;
10 აგვისტო 2013      ANGEL     4 კომენტარი     ნანახია 4415-ჯერ    
კატეგორიაში: სარეკლამო სტატია, ქართველები



SAMSUNG -ის პრეზიდენტმა საქართველოში კომპანიის პირველ მაღაზია და სმარტ სკოლ გახსნა!

9 აგვისტოს საქართველოს საგანგებო ვიზიტით კომპანია SAMSUNG-ის პრეზიდენტი ბი ქეი იუნი (Boo-Keun Yoon) ესტუმრა. მსოფლიოში ტექნიკის ბაზარზე ლიდერი კომპანიის პრეზიდენტმა ერთდღიანი ვიზიტის დროს საქართველოში SAMSUNG-ის პირველი ოფიციალური მაღაზიია და კომპანიის ინვესტიციით გაკეთებული სმარტ სკოლა გახსნა.

ვიზიტის ფარგლებში ბი ქეი იუნმა საზეიმო ვითარებაში, სრულიად ახალი კონცეფციის მქონე პრემიუმ კლასის მაღაზია ჭავჭავაძის N48-ში გახსნა. ახალ მაღაზიაში წარმოდგენილი ტელევიზორების, მობილურების, ფოტოაპარატებისა და სხვა ტექნიკის ასორტიმენტი წარმოადგენს მოწინავე ტექნოლოგიებსა და პრემიუმ კლასის მოდელებს.

ამ მაღაზიაში აქცენტი გაკეთდება არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე. მომხმარებლებს მოემსახურებიან SAMSUNG-ის კონსულტანტები ეწ „ელჩები“, რომლებიც დაწვრილებით გააცნობენ და აუხსნიან პროდუქციის უპირატესობებსა და ფუნქციებს. ამ მაღაზიით ჩვენ წარმოვადგენთ ახალ ხედვას, თუ როგორი უნდა იყოს პრემიუმ კლასის მაღაზია და მომსახურება“ - აცხადებს SAMSUNG-ის პრეზიდენტი ბი ქეი იუნი.
















მაღაზიის გახსნის ცერემონიის შემდეგ, სამსუნგის პრეზიდენტმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში გადაინაცვლა, სადაც განათლების მინისტრ თამარ სანიკიძესთან, ვიცე პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან ალექსანდრე კვიტაშვილთან ერთად სმარტ სკოლის კლასი გახსნა.

კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ეს არის პირველი პროექტი, რომელიც SAMSUNG-მა საქართველოში განახორციელა. სმარტ სკოლა წარმოადგენს სასწავლო აუდიტორიას, რომელიც აღჭურვილია SAMSUNG-ის მაღალი ტექნოლოგიის „თაჩ სქრინით“ და ქსელურად მასზე მიბმული პლანშეტებით. სექტემბრისთვის ანალოგიურ კლასს SAMSUNG-ი GIPA-შიც გახსნის. მსგავსი კლასების მოწყობა პირველ საჯარო სკოლაში და პროფესიულ სასწავლებლებშიც იგეგმება.



„მოხარული ვართ ბატონი ბი ქეი იუნის საქართველოში სტუმრობით, მივესალმებით კომპანია SAMSUNG-ის მიერ განხორციელებულ პროექტს და სამომავლო გეგმებს. განათლების სფეროში კერძო სექტორის ჩართულობა განათლების სამინისტროს სტრატეგიულ ნაწილს წარმოადგენს. ვფიქრობ ახალგაზრდების სწავლის დონის ამაღლებაში კომპანია დიდ წვლილს შეიტანს “ - განაცხადა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

„მოხარული ვართ, რომ სმარტ სკოლის პირველი კლასი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპანია Samsung-ის მხარდაჭერით გაიხსნა. ეს არის კერძო კომპანიის და უნივერსიტეტის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი და იმედი გვაქვს, სმარტ სკოლის გახსნა უნივერსიტეტში ჩვენი გრძელვადიანი თანამშრომლობის დასაწყისი იქნება. ეს სიახლე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უნივერსიტეტის განვითარებაში“ - განაცხადა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.




„მოხარული ვარ საქართველოში სტუმრობით. სოციალური პასუხიმგებლობის პლატფორმის ფარგლებში სმარტ სკოლა არის ჩვენი პირველი პროექტი, რომელსაც ძალზედ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და უფრო მასშტაბურს გავხდით. ვაპირებთ ასევე დავაწესოთ SAMSUNG-ის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის და ხელი შევუწყოთ განათლების დონის ამაღლებას - განაცხადა SAMSUNG-ის პრეზიდენტმა ბი ქეი იუნმა.

ბი ქეი იუნი SAMSUNG-ის გენერალურ დირექტორად და პრეზიდენტად 2012 წელს დაინიშნა. სწორედ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში გახდა SAMSUNG-ი LED ტელევიზორების, მონიტორების, მოწინავე ტექნოლოგიების, 3D TV, Smart TV-ს და სხვა მიმართულებების მხრივ № 1 კომპანია მსოფლიოში.

კომპანია SAMSUNG-ი 1938 წელს შეიქმნა და სადღეისოდ, ელექტროტექნიკის მწარმოებელ უდიდეს კომპანიას წარმოადგენს.



კატეგორია: სარეკლამო სტატია, ქართველები
Tags:

4


  • bususi თქვა:
    10 აგვისტო 2013 23:26 - ID: 4,
    ციტატა: Un-known
    ..ბავშვებო რომელი ჯობია თქვენი აზრით რომ ვიყიდო თავიდან სამსუნგი მინდოდა მარა რაგაც ეს ნოკია უფრო მომწონს nokia asha501 კარგია თუ იცით?!
    აი ესააა
    http://www.google.ge/search?client=opera&hs=VeX&channel=suggest&biw=1247&bih=645&tbm=isch&sa=1&q=nokia+asha+501&oq=nokia+asha+501&gs_l=img.3...9654641.9655311.0.9656008.0.0.0.0.0.0.0.0..0.0....0...1c.1.24.img..0.0.0.o0JnCPZh1gs#facrc=_&imgrc=0yn7aLhVod0wyM%3A%3B3-FZb7lDFSor5M%3Bhttp%253A%252F%252Fi.nokia.com%252Fr%252Fimage%252Fview%252F-%252F2447880%252FmedRes%252F2%252F-%252FNokia-Asha-501-one-swipe-jpg.jpg%3Bhttp%253A%252F%252Fwww.nokia.com%252Fglobal%252Fproducts%252Fphone%252Fasha501%252F%3B375%3B375


    ეს S4-ს ჯობს თუ არა ის გაინტერესებს?

  • Un-known თქვა:
    10 აგვისტო 2013 22:34 - ID: 3,
    ..ბავშვებო რომელი ჯობია თქვენი აზრით რომ ვიყიდო თავიდან სამსუნგი მინდოდა მარა რაგაც ეს ნოკია უფრო მომწონს nokia asha501 კარგია თუ იცით?!
    აი ესააა
    http://www.google.ge/search?client=opera&hs=VeX&channel=suggest&biw=1247&bih=645&tbm=isch&sa=1&q=nokia+asha+501&oq=nokia+asha+501&gs_l=img.3...9654641.9655311.0.9656008.0.0.0.0.0.0.0.0..0.0....0...1c.1.24.img..0.0.0.o0JnCPZh1gs#facrc=_&imgrc=0yn7aLhVod0wyM%3A%3B3-FZb7lDFSor5M%3Bhttp%253A%252F%252Fi.nokia.com%252Fr%252Fimage%252Fview%252F-%252F2447880%252FmedRes%252F2%252F-%252FNokia-Asha-501-one-swipe-jpg.jpg%3Bhttp%253A%252F%252Fwww.nokia.com%252Fglobal%252Fproducts%252Fphone%252Fasha501%252F%3B375%3B375

  • silver-jones თქვა:
    10 აგვისტო 2013 21:59 - ID: 2,
    ციტატა: psiqologia
    კარგია ახალი აუდიტორია,რომ გაგვიხსნეს, მაგრამ პირადი გამოცდილებით ვიცი მანდ არ შეგვიშვებენ :D

    სმარტ კლასი კი არრა სხვა კორუსები ინგრევა :D

  • psiqologia თქვა:
    10 აგვისტო 2013 18:13 - ID: 1,
    კარგია ახალი აუდიტორია,რომ გაგვიხსნეს, მაგრამ პირადი გამოცდილებით ვიცი მანდ არ შეგვიშვებენ :D

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top