;
12 ივნისი 2014      chyipina     3 კომენტარი     ნანახია 2412-ჯერ
კონსერვატორიის სტუდენტს, ნინო ჩიქოვანს აღმოაჩნდა თავის ტვინის უმძიმესი დაავადება
(არტერიულ-ვენური მალფორმაცია). მას ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია საზღვარგარეთ,
რომელიც დაკავშირებულია დიდ თანხებთან.

ნინოს დასახმარებლად შაბათს, 21 ივნისს 12:00 საათზე დედა ენის ბაღში, ჩატარდება
საქველმოქმედო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა
(იხილეთ ივენთი ფეისბუქზე).
აქციაში მონაწილეობის მიღება და ქველმოქმედებაში წვლილის შეტანა ნებისმიერ არტისტს შეუძლია
მისი პირადი ნამუშევრების გაყიდვით. გარდა ამისა, ნინოს შეგიძლიათ დაეხმაროთ აქციაზე არსებული
ნივთების შეძენით (ვინაიდან შემოსული თანხა მთლიანად ნინოს ანგარიშზე გადაირიცხება) ან მის
ანგარიშზე თანხის გადარიცხვით.

საქველმოქმედო აქცია ქართველი ბალერინის დასახმარებლად
Tags:
10 აპრილი 2014      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 1232-ჯერ
თბილისის ზოოპარკის გამწვანების აქცია

ჩვენო გულშემატკივრებო და ერთგულო მეგობრებო!
ა.წ 26 აპრილს, შაბათს, ზოოპარკში გამწვანების აქცია იგეგმება.

თბილისის ზოოპარკის გამწვანების აქცია
თბილისის ზოოპარკი პატარა მწვანე კუნძულია მჭიდროდ განაშენიანებული ქალაქის შუაგულში, სადაც ბავშვებთან ერთად დასვენება და თავისუფალი დროის გატარებაა შესაძლებელი. როგორც იცით, ზოოპარკს მისი მოსაზღვრე ავტომაგისტრალისგან მხოლოდ დაბალი, რკინის ბადე ჰყოფს. სწორედ ამიტომ, დიდი სურვილი გვაქვს, ტერიტორია მაგისტრალისგან ცოცხალი ღობით გავმიჯნოთ და გზის გაყოლებაზე ტუიას წიწვოვანი ბუჩქები დავრგოთ, რაც ლამაზიც იქნება და გარკვეულწილად ცხოველების ვოლიერებსაც დაიცავს მტვრისაგან. ზოოპარკის სიმწვანის შენარჩუნება და გაუმჯობესება ნამდვილად სასარგებლო საქმეა. ამასთან, აქციაში მონაწილეობით, გამწვანებასთან ერთად, ჩვენი ბინადრებისთვის უკეთესი პირობების შექმნაშიც დაგვეხმარებით.

გაეცანით აქციაში მონაწილეობის პროცედურას


Tags:
12 ოქტომბერი 2013      nini.     24 კომენტარი     ნანახია 4639-ჯერ
ცხოველების მიმართ დამოკიდებულებაში ჩვენი სულიერი სამყარო ვლინდება.დღესდღეობით საქართველოში უპატრონო და უსახლკარო ცხოველების პრობლემის მოსაგვარებლად მიმდინარეობს არაჰუმანური მეთოდებით ბრძოლა.მიმდინარეობს ცხოველების მასობრივი განადგურება არაჰუმანური, ”სადისტური მეთოდებით”. არ ხდება დაჭერილი ცხოველების იდენტიფიცირება ანუ მფლობელის დადგენა, სამედიცინო გამოკვლევა და ჯანმრთელი ცხოველის თავშესაფარში გადაყვანა.

საქართველოში არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია და თავშესაფარი, რომლებიც ზემოთ წამოჭრილი პრობლემების მოსაგვარებლად იბრძვიან. ეხმარებიან უსახლკარო ცხოველებს და მოსახლეობას საშუალებას აძლევენ საკუთარი წვლილი შეიტანონ ცხოველთა გადარჩენაში.

Tags:
13 აპრილი 2013      Nanuka.     23 კომენტარი     ნანახია 4196-ჯერ
გიორგი ყორღანაშვილმა უკვე ჩაიტარა გამოკვლევა!

7 აპრილს, ახალგაზრდა მსახიობი, გიორგი ყორღანაშვილი მკურნალობის 1-ლი ეტაპის დასაწყებად ისრაელში გაემგზავრა. 7 აპრილის მონაცემებით მის ფონდში 312,000 დოლარი იყო შეგროვებული, რაც თითოეული ჩვენგანის მხარდაჭერისა და თანადგომის შედეგია. 10 აპრილს, გიორგი ყორღანაშვილის ოფიციალურმა გვერდმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

"მეგობრებო, ბევრი გვეკითხება და აქ საჯაროდ გიპასუხებთ: გიორგი უკვე ისრაელში, "შებას" კლინიკაშია, სადაც ამჟამად იტარებს სრულ გამოკვლევებს, რის მიხედვითაც უფრო დაზუსტდება ჩასატარებელი პროცედურები. ოპერაცია ჯერ არ არის დაგეგმილი, მანამდე, პირველ რიგში რთული მკურნალობის კურსია ჩასატარებელი. სიახლეებს პერიოდულად შეგატყობინებთ. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის".

გიორგი ყორღანაშვილმა უკვე ჩაიტარა გამოკვლევა
Tags:
12 თებერვალი 2012      anka_hsm     49 კომენტარი     ნანახია 4103-ჯერ
სამწუხაროდ საბა გარდაიცვალა. გულითადად ვიზიარებთ მისი ოჯახის მწუხარებას,
ნათელში ამყოფოს ღმერთმა საბას სული, უდარდელად და ბედნიერად.

[დახმარება შეწყვეტილია. არქივი]



წლინახევრის საბა ტყებუჩავას დაუსვეს მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი, პატარა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, სასწრაფოდ ესაჭიროება დიდი ოდენობით სისხლი, რაც მხოლოდ დონორების გზით შეიძლება მიეწოდოს
>> 555 200 694 / 593 73 72 59

ასევე სასწრაფოდ სჭირდება წამალი "ფუნგიზონი" ქიმიო თერაპიის გართულებების თავიდან ასაცილებლადად
>> ProCredit Bank, tbilisi Georgia, ბანკის კოდი: MIBGGE22, ანგარიშის ნომერი: GE81PC0263601200000207 GEL

S O S ! დავეხმაროთ პატარა საბას
Tags:
19 ოქტომბერი 2011      niniko     0 კომენტარი     ნანახია 3535-ჯერ
ხშირად ადამიანებს დახმარება სჭირდებათ, თითოეული ადამიანისთვის ამის გაკეთება კი არც ისე რთულია, საბოლოო ჯამში კი დიდი სიკეთის გაკეთებაში მივიღებთ მონაწილეობას


Tags:



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top