;
30 მაი 2013      ANGEL     7 კომენტარი     ნანახია 2293-ჯერ    
კატეგორიაში: აფიშა, ქართველები

ამიერკავკასიის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
TBILISI OPEN AIR 2013 წარმოგიდგენთ წინასაფესტივალო ქუჩის მუსიკის დღეებს!!!


29, 30 და 31 მაისს , 19 საათიდან TBILISI OPEN AIR 2013 და Café Inn წარმოგიდგენთ ყველაზე მასშტაბურ და სახალხო ქუჩის მუსიკის დღეებს.

მარჯანიშვილის მოედანზე (აღმაშენებლის გამზირი 86) მთელი საღამოს განმავლობაში გამვლელებს საშუალება ექნებათ ფესტივალის მონაწილეები გახდნენ და მისი მუხტი შეიგრძნონ.

ნებისმიერ გამვლელს თითოეულ დღეს ივენთში მონაწილე სხვადასხვა იმიჯის მქონე პერფორმერები მოიპატიჟებენ. გამვლელებს საშუალება ექნებათ გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები, იპოვონ ფესტივალის ბილეთები, რომელიც ივენთის ტერიტორიაზეა დამალული, ბოდი–არტის სპეციალისტები „ქუჩის მუსიკალური დღეები“-ს სტუმრებს ფესტივალის ლოგოებით გააფორმებენ, კაფე კი უფასო ყავით გაუმასპინძლდება.
ლაივ–პერფომანსების სერია 3 დღის განმავლობაში მოიცავს იმ არტისტებსა და ჯგუფებს, ვისაც საშუალება ქონდა ფესტივალის 4 წლიან ისტორიაში უცხოელი ბენდების გვერდით დიდ სცენაზე დაეკრა.

"ჩვენი მიზანია 3 დღით დინამოს მოედნიდან მარჯანიშვილზე გადმოვიტანოთ ის განწყობა, რომელიც ფესტივალს ახასიათებს: თავისუფლება და პოზიტიური მუხტი. გვინდა, რომ ყველა ასაკის ადამიანი რამდენიმე დღით TBILISI OPEN AIR-ის განწყობამ გააერთიანოს."


29 მაისი, 19:00–22:00 INDIE @ pre-tbilisiopenairevents # cafe inn
• ფოტოგრაფების მხრიდან გამვლელების მიპატიჟება
• BALOON SHOOTERS – ცოცხალი შესრულება
30 მაისი, 19:00-22:00 ROCK’N ROLL @ pre-tbilisiopenairevents # cafe inn
• გიტარიანი ხალხის პერფორმანსი (გამვლელებთან მისვლა)
• JET BIRD – პერფომანსი
31 მაისი, 19:00-22:00 URBAN @ pre-tbilisiopenairevents # cafe inn
• BMX, SK8ERS, ROLLERS – ეპატიჟებიან გამვლელებს
• ბითბოქსერი
• MC


TBILISI OPEN AIR საფესტივალო ქუჩის მუსიკის დღეები TBILISI OPEN AIR საფესტივალო ქუჩის მუსიკის დღეები


სამივე დღის განმავლობაში
• გამვლელებს საშუალება ექნებათ ამავე ტერიტორიაზე დამალული ბილეთები იპოვონ
• უფასო ყავა
• აკადემიის BODY ARTISTS
• სამახსოვრო ფოტო


შეგახსენებთ, რომ TBILISI OPEN AIR არის კომპანია „ალთერვიჟენ გრუფის“ ყოველწლიური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც 2009 წლიდან ტარდება. ფესტივალის 5-წლიან ისტორიაში მუსიკალური პროგრამა წელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი და მასშტაბურია. TBILISI OPEN AIR 2013, სლოგანით ”მუსიკა ათავისუფლებს”, მოიცავს ყველა მუსიკალური ჟანრისა და ასაკის მსმენელს
წელს ფესტივალზე მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული არტისტები დაუკრავენ.
DEEP PURPLE , INFECTED MUSHROOM, TRICKY, THE SUBWAYS, BLACK STROBE, MODESELEKTOR, KID JESUS.

www.facebook.com/tbilisiopenair


კატეგორია: აფიშა, ქართველები
Tags:

7


  • SuZiii თქვა:
    30 მაი 2013 19:02 - ID: 4,
    შარშან ვიყავი OPEN AIRზე DDT რომ ჩამოვიდა. ერთ-ერთი დაუვიწყარი დგე ჩემს ცხოვრებაში წელსაც მივდივარ რათქმსუნდა feel feel

  • tamo თქვა:
    30 მაი 2013 18:30 - ID: 3,
    5 მოსვლას ველოდები არ ვიცი რაა :XX
    რომ გავიგე Deep purple ჩამოდისოო იმენა შოკში ჩავვარდიი..ჩემი ოცნება იყოოო და ჩემმა ძმამაც საჩუქარი გამიკეთა ბილეთები მიყიდაა. აიი უბედნიერესი ადამიანი drunk love ვარ ხალხოო ჩემს საყვარელ ჯგუფს ლაივში მოვუსმენნნ ..ააააააააააააა love

  • chyipina თქვა:
    30 მაი 2013 15:22 - ID: 2,
    ღმერთო ჩემო რა მაგარია ეს მაისი ^_^
    ვგიჟდბეი ასეტ ფესტივლებზე და ღონისძიებებზე....
    დღეს ვერ ვახერხებ :( ხვალ წავალ აუცილებლად! <3

  • margaux თქვა:
    30 მაი 2013 11:43 - ID: 1,
    რამაგარიიააააააააააააააა

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top