;
15 მარტი 2012      Ancho.     23 კომენტარი     ნანახია 8262-ჯერ    
კატეგორიაში: ხელოვნება / ART, საინტერესოა

კინოს წარმოშობა

კინომატოგრაფიის აღორძინება
უხმო კინო ⇨ კინოს გენიოსები

"მოძრავი გამოსახულებების" შექმნამ კინო-ხელოვნების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
კინოხელოვნების პირველი ნიმუშები გაუხმოვანებელი ფილმები იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა,
მისმა გმირებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს და უამრავი მაყურებელი მოხიბლეს.
წლევანდელ წელს რამოდენიმე ფილმმა შეგვახსენა კინო-ინდუსტრიის წარსული.

კინოს წარმოშობა/უხმო კინო.

სინამდილეში გამოსახულება არ მოძრაობს, ფილმი შედგება ათასობით კადრისაგან, ანუ სურათისაგან
რომლებიც რეგულარული პერიოდულობით იცვლება მაყურებლის თვალწინ. ყოველი კადრი მეხსიერებაში
რჩება მანამ, სანამ ახალი არ გამოჩნდება. ეს ისეთი სისწრაფით ხდება, რომ განსხვავება კადრებს
შორის არ შეიმჩნევა და მოძრავი გამოსახულება იქმნება. თუმცა კინოს გადაღებისათვის მხოლოდ
სურათები არ კმარა. კინოს შექმნის საშუალება ხელოვანბეს შეექმნათ მას შემდეგ, რაც ამერიკელმა
გამომგონებელმა თომას ალვა ედისონმა პირველი კინოაპარატი შექმნა.

კინოს წარმოშობა

1894 წლამდე მხოლოდ კინეტოგრაფი არსებობდა, მას შემდეგ კი ფრანგმა ძმებმა ოგუსტ და ლუი
ლუმიერებმა
შექმნეს სინემატოგრაფი, რომლის საშუალებითაც ეკრანზე კინოს გაშუქება ხდებოდა.
სიტყვა "სინემაც"(კინო) აქედან მომდინარეობს. მაშინ ფილმებს ძირითადად მხოლოდ ერთი წერტილიდან
იღებდნენ. ნელ-ნელა ცნება კინო უფრო და უფრო ღრმავდებოდა. იმ დროის საუკეთესო რეჟისორმა
ჟორჟ მელიესმა 1902 წელს გადაღებული ფილმით "მოგზაურობა მთვარეზე" მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

(ეს კადრები წლევანდელი ოსკარის ოთხგზის გამარჯვებულ "ჰუგო"-შიცაა ნაჩვენები, ფილმში დაწვრილებითაა ჟორჟ მელიესის შესახებ)



1903 წელს ედვინ პორტერის მიერ გადაღებული ფილმი "ძარცვა მატარებელში" საკმაოდ მრავალფეროვანი
და იმ დროისათვის შედევრული გამოდგა, რადგან კინემატოგრაფიის ისტორიაში პირველად მოხდა
პარალელური მონტაჟის ტექნოლოგია, ერთი სცენიდან მეორეზე გადასვლა.



თანდათანობით კინოს ბიზნესმა უფრო და უფრო მოიხვეჭა სახელი. 1910 წლებში უამრავი კინოთეატრი
გაიხსნა მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ჰოლივუდის ვარსკვლავებს დიდ რეკლამებს უკეთებდნენ, მათზე
დაბეჭდილი, სტატიები, ინტერვიუები თუ პოსტერები საკმაოდ პოპულარული იყო.

ამ პერიოდს მიეკუთვნება კინოხელოვნების უდავო გენიოსი, ამერიკელი რეჟისორი დევიდ უორკ გრიფითი.
მან პირველმა შემოიღო და დანერგა კინოინდუსტრიაში ახალი ხერხები: დაბნელება, დიდი ხედი, მოძრავი
კამერის გამოყენება, ერთსა და იმავე სცენის სხვადასხვა მხრიდან გადაღება და სხვ. მისი ფილმები მსოფლიო
შედევრებს მიეკუთვნება.





ამ დროისათვის კინოინდუსტრია თავი მოიყარა ჰოლივუდში, კალიფორნიაში. შეიქმნა კინოსტუდიები:
Universal Pictures, Warner Brosers. პირველმა მსოფლიო ომმა შეაფერხა მისი განვითარება
ევროპაში, თუმცა ამერიკაში კინოინდუსტრია წინ მიიწევდა. ყველა ფილმი მუნჯური იყო, რადგან
შემქმნელებმა ვერ მოახერხეს ხმის სინქრონიზაცია.

კინოს წარმოშობა კინოს წარმოშობა

უხმო კინოს უდიდესი გენიოსია ჩარლი ჩაპლინი. მისი საოცარი მიმიკითა და ჟესტიკულაციით
უსაზღვრო გრძნობებსა და ემოციებს აფრქვევდა ეკრანიდან. მისი "მაწანწალა" იყო ერთდროულად
მოწყენილი, მოხერხებული და საზრიანი. მისი სიტყვებია: "მაშინაც კი როდესაც თავშესაფარში ვცხოვრობდი ანდა
ქუჩაში დავეხეტებოდი და სარჩოს დავეძებდი, თავს მსოფლიოს უდიდეს მსახიობად ვთვლიდი. ეს რწმენა,
რომელიც ჩემს ტავდაჯერებულობას ემყარებოდა, არასოდეს გამნელებია. ამ რწმენის გარეშე ადამიანს
უსათუოდ დამარცხება ელის."




უხმო ფილმები თანდათან მოსაბეზრებელი ხდებოდა, რამაც ინოვაცია მოითხოვა. 1927 წელს
შეიქმნა პირველი "მოლაპარაკე" ფილმი "ჯაზის მომღერალი"
რომელმაც არნახული წარმატება მოიხვეჭა
და ამრიგად უხმო ფილმები წარსულს ჩაბარდა და კინოინდუსტრიაში ახალი ხანა დაიწყო.



1930-40 იანი წლები კინოინდუსტრიისათვის "ოქროს ხანას" წარმოადგენდა. ამ პერიოდში უამრავი
შედევრული ფილმი შეიქმნა და მსახიობებმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვეს. შემდეგ უკვე ტელევიზია
იპყრობს დიდ აუდიტორიას. უხმო კინემატოგრაფიამ მილიონობით ადამიანი აღაფრთოვანა, თუმცა
"ჯაზის მომღერლის" შემდეგ კინოსტუდიებში ხმის აპარატურა დამონტაჟდა და მსოფლიო "მოლაპარაკე"
ფილმებმა მოიცვა. ბევრი მსახიობი ვერ შეეგუა სიახლეს და კარიერის დატოვება მოუწია.

ჩარლი ჩაპლინი განაგრძობდა უხმო ფილმებზე მუშაობას და მხოლოდ მცირეოდენ ხმის ეფექტს
უმატებდა, მაგრამ ახალ ცვლილებასთან ბრძოლა შეუძლებელი იყო.

სექსუალურმა და დახვეწილმა გერმანელმა მსახიობმა მარლინ დიტრიხმა ჰოლივუდის ფილმებს
პიკანტურობა შეჰმატა. შეუდარებელი იყო მისი გამოხედვა და ეგზოტიკური აქცენტი.

კინოს წარმოშობა

ახალი ტექნოლოგების წყალობით ფილმების ჟანრებიც ჩამოყალიბდა. თავდაპირველად
მიუზიკლებს ანიჭებდნენ რეჟისორები ყურადღებას, საკმაოდ პოპულარული იყო კომედიაც,
სადაც მსახიობების ხუმრობები უფრო მეტად იწვევდა სიცილს რადგან ნათქვამი მაყურებელს
პირდაპირ ესმოდა. განთქმული იყო ვესტერნები და საშინელებათა ფილმებიც კი.

მოგვიანებით, ჰოლივუდის ფილმების უმრავლესობა სპეციალურად ამა თუ იმ ვარსკვლავისათვის
იქმნებოდა. მათგან აღსანიშნავი იყო: გარი კუპერი, ბეტ დევისი, კლარკ გეიბლი, გრეტა გარბო,
კეტრინ ჰეპბერნი და სპენსერ ტრეისი.


კინოს წარმოშობა

კინოინდუსტრიაში უკვე დიდი სისწრაფით უამრავი ფილმი გამოდიოდა, ამიტომ მაყურებელი
ხშირად მსახიობის ხათრით უყურებდა ამა თუ იმ ფილმს. შეერთებული შტატების გარეთ ფილმები
უბრალოდ გასართობი იყო და პროფესიული მიდგომა აკლდა, თუმცა მაინც გამოირჩეოდა ახალი
ხედვა, განსაკუთრებით საფრანგეთში.

გავიხსენოტ შავ-თეთრი დაუვიწყარი ფილმები:
რომაული არდადეგები

კინოს წარმოშობა

ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან


კინოს წარმოშობა

შავ-თეთრმა უხმო ფილმმა წელსაც შეგვახსენა თავი და კინო-აკადემიის გადაწყვეტილებით
2012 წლის საუკეთესო ფილმად მოგვევლინა. არტისტი.

კინოს წარმოშობა

1953 წლიდან შავ-თეთრი ფილმები ფერადმა შეცვალა. საკმაოდ მაღალ საფეხურზე ავიდა
კინო-ინდუსტრია. გამოჩნდნენ აღიარებული ვარსკვლავები, როგორებიც არიან: კერი გრანტი,
ჯეიმს სტიუარტი, მარლონ ბრანდო და ქერა, ფართოთვალებიანი ლამაზმანი, მსოფლიო
სექს-სიმბოლო მერლინ მონრო. მისმა გახმაურებულმა პირადმა ცხოვრებამ და ადრეულმა სიკვდილმა
მასზე ლეგენდები წარმოშვა.

(მისი ცხოვრების ერთ-ერთ ეპიზოდზე წლევანდელი ოსკარის ნომინირებულ
ფილმში "ჩემი კვირა მერლინთან ერთად" არის ნაჩვენები")


კინოს წარმოშობა

ვივიენ ლი და კლარკ გეიბლი ფილმში "ქარწაღებულნი"(1939). მსახიობთა ბრწყინვალე
შერულების, ლამაზი კოსტუმებისა და ფერების ტექნიკურად გამოყენების წყალობით ფილმი
ჰოლივუდის ერთ-ერთ ამაღელვებელ რომანსად იქცა.

კინოს წარმოშობა

ამჟამად, კინემატოგრაფია საკმაოდ მაღალ საფეხურზე დგას და ცნობილი, აღიარებული,
ჩვენთვის საყვარელი რეჟისორები თუ მსახიობები კვლავ გვანცვიფრებენ თავიანთი ნამუშევრებით.


კინოს წარმოშობა
კინოს წარმოშობა
კინოს წარმოშობა
კინოს წარმოშობა
კინოს წარმოშობა
კინოს წარმოშობა
კინოს წარმოშობა
კინოს წარმოშობა
კინოს წარმოშობა
კინოს წარმოშობა
კინოს წარმოშობა
კინოს წარმოშობა
კინოს წარმოშობა
კინოს წარმოშობა

კატეგორია: ხელოვნება / ART, საინტერესოა
Tags:

23


  • Perfection❣ თქვა:
    16 მარტი 2012 19:59 - ID: 23,
    Ancho.,
    არაფრის love დაიმსახურე იმით რომ მაგარი სიახლეა feel

  • adriana თქვა:
    16 მარტი 2012 15:34 - ID: 22,
    მე "სიკვდილი სახელად ჯო" მიყვარს ბრედ პიტი რო გამოდის love

  • ninuccaa თქვა:
    16 მარტი 2012 09:24 - ID: 21,
    რომაული არდადეგები,ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან,"ქარწაღებულნი",ტიტანიკი............. ან სტატიებში მაგარი ხარ ძალიან მომეწონა love wink love love

  • kristi_ თქვა:
    16 მარტი 2012 09:02 - ID: 20,
    რა დავწერო ჩარლიზ ჩაპლინი გენიოო ვგიჟდები love ნიუსი შეუდარებელი love

  • wow_disney_wow თქვა:
    15 მარტი 2012 23:07 - ID: 19,
    ვაიმე რა საოცრებაა :D დღეს ეს გაკვეთილი მაქვს რუსულში რო წავიკითხე სტატია რუსულად ვთარგმნიდი :D საოცრებაა რაა :D

  • megane თქვა:
    15 მარტი 2012 21:29 - ID: 18,
    love love

  • MaRihanna თქვა:
    15 მარტი 2012 21:20 - ID: 17,
    აიიი სუპერრ ნიიუსსიაა სუპეეეეეეეეეერ !

  • elena -elena თქვა:
    15 მარტი 2012 21:17 - ID: 16,
    ქარწაღებულნი love

  • Mari Glonti თქვა:
    15 მარტი 2012 21:12 - ID: 15,
    Super newsia dzalian momewona love zustad dges vlaparakobdit kinomatografiaze xelovnebis gakvetilze

  • Ancho. თქვა:
    15 მარტი 2012 20:56 - ID: 14,
    bubunia:),
    ქალის სურნელი/scent of woman

  • bubunia:) თქვა:
    15 მარტი 2012 20:53 - ID: 13,
    რომაული არდადეგები,ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან love ოდრი როგორ მიყვარსსსსს....საუზმე ტიფანისთან love ვაიმე რამდენი საყვარელი ფილმი თუ რეჟისორი მყავვვსსს love ნიუსი ძალიან მომეწონაააა love ფავორიიიიტტტ... love ბოლოდან მეოთხე ფოტო რომელი ფილმიდანაა???ნანახი მაქვს და ძალიან მომეწონა მაგრამ სახელი არ მახსოვსს??? love

  • tamo თქვა:
    15 მარტი 2012 20:41 - ID: 12,
    Lucy,
    გაიხარე

  • Ancho. თქვა:
    15 მარტი 2012 20:41 - ID: 11,
    rihanna,Melakoo,polly,elga,ta_mo,natukaaa22(უღრმესი მადლობა რითი დავიმსახურე:*:),Lucy,Trouble_Maker,tamo,chyipina,
    უღრმესი მადლობა გოგოებო, როგორ გადაგიხადოთ მადლობა არცკივიცი:* ჩემი ენჯელებო თქვენ განსაკუთრებით:*

  • tamo თქვა:
    15 მარტი 2012 20:14 - ID: 10,
    ყოჩაღ!
    მშვენიერი სიახლეა....

    ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან ვგიჟდები ამ ფილმზეე love

    ბოლოდან მეორე ფოტოზე http://s019.radikal.ru/i633/1203/e6/9dea4ab47af2.jpg ამ კინოს რა ქვია მითხარით :X

  • Trouble_Maker თქვა:
    15 მარტი 2012 20:13 - ID: 9,
    ძალიან კარგი ნიუსია!
    ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან-როგორ მიყვარს ეს ფილმი love

  • natukaaa22 თქვა:
    15 მარტი 2012 19:59 - ID: 8,
    ავტორ დიდ პატივს გცემ love

  • elga თქვა:
    15 მარტი 2012 19:19 - ID: 6,
    dzalian kargi postia. dzvel filmebze vgijdebi. romauli ardadagebi miyvars magrad. kide hitchcockis filmi rebecca qvia magari filmia. uyuret dzvel filmebs bavshvebo

  • polly თქვა:
    15 მარტი 2012 19:18 - ID: 5,
    :)) მაგარია ძაან :*

  • PEPINSI თქვა:
    15 მარტი 2012 19:18 - ID: 4,
    A clockwork Orange love Arizona Dream love The Tree Of Life love Vicky Christina Barcelona love Blow love Breakfast At Tiffany's love The Godfather love L O L: laughing out loud love Amelie love Stealing Beauty love All About my mother love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top