;
28 მაი 2013      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 4922-ჯერ    
კატეგორიაში: სარეკლამო სტატია, ქართველები

"ასკანელი ძმები"

კომპანია „ასკანელი ძმები“საწარმოო სიმძლავრეებს ზრდის


ელიტარული ალკოჰოლის მწარმოებელი კომპანია „ ასკანელი ძმები “ საწარმოო სიმძლავრეების გაზრდას აპირებს. საინვესტიციო გეგმები „ასკანელიძმების“ დამფუძნებელმა ჯიმშერ ჩხაიძე ასკანელმა მასმედიის წარმომადგენლებს 23 მაისს ქარხანაში გამართული მედია-ტურის დროს გააცნო.

facebook.com/ Askaneli Brothers

მისი თქმით, ახალი საამქრო ამჟამად პროექტირების ეტაპზეა. მშენებლობა, რომელშიც 3 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება, უახლოეს მომავალში დაიწყება და ISO სტანდარტების სრული დაცვით წარიმართება. ახალი საწარმოო ხაზი გათვლილი იქნება როგორც არსებული ბაზრების მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ასევე ახალი ბაზრების მოძიებაზე, ასორტიმენტის გაზრდაზე და ასკანელის სავაჭრო ნიშნის ღირსეული სახელით დამკვიდრებაზე მსოფლიო ბაზარზე.

მედია-ტურის დროს მასმედიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ქარხანა, დაესწრნენ ღვინისა და კონიაკის ჩამოსხმის პროცესს, გაეცნენ ლაბორატორიის მუშაობის სტანდარტებს, მიიღეს ინფორმაცია კომპანიის საინვესტიციო გეგმების შესახებ და ასევე სხვა და სხვა წლოვანების ქართული ბრენდი და ღვინო დააგემოვნეს.


ქარხანა, რომელიც ჟურნალისტებმა დაათვალიერეს 2005 წელს აშენდა და მასში 5 მილიონი ლარი ინვესტიცია ჩაიდო. მისი წარმადობა ერთ სამუშაოდღეში 25 000 ბოთლს შეადგენს. ქარხანა აღჭურვილია Gavagnino & Gatti-ს და Fimer-ის იტალიური წარმოების უახლესი დანადგარებით და გერმანული ბრენდის ZEITZ -ის ფილტრაციის სისტემით. ქარხანას გააჩნია ბრენდის და ჭაჭის სახდელი თანამედროვე აპარატურა. საკონიაკე სპირტები და სამარკო ღვინოები ინახება მუხის კასრებში. წარმოების პროცესის ყველა ეტაპის მკაცრი კონტროლი (მთელი ციკლი ყურძნის მიღებიდან ჩამოსხმამდე და საექსპორტოდ გაგზავნამდე), ასევე სიცივით დამუშავება მაღალი ხარისხისა და ფართო ასორტიმენტის ღვინისა და კონიაკის წარმოების საშუალებას იძლევა. ქარხანაში ფუნქციონირებს უნიკალური დაუძველესი სახდელი, რომელშიც კონიაკის გამოხდა ფრანგული მეთოდით მიმდინარეობს.

რაც შეეხება ხარისხის კონტროლს, როგორც ქარხნის ლაბორატორიის უფროსი თეა ქიტუაშვილია ცხადებს, ხარისხის კონტროლი მუდმივად ხორციელდება და იწყება იმ ნიადაგის შესწავლით, სადაც იზრდება ყურძენი. ლაბორატორია იკვლევს რა რეაქტივებით იწამლება ყურძენი ნაადრევ ეტაპზე, შემდეგ სისტემატურად სიმწიფეში შესვლისას, იღებს საერთო შაქრიანობის ანალიზს, დუღილის დროს მუდმივად ამოწმებს ქიმიურად და გემოზე. „შემოწმების მეთოდები გოსტირებულია და სასმელი გადის შემოწმებას არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ვაგზავნით ნიმუშებს აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გადაკონტროლებისათვის. დამოუკიდებელ და სერტიფიცირებულ ლაბორატორიაში ვიღებთ სერტიფიკატებს, რათა ნებისმიერ ქვეყანაში გვქონდეს პროდუქციის გაგზავნის უფლება. რაც მთავარია, ვირჩევთ მხოლოდ მაღალხარისხიან წითელ და თეთრ ყურძენს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებიდან. ალკოჰოლური დუღილის პროცესში ვიყენებთ სპეციალურ საფუვრებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ალკოჰოლური ფერმენტაციის საიმედოობას და ამცირებენ ფერმენტაციის შედეგად არასასიამოვნო არომატების წარმოქმნას. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ იმ პრეპარატებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალხარისხიანი სასმელების მიღებას“ -აცხადებს თეა ქიტუაშვილი.


"ასკანელი ძმები"
ხარისხთან დაკავშირებით „ასკანელი ძმები“-ს მედლებისა და ჯილდოების კოლექციას ამ დღეებში შეემატა „ Decanter 2013 World Wine Awards “-ის სამი ახალი აღიარება. ლონდონში დეკანტერის საერთაშორისო ღვინის 2013 წლის ფესტივალზე დაჯილდოვდა ღვინოები ცოლიკაური 2012 წლის მოსავალი“, „როზე 2012 წლის მოსავალი და საფერავი 2011 წლის მოსავალი“.

კომპანიას „ ასკანელი ძმები “ მუდმივად უწევენ კონსულტაციას უცხოელი სახელოვანი სპეციალისტები. მათ შორის: ივან პრიდა - პროფესორი, მოლდავეთის დამსახურებული მეღვინე, მილოშ მიხლოვსკი - ცნობილი ჩეხი პროფესორი, დეგუსტატორი და ფრანგი სომელიე, ღვინის სპეციალისტი - ჰიუგბო.

ასევე სისტემატურად იმაღლებენ კვალიფიკაციას ქარხნის სპეციალისტები, რომლებიც გადამზადებას ევროპაში გადიან. ტრენინგები მოწვეული ამერიკელი და გერმანელი ტექნოლოგებისა და სპეციალისტების მიერ მათთვის საქართველოშიც იმართება.

კომპანია იცავს მაღალ სტანდარტებს და აკმაყოფილებს სხვადასხვა ბაზრის მოთხოვნებსა და პარამეტრებს. „ასკანელი ძმები“-ს მიერ წარმოებული სასმელები გადის ექსპორტზე აშშ-ში, უკრაინაში, ჩინეთში, გერმანიაში, დიდბრიტანეთში, ესტონეთში, ლიტვაში, ლატვიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, ყაზახეთში, ფინეთში, აზერბაიჯანში და ბელორუსიაში.

კომპანია „ასკანელი ძმები“ 15 წლის წინ დაარსდა და სადღეისოდერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა ქართული ელიტარული ალკოჰოლის მწარმოებელ კომპანიებს შორის. კომპანია აწარმოებს 8 სახეობის კონიაკს, 32 დასახელების ღვინოს, 4 დასახელების ჭაჭას. „ასკანელი ძმების“ პროდუქცია აღიარებულია საუკეთესოდ და მიღებული აქვს 100-ზე მეტი ჯილდო სხვადასხვა გამოფენებსა და დეგუსტაციებზე.

ცნობისთვის: კომპანიის ისტორია სათავეს ბევრად უფრო ადრე, 1880 წელს გურიის სოფელ ასკანაში იღებს და ანთიმოზ ჩხაიძეს უკავშირდება, რომელმაც ასკანაში ღვინის მარანი დაარსა. მის მიერ დამზადებული ღვინოები მრავალფეროვნებითა და განსაკუთრებული არომატით გამოირჩეოდნენ. ანთიმოზ ჩხაიძის შთამომავლებმა გააგძელეს წინაპრის ტრადიცია და დღეს საქართველოსა და მსოფლიოს საუკეთესო ღვინოსა და ბრენდის სთავაზობენ.



PR office-ის მიწვევით "ასკანელი ძმები"-ს ქარხანაში მისულთ ბავშვთა ანსამბლი "ალილო" შეგვებება ზურა დათიკაშვილის ხელმძღვანელობით, პრესის წარმომადგენელებმა დააგემოვნეს "ასკანელი ძმები"-ს ღვინო, ქარხნის დათვალიერების შემდეგ კი კონიაკსაც შევექეცით ელექტრონულ ვიოლინოზე გიორგი გარბერის მუსიკის ფონზე. ქარხანა კი გვიან საღამოს დატოვეთ, სასმელი რომელიც ასე მოვიწონეთ სასაჩუქრე ნაკრების სახით გადმოგვცეს.











კატეგორია: სარეკლამო სტატია, ქართველები
Tags:

3


  • anukela07 თქვა:
    29 მაი 2013 19:26 - ID: 3,
    ფავორიტებშI სად ჯანდაბიდან შევიტანო,ვერ ვუპოვე ახალ დიზაინს

  • ANGEL თქვა:
    28 მაი 2013 22:57 - ID: 2,
    love ოჰჰ, ვერკვევი უკვე ღვინოებში ნელნელა <3 ძალიან მომეწონა "ასკანელი ძმები"-ს ღვინოები

  • liliana თქვა:
    26 მაი 2013 21:39 - ID: 1,
    ვაუუუ..ფანტასტიური სიახლეა

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top