;

7 May 2013      ANGEL     Views 26283    
Category: Advertisment, Georgians, for ANGEL.ge

სამკურნალო სარეაბილიტაციო კურორტი - საირმე
სამკურნალო სარეაბილიტაციო კურორტი საირმე

საირმე წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეებით, მთის კლიმატით გამორჩეული და, რაც მთავარია, სამკურნალო, მინერალური და თერმული წყლის საბადოებით მდიდარი ბალნეოლოგიური კურორტია ზღვის დონიდან 950 მეტრზე. ის უკვე რამდენიმე ათეული წელია მიიჩნევა მნიშვნელოვან საკურორტო ზონად.

ტურ-აგენტების და პრესის წარმომადგენლები კურორტ საირმის დასათვალიერებლად მიგვიწვიეს და მერწმუნეთ, თვალწარმტაცი ბუნებით გარშემორტყმულმა თანამედროვე ინფრასტრუქტურამ და მომსახურებამ მოგვხიბლა და გაგვაოცა, სასტუმროს ფასიც საკმაოდ ხელმისაწვდომია და რაღა თქმა უნდა კვლავ ვესტუმრებით საირმეს ზაფხულის განმავლობაში!



საირმის კურორტი მთელი წლის განმავლობაში იღებს ვიზიტორებს, აქ შესანიშნავი კლიმატია ოთხივე სეზონზე და როგორც ამბობენ "დაავადებამ სეზონი არ იცის" - ამიტომ სამკურნალო ცენტრი აქ მუდმივად, 24 საათის განმავლობაში მუშაობს. საირმეს კურორტზე 4 სასტუმრო, კლინიკა და სპა-ცენტრია განთავსებული, მინერალური წყლების 4 ბიუვეტია მოწყობილი.




წარმოდგენილი 4 ტიპის წყლებიდან ინდივიდუალურად, ძალიან დიდი ყურადღებით ხდება წყლის ტიპის შერჩევა და განისაზღვრება დოზირება, საირმეს კურორტზე ჩასულ ვიზიტორს უფასოდ ეკუთვნის კლინიკაში თერაპევტთან ვიზიტი, რომელიც ამ ყოველივეს განსაზღვრავს და შეადგენს გრაფიკს. შესაბამისი წყლის აღების პუნქტიდან - ბიუვეტიდან კი მინერალური წყლის ჩამოსხმა ღილაკზე თითის დაჭერით საჭირო დოზირებით ხდება.




ბუნების წიაღი, მჩქეფარე მდინარე, სუფთა და დაცული გარემო,
თანამედროვე სასტუმრო, თავშესაქცევი პროგრამები, საბავშვო ზონა

იდეალურია ოჯახური დასვენებებისთვის, სამკურნალოდ და სარეაბილიტაციოდ.

www.sairme.com.ge
დაჯავშნა: www.sairme.com.ge/index.php?Cat=Booking&lang=1
[email protected] / + 995 (32) 240-45-45
www.facebook.com/SairmeResort


სასტუმრო "საირმე"

სასტუმრო "საირმე" -ში ნომრები ტყისა და მდინარის ხედითაა, ფასები სეზონის მიხედვით იცვლება.
აქვეა საირმის საცხობი (bakery) და კაფეტერია, რომელიც სასტუმროს ნომრის საფასურში შედის და უგემრიელეს კერძებს თავაზობს დამსვენებლებს - განახლებადი მენიუ და ადგილობრივი წარმოების ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი.








www.sairme.com.ge
დაჯავშნა: www.sairme.com.ge/index.php?Cat=Booking&lang=1
[email protected] / + 995 (32) 240-45-45
www.facebook.com/SairmeResort


საკურორტო პოლიკლინიკა და სპა-ცენტრი

გამაჯანსაღებელი სპა ცენტრი გერმანელი ფიზიოთერაპევტების ტრენინგებით გადამზადებული პერსონალითაა აღჭურვილი. ატარებს თერმული წყლებით სამკურნალო და სარელაქსაციო პროცედურებს, აქვე ტარდება წიწვის, როზმარინის, ლავანდის, გოგირდის, ტალახის, მკვდარი ზღვის მარილის, თაფლის, შოკოლადის და სხვა ტიპის თანამედროვე მასაჟები წონის დასაკლებად და ა.შ..

სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამა მინ. 2 კვირიანია, ასევე 2 კვირიანია გასახდომი პროგრამა, რომელიც მოიცავს კომბინირებულ პროცედურებს: წყლები, სწორად შერჩეული მენიუ, სასეირნო ბილიკები, ფიტნეს დარბაზი, დახურული და ღა აუზი, თერმული აბაზანები, შარკოს შხაპი და ანტიცელულიტური მასაჟები..






www.sairme.com.ge
დაჯავშნა: www.sairme.com.ge/index.php?Cat=Booking&lang=1
[email protected] / + 995 (32) 240-45-45
www.facebook.com/SairmeResort


კაფეტერია, საცხობი, რესტორანი და გასართობი ცენტრი

ზაფხულის განმავლობაში კაფეტერიაში დეიტურ საკვებსაც სთავაზობენ დამსვენებლებს, რომლებიც დიეტას იცავენ.
აქვეა ღია კაფე და ტერასა, სადაც ზაფხულობით მუსიკალური საღამოები (გასულ წელს უკრავდნენ Band'Roll, Agora live band.) კარაოკე, x-box თამაშები, კინოთეატრი, ფეხბურთის ტრანსლაცია და სხვა გასართობი ღონისძიებები იმართება საღამოობით.

საირმე დაცული ტერიტორიაა, პარკი აღჭურვილია საბავშვო მოედნებით, აქვე შეგიძლიათ ისარგებლოთ ძიძის და ანიმატორის სერვისით. სასტუმროში მოხვედრამდე საჭიროა წინასწარ დაჯავშნა და შეთანხმება თუ რა სერვისის გამოყენებას აპირებთ, რომ მოხდეს პერსონალის მობიზება.















www.sairme.com.ge
დაჯავშნა: www.sairme.com.ge/index.php?Cat=Booking&lang=1
[email protected] / + 995 (32) 240-45-45
www.facebook.com/SairmeResort


Category: Advertisment, Georgians, for ANGEL.ge
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top