;
11 აპრილი 2013      ANGEL     8 კომენტარი     ნანახია 3397-ჯერ    
კატეგორიაში: აფიშა

ბავშვთა ნახატების კონკურსი “მე ვხედავ მზეს!”
“მე ვხედავ მზეს!”


ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 85-წლისთავთან დაკავშირებით
საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი
“რუსული კლუბი” აცხადებს

ბავშვთა ნახატების კონკურსს “მე ვხედავ მზეს”


კონკურსის მიზანია ნოდარ დუმბაძის შემოქმედების პოპულარიზაცია ახალგაზრდებს შორის და ნიჭიერ ბავშთა და მოზარდთა მხარდაჭერა.



კონკურსის პირობები:
1. საკონკურსო ნამუშევრები უნდა იყოს შესრულებული ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით.

2. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბავშვებს და მოზარდებს 5-დან 17 წლამდე, რომლებიც ცხოვრობენ როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან სამ ასაკობრივ ჯგუფში:
I ჯგუფი – 5-დან 8 წლამდე;
II ჯგუფი – 9-დან 13 წლამდე;
III ჯგუფი – 14-დან 17 წლამდე.

3. თითოეულ ავტორს შეუძლია წარმოადგინოს არაუმეტეს 3 ნამუშევრისა.
4. საკონკურსო ნაშრომი უნდა იყოს შესრულებული ნებისმიერ ტექნიკაში A4 ფორმატის ფურცელზე.
5. საკონკურსო ნაშრომის უკანა მხარეს უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია:
კონკურსანტის სახელი და გვარი
დაბადების თარიღი
საცხოვრებელი ადგილი
სასწავლო დაწესებულება
კონტაქტი: ტელეფონი (მობილური და სახლის), ელექტრონული ფოსტის მისამართი


დაუსრულებული ნახატები კონკურსზე არ მიიღება.


6. საკონკურსო ნამუშევრები უკენ არ ბრუნდება.
7. ნამუშევრები მიიღება შემდეგ მისამართზე:

თბილისი, რუსთაველის გამზ., 2, ა.ს.გრიბოედვის სახ. თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი,
მე-8 სართული, ოთახი 811.

საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 15 მაისი.


8. ჟიური გამოავლენს სამ-სამ გამარჯვებულს თითოეულ კატეგორიაში.

9. კონკურსის გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოვება გაიმართება 2013 წლის ივლისში, როდესაც აღინიშნინება ნოდარ დუმბაძის იუბილე. დაჯილდოვების ცერემონიის ზუსტი თარიღი დამატებით იქნება დაანონსებული.

10. საუკეთესო საკონკურსო ნაშრომები წარმოდგენილი იქნება “რუსული კლუბის” საიტზე (www.russianclub.ge), და VI საერთაშორისო რუსულ-ქართული პოეტური ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე თბილისში, ქუთაისში და ბათუმში.

ყველა ყმაწვილს ვიწვევთ მიიღონ მონაწილეობა ჩვენს კონკურსში და ვუსურვებთ წარმატებებს!

ინფორმაციისთვის დარეკეთ: (+995 32 ) 2 93 43 36, (+995 32) 2 99 77 06
საკონტაქტო პირი – ნინო წითლანაძე - 5 93 75 03 49

კატეგორია: აფიშა
Tags:

8


  • Afrodite...♥ თქვა:
    14 აპრილი 2013 11:49 - ID: 8,
    ძალიან მომწონს და ვაფასებ იმ ხალხის მონდომებას, რომლებიც ცდილობენ წაახალისონ ბავშვები და ქმნიან ამ კონკურსებს. ადრე მეც ვიღებდი მონაწილეობას და აქტიური წევრეც ვიყავი, თუმცა ახლა კონკურსებში მონაწილეობის ვადა გამივიდა, იმ მხრივ რომ აღარ მსურს და თან დროც არ მაქვს, აღარც კი მახსოვს ბოლოს როდის ვხატე love

  • Ana smiley თქვა:
    12 აპრილი 2013 18:12 - ID: 7,
    რა კარგიააა! ნესიამოვნა

  • angel from paradise თქვა:
    12 აპრილი 2013 16:40 - ID: 6,
    ყოველთვის მივესალმები ასეთ პროექტებს მითუმეტეს რომ ყველას ჭირდება წახალისება თანაც დღესდღეობით ხელოვნების სფერო საქართველოში ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია ასე რომ ყველას წარმატებას ვუსურვებ love

  • elga თქვა:
    12 აპრილი 2013 16:25 - ID: 5,
    ჩემ ნათლულს ვეტყვი ძალიან უყვარს ხატვა

  • chyipina თქვა:
    12 აპრილი 2013 15:39 - ID: 4,
    რა მაგარია

  • Deakoo თქვა:
    12 აპრილი 2013 14:54 - ID: 3,
    და ჯილდოო რა არის ?

    _______________________

    Forever Twilighter <3
    I Love Nicki Minaj
    Hip-Hop
    Give Peace a Chance

  • niniko თქვა:
    12 აპრილი 2013 12:33 - ID: 2,
    ნოდარ დუმბაძე და რუსული კლუბი მაგარ კავშირშია ერთმანეთთან:)))

  • T A M U თქვა:
    12 აპრილი 2013 11:00 - ID: 1,
    აუ დიდებისთვისაც ჩააატარეეთ რაა ძაან მინდა ესეთ კონკურსში მონაწილეობა მაგრამ უკვე 19 წლის ვარ სამწუხაროდ :(

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top