;
21 ოქტომბერი 2012      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 3008-ჯერ    
კატეგორიაში: სარეკლამო სტატია » Medical Group

კანის ლიფტინგი - ნაოჭების კორექცია და პროფილაქტიკა უოპერაციოდ


ყველას სურს სილამაზე და ახალგაზრდობა დიდხანს შეინარჩუნოს, ამასთან ბრძოლა კი არ არის ადვილი,
პირველივე ნაოჭის გაჩენისთანავე ქალები მის გასაქრობად ზრუნვას იწყებენ, ექიმების ცნობით კი კანის მოვლა ადრეული ასაკიდანვე უნდა დავიწყოთ. არასასურველი ასაკობრივი ცვლილებების განვითარება ორგანიზმში 25 წლის ასაკიდან იწყება და როგორც წესი, პირველი სიმტომური გამოვლინებები კანზე ჩნდება. უკვე 30-35 წლისათვის კანში კოლაგენის და ელასტინის გამომუშავება 2-ჯერ მცირდება, ირღვევა ნივთიერებათა და უჯრედშორისი სითხის ნორმალური ცვლის ბალანსი, მიკროცირკულაცია, ეცემა კუნთების ტონუსი და იცვლება მელანინის სინთეზის ინტენსივობა.
მედიკალ გრუპი - ANTI-AGE პროგრამა
25 წლამდე პროფილაქტიკა გულისხმობს კანის სისუფთავის დაცვას, ანუ მის სწორ წმენდას გარკვეული პერიოდულობით, აკნეს და პოსტაკნეს პრობლემის სწორ მართვას, მზის სხივებისაგან ადეკვატურ დაცვას, ჯანმრთელი ცხოვრების წესის დაცვას, კანის სტიმულაციურ პროფილაქტიკას. შედეგად კანი დარჩება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჯანმრთელი, შეინარჩუნებს ტონუსს, ჯანსაღ ფერსა და იერსახეს.

25 წლის ზემოთ სასურველია კანის ასაკობრივი ცვლილებების აქტიური პროფილაქტიკის დაწყება. სწორედ ამ ასაკიდან ყალიბდება ის დარღვევები, რომელებიც შემდგომში კუპეროზად, ტელეანგიექტაზიებად, ქუთუთოს კისტად, ნაოჭებად გვევლინება. უმნიშვნელოვანესია ამ ეტაპზე სწორად შეირჩეს ინდივიდუალური კოსმეტიკური პრეპარატები, მიზანშეწონილია მეზოთერაპიული და მსუბუქი მოქმედების აპარატული კოსმეტოლოგიის პროცედურების ჩატარება.

35 წლის ასაკიდან კანის ასაკობრივი ცვლილებების პროფილაქტიკას ემატება კანის ინდივიდუალური მოვლის პროგრამები, რომ შევინარჩუნოთ კანის სრულფასოვანი კვება, მაქსიმალურად ხელი შევუშალოთ მიმიკური და სხვა სახის ნაოჭების გაჩენას, მოვახდინოთ პიგმენტის ზედმეტად ჩალაგების პროფილაქტიკა, კოლაგენის სინთეზის ხელისშეწყობა. ამ ასაკში განსაკუთრებით აქტუალურია პლაზმოლიფტინგი, RF ლიფტინგი, მეზოთერაპია, აპარატული მოვლის სხვა პროცედურები, სპეციალური ნიღბები. აღნიშნული პროდეცურები ინიშნება მხოლოდ ექიმის კონსულტაციით, ინდივიდუალურად.

მეცნიერები, ექიმები, კოსმეტოლოგები ცდილობენ შეებრძოლონ სიბერეს და გაახანგრძლივონ ახალგაზრდობა. არსებობს ამასთან ბრძოლის, როგორც ოპერაციული ჩარევით ბრძოლა, ასევე არაოპერაციულით.

ულტრათანამედროვე მეთოდებითა და აპარატებით აღჭურვილი სამკურნალო
და ესტეთიურ-კოსმეტოლოგიური ცენტრი: Medical Group

ვაჟა-ფშაველას 78ა (წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიასთან, მეტროსთან)
ტელ.: (+995 32) 214 52 26; (+995) 593 32 01 69; [email protected] / www.medicalgroup.ge / facebook / MedicalGroupCenter



Medical Group გთავაზობთ კანის სტრუქტურის აღდგენას, გაახალგაზრდავებას და კანის გადაჭიმვას უოპერაციო, უმტკივნეულო მეთოდებისგან შემდგარი პროგრამებით. მათი მიზანია მიაღწიონ სასურველ შედეგს არა მექანიკური ზემოქმედებით (როგორც მაგალითად, ქირურგიული პლასტიკის შემთხვევაში), ან ხანმოკლე, გარდამავალ ეფექტს, არამედ არაოპერაციულად, ბუნებრივი პროცესების პროვოცირებით კანში ხანგრძლივი რეგენერაციული პროცესების სტიმულირებით, რის გამოც შედეგი მყარია და ხშირ შემთხვევაში რამდენიმე წელსაც გრძელდება ( შეედეგს განაპირობებს კანში კოლაგენისა და ელასტინის ნორმალური ცვლის არღგენა, უჯრედების რეგენერაციის გააქტიურება, კუნთების ტონუსის მოწესრიგება, დატენიანება). კანი იბრუნებს ბუნებრივ იერსა და ელატიურობას, ხდება ლაქების და სხვა ასაკობრივი წარმონაქმნების მოცილება და რაც მთავარია, კანზე არ რჩება მექანიკური ზემოქმედების ნიშნები.

აღნიშნული შედეგის მისაღწევად მოგემსახურებიან კვალიფიციური ექიმი-კოსმეტოლოგები და იზრუნებენ თქვენს გაახალგაზრდავებასა და ჯანსაღი კანის შენარჩუნებაზე. ხანგრძლივი მუშაობის შედეგად შეიმუშავეს მკურნალობის პროგრამა, კონსულტაციის შემდეგ დგინდება, თუ კონკრეტულად რა სჭირდება პაციენტს. ულტრათანამედროვე მეთოდებითა და აპარატებით აღჭურვილ Medical Group -ის სამკურნალო და ესტეთიურ-კოსმეტოლოგიური ცენტრში იყენებენ უმაღლესი ხარისხის, ზღვის მინერალებსა და მცენარეულ ექსტრაქტებზე დამზადებულ კოსმეტიკურ მასალას...



აპარატურულ პროცედურებს შორისაა: ვაკუუმ-ლიმფოდრენაჟი, დარსონვალიზაცია, ულტრაბგერითი სკრაბერი და გალვანოთერაპია, ელექტროკოაგულაცია, რადიოლიფტინგი, ფონოფორეზი, მიკროდერმაბრაზია, უნემსო მეზოთერაპია და უნემსო პლაზმოლიფტინგი.

ANTI -AGE პროგრამა სტანდარტული სქემებია:

RF ლიფტინგი - ეს არის ელექტრული ველის მოქმედება რადიოტალღების დიაპაზონში. პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულო და უსაფრთხოა. პირველი შედეგი ვლინდება მომენტალურად და თანდათან ძლიერდება და ეფექტი რამდენიმე წელს გრძელდება.
მედიკალ გრუპი - ANTI-AGE პროგრამა
RF ლიფტინგის ეფექტი ქირურგიული პლასტიკის, ღრმა ქიმიური პილინგის, მეზოთერაპიის და სხვა ინვაზიური პროცედურების თანაფარდია, ამასთან გააჩნია რიგი უპირატესობებისა:

>> medicalgroup.ge RF ლიფტინგი

- არ საჭიროებს რეაბილიტაციის პერიოდს
- პროცედურა კომფორტული და სასიამოვნოა
- ტარდება ნებისმიერი ტიპის კანზე, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში
- შეიძლება ჩატარდეს წლის ნებისმიერ დროს
- არ ახასიათებს მგრძნობელობა მზის სხივებისადმი
- არ გააჩნია ასაკობრივი ზღვარი
- აქვს ყველაზე ხანგრძლივი ეფექტი დღეს არსებულ პროცედურათა შორის

მედიკალ გრუპი - ANTI-AGE პროგრამა

ბიორევიტალიზაცია - კანის ბუნებრივი გზით გაახალგაზრდავების მეთოდია. იგი წარმოადგენს ინექციურ მეთოდს, რომლის დროსაც კანქვეშ ხდება ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტების შეყვანა. ძირითადად, ბიორევიტალიზაციისთვის გამოიყენება ჰიალურონის მჟავას (რომელსაც ბუნებრივადაც შეიცავს კანი) შემცველი პრეპარატები.
მისი საშუალებით შესაძლებელია კანის სტრუქტურის აღდგენა, იგი ხდება გლუვი, ელასტიური.მეთოდი აუმჯობესებს კანის ფერს, მის რელიეფს, ალაგებს ნაოჭებს, ამცირებს ჰიპერპიგმენტაციის ინტენსივობას. შესაძლებელია მისი გამოყენება ნაწიბურებისა და სტრიების ასალაგებლად.

გალვანიზაცია - გალვანური დენებით თერაპიისას ხორციელდება დაბალი სიმძლავრის და ძაბვის მუდმივი დენით ზემოქმედება გარკვეულ უბანზე. ამ პროცედურის დროს უჯრედებში აქტიურდება იონების გადაადგილება, იცვლება მემებრანების განვლადობის კოეფიციენტი , ფერმენტების ორგანიზმზე ზემოქმედების სიჩქარე და ხარისხი. ასევე ხდება სისხლის და ლიმფის მიმოქცევის გააქტიურება, აქტიურდება ნივთიერებათა ცვლა, ქსოვილების ტროფიკა; დადებითად მოქმედებს პერიფერიულ ნერვულ დაბოლოებებზე; აღადგენს სისხლის და ლიმფური სადინარების კედლების ელასტიურობასა და გამტარიანობას.

მედიკალ გრუპი - ANTI-AGE პროგრამა
პლაზმოლიფტინგი
medicalgroup.ge >> პლაზმოლიფტინგი >> უნემსო პლაზმოლიფტინგი
პროცედურა გულისხმობს საკუთარი სისხლისაგან მიღებული, თრომბოციტებით მდიდარიპლაზმის შეყვანას კანში- გაახალგაზრდავებასა და გალამაზებას საკუთარი ფერმენტების ხარჯზე.
აკნეს ( გამონაყრების) შემთხვევაში პლაზმის შეყვანა სპეციალისტის მიერ ხდება გამონაყრის ადგილებში, რის შემდეგაც გამონაყარი ლაგდება სწრაფად და უკვალოდ (არ რჩება ლაქები).
ღრმა ნაოჭების შემთხვევაში პლაზმის გამოყენება შესაძლებელია ფილერის სახით ნაოჭების ამოსავსებად.
თმის ცვენის შემთხვევაში პროცედურა ააქტიურებს თმის ძირების კვებას, შედეგად მცირდება თმის ცვენის ინტენსივობა და იმატებს ახალი ღერების ამოსვლის ინტენსივობა.

მედიკალ გრუპი - ANTI-AGE პროგრამა
სახის ოვალის გასწორება
>> medicalgroup.ge - სახის ოვალის გასწორება

ასაკის მატების არასასურველი გარეგნული ნიშნებიდან უმთავრესია სახის ოვალის ცვლილება. ეს არის კანის ფტოზი და მოდუნება, სახის კონტურების შესუსტება, შეშუპება და ნიკაპის ქვემოთ ნაოჭების გაჩენა. მიზანშეწონილია ამ პრობლემასთან ბრძოლის დაწყება 30-35 წლის ასაკიდან, მკვეთრი გარეგნული ცვლილებების ჩამოყალიბებამდე.


მეორე ნიკაპის (ღაბაბის) არაოპერაციული მოშორება
>> medicalgroup.ge - ღაბაბის არაოპერაციული მოშორება

მეორე ნიკაპი (ღაბაბი) ვითარდება ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი დაგროვების გამო ნიკაპის მიდამოს ქვემოთ, რასაც თან ახლავს კუნთოვანი ქსოვილის მოდუნება შესაბამის არეში. პრობლემის მიზეზი შესაძლებელია იყოს მემკვიდრული განწყობა, ჭარბი წონა, ან წონაში სწრაფი კლება, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, დიაბეტი, არასწორი სიარულისა და დგომის მანერა, არასწორი კვების წესი.
ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია არაოპერაციულად, კომპლექსური მიდგომით.



Medical Group
ულტრათანამედროვე მეთოდებითა და აპარატებით აღჭურვილი სამკურნალო და ესტეთიურ-კოსმეტოლოგიური ცენტრი.
ვაჟა-ფშაველას 78ა (წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიასთან, მეტროსთან)
ტელ.: (+995 32) 214 52 26; (+995) 593 32 01 69; [email protected] / www.medicalgroup.ge / facebook / MedicalGroupCenter

კატეგორია: სარეკლამო სტატია » Medical Group
Tags:

3


  • nata1990 თქვა:
    23 ოქტომბერი 2012 21:07 - ID: 3,
    კაიააა snow

  • bibi თქვა:
    21 ოქტომბერი 2012 01:09 - ID: 2,
    როომ დავბერდეებიიიიიი winked
    იმედია მოვესწრებიიიიიი
    --------------------------------------------
    My Webpage

  • niniko თქვა:
    20 ოქტომბერი 2012 21:05 - ID: 1,
    საინტერესოააა love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top