ID: 7,
    მე არ მომეწონა :)))

  • Johnny depp თქვა:
    10 ნოემბერი 2013 11:26 - ID: 6,
    Gავოცდი ძალიან კარგი სტატიაა <3

  • mariland1 თქვა:
    10 ნოემბერი 2013 03:01 - ID: 5,
    შესანიშნავი სტატია. მიყვარს ასეთი შემეცნებითი ნიუსები, რაც ამ საიტზე ცოტა რაოდენობითაა.

  • anaki თქვა:
    10 ნოემბერი 2013 00:18 - ID: 4,
    დიდი ხანია ესეთი საინტერესო ნიუსი არ წამიკითხავს.ძალიან საინტერესო იყო,მომეწონა smile

  • Hermione...♥ თქვა:
    9 ნოემბერი 2013 23:48 - ID: 3,
    WelchIrene,
    beonce,
    მადლობა, გოგონებო, ძალიან მიხარია, რომ ეს სტატია თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდა! ძალიან მიყვარს დიურერის შემოქმედება, მაგრამ აქ წარმოდგენილი ნიმუში რატომღაც ყველაზე ნაკლებად მიზიდავს მიუხედავად იმისა, რომ მშვიდი სახეების მიღმა საოცარი ტკივილი გამოაჩინა, რაც უამრავი მხატვრის ძალებს აღემატება. უშუალოდ აპოკალიპტურ თემებზე ყველაზე საინტერესო ნაშრომებად ბოსხისა და კორდელის ნამუშევრებს მივიჩნევ, ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული, მაგრამ გენიალური ხედვა აქვთ, კარგა ხანს თვალს ვერ ვწყვეტდი მათ შედევრებს.

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top