"სმაილი" წარმოუდგენელი ფასების აქციას იწყებს

"სმაილი" წარმოუდგენელი ფასების აქციას იწყებს

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი " სმაილი " ქსელს აფართოვებს და „ წარმოუდგენელი ფასების “ აქციას იწყებს!

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „სმაილი" სრულიად ახალი კონცეფციის მქონე 3 ახალ მაღაზიას ხსნის და მომხმარებლებს აქციით "წარმოუდგენელი ფასები" ელოდება.
ახალი ობიექტები რუსთავში, ბათუმსა და ”თბილისი მოლში 4000 კვადრატულ მეტრზე განთავდა, სადაც კომპანიამ 50-ზე მეტი ახალი კადრი დაასაქმა.

კომპანიის ინფორმაციით, ახალი ობიექტების კონცეფცია სრულიად განსხვავებული მოდელით არის შექმნილი და არ გავს „სმაილის“ ან ტექნიკის ბაზარზე არსებული სხვა კომპანიების მაღაზიებს. განსხვავებაში იგულისხმება დიზაინი, პროდუქტის განლაგება და ინტერიერი, რომელიც მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტულად მოეწყო, რათა ყიდვის პროცესი გაცილებით მარტივი და სასიამოვნო გამხდარიყო.

"თამამად შეიძლება ითქვას რომ ტექნიკის ბაზარზე "პიონერები" ვართ - ერთდროულად მსგავსი მოცულობის ობიექტი ჯერ არასდროს გახსნილა. ეს არის მარკეტის ტიპის სავაჭრო ცენტრები, რომელშიც ღია სალაროა განთავსებული. ასევე ღია დახლებზე გვაქვს წარმოდგენილი მობილური ტელეფონები, ფოტო-ვიდეო აპარატურა, კომპიუტერები და პირადი მოხმარების ტექნიკა. მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი ყველასთვის ხელშესახები გახდა და ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი ტექნიკა თავად შეამოწმოს” - აცხადებს კომპანიის კომერციული დირექტორი ტარიელ მაჭავარიანი.

კომპანია ახალ ობიექტებში მისულ მომხმარებლებს უამრავ სიახლეს შესთავაზებს. თბილისი მოლში სმაილის მაღაზია საზოგადოებისთვის 31 მაისიდან გაიღება. 2 კვირის განმავლობაში მომხმარებლები სპეციალური აქციებითა და უამრავი სიურპრიზით რუსთავსა და ბათუმშიც ისარგებლებენ.

"თბილისი მოლში სმაილის ახალი ობიექტის გახსნის დღეს, მხოლოდ 31 მაისს თითოეულ მომხმარებელს ნებისმიერ შენაძენზე საყოფაცხოვრებო ტექნიკას გადავცემთ საჩუქრად. ასევე გახსნიდან 5 დღის განმავლობაში რამდენიმე ყველაზე გაყიდვად მოდელს უპრეცედენტო ფასად წარმოვადგენთ. მხოლოდ თბილისი მოლის მაღაზიაში 5 ივნისამდე აქცია სახელწოდებით "წარმოუდგენელი ფასები" გაიმართება, რომლის ფარგლებშიც LCD ტელევიზორები 299 ლარად, გაზქურები და სარეცხი მანქანები 399 ლარად, ხოლო ორკამერიანი მაცივრები 499 ლარად იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა ფასდაკლებები გავრცელდება სხვა პროდუქტებზე" - ამბობს ტარიელ მაჭავარიანი.





პრესკონფერენციაზე "სმაილის" მენეჯმენტი ახალ განსხვავებულ კამპანიაზეც ისაუბრებს. პარტნიორ ბანკებთან ერთად კომპანია მთელს ქსელში ექსკლუზიურ აქციას იწყებს. "მხოლოდ ივნისის თვეში მომხმარებელებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ უპრეცედენტო შეთავაზებით. კერძოდ, შეიძინონ მათთვის სასურველი ნებისმიერი საოჯახო ტექნიკა 3-წლიანი უპროცენტო განვადებით. აღნიშნული აქცია ტექნიკის ბაზარზე უპრეცედენტოა და მხოლოდ „სმაილის“ მაღაზიათა ქსელში იმართება. მომხმარებლებისთვის ეს მართლაც უნიკალური შესაძლებლობაა, მთელი სახლი სასურველი ტექნიკით მოაწყონ და შეიქმნან საოცნებო კომფორტი - თვეში მინიმალური შენატანით" - აცხადებს ტარიელ მაჭავარიანი.


„სმაილის“ საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს საოჯახო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის, აუდიო-ვიდეო, ასევე კომპიუტერული ტექნიკისა და მობილურების საცალო ვაჭრობა. კომპანია ოფიციალური დისტრიბუტორია ისეთი ცნობილი ბრენდების, როგორიცაა: Samsung, Panasonic, Indesit, Hotpoint-Ariston. ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით „სმაილი“ 10 მაღაზიას აერთიანებს. საუკეთესო ფასები, ფართო და მუდმივად განახლებული ასორტიმენტი, მომსახურების მაღალი დონე და ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მომხმარებელთან განაპირობებს „სმაილის“ დღევანდელ სახელსა და ადგილს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე.

www.facebook.com/ Geosmiley.ge


თბილისი მოლში „სმაილი“-ს მაღაზიის გახსნასთან დაკაშირებით სპეციალურად იაპონიიდან ჩამოვიდა „პანასონიკის“ წარმომადგენელი კოჯი ტერაჯიმა. „პანასონიკს სმაილთან ისტორიული პარტნიორობა აკავშირებს, რომელიც სათავეს 1996 წლიდან იღებს. რომ არა სმაილი, პანასონიკი საქართველოში ნაკლებად ცნობილი ბრენდი იქნებოდა. დიდ მადლობას ვუხდი კომპანიის ხელმძღვანელებს ამ თანამშრომლობისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი მაღალი დონის ტექნიკის მაღაზია, როგორიც სმაილია, მთელ კავკასიაში არ მინახავს - განაცხადა ტერაჯიმამ.
















ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „სმაილი" სრულიად ახალი კონცეფციის მქონე 3 ახალ მაღაზიას ხსნის და მომხმარებლებს აქციით "წარმოუდგენელი ფასები" ელოდება. ახალი ობიექტები რუსთავში, ბათუმსა დათბილისი მოლში 4000 კვადრატულ მეტრზე განთავდა.

www.facebook.com/ Geosmiley.ge

მხოლოდ თბილისი მოლის მაღაზიაში 5 ივნისამდე აქცია სახელწოდებით " წარმოუდგენელი ფასები " გაიმართება, რომლის ფარგლებშიც LCD ტელევიზორები 299 ლარად, გაზქურები და სარეცხი მანქანები 399 ლარად, ხოლო ორკამერიანი მაცივრები 499 ლარად იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა ფასდაკლებები გავრცელდება სხვა პროდუქტებზე!







 
შეაფასეთ სტატია:

 

 

 

 







ავტორი : zvatt 4 ივნისი 2013 03:42
ავტორი : mari mari mari 31 მაი 2013 16:43
პლაზმური ტელევიზოორს დიაგონალი რამდენია 299 ლარიანის?
ავტორი : bibi 30 მაი 2013 12:45
ვაუ რა კარგია ♥♥♥



--------------------------

My Webpage Creatiuli.Com

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება
2007-2014 ANGEL.GE
დიზაინ კოდერი Drizt დიზაინი  
 
Wallpapers - anywallpaper.net
angelge.com                network tools