;
13 ოქტომბერი 2012      ANGEL     6 კომენტარი     ნანახია 12195-ჯერ    
კატეგორიაში: სარეკლამო სტატია » Medical Group

მედიკალ გრუპი - სახის კანის მოვლა
www.angel.ge -ის რეკომენდაციით:

ულტრათანამედროვე მეთოდებითა და აპარატებით აღჭურვილი
სამკურნალო და ესტეთიურ-კოსმეტოლოგიური ცენტრი:

Medical Group

ვაჟა-ფშაველას 78ა
ტელ.: (+995 32) 214 52 26
(+995) 593 32 01 69
[email protected]

www.medicalgroup.ge
facebook / MedicalGroupCenter


ერთ-ერთი ყველაზე სათუთი თემა ქალისთვის სახის კანის მოვლაა, თუ რა ტიპის მოვლა სჭირდება ჩვენს კანს ამის დადგენაში და მის მოვლაში ვინატრებდით პროფესიონალთა ჯგუფს ეზრუნა. გადავწყვიტეთ თბილისის მასშტაბით მოგვეძიებინა კლინიკა, სადაც ჩვენს სილამაზესა და ჯანმრთელობაზე იზრუნებდნენ გამოცდილ ექიმ-კოსმეტოლოგთა ჯგუფი და პრობლების აღმოფხვრას ძირეულად მიუდგებოდნენ.

მკურნალობის თერაპია ერწყმის კოსმეტოლოგიურ ზედაპირულ პროცედურებს, ეფექტი თვალსაჩინო და ხანგრძლივია. კლინიკაში მედიკალ გრუპი პროფესიონალთა გუნდი გვთავაზობს ულტრათანამედროვე მეთოდებითა და აპარატებით სამკურნალო და ესტეთიურ-კოსმეტოლოგიურ პროცედურებს.
გამოცდილ ექიმთა ჯგუფი ინდივიდუალურად თქვენთვის შეარჩევს საჭირო მეთოდებს და შემუშავდება კომპლექსური პროგრამა საუკეთესო შედეგის მისაღწევად.

მედიკალ გრუპის სერვისებიდან გამოვყოფთ და წარმოგიდგენთ სახის კანის მოვლის პროგრამას
, რომელიც დააინტერესებს როგორც მხოლოდ სახის ზედაპირულად გაწმენდის სურვილის მქონე ქალბატონებს ასევე ახალგაზრდა გოგონებს, რომლებიც ქრონიკულ გამონაყარსა და გაღიზიანებულ აკნეს უჩივიან , ასევე მათ ვისაც გადაღლილობის გამო თუ გენეტიკურად ჩაშავებული თვალის უპეები აწუხებს, ან ნაწიბურები და სხვა წარმონაქმნების მოშორება სურს.

მედიკალ გრუპი - სახის კანის მოვლა
5 რამ, რაც გამოარჩევს მედიკალ გრუპს და ყველაზე მეტად მოგვხიბლა კლინიკაში სტუმრობისას

პროფესიონალი ექიმი კოსმეტოლოგები
■ რომლებიც ესტეთიურ-კოსმეტოლოგიურ პროცედურებთან ერთად სამკურნალო პროგრამას გირჩევენ
■ სრულყოფილი შედეგის მისაღწევად პროცედურებს რამოდენიმე ეტაპად ყოფენ ღრმა და საფუძვლიანი ეფექტის მისაღებად.
საუკეთესო შედეგი არ ნიშნავს აუცილებლად ძვირ მომსახურებას! - ვკითხულობთ მათ საიტზე და ეს მართლაც ასეა, ფასები საკმაოდ დაბალი და მისაღებია, აქვე ხორციელდება ფასდაკლებების სისტემა კომპლექტური მკურნალობის შემთხვევაში
■ და თითოეულ პაციენტს უდიდესი ყურადღება ეთმობა, მკურნალობის სქემას ზედმიწევნით მიყვებიან.

კლინიკაში წარმოდგენილი მეთოდებით კანი იწმინდება სხვადასხვა სიღრმეზე, ყველაზე ღრმა ფენების ჩათვლით. ხდება მკვდარი, გარქოვანებული უჯრედების მოცილება გარკვეულ უბნებზე,ან, საჭიროების მიხედვით, მთელი ზედა ფენის უმტკივნეულო მოცილება და სადა კანის ეფექტის აღდგენა. ეპიდერმისის განახლება, კამედონების (თეთრი და შავი ფერიმჭამელები) მოშორება, ფორების დახურვა მათი ღრმა გაწმენდის შემდეგ, ლაქების მოცილება,აკნეს გამონაყრის ალაგება, კანის ეპითელიზაციის აღადგენა; ხორკლიანის კანის (ბატის კანის) პრობლემის მოგვარება. პროცედურები ატრავმული და უმტკივნეულოა ❢


სახის კანის გაწმენდის სეანსი როგორც წესი დიდ დროს მოითხოვს, შესაძლოა მას 3 საათიც კი დასჭირდეს და კანის ღრმად დამუშავება ხშირად კანის ტრავმირებას და სიწითლეებს იწვევს, მედიკალ გრუპში კანის საფუძვლიანად წმენდისთვის და ტრავმების თავიდან ასაცილებლად 1 სეანსს 2 ნაწილად ყოფენ, რაც ასე განგვიმარტეს: რამოდენიმე დღის შემდეგ მეორე ვიზიტისას კანის ღმა ფენებიდან ჩარჩენილი ჭუჭყის ამოღება ხდება, რაც პირველივე ვიზიტზე ხშირად შეუძლებელია და ხდება ფორების საფუძვლიანი დახურვა. ამგვარად სახის კანის სრულყოფილი გაწმენდა ხდება. სახის კანის გაწმენდის სეანსის ღირებულება არ მატულობს თუ კი მეორედ ვიზიტი გახდება საჭირო ❢


მედიკალ გრუპი - სახის კანის მოვლა
კომპლექსური პროგრამებიდან აღსანიშნავია აკნესთან ბრძოლის პროგრამა:

აკნე და მასთან ბრძოლა

სიმპტომები ყველასათვის კარგადაა ცნობილი: ჩირქოვანი გამონაყარი მისი განვითარების სხვადასხვა სტადიაში.
აკნეს განვითარების მექანიზმში გადამწყვეტი როლი ეკუთვნის ბაქტერიული ფლორის გამრავლებას. აღნიშნული მიკრობი მუდმივად არსებობს კანზე და ცხიმოვან ჯირკვლებში, თუმცა მისი გამრავლებისათვის აუცილებელი, უჟანგბადო არე, იქმნება მხოლოდ ამ ჯირკვლების დაბინძურებისა და ნადებით მათი დაცობისას. პროცესი გარეგნულად ვლინდება აქტიური ელემენტების გამოჩენით კანის გარკვეულ უბნებში - აკნეს გამონაყარი. აკნე განსაკუთრებით ხშირია გარდატეხის ასაკში. კლინიკაში გვთავაზობენ არა მხოლოდ სახის ერთჯერად გაწმენდას, არამედ მკურნალობას!


მკურნალობის დაწყებამდე , მედიკალ გრუპი გთავაზობთ პრობლემის საფუძვლიან, კომპლექსურ დადგენას, რაც მკურნალობის მეთოდის შერჩევისა და სასურველი რეზულტატის მისაღებად გადამწყვეტ როლს ითამაშებს. მხოლოდ ამის შემდეგ მიდმინარეობს მკურნალობა უკვე შემუშავებული (სტანდარტული) ან ინდივიდუალური კომპლექსური სქემით.

დეტალურ ინფორმაციას ამ პრობლემის გადაწყვეტის გზებზე შეგიძლიათ გაეცნოთ Medical Group -ის საიტზე: www.medicalgroup.ge განთავსებული სტატიებიდან:

აკნე და მასთან ბრძოლა; ✔ ცხიმიანი კანის მოვლა; ✔ მშრალი კანის დატენიანება;
სახისა და ქუთუთოების შეშუპების ალაგება;✔ კანის წარმონაქმნების მკურნალობა; ✔ როზაცეის კომპლექსური მკურნალობა


ცხიმიანი კანის აქტიური ცხიმიანობა მცირდება გარდატეხის ასაკის დასრულების შემდეგ, მაგრამ ზოგ შემთხვევაში, ჭარბცხიმიანობა რჩება და შედეგად ყალიბდება ცხიმიანი ტიპის კანი. მსგავს შემთხვევებში მომატებულია ზოგიერთი ჰორმონის კონცენტრაცია სისხლში, რის გამოც აღინიშნება ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერფუნქცია. მსგავსი ტიპის კანი უხეში და ფოროვანია, ზედმეტად ბზინვარეა, ადვილად ღიზიანდება და ჩნდება სხვადასხვა სახის გამონაყარი.

კლინიკა მსგავსი ტიპის კანისთვისაც გთავაზობთ მკურნალობისა და მოვლის სპეციფიურ კომპლექსს. პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია მკურნალობის სქემის კორეგირება.

მედიკალ გრუპი - სახის კანის მოვლა
აპარატურული მიკდროდერმაბრაზია ალმასით

ამ მეთოდის საშუალებით ხდება კანის ზედაპირიდან მისი გარქოვანებული, დანეკროზებული ზედაპირული შრეები მოშორება და გასუფთავებული ზედაპირის "გაპრიალება" სპეციალური აპარატის დახმარებით. პროცედურა ტარდება ალმასის მტვერით დაფარული მეტალის თავებისა და ვაკუუმის გამოყენებით. აპარატი საშუალებას იძლევა საჭიროების მიხედვით ვარეგულიროთ მიკროდერმაბრაზიის მოქმედების სიღმე.


❝პროცედურის შემდეგ კანი იმდენად გლუვი და ელვარეა, რომ პირდაპირ მზად ხართ წვეულებაზე წასასვლელად❞ - აღნიშნავს ქნ. ნანა ლაპიაშვილი (მედიცინის დოქტორი; მედიკალ გრუპი) ჩვენთან საუბარში.
მედიკალ გრუპი - სახის კანის მოვლა
პროცედურა მიზანშეწონილია მოდუნებული, დაღლილი, უსიამოვნო ფერის, ზედმეტად ცხიმიანი და ფორებიანი კანის სამკურნალოდ, ასევე ნაწიბურების, სტრიების, პიგმენტური ლაქების არსებობისას, პოსტაკნეს შემთხვევაში, ჩაკირული ფორების გასახსნელად.

მიკროდერმაბრაზია საშუალებას იძლევა ვაქციოთ კანი აბრეშუმივით ნაზი და გლუვი, ჯანმრთელი ფერის, პიგმენტაციების გარეშე, მივანიჭოთ მას ჩვეული ელასტიურობა და ახალგაზრდული იერი. პროცედურა სახეზე გრძელდება 20-25 წუთს და ვლინდება მომენტალური ეფექტი.


ჩაშავებული თვალის უპეების ალაგება

კლინიკაში ასევე გვთავაზობენ ქუთუთოების შეშუპების და ჩაშავებული უპეების ალაგებას. როდესაც კანი ვიზუალურად მონაცრისფრო-მიწისფერი, გამომშრალი, მოშვებული და უსიცოცხლოა, ქუთუთოები ჩაშავებული და შეშუპებულია. კოსმეტოლოგები მსაგვს კანს პერგამენტის ქაღალდს ამსგავსებენ. ასეთ კანში ნივთიერებათა ცვლა და მიკროცირკულაცია შენელებულია.
ეს ძირითადად გამოწვეულია ფიზიკური გადაღლის გამო, რაზეც სტრეს ფაქტორები მოქმედებს ან შესაძლოა გენეტიკური მემკვიდრეობით გხვდეთ წილად, თუმცა ამ ყოველივეს აღმოფხვრა შესაძლებელია და რაც უფრო ადრეულ ასაკში მით უფრო დიდი შანსია რეზულტატის ხანგრძლივად შენარჩნუნების და განკურნების. ეს პროცედურა საკმაოდ მცირეხნიანი და დაბალფასიანია.

მედიკალ გრუპი - სახის კანის მოვლა
ნაწიბურების მოცილება

კანის თვისებაა დაზიანების შემდეგ სწრაფი რეგენერაცია (აღდგენა), სამწუხაროდ, შეხორცება ყოველთვის არ არის ესთეტიური, რიგ შემთხვევებში ვითარდება ნაწიბური, რომლის ძირითადი მიზეზია კანის მთლიანობის დარღვევის შემდგომ ანთების განვითარება, ხოლო საბოლოოდ ამ ადგილას შემაერთებელი ქსოვილის ჩამოყალიბება ხდება.

ნაწიბურის, რომლებიც ვითარდება ჭრილობის (ოპერაცია, ტრავმა), აკნეს და სხვა სახის გამონაყრის შემდგომ, დამწვრობის თუ ჩუტყვავილა ბატონების შემდეგ შესაძლებელია მათი მოცილება. გაითველისწინეთ, რაც უფრო ახალგაზრდაა ნაწიბური (1 წლამდე), უფრო იოლია მისი ალაგება.


კანის წარმონაქმნების მოცილება

ასევე ხდება კანის წარმონაქმნების მოცილება როგორიცაა პაპილომა, მეჭეჭი, კონტაგიოზური მოლუსკი, კერატომა და კოჟრების მოცილება, რომლებიც ადამიანს უქმნის არა მარტო კოსმეტოლოგიურ, არამედ ფუნქციონალურ პრობლემებს.

კლინიკაში აღნიშნული პრობლემებისგან განკურნება შესაძლებელია აბსოლუტურად უმტკივნეულოდ (ნოზლოლოგიის მიხედვით როგორც აპაატურული, ისე არააპარატურული მეთიდების გამოყენებით) და უმოკლეს ვადებში.


ულტრათანამედროვე მეთოდებითა და აპარატებით აღჭურვილი სამკურნალო და ესტეთიურ-კოსმეტოლოგიური ცენტრი:
Medical Group - ვაჟა-ფშაველას 78ა (წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიასთან, მეტროსთან)
ტელ.: (+995 32) 214 52 26; (+995) 593 32 01 69; [email protected]
www.medicalgroup.ge / facebook / MedicalGroupCenter

კატეგორია: სარეკლამო სტატია » Medical Group
Tags:

6


  • Queen.Mariam♥ თქვა:
    14 ოქტომბერი 2012 18:38 - ID: 6,
    ძალიან მაგარია ვაიმე მინდა ძალიან love ჯერ 16 წლის ვარ და არ მაწუხებს ისეთი არაფერი კი მაქვს შავი წერტილები მაგრამ ცოტა 1 წელიწადში ძალიან მაგრა გავიწმინდავ love

  • Nii♥ თქვა:
    14 ოქტომბერი 2012 01:03 - ID: 5,
    მე მქონდა აკნე და უძლიერეს დერმატოლოგთან ვიმკურნალე..ეხლა პროფილაქტიკის მიზნის 3 კვირა კიდევ ვისვამ ანტიბიოტიკს და მერე სულ მორჩება
    საშინელებაა,მთელი 5 თვე ვმკურნალობდი,სიცოცხლე გამიმწარა ამ ამაზრზენმა დაავადებამ ტუ რა ჯანდაბაცაა,,,კიდევ კარგი მომირჩა

  • taki... თქვა:
    13 ოქტომბერი 2012 23:06 - ID: 4,
    პლაზმოლიფტინგი რა ჯდება არ იცით??? winked

  • ANGEL თქვა:
    13 ოქტომბერი 2012 22:03 - ID: 3,
    Diana_Dea,
    სახის გაწმენდაზე მართლაც კარგი ფასი ქონდათ (სხვებთან შედარებით), მაგრამ ინდვივიდუალურად გეუბნებიან რა დაგჭირდება იმის მიხედვით. მგონი 60 მითხრეს მე

  • Diana_Dea თქვა:
    13 ოქტომბერი 2012 21:52 - ID: 2,
    ფასები როგორია? კარგი იქნება იყოს მითითებული

    ფასებიც რომ იყოს მითითებული კარგია, იცით ფასები?

  • ANGEL თქვა:
    13 ოქტომბერი 2012 21:16 - ID: 1,
    გოგოებო ძალიან მომეწონა მათი სერვისი!
    განსაკუთრებით: ფასი, ის რომ მეორეჯერ გიბარებენ და მართლაც სრულყოფილად გიწმინდავენ სახეს, მაგარი აპარატურაა და უმტკინვეულო პროცედურებია (ვაიმე ეს ყველაზე მეტად:)) და ის, რომ პროფესიონალურად უყურებენ პრობლემას და ეს მარტო 1 ვიზიტი კოსმეტოლოგთან არ არის! პრობლემას ებრძვიან, ასე რომ ვთქვათ "აღრიცხვაზე" ხარ და გმკურნალობენ რა!

    განსაკუთრებით ვურჩევ ყველა ახალგაზრდა გოგოს ვისაც გამონაყარი აწუხებს. მათ საიტზე ნახეთ პლაზმოლიფტინგზე ინფორმაცია, საკუთარი სისხლი რომ შეყავთ გარკვეულ უბნებში და ასე გამონაყარს ებრძვიან ;) უძლიერესი რამ არისო!

    http://medicalgroup.ge/ge/service/skin-care/plazmolifting/
    აკნეს ( გამონაყრების) შემთხვევაში პლაზმის შეყვანა ხდება გამონაყრის ადგილებში, რის შემდეგაც გამონაყარი ლაგდება სწრაფად და უკვალოდ (არ რჩება ლაქები).

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top