;

11 January 2012      Anch_Bey     Views 8428    
Category: ART

თანამედროვე ხელოვნება- თანამედროვე ხელოვნების ზოგიერთი ნიმუში ერთი შეხედვით უცნაურ ფორმებსა და უჩვეულო ფერების შემთხვევით თავმოყრად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ასე არ არის. მართალია XX-საუკუნეში ბევრმა ხელოვანმა უარი თქვა ტრადიციულ ფერწერასა თუ ქანდაკებაზე, მაგრამ ხელოვნების მთავარ მიზნად მათთვის მაინც საკუთარი იდეების, გრძნობების გამოხატვა რჩება - თუნდაც აბსტრაქციულად.
თანამედროვე ხელოვნება


MoMA-ს (თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, მდებარეობს ნიუ-იორკში) კოლექცია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესია. კოლექციონერებისა თუ თავად მხატვრებისგან შეენლია ნაწარმოების დიდი უმრავლესობა აბსოლიტურად განსხვავდება იმისგან, რასაც ტრადიციული ხელოვნება ეწოდება.

MoMA-ს მუზეუმი.
თანამედროვე ხელოვნება


თანამედროვე ხელოვნების ნაწარმის შესაქმენლად ხშირად სრულიად არატრადიციული მასალა გამოიყენება, ისეთი, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანებისთვის სრულიად უსარგებლოა. ნაწარმოებს ზოგჯერ კონკრეტული სახელის მაგივრად უბრალოდ კომპოზიცია ან ობიექტი ეწოდება.
თანამედროვე ხელოვანები სულაც არ ისახავენ მიზნად რეალური გამოსახულებების შექმანს. არატრადიციული მასალით, ორიგინალური ფორმებითაა და ფერით ისინი ახალ, წარმოსახვით სამყაროს ქმნიან. მათი ნამუშევრების მთავარი თავისებურება პირობით ენაზე მეტყველებაა. ტრადიციული მასლის გამოყენებისშემთხვევაშიც კი თანამედროვე მხატვერები არ ცდილობენ რეალობის ასახვას. მათ ნამუშევრებში ძნელად თუ ამოიცნობთ ამა თუ იმ ნივთს, გამოსახულებას...
თანამედროვე ხელოვნება
ხშირად თანამედროვე მხატვრების ნამუშევრრები იმდენად პირობითია, რომ მათ ბავშვის ნახატებსაც კი ადარებენ. შვეიცარიელი მხატვრის პაულ კლეეს ნამუშევრებზე სწორედ ამგვარ გამარტივებულ, გულუბრყვილო გამოსახულებებს შევხვდებით.
პაულ კლეე. 1933 წ.
თანამედროვე ხელოვნება
პაულ კლეე. 1939 წ.
თანამედროვე ხელოვნება

თანამედროვე მხატვრების მსგავსად, ნებისმიერ ადამიანს შეულია, სცადოს საკუთარი ემოციის გადმოცემა ახალი, პირობითი ფორმწების შექმნით. ამ პროცესში მთავარია ზუსტად შეარჩიოთ მხატვრული ელემენტები, მაყურებელი კი თავად შეაფასებს იმას, თუ რამდენად მიაღწიეთ მიზანს.
თანამედროვე ხელოვნება


Category: ART
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top