;

29 October 2012      niniko     10 Comments     Views 6198    
Category: Advertisment » Medical Group

სხეულის კორექცია - ჭარბ წონასთან და ბრძოლა და ცელულიტის ალაგება

მედიკალ გრუპი - სხეულის კორექცია
იდეალური ტანი არ ნიშნავს იმას, რომ დაზღვეული ხართ ან არ გაქვთ ცელულიტი. ეს ის პრობლემაა რომელიც შეიძლება ქონდეს როგორც ჭარბწონიანს ისე გამხდარსაც. და მაინც რა არის ეს ცელულიტი, რომელიც ყველა ქალის პრობლემა შეიძლება იყოს?

ცელულიტი არის ცხიმოვანი ნაერთების ჭარბი რაოდენობით ჩალაგება კანის ფენაში-ცხიმოვან უჯრედებში. ცელულიტს ასევე ფორთოხლის კანს უწოდებენ, ალბათ ასე თვალნათლივ წარმოგიდგებათ მისი სახე.....ჭარბი ცხიმის მასის ზეწოლა კონკტერულ უბანსა და სისხლძარღვებზე იწვევს ცხიმების, სითხის და ტოქსინების ლოკალურ აკუმულაციას, ამასთან ერთად ზიანდება გარშემო მყოფი ფიბრობლასტები და მკვეთრად აქტიურდება ამ უბნებში ფიბროზული ქსოვილის სინთეზი, შედეგად ვითარდება ცელულიტი ...

რა თქმა უნდა გაგვიჩნდება კითხვა თუ როგორ გავუმკლავდეთ და როგორ ავიცილოთ ის თავიდან? მითუმეტეს რომ სტატისტიკა ჩვენთვის ქალებისთვის ძალიან ყურადსაღებია, რადგან ცხადყო რომ ცელულიტისკენ მიდრეკილია ქალების 85-90%. მთავარი მიზეზი არასწორი ცხოვრების წესია - უმოძრაობა, არასწორი კვება, შემოჭერილი ტანისამოსი და ა.შ. რა თქმა უნდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია მემკვიდრული განწყობა, ჰორმონების ცვლის დისბალანსი.

ცელულიტთან ერთად კარგი იქნება თუ ჭარბ წონასაც განვიხილავთ, რადგან ქალბატონებისთვის ესეც მეტად ყურადსაღები თემაა. ვნახოთ რას გვთავაზობთ Medical Group ამ პრობლემებთან საბრძოლველად


Medical Group

ვაჟა-ფშაველას 78ა (წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიასთან, მეტროსთან)
ტელ.: (+995 32) 214 52 26; (+995) 593 32 01 69; [email protected] / www.medicalgroup.ge / facebook / MedicalGroupCenter

მედიკალ გრუპი - სხეულის კორექცია
ჭარბ წონასთან ბრძოლა

უამრავს აქვს პრობლემა ჭარბ წონასთან დაკავშირებით, ცდილობენ სხვადასხვა გზით მოგვარებას, განსაკუთრებით საფრთხილოა მოზარდებში, რომლებიც ხშირად თვითნებური დიეტებით თუ მედიკამენტების ჩარევით მრავალ პრობლემას იჩენენ. ზოგადად, სიმსუქნე ვითარდება საკვებით მიღებული და გახარჯული კალორიების თანაფარდობის დარღვევისას (თუ არ აღინიშნება მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის, ან თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემა). ამ თანაფარდობის დარღვევის მიზეზი სხვადასხვაა (როგორც ორგანული, ისე არაორგანული), თუმცა ძალზედ მნიშვნელოვანი და ხშირია ჰორმონების ზეგავლენის ნომრალური ინტენსივობის დარღვევა შიმშილისა და სიმაძღრის ცენტრზე (რომელიც მოგრძო ტვინშია განლაგებული).

დღეს აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლის არაერთი მეთოდია ცნობილი (სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ფიზკულტურა, სხვადასხვა სახის დიეტა, მედიკამენტოზური მკურნალობა და ა.შ). მედიკალ გრუპი გთვაზობთ პრობლემის კომპლექსური მიდგომით მოგვარებას, რაც გულისხმობს როგორც დიაგნოსტიკას (ექიმი-ენდოკრინოლოგის კონსულტაციას, საჭირო გამოკვლევებს, ენდორფინების და სეროტონინის დონის შემოწმებას), ასევე შესაბამისი, ინდივიდუალული მკურნალობის სქემის შემუშავებას (ტრანსკრანიალური ელექტროსტიმულაციის, ღრმა გაწმენდის კურსის ჩატარებას, ხელით და აპარატულ მასაჟს, სწორი კვების რეჟიმის შემუშავებას).

კლინიკაში პაციენტის მდგომარეობიდან გამოდინარე ხდება მკურნალობის ინდივიდუალური სქემის შემუშავება.

აღსანიშნავია მედიქალგრუპის შემოთავაზება რომელიც ერთ-ერთი უახლესია,
აპრობრობული (უკვე საქართველოშიც) და ეფექტური მეთოდი.

ტრანსკრანიალური ელექტროთერაპია - ეს არის თავის ტვინის ღეროზე დაბალი ამპლიტუდის იმპულსური (მონო და ბიპოლარული) ელექტროტალღებით ზემოქმედება.
აქედან გამომდინარე, ამ თერაპიის ფონზე ვითარდება სრული რელაქსაცია, სტრესის, დაღლილობის, შიშების, კუნთოვანი დაძაბულობის მოხსნა, ხასიათის გაუმჯობესება, ემოციური ფონი ხდება დადებითი;
ზემოაღნიშნულიდან გამოდმინარე მკურნალობის ეს მეთოდი გვაძლებს საშუალებას ორგანიზმს დავუბრუნოთ სეროტონინის და ენდორფინების გამომუშავების ჩვეული გზა და აგრეთვე თავის თვინს აღვუდგინოთ ლეპტინის მიმართ მგრძნობელობა, ბუნებრივი გზით აღვადგინოთ საკვებზე მოთხოვნილებასა და კალორიების გახარჯვის ბუნებრივი ბალანსი!


მედიკალ გრუპი - სხეულის კორექცია
Medical Group გთავაზობთ ამ ყევლაფერთან საბრძოლველად მეტად შედეგიან პროგრამებს
ცელულიტთან საბრძოლველველად: შეგიძლიათ მიმართოთ როგორც აპარატურულ, ასევე არააპარატურულ მეთოდების კომბინაციას.

ულტრაბგერითი კავიტაცია

ესაა ზედმეტი ცხიმის და ცელულიტის ალაგება უოპერაციოდ, ანუ უოპერაციო ლიპოსაქცია.

პრობლემურ უბანზე ზემოქმედება ხორციელდება დაბალი სიხშირის რადიოტალღებით. რადიოტალღები მოქმედებს ადიპოციტების (ცხიმოვანი უჯრედების) მემბრანაზე, იწვევს მათ ძლიერ რეზონანსულ რხევებს, გარდა ამისა ამ ტალღების მოქმედებით ცხიმოვან უჯრედებში ჩნდება მიკრობუშტუკები. ბუშტუკები შემდგომში იზრდება ზომაში და იწვევს უჯრედის დაშლას, მისი შიგთავსი გადადის თხევად მდგომარეობაში და გამოიდევნება ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით.

ულტრაბგერითი კავიტაციის მეთოდის საშუალებით შესაძლებელია ცელულიტის მკურნალობა კომპლექსში, ცხიმოვანი ზონების მიზნობრივი ალაგება და პრობლემური ზონების კორექცია (ღაბაბი, ხელები, მუცელი, დუნდულოები, კიდურები).

ერთ პროცედურაზე შესაძლებელია 15 გრამამდე ცხიმის დაშლა, რაც შეესაბამება სხეულის გარშემოწერილობის დაახლოებით 2-3 სანტიმეტრით შემცირებას.
ეფექტი ვლინდება მომენტალურად და თანდათან ძლიერდება. პიკს მკურნალობიდან მეექვსე თვეს აღწევს, იძლევა მყარ ეფექტს, რომელიც მინიმუმ 2 წელს გრძელდება.

არის აბსოლუტურად უმტკივნეულო, საჭიროებს წინასწარ, მოსამზადებელ პერიოდს. არ საჭიროებს რეაბილიტაციის პერიოდს.

ანტიცეცულიტურ პროგრამა მოიცავს როგორც აპარატურული - კავიტაციას, RF ლიფტინგს, გარდამავალ პნევმომასაჟს (პრესოთერაპიას), ლიმფოდრენაჟს, ვაკუუმთერაპიას, ელექტროთერაპიას, ვიბრომასაჟს, იონო- და ფონოფორეზს სპეციალური პრეპარატებით; ასევე არააპატურული მეთოდების კომბინაციას - უნემსო და ნემსით მეზოთერაპიას, მიკროდერმაბრაზიას, პლაზმოლიფტინგს).

ულტრაფონოფორეზი

როცედურის მსვლელობისას ხორციელდება ულტრამაღალი სიხშირის ბგერების დახმარებით სამკურნალო ან კოსმეტიკური პრეპარატების შეყვანა კონკრეტულ ადგილზე. მექანიკური რხევის შედეგად კანში ღრმად შესული ნივთიერება და ქმნის სამკურნალო ან კოსმეტიკური მასის დეპოს, საიდანაც პროლონგირებულად, სამი-ოთხი დღის განმავლობაში ნივთრერებების შეწოვა უფრო ღრმა ქსოვილებში ხდება.

ესთეტიურ მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში ულპტაფონოფორეზი აქტიურად გამოიყენება:

მედიკალ გრუპი - სხეულის კორექცია
-ცელულიტის კომპლექსურ თერაპიაში,
-ცხიმოვანი ცვლის დარღვევის დროს,
-სტრიების მოსაშორებლად

არ საჭიროებს გაუტკივარებას, აღდგენით პერიოდს, ცხოვრების წესის შეცვლას და წინასწარ მომზადებას.


პროცედურის ხანგრძლივობა 15-20 წუთია. მიზანშეწონილია 7-15 სეანსის ჩატარება 2-3 დღეში ერთხელ.

ლიმფოდრენაჟი

სახის და ტანის რბილ ქსოვილებზე სპეციალური, აპარატული მეთოდებით მოქმედება, რომლის მიზანია ზედმეტი სითხის და ცვლის პროდუქტების გამოდევნა ლიმფური სადინარების მეშვეეობით. არსებობს ვაკუუმ, ვიბრაციული, ვაკუუმ გორგოლაჭოვანი, ელექტროთერაპიული, პრესოთერაპიული ლიმფოდრენაჟი.

ლიმფოდრენაჟის დახმარებით ხორციელდება უჯრედებსა და ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება, შეშუპებების გაქრობა და სითხის ბალანსის აღდგენა (სხვადასხვა მიზეზების გამო ქვეითდება ლიმფური და სისხლძარღვების ტონუსი, რის გამოც სითხე და ტოქსინები გროვდება უჯრედშუა სივრცეში, ჩნდება შეშუპებები, რომელიც დროთა განმავლობაში თავისით ვეღარ ლაგდება ხოლმე), ლიმფურ სადინრებში ლიმფისა და ვენური სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, ორგანიზმის იმუნიტეტის და ორგანიზმის სტრესთან ზოგადი მდგრადობის ამაღლება.

ამ მეთოდის გამოყენება ხსნის „დაღლილი ფეხების“ სიმპტომს, ებრძვის ცელულიტს, ხსნის „ფორთოხლის კანის“ ეფექტს. გვეხმარება დაწეული დუნდულა კუნთის აწევაში, ახდენს ფიგურის კორექციას.

ააქტიურებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ამცირებს ზომაში პოსტოპერაციულ და დამწვრობის შემდგომ უხეშ ნაწიბურებს, ამცირებს და აქრობს სტრიებს (ორსულობის და მშობიარობის შემდგომი, ლაქტაციის შემდგომი, სიმსუქნის შემდგომი და სხვა მიზეზებით გამოწვეულს).

მედიკალ გრუპი - სხეულის კორექცია
სპეციალური პროგრამა: დუნდულოების კორექცია

დიდი ან/და დაშვებული დუნდულოების კორექციისთვის კლინიკაში შემუშავებულია კომპლექსურ პროგრამები, რომლებიც მოიცავს შემდეგ პროცედურათა კომპლექსს. რომელიც აერთიანებს: კავიტაციას, ვაკუუმ-ვიბრაციულ მასაჟს, ხელით მასაჟი, პრესოთერაპიას, RF ლიფტინგს, მეზოთერაპიას მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 9-14 კვირა.

სპეციალური პროგრამა: მუცლის წინა კედლის (პრესის) კორექციამედიკალ გრუპი - სხეულის კორექცია


Medical Group

ვაჟა-ფშაველას 78ა (წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიასთან, მეტროსთან)
ტელ.: (+995 32) 214 52 26; (+995) 593 32 01 69; [email protected] / www.medicalgroup.ge / facebook / MedicalGroupCenter


Category: Advertisment » Medical Group
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top