;

13 April 2013      Nanuka.     Views 4432    
Category: Charity, Georgians

გიორგი ყორღანაშვილმა უკვე ჩაიტარა გამოკვლევა!

7 აპრილს, ახალგაზრდა მსახიობი, გიორგი ყორღანაშვილი მკურნალობის 1-ლი ეტაპის დასაწყებად ისრაელში გაემგზავრა. 7 აპრილის მონაცემებით მის ფონდში 312,000 დოლარი იყო შეგროვებული, რაც თითოეული ჩვენგანის მხარდაჭერისა და თანადგომის შედეგია. 10 აპრილს, გიორგი ყორღანაშვილის ოფიციალურმა გვერდმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

"მეგობრებო, ბევრი გვეკითხება და აქ საჯაროდ გიპასუხებთ: გიორგი უკვე ისრაელში, "შებას" კლინიკაშია, სადაც ამჟამად იტარებს სრულ გამოკვლევებს, რის მიხედვითაც უფრო დაზუსტდება ჩასატარებელი პროცედურები. ოპერაცია ჯერ არ არის დაგეგმილი, მანამდე, პირველ რიგში რთული მკურნალობის კურსია ჩასატარებელი. სიახლეებს პერიოდულად შეგატყობინებთ. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის".

გიორგი ყორღანაშვილმა უკვე ჩაიტარა გამოკვლევა
გიორგი თბილისის აეროპორტში, ისრაელში გამგზავრებამდე 7 აპრილს
(ნახეთ ვიდეო)


გიორგი ყორღანაშვილმა უკვე ჩაიტარა გამოკვლევა
გიორგი ყორღანაშვილმა უკვე ჩაიტარა გამოკვლევა
გიორგი ყორღანაშვილმა უკვე ჩაიტარა გამოკვლევა
გიორგი ყორღანაშვილმა უკვე ჩაიტარა გამოკვლევა
გიორგი ყორღანაშვილმა უკვე ჩაიტარა გამოკვლევა
აგრეთვე 7 აპრილს, "ჯულიარდის" სამუსიკო სკოლის არაჩვეულებრივმა მუსიკოსებმა ნიუ იორკში გიორგი ყორღანაშვილის დასახმარებელი კონცერტი გამართეს. კონცერტის ორგანიზატორი გახლდათ კომპანია "Young for Young", რომელიც ქველმოქმედებას ეწევა ახალგაზრდა არტისტებისთვის.

"გიორგი ახლა თვითმფრინავში ზის და მკურნალობის დასაწყებად ისრაელში მიფრინავს. მასზე ძალიან იმოქმედა, როდესაც ვუთხარი, რომ მისთვის კონცერტს ვატარებდით და თქვა, რომ კარგად გახდებოდა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის კარგად გახდება, ისიც ითამაშებს ახალგაზრდა არტისტების დასახმარებლად" - ამ სიტყვებით გახსნა საქველმოქმედო კონცერტი გიორგის მეგობარმა და "ჯულიარდის" სკოლის პიანისტმა დავით ალადაშვილმა.




ჯულიარდის სტუდენტები: დავით ალადაშვილი და ჩელსეა სმიტი (ბეთჰოვენის სონატა)


გიორგი ყორღანაშვილის მიმართვა ხალხს:
გიორგი ყორღანაშვილმა უკვე ჩაიტარა გამოკვლევა

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გიორგის მეგობრებმა სასწაული მოახდინეს და გააკეთეს ის, რაც ყველას შეუძლებელი ეგონა. სულ რაღაც 2 თვის წინ, გიორგის ანგარიშზე 30,000 დოლარიც კი არ იყო შეგროვებული, დღეს კი მისი ფონდი 300,000 დოლარზე მეტს ითვლის. რა თქმა უნდა, გიორგის მეგობრებთან ერთად ახალგაზრდა მსახიობის გადარჩენაში უდიდესი წვლილი შეიტანა სრულიად საქართველომ. ყველამ დაინახა, რომ ერთად დგომით აბსოლიტურად ყველანაირი სირთულის დაძლევა შესაძლებელია!


და ბოლოს, ყველას მოგიწოდებთ, რომ არ შევწყვიტოთ გიორგის დახმარება, რადგან მიზნის მიღწევამდე ძალიან ცოტა გვაკლია. ჩვენ ერთად გადავარჩენთ სიცოცხლეს! დარეკეთ:

09 01 800 804



Category: Charity, Georgians
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top