;
10 აპრილი 2014      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 1225-ჯერ    
კატეგორიაში: ქველმოქმედება, ქართველები



თბილისის ზოოპარკის გამწვანების აქცია

ჩვენო გულშემატკივრებო და ერთგულო მეგობრებო!
ა.წ 26 აპრილს, შაბათს, ზოოპარკში გამწვანების აქცია იგეგმება.

თბილისის ზოოპარკის გამწვანების აქცია
თბილისის ზოოპარკი პატარა მწვანე კუნძულია მჭიდროდ განაშენიანებული ქალაქის შუაგულში, სადაც ბავშვებთან ერთად დასვენება და თავისუფალი დროის გატარებაა შესაძლებელი. როგორც იცით, ზოოპარკს მისი მოსაზღვრე ავტომაგისტრალისგან მხოლოდ დაბალი, რკინის ბადე ჰყოფს. სწორედ ამიტომ, დიდი სურვილი გვაქვს, ტერიტორია მაგისტრალისგან ცოცხალი ღობით გავმიჯნოთ და გზის გაყოლებაზე ტუიას წიწვოვანი ბუჩქები დავრგოთ, რაც ლამაზიც იქნება და გარკვეულწილად ცხოველების ვოლიერებსაც დაიცავს მტვრისაგან. ზოოპარკის სიმწვანის შენარჩუნება და გაუმჯობესება ნამდვილად სასარგებლო საქმეა. ამასთან, აქციაში მონაწილეობით, გამწვანებასთან ერთად, ჩვენი ბინადრებისთვის უკეთესი პირობების შექმნაშიც დაგვეხმარებით.

თბილისის ზოოპარკის გამწვანების აქციაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია,
როგორც ორგანიზაციას, ისე ფიზიკურ პირს.



აქციაში მონაწილეობის პროცედურა:

განსაზღვრეთ, თუ რა თანხის გამოყოფა შეგიძლიათ ნერგების საყიდლად;
გაიარეთ რეგისტრაცია 2-დან 16 აპრილის ჩათვლით: დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 233 29 01, ან დაგვიკავშირდით ელფოსტაზე: [email protected] და მიიღეთ ინფორმაცია ნერგების შეძენის პროცედურასთან დაკავშირებით. ნერგების მოტანას და დასარგავი ადგილების მომზადებას ზოოპარკი გაუწევს ორგანიზებას;
26 აპრილს, 12:00 საათზე, სურვილისამებრ, თავად მიიღეთ მონაწილეობა ნერგების დარგვაში.
თბილისის ზოოპარკი თითოეული ჩვენგანის, ჩვენი და ჩვენი შვილების ზოოპარკია, მისი ბინადრები კი ჩვენი მეგობრები არიან.




შემოგვიერთდით და ჩაერთეთ გამწვანების აქციაში!
ერთად გავაკეთოთ კეთილი საქმე!
ერთად გავამწვანოთ ჩვენი ზოოპარკი!



თბილისის ზოოპარკი
მ. კოსტავას ქ. #64, 0171, თბილისი, საქართველო
ტელ.: (+995 32) 2332901
ფაქსი: (+995 32) 2213050
მობ.: (+995) 595 33 35 72
[email protected]
www.zoo.ge
www.facebook.com/TbilisiZoo

კატეგორია: ქველმოქმედება, ქართველები
Tags:

2


  • SHERLOCKED318 თქვა:
    10 აპრილი 2014 22:41 - ID: 2,
    კარგია ძალიან.აუცილებლად ჩავერთვები აქციაში!

  • liliana თქვა:
    10 აპრილი 2014 18:54 - ID: 1,
    კარგიააა love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top