;
27 მაი 2012      SaaL--SanzOna     23 კომენტარი     ნანახია 4381-ჯერ    
კატეგორიაში: ხელოვნება / ART

fashion illustrator - Sabine Pieper

მოდური ილუსტრატორის კარიერა და შემოქმედება - Sabine Pieper

Sabine Pieper-ი მოდური ილუსტრატორია, რომელიც ცნობილი და საკმაოდ პოპულარულია უცხოეთში. მის მეორე
პროფესიას ფოტოგრაფობა წარმოადგენს. ის 1980 წელს დაიბადა, მის კარიერასა და მოღვაწეობას კი ბერლინში აგრძელებს.
მას ფართო ურთიერთობები აქვს ცნობილ, მოდურ წამყვან ჟურნალებთან. მისი ილუსტრაციები ხშირად ხდება სხვადასხვა
წიგნების გაფორმების საშუალება, ასევე ხშირად ეწყობა მისი პერსონალური გამოფენები. ის უფრო პოპულარული ხდება.

Vlisco არის ცნობილი ბრენდი, რომელთანაც საბინს ხშირად აქვს ხოლმე ურთიერთობა, რაც მათ თანამშრომლობაში
გამოიხატება. 2011 წელს ილუსტრატორმა სპეციალურად ბრენდისთვის რამდენიმე არაჩვეულებრივი ჩანახატი შექმნა.
მისი სტილი განსხვავებულია. ადამიანის სახეს, ნაკვთებს და სხვადასხვა დეტალებს, მუქ ან შავ-თეთრ ტონალობებში
წარმოგვიდგენს, ტანისამოსს კი მთლიანად უკეთებს აქცენტს და მკვეთრ ფერებს გვთავაზობს. ტექნიკა, რომელიც ამ
ნახატებში მან წარმოგვიდგინა, მართლაც ელეგანტურისა და წარმოსახვითი სტილის არაჩვეულებრივ კომბინაციას ქმნის.

fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper

2011 წლის ამ ნახატებზე, რომელიც საკომუნიკაციო ბრენდისთვის შეიქმნა, გადაღებულია მოკლე ვიდეო-კლიპიც.



აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ბრენდმა ილუსტრატორისგან საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ აიღო, სადაც საბინი
საუბრობს მის კარიერაზე,
პირველ ნაბიჯებზე, სიყვარულზე ხელოვნებისადმი და ფოტოგრაფიაზე.

მოგვიყევით უფრო მეტი თქვენი კარიერის შესახებ. როდის გადაწყვიტეთ პირველად ილუსტრატორობა ?
ბავშვობიდანვე გატაცებული ვიყავი ხატვით და ყოველთვის რაღაცას ვხატავდი. მას შემდეგ რაც (1999 წელს)
ბერლინში გადავედი საცხოვრებლად, დავინტერესდი ფოტოგრაფიით და რამდენიმე წელი ფოტოგრაფადაც
ვმუშაობდი. ჩემი პროფესიის მიუხედავად იმ დროს მაინც ყველაზე მეტად ხელოვნება, ილუსტრაიცები
მაინტერესებდა, განსაკუთრებით კი მოდური ილუსტრაციები მხიბლავდა. ბოლოს გადავწყვიტე მომეხდინა
ფოკუსირება და ჩემი პროფესიონალური გამოცდილება სწორედ ამ მიმართულებას დავუკავშირე. დავიწყე
ილუსტრაციების ხატვა. ვცდილობდი ორიგინალური ხედვა გამომეყენებინა და ინდივიდუალიზმი შემენარჩუნებინა.
ვცდილობდი სხვანაირი ტექნიკისთვის მიმემართა და შედეგმაც არ დააყოვნა. 2010 წელს, სწორედ მაშინ როდესაც
ქალიშვილი შემეძინა, მე უკვე ილუსტრატორის სახელით დავიმკვიდრე თავი და მუშაობაც დავიწყე. მარტივად, რომ
ვთქვათ ჩემს ინტერესებს წარმოადგენს ჩემი ქალიშვილი, მოდა, ფოტოგრაფია, ხელოვნება და ილუსტრაცია.

როდის გადაწყვიტეთ Vlisco-სთან თანამშრომლობა ?
Anneke Krull-მა, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ, შემომთავაზა რომ მემუშავა ამ ბრენდთან და
კოლექციის, რომელშიც აღმოსავლური დეტალები იგრძნობოდა და თავიდანვე მხიბლავდა, ილუსტრაციები და
ჩანახაზები შემექმნა. მე ერთი წუთითაც არ დავფიქრებულვარ, მაშინვე დავთანხმდი ეს ხომ ჩემი შანსი იყო!
ეს იყო პირველი ცნობილი კამპანია, რომელთანაც მე ვიმუშავე. ეს ახალი გზა და შთაგონება იყო ჩემთვის. რაც
შეეხება თავად ბრენდს, მე მათი ნაწარმით უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ.

რამ შთაგაგონათ, როდესაც ბრენდისთვის ქმნიდით ილუსტრაციებს ?
ეს სხვა არაფერი ყოფილა, თავად ბრენდის კოლექცია იყო. იქ წარმოდგენილი მკვეთრი ფერები, აფრიკელი
ქალები, კონტრასტები, კომბინაციები... ამ ყველაფერმა გამოიწვია ის შედეგი, რაც ნახატებში დაინახეთ.

რას ფიქრობთ ჩვენს თანამშრომლობაზე და ზოგადად ჩვენი კამპანიის მიზნებზე ?
მე ვფიქრობ რომ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ და ნახატების მხრივ, აუცილებლად ყველაზე კარგად
წარმოვადგენთ თავდაჯერებულ, დახვეწილ და ელეგანტურ ქალბატონს. მე არ შემიძლია ყოველთვის
იმაზე ვიფიქრო, თუ რას იფიქრებს სხვა.. მე მხოლოდ შედეგზე ვფიქრობ. ყველაფრის იმედი მაქვს.

როგორც აღვნიშნეთ სხვადასხვა მოდურ წიგნებსა თუ ჟურნალებს ხშირად ამშვენებს
მისი ილუსტრაციები. გავეცნოთ მათ ფოტოკრებულს.

fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper

ასევე თვალი გადავავლოთ ფოტოებს, მისი გამოფენიდან.

fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper

ბოლოს კი მისი ბოლო დროინდელი მოდური ილუსტრაციები.

fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper
fashion illustrator - Sabine Pieper

კატეგორია: ხელოვნება / ART
Tags:

23


  • meducha თქვა:
    7 ივლისი 2012 00:14 - ID: 23,
    მიყვარს რა ილუსტრაციები love love love love love love love love love

  • m_a_n_ch_o თქვა:
    4 ივნისი 2012 19:45 - ID: 22,
    გავგიჟდი ძაან მაგარია love

  • ninikoo თქვა:
    28 მაი 2012 20:50 - ID: 21,
    love

  • liia თქვა:
    28 მაი 2012 15:58 - ID: 20,
    კიდე დადე სხვადასხვა ილლუსტრატორებზე რა

  • dalalo123 თქვა:
    27 მაი 2012 23:04 - ID: 19,
    რამაგარიაა <3

  • miss crazy თქვა:
    27 მაი 2012 22:41 - ID: 18,
    love მაგარია ძაან

    morgendorffer,
    OK, უკეთესები დადე გაგვიხარდება request

  • aNn_♥_memi თქვა:
    27 მაი 2012 22:35 - ID: 17,
    ძაან მაგარი იყოოოო love

  • morgendorffer თქვა:
    27 მაი 2012 22:17 - ID: 16,
    ილუსტრაციები ჩემი სისუსტეა :ს ეს დიდად არ მომეწონა

  • Nat_barca თქვა:
    27 მაი 2012 20:23 - ID: 15,
    ძალიან მომეწონა love კარგი ნიუსია

  • QiQiTo:):) თქვა:
    27 მაი 2012 18:48 - ID: 14,
    ძალიან კარგებია..ნიუსიც კარგია

  • evergreen_angel თქვა:
    27 მაი 2012 18:09 - ID: 13,
    პირველი როი ილუსტრაცია სალომე ღვინიაშვილს მაგონებს :D

  • harrypotter თქვა:
    27 მაი 2012 17:01 - ID: 12,
    მაგარია love

  • Bao-Babi თქვა:
    27 მაი 2012 15:07 - ID: 11,
    აუუუ რა მაგარიაააა love მინდაა რა ძალიან ოთახშიი!!!

  • ბაჭია♥ თქვა:
    27 მაი 2012 14:31 - ID: 10,
    აუ ძაან მაგარია winked love

  • lalaa თქვა:
    27 მაი 2012 13:28 - ID: 9,
    ვაიმე აი ყოჩააღ <3 რა მააგრი ილუსტრაციები აქვს გავგიჟდიი love უუკარგესი ნიუსია love

  • Anch_Bey თქვა:
    27 მაი 2012 13:26 - ID: 8,
    კარგი ნიუსია და ილუსტრატორიც კარგია

  • Mariaaam თქვა:
    27 მაი 2012 13:12 - ID: 7,
    ვგიჯდებიი ამ ილუსტრატორზე love
    არაჩვეულებრივი ნიუსია love

  • TaTunebiii თქვა:
    27 მაი 2012 13:10 - ID: 6,
    love

  • qristi-qristi თქვა:
    27 მაი 2012 13:09 - ID: 5,
    მომწონს ძაან love

  • elga თქვა:
    27 მაი 2012 13:08 - ID: 4,
    ვაუუ რა მაგარიაა უმაგრესი პოსტია love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top