;
17 აპრილი 2014      niniko     3 კომენტარი     ნანახია 3836-ჯერ    
კატეგორიაში: ხელოვნება / ART, ქართველები, for ANGEL.ge



ცოტა ხნის წინ მარიამ დევდარიანი პერსონალური გამოფენა გაიმართა.

ახალგაზრდა მხატვარი სხვადასხვა ტექნიკით ასრულებს ნამუშევრებს, რადგან როგორც ამბობს, ამგვარად ის არ არის შეზღუდული და თავს კომფორტულად გრძნობს. გამოფენამ, რომელიც მარიამისთვის პირველი პერსონალური იყო წარმატებით ჩაიარა, ის აქტიურ შემოქმედებით პროცესშია, ამიტომ მისგან მრავალ სიახლეს უნდა ველოდოთ.

ANGEL: თქვენი მოკლე ბიოგრაფია:
„დავიბადე თბილიში, 1990წლის 25 დეკემბერს. ბავშვობიდან ვხატავდი, ამიტომ გადაწყვიტეს შევეყვანე N1 საბავშვო სამხატვრო სკოლაში, სადაც 4 წელი დავდიოდი. შემდეგ ვსწავლობდი ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სასწავლო უნივერსიტეტში, დიზაინის და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტზე
პარალელურად მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენებში,როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. ვარ მხატვათა კავშირის წევრი და ასევე ხელოვან ქალთა ასოციაცია-„ფემინ არტ“-ის წევრი“

მარიამის facebook გვერდი



მარიამ დევდარიანის პერსონალური გამოფენა
ჯგუფური გამოფენები:
2014- „ფესტივალი ფან ART“. თბილისი.საქართველო
2014-“მხატვარ ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია ფემინ არტის საქართველოს ფილიალის წევრებისა და თსუ-ს პედაგოგების ნამუშევრების გამოფენა.“ თბილისი.საქართველო
2013- “საშობაო გამოფენა” მწერალთა სახლი. თბილისი.საქართველო
2013-“ხელოვნების მსოფლიო ფესტივალი -მშვიდობისათვის.“ უბა. ბრაზილია
2013-“ Femin&Art-ის მე-6 საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე ქართველ მხატვარ ქალთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.” თბილისი,საქართველო.
2013-„ხელოვან ქალთა ასოციაციის მე-6 საერთაშორისო გამოფენა“.თურქეთი,ტრაპიზონი.
2013-„თურქი და ქართველი მხატვრების გამოფენა“.თბილისი,საქართველო.
2012-„Let’s Build A Roof Over the World”, მხატვართა კავშირის გალერეა, თბილისი, საქართველო.
2011,2012-2013 ფესტივალი “არტ გენი“, ეთნოგრაფიული მუზეუმი , თბილისი,საქართველო
2007-„სიცოცხლის დღე“, თბილისი, საქართველო.
2001-„მოსახლეობა და გარემო“, თბილისი, საქართველო.
1999-„ბავშვები სხვა ბავშვებისათვის“, საფრანგეთი.
1998- „კავკასიის ნორჩი მხატვრები“, ლისე, ჰოლანდია.
1998-„საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა“, ჟენევა, შვეიცარია




მარიამ, თქვენ გქონდათ პერსონალური გამოფენა, ამის შესახებ მესაუბრეთ, დავიწყოთ თავიდან რამ გადაგაწყვეტინა პერსონალური გამოფენის მოწყობა, მზადების პროცესი, როგორ ჩაიარა, რამდენად წარმატებულად?

ამ დღეს ყოველთვის ველოდებოდი... ბოლო წლებში უფრო აქტიურად დავიწყე შემოქმედებითად მუშაობა. ამ გამოფენისთვის ვემზადებოდი განსაკუთრებულად, რადგან ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა უნდა შემდგარიყო.. გამოფენამ კარგად ჩაიარა, მოვიდა ბევრი დამთვალიერებელი და გამოიწვია დიდი ინტერესი.“




გამოფენაზე სხვდასხვა ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები ვნახეთ. მიამბეთ რაში და როგორ ხატავთ?
„სხვადასხვა ტექნიკით არის ძირითადად შესრულებული ჩემი ნამუშევრები, როგორც ზეთის საღებავებით, ასევე აკრილით და გუაშით. მიყვარს შერეულ ტექნიკაში მუშაობა, რადგან არ ვარ შეზღუდული და ძალიან კომფორტულია.“

რა არის შენი სამომავლო გეგმები?
ვაპირებ კიდევ უფრო მეტ მუშაობას შემოქმედებითად, რადგან დავიხვეწო და ვისწავლო უფრო მეტი.“



ახალი ნახატის შესაქმენლად მუზას ელოდები ხოლმე?
„სამუშაოდ მუზა არ მჭირდება. კონკრეტული ადგილს, გარემოებას და დროს დიდ უპირატესობას
არ ვანიჭებ, მთავარია რომ მქონდეს განწყობა.“



შენი საყვარელი მხატვარი და როგორ ფიქრობ რომელიმე მხატვრის გავლენა თუ არის შენს სტილზე?
„საყვარელ მხატვარად ერთს ვერ დავასახელებ, ალბათ მომიწევს რამდენიმეს ჩამოთვლა. თუმცა მიჭირს გამორჩევა: ფარჯიანი, ვარაზი, კლიმტი, მატისი, პიკასო... გავლენა არ იგრძნობა ალბათ:) "


შთაგონების წყარო თუ გყავს?
„კონკრეტულად არა, თუმცა ხშირად სიზმრებს გადმოვცემ ხოლმე ტილოზე.
















კატეგორია: ხელოვნება / ART, ქართველები, for ANGEL.ge
Tags:

3


  • demetria თქვა:
    17 აპრილი 2014 21:31 - ID: 3,
    მომეწონაა მარიამმ კარგიაა!!!

  • niniko თქვა:
    17 აპრილი 2014 14:41 - ID: 2,
    ძალიან მომწონსსს

  • liliana თქვა:
    17 აპრილი 2014 13:15 - ID: 1,
    სამოყვარულო დონეზე შესრულებულ ნახატებს გავს... წარმატებები მარიამ winked

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top