31 March 2014      niniko     Views 6 069    
Category: ART / Georgians / for ANGEL.ge



ენჯელ.ჯი აგრძელებს პროექტს ART angel, რომლის მიზანიც აუდიტორიისთვის ახალგაზრდა და ნიჭიერ ქართველ ხელოვანებზე ინფორმაციის მიწოდებაა.

ამ პროექტის მომდევნო სტუმარი - ანა ლაღიძე გახლავთ,
რომელიც სპეციალურად angel.ge -ს ფოტოგრაფმა ნინო ქაცარავამ გადაიღო
თექის ნამუშევრების პერსონალური გამოფენის "ფერადი სიზმრები"-ს მზადების პროცესში.
მისი პირადი გვერდია ანა ლაღიძის ფეისბუქ გვერდი




ანა ლაღიძე, 27 წლის, სპეციალობით არქიტექტორ-მხატვარია, მისი მშობლებიც ნიკოლოზ და ნინო ლაღიძეები ამ პროფესიის გახლდნენ. 1997 წელს ქონდა პერსონალური გამოფენა ქონდა ძმასთან - ვანო ლაღძესთან ერთად ეროვნულ გალერეაში (ე.წ. ცისფერ გალერეაში). სახელწოდებით "ფერადი სიზმრები"., სულ ცოტა ხნის წინ კი პერსონალური გამოფენა გააკეთა, რომლისთვის მზადების პროცესშიც გადავიღეთ ანა.
მისი გამოფენა "ფერადი სიზმრები"-ს გაგრძელებას წარმოადგენდა.




2007 წელს დაამთავრა (მაგისტრის წოდებით) თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია, არქიტექტურის ფაკულტეტი. ხოლო 2011 წელს ქ.თბილისის კოლეჯი "პროფესიონალი" თექის ფაკულტეტი. 2013 წლიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დოქტორანტია.

მრავალი სხვა ჰობი და გატაცებებიც აქვს, ემზადება კონსერვატორიაში ჩასაბარებლად.

ვარ დამოუკიდებელი მხატვარ-დიზაინერი. ვხატავ თავისუფალ სტილში. ვიღებ მონაწილეობას გამოფენებში. ვწერ ლექსებს, გატაცებული ვარ ფუტურიზმით. ასევე: აქტიურად ვმეცადინეობ, ვემზადები კონსერვატორიიაში ჩასაბარებლად. ვიცი (და არა მარტო მე), რომ ჩემს ძლიერ მეცო სოპრანოს, უახლოეს მომავალში სათანადო, კომპეტენტური დამფასებელი ეყოლება.”





ANGEL: ალბათ დიდ დროს მოითხოვს თექა, დაახლოებით რამდენი ხანი (დღე)
გჭირდება ერთი ,,ნახატის" შესრულებისთვის?

დიახ, საკმაოდ შრომატევადი და რთული შესასრულებელია, მაგრამ იმდენად საინტერესოა უშუალოდ პროცესი და იმდენად გიტაცებს, რომ ყველაფერი გავიწყდება

ANGEL: შთაგონების წყარო თუ გყავს?
შთაგონების წყარო ალბათ ისევ და ისე ჩემი ოჯახია...


ANGEL: შენი ხატვის სტილი არ გავს ყველას, როგორ ფიქრობ რამ განაპირობა შენში ამ სტილის ჩამოყალიბება, თავიდანვე ეს სტილი გქონდა არჩეული თუ დროთა განავლობაში ჩამოყალიბდი?
„ხატვის სტილს რაც შეეხება თავიდანვე ამ სტილში ვმუშაობდი, ყოველთვის მიტაცებდა აბსტრაქტული ხელოვნება, რომელიც უარყოფს გარესამყაროს რეალურ ასახვას და გეომეტრიული ფიგურებით და ფერადი ლაქებით გადმოვსცემ ჩემს ფანტაზიას, იდეას, არსს.“





ANGEL: შენი საყვარელი მხატვარი და თუ გყავს რომელიმე მხატვრი რომელიც ,,მისაბაძია" შენთვის
„უპირველეს ყოვლისა ჩემი ოჯახის ყველა წევრი! მათმა შემოქმედებამ განაპირობა ჩემში ხელოვნების სიყვარული და ამ სტილის ჩამოყალიბება. მათი ნამუშევრები ერთმანეთისაგან იმდენად განსხვავებული და მრავალფერონია, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს.“

ასევე საყვარელი მხატვრები არიან: დავით კაკაბაძე, პოლ ჯექსონ პოლოკი, პაბლო რუის ი პიკასო, სალვადორ ფელიპ ჟასინტ დალი ი დომენეკი, ვასილი კანდინსკი... და ა.შ.“

ANGEL: ადვილია შენთვის ნახატის გაჩუქება?
ადვილი ნამდვილად არ არის გაჩუქება მაგრამ უნდა აჩუქო მას ვინც აფასებს ხელოვნებას

ANGEL: შესაძლებელია ცხოვრობდე საქართველოში და ამ პროფესიით იცხოვრო, ანუ ირჩინო თავი?
„საკმაოდ რთულია და არა მარტო საქართველოში, არსებობს რეალური მოტივაცია თუ რატომ უნდა გაუწიო თანადგომა არტისტს. ხელოვნება -ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, დინამიკურად განვითარებადი დარგია. ქვეყნის კულტურის აღორძინების ინტელექტუალური და შემოქმედებითი საფუძველია. არტისტის თანადგომა ყველასთვის პრესტიჟის განმსაზღვრელი უნდა იყოს, ჩვენ ეს უნდა გავითავისოთ!“




ნატურა-პორტრეტი,
ფერები-ხელები
დაიცალე!
დაივიწყე დრო
წამი და წუთი.
კამბარა ფუნჯი,
ფერები მუქი.
შრიალა ფონი,
მოიხატება!
ციდან მოწყვეტილი
ტონებით,გონებით.
ბაირამობ ტილოზე
გარეკავ ფერეებს
დაამუღამებ წესებს
მხატრობის, შენ წესებს!!
არ ჟოშკავ ფერებს,
აზრებს და გენებს.
აპრავებ ფერებს,
მხოლოდ შენ წესეებს.
შენთვის!!















მომზადდა სპეციალურად angel.ge -სთვის


Category: ART / Georgians / for ANGEL.ge
Tags:

Share it
Comments
Back to Top