;
12 მარტი 2014      ANGEL     15 კომენტარი     ნანახია 12359-ჯერ    
კატეგორიაში: ხელოვნება / ART, ქართველები, for ANGEL.ge



ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ ახალ პროექტს, რომლის მიზანიც აუდიტორიისთვის ახალგაზრდა და ნიჭიერ ქართველ ხელოვანებზე ინფორმაციის მიწოდებაა, მეტიც, შევიხედოთ მათ სახელოსნოში და გავეცნოთ მათ სამუშაო პროცესს. ფოტოებს კი სპეციალურად angel.ge -სთვის ფოტოგრაფი სალომე დომბროვსკაია წარმოგვიდგენს.

ამ პროექტის მომდევნო სტუმარი მხატვარი - ლევან აბრამიშვილი გახლავთ.



ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვარი ლევან აბრამიშვილი, ძირითადად Op-Art ჟანრში მოღვაწეობს, თუმცა ამბობს, რომ მისი შემოქმედება ერთ კონკრეტულ ჟანრს არ მიეკუთვნება, ამ ბოლო დროს დაიწყო ულტრაიისფერი საღებავებით ხატვა და ემზადება გამოფენისთვის.

დაიბადა თბილისში 1988 წელს, ამბობს, რომ: "ისე ვხატავდი, როგორც ყველა ბავშვი ხატავს:)" და რომ, მის მხატვრად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა მამამისმა, რომელიც ასევე მხატვარი იყო - მერაბ აბრამიშვილი, აქედან გამომდინარე ხშირი შეხება ქონდა ამ სფეროსთან. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია და აკადემიის დამთავრების შემდეგ აქტიურად მუშაობს საკუთარ სახელოსნოში და მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენებში.



ART angel: ლევან აბრამიშვილი
ლევან აბრამიშვილის გამოფენები:
2005წ. ჯგუფური გამოფენა სამხატვრო აკადემიაში
2006წ. ჯგუფური გამოფენა სამხატვრო აკადემიაში
2007წ. ჯგუფური გამოფენა თუმანიშვილის სახელობის თეატრში
2007წ. ჯგუფური გამოფენა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2007წ. Pro-Art - სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ჯგუფური გამოფენა “პროკრედიტ ბანკში”
2008წ. პერსონალური გამოფენა გალერეა “ვერნისაჟში”
2008წ. ჯგუფური გამოფენა თემაზე “რაჭის პეიზაჟი” გალერეა “ვერნისაჟში”
2009წ. ჯგუფური გამოფენა თემაზე “პეიზაჟი 2” გალერეა “ვერნისაჟში”
2009წ. ჯგუფური გამოფენა “თაობათა გადაძახილი” გალერეა “ვერნისაჟში”
2009წ. ჯგუფური გამოფენა თემაზე “თაობიდან თაობაში” საგამოფენო ცენტრი “მუზა”
2010წ. ნიკო ფიროსმანაშვილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო გამოფენა “შეხვედრა ფიროსმანთან 3” მუზეუმი “ქარვასლა”
2010წ. ახალგაზრდა მხატვრების ჯგუფური გამოფენა. გალერეა “ვერნისაჟში”
2011წ. ახალგაზრდა მხატვრების გამოფენა სახელწოდებით “1,2,3.” გალერეა “ვერნისაჟში”
2011წ. "18-th International festival of visual arts" ირანი.
2012წ. “ფრაგმენტები, მეთოდოლოგია, აფსურდები” გალერეა „Open Gallery“- ში.
2012წ. “Deutsch-Georgische Kulturtage in Regensburg”. ღეგენსბურგი, გერმანია.
2013წ. “Georgien 3-mal anders”. მიუნხენი, გერმანია


ANGEL: აშკარად ჩანს ინდივიდუალური, ანუ შენი სტილი შენს ნახატებში, როგორ ფიქრობ რომელიმე მხატვრის გავლენაა? ან როგორ ჩამოყალიბდა შენი სტილი და რა მიმდინარეობას მიეკუთვნები
ART angel: ლევან აბრამიშვილი
ვერ ვიტყოდი, რომ კონკრეტულად რომელიმე მხატვრის გავლენა მაქვს, ალბათ ჟანრების გავლენა უფრო მაქვს, ვიდრე რომელიმე მხატვრის, თუმცა არის რაღაც ნიუანსები, რომლითაც მამაჩემს - მერაბ აბრამიშვილს ვგავარ. მაგალითად წვრილი დეტალებისგან შედგენილი კომპოზიცია. ბოლო პერიოდში "ფართო მონასმებს" ნაკლებად ვიყენებ.

რაც შეეხება მიმდინარეობას, ალბათ ყველაზე მეტი Op-Art, ანუ ოპტიკური ხელოვნებაა ჩემს სურათებში. ვერ ვიტყვი, რომ ერთ კონკრეტულ ჟანრს მივეკუთვნები. სხვადასხვა ჟანრებისგან მაქვს სხვადასხვა ხერხი თუ მანერა ნასესხები. ზოგი გაცნობიერებულად, ზოგი გაუცნობიერებლად.“

ANGEL: როგორც ვიცი ღამე ანათებენ ნახატები, ფოსფორის ეფექტი ალბათ?
ამ ბოლო დროს დავიწყე ულტრაიისფერი საღებავებით ხატვა, რომლებიც მხოლოდ ულტრაიისფერი ნათურის დახმარებით ანათებს და სიბნელეში აღიქმევა. ეხლა ვმუშაობ ულტრაიისფერ გამოფენაზე.“

ANGEL: შენი შთაგონების წყარო თუ გყავს, ანუ მუზა?
შთაგონების წყარო შეიძლება იყოს მიმდინარე რომელიმე მნიშვნელოვანი მოვლენა, უცნობი, ან ნაცნობი ადამიანი, ხე, ბოქლომი და ასე შემდეგ. სამყაროში დაგროვილ, ან უბრალოდ რომელიმე ინფორმაციას, თუ იმპულსს უკეთებ კონცენტრირებას და გადაგაქვს ტილოზე, ქაღალდზე თუ რომელიმე სხვა მასალაზე. მუზა ჩემთვის გამოგონილი პერსონაჟია, რომელიც გეხმარება თავის გამართლებაში, თუ რატომ არ მუშაობ (არ ვმუშაობ, იმიტომ რომ მუზა არ მწვევია).“

ANGEL: ადვილია შენთვის ნახატის გაჩუქება?
ანუ, რას ნიშნავს როდესაც ნახატს ჩუქნი ვინმეს

ადვილი არ არის გაჩუქება და თუ ჩუქნი, ჯობია აჩუქო იმას, ვინც აფასებს შენს საქმეს. ვთვლი, რომ გაჩუქებაც საჭიროა და გაყიდვაც. სურათი არ უნდა ეკიდოს მარტო მხატვრის სახელოსნოში, გალერეაში, ან მუზეუმში, იმიტომ რომ მარტო იმიტომ არ ვხატავ, რომ მარტო მე და ჩემმა მეგობრებმა ვუყუროთ.“

ANGEL: საინტერესოა, საქართველოში რამდენად არის შესაძლებელი
იყო მხატვარი და მხოლოდ ამ პროფესიით იცხოვრო?

ბევრი რამეა შესაძლებელი, მთავარია რა მოთხოვნები გაქვს:) დიდი ფულის შოვნაზე რა თქმა უნდა ლაპარაკიც კი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს გალერეები, თუმცა გალერეებში ხალხმა უნდა იაროს, ანუ არ არის მოთხოვნა მხატვრებზე და მათ ნამუშევრებზე. არ ვეთანხმები არგუმენტს, რომ სურათის ყიდვა ფუფუნებაა და ხალხს არ აქვს საშუალება ისინი იყიდოს. უბრალოდ პრიორიტეტებია განაწილებული ისე, რომ მხატვრობაში ინვესტიციის ჩადება "წამგებიანია". მხატვრები შიმშილით არ იხოცებიან, მაგრამ არც მდიდრდებიან. მდიდრდებიან ძალიან ხმამაღალი და უტრირებული ნათქვამია, მაგრამ ალბათ მიხვდით რასაც ვგულისხმობ. საქართველოში მხატვრობას ნაკლებად აღიქვამენ როგორც პროფესიას.“

ჩვენ ტიპები ვართ, რომლებიც ვმაიმუნობთ, ან მეორე უკიდურესობა - ჩვენ ტიპები ვართ, რომლებიც ღმერთებს ველაპარაკებით და კიბის ქვეშ ცხოვრება ჩვენთვის პრობლემა არ არის ალბათ ეს სტერეოტიპიც თამაშობს დიდ როლს იმაში, რომ მხატვრობაში არ იდება ფული.“



ულტრაიისფერი საღებავებით შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც სიბნელეში აღიქმევა.


„ისე ვხატავდი, როგორც ყველა ბავშვი ხატავს:) მამაჩემი მხატვარი იყო, აქედან გამომდინარე ხშირი შეხება მქონდა ამ სფეროსთან. ალბათ ამან ითამაშა დიდი როლი ჩემს მხატვრად ჩამოყალიბებაში.“



ლევან აბრამიშვილის სახელოსნო

„ჩვენ ტიპები ვართ, რომლებიც ვმაიმუნობთ, ან მეორე უკიდურესობა - ჩვენ ტიპები ვართ, რომლებიც ღმერთებს ველაპარაკებით და კიბის ქვეშ ცხოვრება ჩვენთვის პრობლემა არ არის ალბათ ეს სტერეოტიპიც თამაშობს დიდ როლს იმაში, რომ მხატვრობაში არ იდება ფული.“


„ალბათ ჟანრების გავლენა უფრო მაქვს, ვიდრე რომელიმე მხატვრის, თუმცა არის რაღაც ნიუანსები, რომლითაც მამაჩემს - მერაბ აბრამიშვილს ვგავარ. მაგალითად წვრილი დეტალებისგან შედგენილი კომპოზიცია. “


ულტრაიისფერი საღებავებით შექმნილი ნამუშევრები:













„მუზა ჩემთვის გამოგონილი პერსონაჟია, რომელიც გეხმარება თავის გამართლებაში,
თუ რატომ არ მუშაობ“


თბილისური სერიიდან











სოფლის სერიიდან










კედლის მხატვრობა საირმეს სასტუმრო კომპლექსში






ფოტოგრაფი (ფოტოები სახელოსნოდან) სალომე დომბროვსკაია
სპეციალურად angel.ge -სთვის

კატეგორია: ხელოვნება / ART, ქართველები, for ANGEL.ge
Tags:

15


  • dengdeng თქვა:
    7 სექტემბერი 2015 10:25 - ID: 13,
    I find these prices very fair considering the quality of these fakeChanel HandbagsandRolex watches purses and their authentic looking design.As far as customer service goes,Louis Vuitton Handbags fails greatly.It only has a gmail address and a contact form Balenciaga Handbags.Any reputableReplica watchesstore should invest a little effort into providing some decent customer services.

  • bibi თქვა:
    10 ივნისი 2014 14:30 - ID: 10,
    ძალიან ძალიან მომეწონა

  • evergreen_angel თქვა:
    16 აპრილი 2014 21:02 - ID: 9,
    ოჰო <3 !

  • levan abramishvili თქვა:
    9 აპრილი 2014 00:34 - ID: 8,
    ხატვა მომინდა fellow ყოჩაღ

  • nini:)(: თქვა:
    9 მარტი 2014 12:37 - ID: 7,
    მივესალმები ახალი პროექტის წამოწყებას, ძალიან კარგი იდეაა love
    რაც შეეხება ნახატებს სასიამოვნოდ გავოგნდი საოცარი ემოცია მოდის ნახატებისგან დიდი სიამოვნებით შევიძენდი რამდენიმეს love wink კარგი იქნება თუ ლევანის გამოფენის შეასხებ მოგვაწვდით ინფორმაციას laughing

  • lady_tamo თქვა:
    8 მარტი 2014 21:46 - ID: 6,
    ძალიან ნიჭიერი ახლაგაზრდაა
    მომეწონა ნახატები, განსაკუთრებით ულტრაიისფერი საღებავებით შესრულებული
    „მუზა ჩემთვის გამოგონილი პერსონაჟია, რომელიც გეხმარება თავის გამართლებაში,
    თუ რატომ არ მუშაობ“
    < ეს ფრაზა მომეწონა :)
    წარმატებებს ვუსურვებ

  • lulu) თქვა:
    8 მარტი 2014 21:28 - ID: 5,
    აუ უმაგრესი ნახატებიაა love

  • 8 მარტი 2014 21:07 - ID: 4,
    გამოფენა როდის იქნება? სიამოვნებით წავალ

  • Shining Diamond თქვა:
    8 მარტი 2014 19:46 - ID: 3,
    პატივს ვცემ მის შემოქმედებას.მართლაც საოცარი ნამიშევრები აქვს

  • marika0704 თქვა:
    8 მარტი 2014 18:08 - ID: 2,
    საოცარი ნამუშევრები აქვს. ძალიან მომეწონა love

  • xai თქვა:
    8 მარტი 2014 18:00 - ID: 1,
    ვაიმეე რა კარგი ნახატებიააა ყოჩაღ <3 რა კარგი ნიუსიაა love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top