20 February 2014      ANGEL     Views 4 499    
Category: Advertisment / Concurse / Georgians



13 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, გაუზიარეთ თქვენი "სიყვარულის ისტორია" რაფაელოს
RaffaelloGeorgia აპლიკაციის საშუალებით ან თბილისი მოლის ცენტრალურ ატრიუმში რაფაელოს სტენთან მისვლით
ჩაერთეთ რაფაელოს წამახალისებელ კონკურსში!


კონკურსი "სიყვარულის ისტორია"
ფეისბუქ გვერდი:
facebook.com/RaffaelloGeorgia

ლინკი აპლიკაციაზე:
facebook.com/RaffaelloGeorgia/app_1375078689424986



ამ კონკურსის შესახებ შემთხვევით გავიგე, მაშინ როდესაც რაფაელოს საჰაერო ბუშტს წავაწყდი თბილისი მოლში. იქვე მდგარ სტენდს მივუახლოვდი და პრომო პერსონალს დაწვრილებით გამოვკითხე კონკურსის პირობები. პირობებს დეტალურად ქვევით მოგახსენებთ, მანამდე კი ჩემ ემოციას გაგიზიარებთ.

რომანტიკული განწყობის გაუფერულებაში, ალბათ ტექნოლოგიებმა, ცხოვრების სწრაფმა და დაუზოგავმა რიტმმა ითამაშეს დიდი როლი. დღეს ყველას სადღაც მიეჩქარება, ნაკლებად გვცალია სასიყვარულო ბარათების დასაწერად, განსაკუთრებული გარემოს შესაქმნელად და საყვარელ ადამიანებს გრძნობებს მოკლედ ტექსტური შეტყობინებით ან ფეისბუქზე მიწერილი წერილით ვუზიარებთ. ერთად ყოფნის დროსაც კი გაქრა სურვილი, შევქმნათ განსაკუთრებული, რომანტიკული გარემო.
როცა პრომო პერსონალი კონკურსის დეტალებს მიყვებოდა, ვიგრძენი, როგორ მაკლდა ეს განსაკუთრებულობა ურთიერთობებში და მომინდა ამეღო კალამი, დამეწერა ბარათი და მიმეტანა ჩემი საყვარელი ადამიანისთვის. კიდევ უფრო მეტიც, შთამაგონა, რომ რამე სიურპრიზი მომეწყო.

ავიღე რაფაელოს, ლამაზი, საკონკურსო ბარათი, წამოვიღე სახლში და რასაც ვფიქრობდი და ვგრძნობდი ყველაფერი დავწერე. დღეს, ჩემს საყვარელ ადამიანს რომანტიულ ვახშამზე დავპატიჟებ და ხმამაღლა წავუკითხავ.
როგორც კი ადრესატი წაიკითხავს, და ალბათ გაოცდება კიდეც, რადგან ჩემგან ამას არ ელის, შემდეგ ისევ დავუბრუნებ რაფაელოს ამ ბარათს. რატომაც არა, მიიღოს კონკურსში მონაწილეობა. რომც ვერ გაიმარჯოს და ვიღაცას უფრო ლამაზად წერა ეხერხებოდეს არ ვინერვიულებ. ბარათმა, თავისი საქმე გააკეთა, მე შთამაგონა და მომცა შანსი, რომ გავულამაზო კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩემს საყვარელ ადამიანს.




ახლა კი დაპირებისამებრ გთავაზობთ, კონკურსის პირობებს:

აპლიკანტი ერთხელ, ერთი წერილით იღებს მონაწილეობას. ისტორია უნდა იყოს რეალური და მოგვითხრობდეს რეალურ ადამიანებზე. წერილები დაცულია გასაჯაროებისგან. გამარჯვებული გამოვლინდება არა ლაიქების საშუალებით, არამედ გამოავლენს ჟიური. სულ გამოვლინდება 11 ყველაზე ორიგინალური წერილის ავტორი, რომელთა შორის საჩუქრები გადანაწილდება ქულების მიხედვით:

მობილური ტელეფონი Samsung Galaxy S4 mini; რომანტიული ვახშამი ორი პერსონისთვის რესტორანში „ფუნიკულორი“; პარფიუმერული მაღაზია „ისი პარის“ სასაჩუქრე ბარათი; რაფაელოს სასაჩუქრე კალათა, რომელიც შედგება რაფაელოს 2 შეფუთვისა და თაიგულისგან.



სასიყვარულო წერილი უნდა ჩამოყალიბდეს მოკლედ და მასში გამოხატული იყოს საკუთარი გრძნობები, იქნება ეს სიყვარულის ახსნა, ხელის თხოვნა, მოკლე ისტორია საკუთარ სიყვარულზე, ჩანახატი და ა.შ. წერილის სტილი შეუზღუდავია, მნიშვნელოვანია იყოს ორიგინალური, კრეატიული. აუცილებელია იყოს რეალური და ეძღვნებოდეს რეალურ ადამიანს. განიხილება მხოლოდ ქართულ ენაზე დაწერილი წერილები.



წერილის შესახებ დამატებითი ინფო განთავსებულია ნოუთში: http://on.fb.me/1h6Olec
და აპლიკაციაში: facebook.com/RaffaelloGeorgia/app_1375078689424986






Category: Advertisment / Concurse / Georgians
Tags:

Share it
Comments
Back to Top