;
12 იანვარი 2012      TT.West ♥     0 კომენტარი     ნანახია 6136-ჯერ    
კატეგორიაში: ხელოვნება / ART

მსოფლიოს მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში უამრავი პორტრეტია დაცული. ამ სურათებიდან ჩაფიქრებული, მხიარული, სევდიანი, მშვიდი სახეები შემოგვცქერიან . ეს ადამიანები ერთამენთისგან ბევრად განსხვავდებიან - გარეგნობით ხასიათით, საზოგადოებრივი მდგომარეობით. ისინი სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდნენ და გასხვავებული ცხოვრების გზა განვლეს, მაგრამ თითოეულ მათგანს: მეფეებს, სამხედროებს, მსახიობებს, პოეტებს ან თუნდაც რიგით ადამიანებს ძალიან გაუმართლათ - მათი სახეები ხელოვნების ღირსშესანიშნავმა ნიმუშებმა შემოინახა.

დაუვიწყარი მზერა

ლიზა და ანტონიო მარია ჩერარდინი, არაფრით იქნებოდა საინტერესო ისტორიისათვის, მისი პორტრეტი დიდ იტალიელ მხატვარს - ლეონარდო და ვინჩის რომ არ დაეხატა. ეს პორტრეტი ერთ-ერთი ყველაზე განთქმული მხატვრული ნამუშევარია და "მონა ლიზას" ან "ჯოკონდას" სახელითაა ცნობილი. პარიზში, ლუვრში, მის სანახავდ ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიდის. მათ სურთ ჩასწვდნენ მონა ლიზას ღიმილის საიდუმლოებას და იგრძნონ ამ სურათით გამოწვეული უჩვეულო ხიბლი, მონა ლიზა თითქოს ესაუბრება მაყურებელს, მაგრამ მაინც მთავარ სათქმელს საიდუმლოდ ინახავს.
დაუვიწყარი მზერა

ადრეული რენესანსის პერიოდში ფერწერულ პორტრეტებს ძირითადად პროფილში გამოსახავდნენ, მოგვიანებით კი უფრო ანფასში ან სამ მეოთხედში. სახის ამგვარი ჩვენება პიროვნების ხასიათსა და შინაგან განწყობის უკეთ გამოხატვას იძლეოდა. XX საუკუნეში შეიქმნდა ისეთი პორტრეტები, რომლებშიც ადამიანის პროფილი და ანფასი ერთად არის გამოსახული, მაგალითად ესპანელი მხატვარი პაბლო პიკასო თვლიდა, რომ სახის ორი მხარის შეერთება უფრო სრულყოფილად ახასიათებს ადამიანს.
დაუვიწყარი მზერა

პორტრეტში პიროვნების ხასიათის წარმოსაჩენად მთავარია სახე, მისი გამომეტყველება. თუმცა არანაკლები ყურადღება და მნიშვნელობა ენიჭება სხვა დეტალებსაც, განსაკუთრებით ადამიანის პოზას და ხელის მტევნებს.
დაუვიწყარი მზერა

პორტრეტზე გამოსახულ ადამიანზე წარმოდგენა გვექმნება იმითაც, თუ როგორი ტანსაცმელი აცვია მას, როგორ გარემოშია იგი გამოსახული ან რა საგნებია მის გარშემო მოთავსებული.

პორტრეტზე შეიძლება ორი ან რამდენიმე ადამიანი იყოს გამოსახული რასაც ჯგუფური პორტრეტი ეწოდება. შემოქმედები სხვადასხვანაირ ჯგუფურ პორტრეტებს ქმნიდნენ. ზოგიერთი მათგანი ისეთ შთაბეჭდილებას ახდენს, თითქოს სურათებზე ასახულ ადამიანებს ერთმანეთთან კავშირი არა აქვთ, მათ მხოლოდ სივრცე აერთიანებს. არის ნაწარმოები, რომლებშიც ადამიანები ბუნებრივ, ცოცხალ ურთიერთობაში არიან გამოსახულნი. ამ შემთხვევაში უფრო ჩანს მათი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ.
დაუვიწყარი მზერა

ფოტოგრაფია პორტრეტების შექმნის შესანიშნავი საშუალებაა. თუ ფოტოსურათზე, უბრალოდ, ადამიანი კი არ არის აღბეჭდილი, არამედ ხდება მისი დახასიათება და გარკვეული განწყობის შექმნა, მაშინ ფოტოსურათი ხელოვნების ნამდვილ ნიმუშად იქცევა[b][/b]. ამის გაკეთება კი იმაზე მხატვრული ხერხით შეიძლება, რომლებსაც მხატვრები იყენებენ სურათის შექმნისას: როგორ არის გადაღებული ადამიანის სახე - ანფასში, პროფილში, თუ სამ მეოთხედში, ახლო თუ შორი ხედვით, როგორი გამომეტყველება აქვს რა პოზაშია, აქსცენტრირებულია თუ არა ხელები, რა აცვია და რა გარემოში იმყოფება.

კატეგორია: ხელოვნება / ART
Tags:

0


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top