;
31 იანვარი 2014      niniko     17 კომენტარი     ნანახია 14411-ჯერ    
კატეგორიაში: ხელოვნება / ART, ქართველები, for ANGEL.ge

ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ ახალ პროექტს, რომლის მიზანიც აუდიტორიისთვის ახალგაზრდა და ნიჭიერ ქართველ ხელოვანებზე ინფორმაციის მიწოდებაა, მეტიც, შევიხედოთ მათ სახელოსნოში და გავეცნოთ მათ სამუშაო პროცესს. ფოტოებს კი ასევე ნიჭიერი და ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფი სალომე დომბროვსკაია წარმოგვიდგენს, სპეციალურად angel.ge -სთვის.

ამ პროექტის პირველი სტუმარი მხატვარი - თეო კოხოძე გახლავთ.
facebook Theo Kokhodze's Art Factory



ART angel: მხატვარი - თეო კოხოძე
„ჩემი ბიოგრაფია ძალიან ჰგავს ეშმაკის ბორბალს“ - ასეთ ჩანაწერს იხილავთ თეოს ფეისბუქზე, სადაც თავადვე გვიყვება საკუთარ ისტორიას:

პირველი კაბინა: პატარაობაში მჯეროდა, რომ რაღაცეები შეიძლებოდა შეცვლილიყო. რომ ადამიანებს შეეძლოთ უსაზღვროდ ყვარებოდათ ერთმანეთი და უსაზღვროდ გამოეხატათ სითბო. მოკლედ მაშინ მხოლოდ სიკეთის მჯეროდა. ძირითადად სულ ამ თემაზე ვხატავდი. თერთმეტი წლისამ, არგენტინაში ერთ-ერთ კონკურსში (Bienal Internacional de Arte Infantil y Juvenil. 2001) გავიმარჯვე. ეს იყო ჩემი პირველი გამარჯვება. ისეთი შეგრძნება მქონდა, ხმამაღლა რომ ჩურჩულებ. ევროპაშიც რომ გაუგიათ ჩემი ჩურჩული.

მეორე კაბინა: თუ სულ თან დაატარებ შენს ბავშვობას, არ დაბერდები. მე ჯერ კიდევ ვცვლიდი სამყაროს. ვხატავდი გარემოს,სადაც გავიზარდე. ამ პერიოდში აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ სიკეთე არ არსებობს. თუმცა ისევ მჯეროდა მისი...

კაბინა მესამე: თავისუფლების ხმა. 2009 წელს ჩავაბარე სსსა აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე. აქ იწყება ოთხ წლიანი მოგზაურობა-ძებნა. ის პერიოდია შენს თავში აღმოჩენებს რომ აკეთებ. აქამდე თუ ერთი სული მქონდა როდის გავიზრდებოდი და სამყაროს შევცვლიდი, ახლა მეშინია. ისეთი შეგრძნება ამქვს,რომ ჩემი ქვეყანა კულტურულად პარალიზებულია. წასვლა არ მინდა. ვპოულობ ახალ სტიმულებს. " The way to support the revolution is to make your own". ვცდილობ შევცვალო. ვიღებ ბევრ გამოფენაში მონაწილეობას. ვმუშაობ სხვადასხვა მასალაში,სხვადასხვა თემაზე.

მეოთხე კაბინა: სხეულის კონსტიტუცია. გავიზარდე და მივხვდი, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ სამყაროს შეცვლა, თუმცა ჯერ კიდევ არაა ყველაფერი დაკარგული. რაღაცის შეცვლა მაინც შეგვიძლია და ეს არის მნიშვნელოვანი. მერე რა, რომ ერთადერთი რისი შეცვლაც შეგვიძლია ჩვენი თავია. შინაგანი რევოლუცია აისახება ჩემს სადიპლომო ნამუშევარში. ვხატავ ტრიპტიხს სექსუალურ კონფლიქტზე, სამ საკმაოდ დიდ ტილოზე. ვგრძნობ რომ ისევ ახალგაზრდა ბავშვი ვარ ენერგიით და ვნებით სავსე. "We don't stop playing because we grow old. We grow old because we stop playing." ვცდილობ თამაში არ შევწყვიტო.

მეხუთე კაბინა: "შინაგანი სამყარო". ჩემი ნახატები ერთადერთი საშუალებაა რომ გავიქცე, ისე რომ სახლიდან არ წამოვიდე. მაქვს საკუთარი ატელიე, სივრცე სადაც ვმუშაობ. ან ვცხოვრობ, ან ორივე. თოთოელი ფერი, თითოეული მონასმი, თითოეული ემოცია გამოხატულებააა იმ თავგადასავლებისა, რომლებიც ჩემს მიღმა ხდება.

დანარჩენ კაბინებში ჯერ არ ვყოფილვარ. დღეს მე ისევ ძიებაში ვარ. უამრავი საინტერესო თემაა ჩემს ირგვლივ, უამრავი პრობლემა, ბევრი რამის თქმა მინდა, თუმცა გამუდმებით ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სათქმელი უფრო ბევრია,ვიდრე დრო. ვიცი ჩურჩული რა ფერისაა, ვიცი ლაპარაკი რა ფერისაა. ვიცი ყვრილი რა ფერისაა. ამიტომ მიყვარს ფერწერა. შეგიძლია ერთდროულად ჩურჩულებდე, ლაპარაკობდე, ყვიროდე და მსმენელიც იყო. ნახატს არასოდეს ვასრულებ, რადგან ვფიქრობ რომ მნახველმა ის თავად უდნა დაასრულოს. ავტობიოგრაფიის წერას კი აქ დავამთავრებ.“



ANGEL: თქვენი სახელოსნო
ჩემი სახელოსნო - "პირადი ოდისეაა", სივრცეა სადაც დრო ჩერდება, რჩები მარტო, ხარ გულწრფელი როგორც საკუთარ თავთან, ასევე ნახატებთან, რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის. ოთხი თვის განმავლობაში მარჯანიშვილზე მქონდა სახელოსნო, რომელიც საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა.


თქვენი საყვარელი მხატვარი და თუ ფიქრობთ რომ მას გავლენა აქვს თქვენს ნამუშევრებზე?
რაც შეეხება ზეგავლენას, ვიტალი კომარს აქვს საინტერესო კონცეფციაზე ამის შესახებ და აბსოლუტურად ვემხრობი, კოლაბორაცია და არა ზეგავლენა, თუ გინდათ "ინსპირაციის წყარო" დაარქვით, არ ვიცი, ჩემთვის კავშირია არტისტთან, რომელიც მაძლევს დოპინგს.



ნახატი სერიიდან: Diary about sexual conflict


ბევრ მხატვარს არ უყვარს როდესაც ნახატის გაჩუქება უწევს, შენ როგორ ხარ ამასთან დაკვაშირებით?
ნახატის გაჩუქება - საერთოდაც ვფიქრობ რომ კარგი ალტერნატივაა, რათა ნახატმა სიცოცხლე შეინარჩუნოს, მინი ექსპოზიციაა სხვა სივრცეში, სხვა გარემოში. არანაირად არ აღვიქვავ ამას ტრაგიკულად, და არ ვეთანხმები ზოგადად, მხატვრების პათოსს ამ თემის ირგვლივ .“



ნახატი სერიიდან: Diary about sexual conflict



ნახატი სერიიდან: Station


საქართველოში ხელოვნებაზე-მხატვრობაზე რას მეტყვი?
„საქართველოში თანამედროვე მხატვრობაზე დადებით პროგნოზებს
ვერ გავაკეთებ სამწუხაროდ, ბევრი გვაქვს სამუშაო.“

თუ იყიდება შენი ნახატები და ამ პროფესიით, როგორც მხატავრს თუ შეგიძლია ცხოვრება მატერიალურად
„ნახატები მეყიდება, თუმცა ისეთი ტემპით არა რომ ეკონომიურად გამაძლიეროს,
ეს რთული, კომპლექსური პრობლემაა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, ზოგადად.“



როგორც ვიცი გერმანიაში წახვედი, ალბათ პროფესიული წინსვლისთვის, ამაზე რომ მითხრა?
„შემდეგი გაჩერება ლაიფციგია, ჯერ-ჯერობით მხოლოდ მეოთხე დღეა რაც ჩამოვედი, ატელიეში ხატვა არ დამიწყია და ამიტომაც ჯერ ვერაფერს გეტყვით ჩემს ლოკაციაზე.“

თქვენი სამომავლო გეგმები?
„რამოდენიმე ვორქშოფში ვგეგმავ მონაწილეობას, ველოდები კონკრეტულ პასუხს, სხვადასხვა ქალაქებია, შესაბამისად სხვადასხვა გაჩერებები. რკინიგზის სერიას გავაგრძელებ ალბათ.“


ნახატი სერიიდან: Station





მეტი თეოს შემოქმედებით, ფეისბუქის გვერდზე: facebook / Theo Kokhodzes Art Factory


ნახატი სერიიდან: Diary about sexual conflict



"I paint for myself. Art is not what you see, but what you feel.
I never finish my painting, because visitor should finish it."
- ამბობს თეო


ჭაობი (საღამო) / შერეული ტექნიკა / 50x60 / 2012


სივრცე


again and again / woman / 2013


incompatibility of God and excrements


"Railway" / Acrylic on canvas / 133x198 / 2013


"Station" Oil on canvas / 96x159 / 2013



ფოტოგრაფი სალომე დომბროვსკაია
სპეციალურად angel.ge -სთვის

კატეგორია: ხელოვნება / ART, ქართველები, for ANGEL.ge
Tags:

17


  • tata____tata თქვა:
    2 თებერვალი 2014 20:26 - ID: 17,
    რა დახვეწილი ნახატები აქვს, ჭაობი ყველაზე მეტად მომეწონა love

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    31 იანვარი 2014 19:26 - ID: 16,
    Station სერიის ნახატები ძალიან მაგარია და ჭაობი სუპერ love

  • Ollivia თქვა:
    31 იანვარი 2014 14:57 - ID: 15,
    რა საინტერესო ადამიანი ჩანს, დღეს რომ იშვიათობაა ისეთი...

  • natuka555 თქვა:
    31 იანვარი 2014 14:06 - ID: 14,
    უნიჭიერესი გოგოა <3 ძალიან კარგი ნამუშევრები აქვs. უყურებ, უყურებ და სულ ახალ-ახალ რაღაცეებს ამჩნევ. "station"-დან ყველა უზომოდ მომეწონა. ყველაფერი ჩანს, ცხოვრება, დაუსრულებელი ლოდინი, განშორება, ახალი საწყისები, კონტრასტი სინაზესა და სიბნელეს, თბილსა და ცივ ფერებს შორის. ძალიან უცხო და საინტერესო ხედვა აქვს <3

  • J.LOბუპა თქვა:
    31 იანვარი 2014 13:30 - ID: 13,
    ციტატა: anaki
    ვიცნობ დადისხოლმე აკადემიაში.ამ ბოლო დროს არ მინახავს...ვიცი მისი ნახატები და მომწონს,განსხვავებული ხედვა ააქვს. love

    აკადემიელი ხარ?

  • anukela07 თქვა:
    31 იანვარი 2014 00:49 - ID: 12,
    ძალიან Kარგი იდეაა და გოგოც მომეწონა.საინტერესო ნამუშEვრები აქვს

  • anaki თქვა:
    30 იანვარი 2014 22:31 - ID: 11,
    ვიცნობ დადისხოლმე აკადემიაში.ამ ბოლო დროს არ მინახავს...ვიცი მისი ნახატები და მომწონს,განსხვავებული ხედვა ააქვს. love

  • Challo თქვა:
    30 იანვარი 2014 22:26 - ID: 10,
    მმ როგორი დახვეწილია და ნახატებიც მომეწონა მაგარია love

  • marika0704 თქვა:
    30 იანვარი 2014 21:30 - ID: 9,
    ეს გოოგნა უნიჭიერესია. აღფრთოვანებული ვარ მისი შემოქმედებით. სამწუხაროა რომ მე მხოლოდ ახლა გავიგე მისი არსებობის შესაახებ.

  • bago თქვა:
    30 იანვარი 2014 21:26 - ID: 8,
    ვახ საღოლ <3 ძააან მააგრი ნახატებია.. წარმატებებს ვუსურვებ :*:*:*:*:*:* love

  • tannk თქვა:
    30 იანვარი 2014 21:06 - ID: 7,
    ძალიან ძალიან მომეწონა
    და აუცილებლად მიაღწევს დიდ წარმატებას.

  • anuki... თქვა:
    30 იანვარი 2014 20:56 - ID: 6,
    ძალიან მაგარი გოგოა ! დიდი ხანია თვალს ვადევნებ მის შემოქმედებას და გაოცებას ვერ ვმალავ ხოლმე <3 ყოჩაღი გოგოა ! love თან კარგი სტილი აქვს არჩეული.. ისეთი რევოლუციური fellow

  • Bellania თქვა:
    30 იანვარი 2014 19:10 - ID: 5,
    მარტო ფერები მომეწონა...

  • demetria თქვა:
    30 იანვარი 2014 18:08 - ID: 4,
    რა მაგარი გოგონაა საოცარინამუშევრები აქ love love

  • ta_mo თქვა:
    30 იანვარი 2014 17:20 - ID: 3,
    საოცარია, http://www.isok.ru/img/full/918d44dede7672fe11ea37ab365e0798.jpg ამ ნახატმა გამაოგნა, ძალიან ნიჭიერი გოგონა ჩანს, წარმატებებს ვუსურვებ, მართლა აღფრ\თოვანებული ვარ love

  • darichina თქვა:
    29 იანვარი 2014 20:34 - ID: 2,
    რა მაგარიაააააააააა
    გამიხარდააა
    კარგი პროექტია <3
    ჩემი საყვარელი ქართველი მხატვარი გოგოა ეს გოგო და ასევე მე გირჩევთ შემდეგში გააკეთოთ სიუჟეტი ჩემს საყვარელ ქართველ მამაკაც მხატვარზე : ლევან სამნაშვილზე. <3 თუ დაგაინტერესებთ ეს ჩემი რჩევა,ფეისბუქზე მოძებნეთ ლევანი ან მე დაგაკავშირებთ.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top