;
1 თებერვალი 2012      ANGEL     16 კომენტარი     ნანახია 8224-ჯერ    
კატეგორიაში: ხელოვნება / ART

ქალი მხატვრები

მართალია მხატვრობის ისტორიაში არც თუ ისე მრავალ ქალ მხატვარს მოიძიებთ,
თუმცა ის რამოდენიმე ქალბატონი, რომლებმაც გაბედეს და გვისახსოვრეს თავიანთი შემოქმედება ღირსეულ მხატვრებად მიიჩნევიან და კიდევ უფრო დიადია მათი წვლილი ქალთა ინტეგრაციის კუთხით.

ქალ მხატვრებზე პირველ ჩანაწერებს 3,000 წლის წინანდელ ინდოეთში იპოვით, სადაც მიტჰილაში მხოლოდ და მხოლოდ ქალებს ქონდათ უფლება მოეხატათ ჰინდუს პანთეონი ღმერთების და ქალღმერთების გამოსახულებით. შემდგეგ ქალ-მხატვრებს საბერძნეთში შეხვდებოდით რომელთა შესახებაც წერდა პლინიუს უფროსი, რამოდენიმე მოსაზრებით ხშირად ქალების სახელები იმალებოდა და არ მჟღავნდებოდა.

თუმცა რაც არ უნდა ჩავეძიოთ ისტორიას... არა, ქალი-მხატვრები საკმაოდ ცოტანი თუ იყვნენ, ისინი ხომ ძალზედ დაკავებული გახლდნენ მამაკაცების შთაგონებით! და მათზე ყოველდღიურად, რეალურ ცხოვრებაში ზრუნვით. თუმცა იყვნენ გამონაკლისები, ქალბატონები რომლებმაც თვითრეალიზება მხატვრობაში მოახდინეს. ისინი ძირითადად ხატვას მხატვარი მამის სახელოსნოდან ეცნობოდნენ, სხვაგვარად განათლების მიღება დასაწყისისთვის სრულიად წარმოუდგენელი და მიუღებელი იყო ახალგაზრდა ქალბატონისთვის.



Sofonisba Anguissola 1532-1626
იტალიაში რენესანსის ეპოქაში მოღვაწეობდა.

დაიბადა წარჩინებულ ოჯახში და მისმა მშობლემა იზრუნეს გოგონას მიეღო საუკეთესო განათლება. სოფონისბა და მისი და ლუსია გაგზავნეს სასწავლებლად. ორივე დამ შეიცნო ჭეშმარიტი ხელოვნება და შედევრების მხოლოდ ცქერა არ იკმარეს, მათ თავად მათი შექმნა მოინდომეს, ლუსია ბევრად ნიჭიერი აღმოჩნდა და მხატვრობაში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ის ახალგაზრდა გარდაიცვალა და ანგუისოლას გვარიდან მხატვრობას სოფონისბა შემორჩა, რომელმაც თავისი მხატვრობის დონე თანდანთან სრულყო. გოგონებს არანაირ პრობლემას არ უქმნიდათ მათი სქესი, ისევე როგორც მათ და მინერვას, რომელიც მწერალი გახდა.

თუმცა რა თქმა უნდა ეს არ იყო ხშირი მოვლენა, არისტოკრატი მამის ძალისხმევით ხელოვნების სამყაროში რენესანსის ეპოქის იტალიაში ანგუისოლას გვარის წარმომადგენელმა ქალებმა გზა გაუკვალეს ამ სქესის წარმომადგენლებს. თუმცა სოფონისბა გარკვეული აკრძალვების წინაშე იდგა, მას არ ქონდა უფლება შეესწავლა ანატომია და ეხატა შიშველი ნატურები - რადგან ქალი გახლდათ. ეს კი რენესანსის ეპოქის მხატვრობის შესწავლაში საკმაოდ მნიშნველოვან როლს თამაშობდა. სოფონისბამ გადაწყვიტა და პორტრეტებს თავისებური უფრო თავისუფალ სტილში ქმნიდა.



1554 წელს 22 წლის სოფონისბა რომში გაემგზავრა, სადაც მიქელანჯელოს შეახვედრეს! რომელმაც გოგონა დამოძღვრა და რამოდენიმე გაკვეთილი ჩაუტარა, ეს უდიდესი პატივი იყო. მიქელანჯელოს მომტირალე ბიჭის დახატვა დაუვალებია, სოფონისბამ მაშინ დახატა Boy Bitten by a Crayfish, რომელიც ოსტატს გაუგზავნა. მიქელანჯელომ ამოიცნო ტალანტი! სოფონისბას საკუთარი ჟურნალიდან რამოდენიმე სკეჩი მისცა და სთხოვა მისეული ვერსიით გადაეხატა, დაახლოებით 2 წლის მანძილზე მიქელანჯელოსა და სოფონისბას შორის ნახატების გაცვლა-გამოცვლის სახით სწავლება მიმდინარეობდა. სოფონისბას შესახებ შესანიშნავ აღწერა-ცნობას გვიტოვებს ჯორჯიო ვაზარი:

‘Anguissola has shown greater application and better grace than any other woman of our age in her endeavors at drawing; she has thus succeeded not only in drawing, coloring and painting from nature, and copying excellently from others, but by herself has created rare and very beautiful paintings."


ტილო: ბერნარდინო კამპი ხატავს სოფონისბას, გვიანი 1550



Sofonisba Anguissola - შემოქმედება:


ესპანეთის დედოფალ ელიზაბეტის პორტრეტი



სოფონისბამ იტალიაში გზა გაუხსნა ისეთ ქალ-მხატვრებს, როგორებიც არიან Lavinia Fontana (1552-1614),
Barbara Longhi (1552-1638), Fede Galizia (1578-1630), Artemisia Gentileschi (1593-1652)

ბოლონიელი (იტალია) ლავინია ფონტანას ტილო, რომელიც თმიან ბავშვს ასახავს.




Artemisia Gentileschi

იტალიელი მხატვარი ბაროკოს სტილში 1593–1652
დიდი დაბრკოლებებით აღსავსე იყო მისი მხატვრობა და ცხოვრება, თუმცა მოახერხა და გახდა პირველი ქალი მხატვარი, რომლისთვისაც ეს შემოსავლის წყარო იყო და იმდენივეს უხდიდნენ (ჩაება თავისი დროის სამხატვრო-ბიზნესში) და ისევე აფასებდნენ, როგორც მამაკაც მხატვრებს.

ასახავდა ბიბლიურ და მითოლოგიურ ისტორიებს, სადაც ქალის ემოციებს საოცრად მკაფიოდ და მძაფრად გამოსახავდა, რაც მისი პირადი ისტორიით იყო გამოწვეული.

დაიბადა რაღა თქმა უნდა მხატვრის ოჯახში. მამა მხატვარი Orazio Gentileschi, რომელიც კარავაჯიოს სტილს აგრძელებდა. არტემიზაც მამის ხაზს აგრძელებდა, თუმცა უფრო ნატურალისტურად გამოსახავდა ვიდრე იდეალისტურად. მამა მხარს უჭერდა ქალიშვილს და სწორედ მისი დახმარებით, ვის გარეშეც წარმოუდგენელი იქნებოდა ახალგაზრდა ქალბატონის ამ წრეში გარევა - მითუმეტეს მორალური თვალსაზრისის გათვალისწინებით.



1612 წელს ორაზიო ასევე იტალიელ მხატვარ აგოსტინო ტასისთან (Agostino Tassi) ერთად მუშაობდა ერთ პროექტზე. ნიჭიერი მხატვარი მამამ არტემისიას კერძო მასწავლებლად მოიწვია. რომელმაც მარტო დარჩენილი არტემისია გააუპატიურა (მეორე კაცის დახმარებით), თუმცა გოგონამ ეს მოზღვავებული ლტოლვა შეუნდო და აგრძელებდა მასთან სწავლასა და სექსუალურ კავშირს, იმის რწმუნებით რომ მალე დაქორწინდებოდნენ. თუმცა როდესაც გამჟღავნდა არტემისიას სხვა მამაკაცთან ურთიერთობის ამბავი ტასიმ ქორწინებაზე უარი განაცხადა. საქმე სასამართლომდე მივიდა, სადაც არტემისიას მამა ქორწინებას ითხოვდა. საქმის მსველობასთან ერთად გაირკვა, რომ ტასი მისი იმჟამინდელი მეუღლის მკვლელობას და მის პატარა დასთან ერთად გაქცევას გეგმავდა ორაზიოს ნახატებიანად, რომელთა მოპარვასაც გეგმავდა. გინეკოლოგიური ტესტის შემდეგ არტემიზიასთან კავშირის გამო (ქალიშვილობის დაკარგვის) ტასის 1 წლიანი სასჯელი მიუსაჯეს. საქმის დახურვიდან მალევე მამამ არტემისია ფლორენციელ მხატვარს მიათხოვა - Prudentia Gentileschi.

არტემისია ცნობილია ისტორიაში მისი ფემინისტური შეხედულებებით.

გადაღებულია ფილმი Artemisia (1997)

17 წლის ასაკში შექმნა ტილო Susanna e i Vecchioni.







Elisabetta Sirani

1638-1665. იტალიელი მხატვარი ბაროკოს სტილში.
Giovanni Andrea Sirani -ის ქალიშვილი (აგვერთვე მხატვარი). მამის მხატვრობიდან წასვლის შემდეგ (ავადმყოფობის გამო) მამის სახელოსნო დაიკავა და თავად უწევდა ემალის გამოწვით და მხატვრობით ოჯახის რჩენა, ამ ყოველივეს კი პროფესიონალურ დონეზე 17 წლის ასაკში დაეუფლა. სახელოსნოში დები ბარბარა და ანა მარია ეხმარებოდნენ. მისმა ნახატებმა მალე მთელი იტალია აალაპარაკა. მოგვიანებით გახსნა სკოლა ქალთათვის, რადგან არა მხატვარი მამის ოჯახში დაბადებული ქალიშვილებისთვის ხელოვნების შესწავლის სხვა გზა არა იყო რა თუ არა ქალის მიერ დაარსებულ სკოლაში სწავლა.





Adélaïde Labille-Guiard

ფრანგი მინიატურისტი და მხატვარი, ძირითადად პორტრეტებს ქმნიდა. 1749-1803
მიმდინარეობა: როკოკო, ნეოკლასიციზმი

როგორ მოახერხა ადელაიდა ლები-ჟიარიმ განათლების მიღება და ადგილის დამკვიდრება ცალკე აღსანიშნავია. მაშინდელი საზოგადოების მოსაზრებით მიუღებელი იყო ხატვის ოსტატს ახალგაზრდა გოგონები აეყვანა მოსწავლედ. თავისმხრივ ეს ქალიშვილის რეპუტაციაზე ცუდად იმოქმედებდა და ასევე მიიჩნევდნენ, რომ მამაკაცთან ასე ახლო კონტაქტში ქალი ვერ მოახერხებდა ხატვაზე კონცენტრირებას.

ავტოპორტრეტი 1785



ადელაიდა ოჯახის მეგობარს ფრანსუა-ელი ვინსენტს მიებარა, შვედ მხატვარს, რომელიც მის ვაჟიშვილთან ფრანსუა-ანდრესთან ერთად ასწავლიდა ადელაიდან ხატვას. შემდგომში პასტელში ხატვისათვის მორის კვენტინ დე ლატურს მიებარა. ადელაიდა დაეუფლა ხატვის ხელოვნებას, ის პირველი ქალი იყო, რომელიც პარიზის სამეფო სამხატვრო აკადემიაში მიიღეს (cadémie royale de peinture et de sculpture ).

თუმცა ეს მარტივად არ მომხდარა. ადელაიდას დასწამეს ცილი, რომ ის მასწავლებლის ვინსენტის ნახატებს ასაღებდა მისად და ასევე სექსუალურად აღვირახსნილობაში და დაუკმაყოფილებლობაში სდებდნენ ბრალს, რასაც რა თქმა უნდა მისი მისწრაფებების გამო მიიჩნევდნენ - საზოგადოებაში გაჭრილიყო. საბედნიეროდ ადელაიდას მხარს უჭერდა სამეფო აკადემიის ხელმძღვანელის მეუღლე-გრაფინია!

20 წლის ასაკში ადელაიდა ლაბილმა იქორწინა ნიკოლას ჟიარზე, რომელსაც დაახლოებით 10 წელიწადში გაშორდა და იქორწინა იმ დროისათვის უკვე ცნობილ და დაფასებულ მხატვარზე ფრანსუა-ანდრე ვინსენტზე (François-André Vincent), რომელთან ერთადასაც სწავლობდა ხატვას მამამისის სახელოსნოში. François-André Vincent ნეოკლასიციზმის მიმდევრობის ერთერთ ფუძემდებლად ითვლება. ადელაიდამ პარიზში პირველი ქალთა სამხატვრეო სკოლა დაარსა, რომელმაც პირველივე წელს (1783) 9 ქალი-მოსწავლე მიიღო, რამაც ყველა გააკვირვა.


ავტოპორტრეტი

ადელაიდასთვის პოზიორობდნენ მინისტრები, სამეფო ოჯახის წევრები, დიდგვაროვნები და პარიზის ნაღები საზოგადოება. თუმცა ფრანგული რევოლუციის შემდგომ მოსთხოვეს არისტოკრატიის პორტრეტების დაწვა! რევოლუციის შემდგომ ადელაიდა რევოლუციონერების პორტრეტებს ქმნიდა და სრულიად მის შემოქმედებას მათი მოღვაწეობის გარშემო აგებდა, რევოლუციის კრახის შემდეგ ფრანსუა-ანდრე ვინსენტთან და ორ მოსწავლესთან ერთად ტოვებს პარიზს, თუმცა მალევე ბრუნდება და ლუვრში სალონის გახსნის უფლებას იღებს!




Louise Élisabeth Vigée Le Brun
1755-1842
მიმდინარეობა: როკოკო, ნეოკლასიციზმი

მარი ელიზაბეტ ლუიზა ვიჟე-ლებრენს ხშირად მოიაზრებდნენ მისი თანამედროვეს ადელაიდა ლები-ჟიარის კონკურენტად, მათ ნახატებსაც ერთმანეთს ადარებდნენ და ხან რომელს დასწამებდნენ მიმბაძველობას და ხან რომელს. თუმცა ყველაფერი მათ სქესს უნდა "დავაბრალოთ" - ორი აქტიური ქალი მხატვარი ერთ პატარა მე-18 საუკუნის საფრანგეთში...


ავტოპორტრეტი, 1782


ჟანასაც გაუმართლა, მისი მამა მხატვარი გახლდათ, რომელმაც გააცნო ქალიშვილს ხატვის საბაზისო საწყისები, შემდეგ კი რამოდენიმე ცნობილ მხატვარს მიაბარა ოჯახმა კონსულტაციებისთვის. 1760 -წლებისთვის ვიჟე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო. მისი სახელოსნო პატენტის მოთხოვნითაც კი განიხილეს.
ჟანას კიდევ ერთხელ გაუმართლა, როდესაც 1776 წელს ჟან ბატისტ პიერ ლებრენს გაყვა ცოლად - მხატვარს და ნახატებით მოვაჭრე-კოლექციონერს, რომელიც იწონებდა მეუღლის შემოქმედებას და მის განვითარებაზეც ზრუნავდა. მალე ვერსალში მიიწვიეს დედოფლის დასახატად! მარია ანტუანეტამ ძალიან მოიწონა მისი პორტრეტი და კიდევ მრავალი პორტრეტი დაუკვეთა. 1783 წელს კი თავად წარუძღვა მოთხოვნას მიეღოთ სამეფო სამხატვრო აკადემიაში, სადაც უკვე სწავლობდა ადელაიდა, თუმცა მიღება საკმაო სირთულეს წარმოადგენდა და დაშვებული კანონით მხოლოდ 4 ადგილი გამოყვეს ქალი-მოსწავლეებისთვის. 1780 წლიდან მეუღლესთან ერთად მოგზაურობდა და ქმნიდა მრავალი არისტოკრატის პორტრეტს და პეიზაჟებს. ამგვარად ვიჟემ თავი აარიდა საფრანგეთის რევოლუციას და მხოლოდ ნაპოლეონის პირადი მოწვევით დაბრუნდა საფრანგეთში. ვიჟე-ლებრენმა ნახატებთან ერთად მემუარებიც დაგვიტოვა, რომლებიც 1835-37 წლებში ქვეყნდებოდა, გარდაიცვალა 86 წლის ასაკში. დაგვიტოვა 660 პორტრეტი და 200 პეიზაჟი.




ძირითადად ხატავდა მარია ანტუანეტას!
რომელსაც როკოკო სტილში გამოსახავდა.


მარია ანტუანეტას პორტრეტი, 1783 მრავლად გააკრიტიკეს უშუალო სიუჟეტის გამო, რომელიც დედოფალს არ შვენოდა, თუმცა ეს თავად მარია ანტუანეტას მოთხოვნა იყო.


ავტოპორტრეტი ქალიშვილთან ჯულისთან ერთად












Angelica Kauffmann

ანჟელიკა კაუფმანი, მე-18 საუკუნის ავსტრიელი მხატვარი, მოღვაწეობდა ბრიტანეთში.
ნეოკლასიციზმის წარმომადგენელი. 1741-1807

ანჟელიკას მამა ღარიბი მხატვარი იყო, რომელმაც ქალიშვილს ხატვა შეასწავლა, დედამ კი მუსიკა. ანჟელიკა ბუნებით ხელოვანი გახლდათ ყოველივე ხელეწიფებოდა ადრეული ბავშვობიდან, თუმცა ხელოვნების დონეზე მხატვრობის აყვანა შეძლო.

მამამ ქალიშვილის ტალანტის გაღვივებაზე იზრუნა და 1754 წელს (13 წლის) მილანში წაიყვანა,
საიდანაც დაიწყეს მოგზაურობა და ახალგაზრდა ანჟელიკა რომში, ბოლონიაში, ვენეციაში.. ყველგან აოცებდა მისი ტალანტით ხელოვნების მოტრფიალეებს. ანჟელიკა ფლობდა ინგლისურ და იტალიურ ენებს (მშობლიური ენა: გერმანული) ამიტომაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა იტალიაში ბრიტანულ საზოგადოებაში. ინგლისის ელჩის მეუღლემ ვენეციიდან ანჟელიკა ლონდონში მიიწვია, სადაც რამოდენიმე გამოფენის შემდეგ სამეფო კარზეც კი წარადგინეს. ანჟელიკას უახლესი მეგობარი გახლდათ Sir Joshua Reynolds, რომლის მითითებითაც ხელმძღვანელობდა ბრიტანეთში მოღვაწეობისას.


ავტოპორტრეტი








Marie-Denise Villers

მარია-დენიზ ლემუა (შემდგომში ვილერი) ფრანგი მხატვარი იყო 1774-1821 წლებში,
ძირითადად ქმნიდა პორტრეტებს. დაიბადა პარიზში ხელოვანთა ოჯახში. მხატვრობით უფროსი დის გავლენით დაინტერესდა. ყურადღება მიიქცია ავტოპორტრეტით, რომელიც 1799 წელს გამოფინა. სამწუხაროდ მარია-დენიზს ცხოვრებაში დიდი ცნობადობა არ მოუპოვებია. მის ნახატებს ისტორია ხშირად სხვის ფუნჯს მიაწერდა. მხოლოდ 1996 წელს იდენტიფიცირდა ცნობილი ტილო «Young Woman Drawing»



კატეგორია: ხელოვნება / ART
Tags:

16


  • Ancho. თქვა:
    2 თებერვალი 2012 19:23 - ID: 16,
    ელენე ახვლედიანი მიყვარს ძალიან ..
    ქალ მხატვრებზე მომაგონდა:))

  • ANGEL თქვა:
    2 თებერვალი 2012 15:37 - ID: 15,
    kukne,
    ეს არ არის ცნობილ ქალ მხატვრებზე. პირველებზეა.

  • kaki თქვა:
    1 თებერვალი 2012 23:10 - ID: 14,
    აუ ისე დზალიან ცოტა ქალი დარცჰა ისტორია მემგონი გენიოსი არცერთი არ იყო. სულ კაცები იყვნენე გამორჩეულები :(

  • kukne თქვა:
    1 თებერვალი 2012 22:51 - ID: 13,
    კარგი ნიუსია, მაგრამ ამათ ყველაზე ცნობილი მხატვარი ქალი ფრიდა კალო აკლია. მადლობა ნიუსის ავტორს!

  • ninikoo თქვა:
    1 თებერვალი 2012 19:53 - ID: 12,
    love

  • nattt თქვა:
    1 თებერვალი 2012 16:49 - ID: 11,
    მეც შევემატები მაგათ რიცხვს wink რო ვხატავ რაღაც საოცრად ვმშვიდდები,ყველაფერზე მეტად მიყვარს love

  • bubu12 თქვა:
    1 თებერვალი 2012 16:47 - ID: 10,
    ვაიმეეეეეეე
    ყველა ძაან მაგარიაა
    love

  • ბაჭია თქვა:
    1 თებერვალი 2012 15:13 - ID: 9,
    ვგიჟდებიიიიიიიიიიიიი drunk

  • mirAnda;) თქვა:
    1 თებერვალი 2012 13:27 - ID: 8,
    კაცებზე ნაკლებად ნიჭიერები არასდროს ვყოფილვართ,უბრალოდ ყოველთვის ვიჩაგრებოდით.პატარა ასაკიდან გოგონებს არწმუნებდნენ ,რომ მათი საქმე მხოლოდ დიასახლისობაა და მეტი არაფერი ეხებათ.სწავლის უფლებას არ გვაძლევდნენ და ეხლა გვეუბნებიან,რომ სამყაროს ყველა გენიოსი კაცი იყო და ქალს ამდენი არ შეუძლია.როგორ უნდა მიგვეღწია რამისთვის ,რპდესაც მუდმივათ გვაკონტროლებდნენ და მარტო კაბებითა და მოდით დაინტერესების უფლება გვქონდა და ესეც იმიტომაც რომ მათ აწყობდათ ლამაზები ვყოფილიყავით.ქალები მხოლოდ იმიტოომ ვართ ,,სუსტი'' სქესი,რომ ფიზიკურად ძლერები არ ვართ და ამ უპირატესობას კაცები ყოველთვის სათავისოდ იყენებდნენ

  • obsessed თქვა:
    1 თებერვალი 2012 13:17 - ID: 7,
    ძალიან კარგი ნოუსია! სულ მაინტერესებდა ქალები რატომ არ იყვნენ უდიდეს მხატვართა სიაში :დ ერთი ახვლედიანი ვიცოდი და ვსო :დ

  • LittleDepp თქვა:
    1 თებერვალი 2012 12:38 - ID: 6,
    აუჩემიკაი ცვხირის დახატვა დღემდღე არ ვიცი ვერ ვხატავ :|||

  • kordzika თქვა:
    1 თებერვალი 2012 12:25 - ID: 5,
    როგორ განსხვავდებიან ამ ნახატებზე ასახული ულამაზესი ქალები დღევანდელი სილამაზისგან (მოდელებს ვგულისხმობ).მრგვალი ფომები და ა.შ. თვალებზეა ძირითადად აქცენტი...აი სილამაზე მესმის love

  • tatushkIIi თქვა:
    1 თებერვალი 2012 12:20 - ID: 4,
    ძალიან ლამაზია ბოლოს ნახატი love

  • elga თქვა:
    1 თებერვალი 2012 11:33 - ID: 3,
    rogor xatavdnen eset saocrebbebs.ai amas qvia namdvili nichi.

  • musikosi27 თქვა:
    1 თებერვალი 2012 11:28 - ID: 2,
    გამუმეორებელი შედევრებია,მეც ვხატავ და გმერტს მადლობა ეს რომ შემიძლია.ხელოვნებაზე დიდი საჩუქარი არაფერია. love ჩვენი ცხოვრება დასაბამიდან.ხელოვნებაა. love

  • demuka თქვა:
    1 თებერვალი 2012 07:53 - ID: 1,
    ნამდვიი შედევრებიი love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top