;

30 May 2013      ANGEL     10 Comments     Views 4434    
Category: Event, Georgians

OASIS -ის 2 დღიანი მუსიკალური ფესტივალი მცხეთაში!

22-23 ივნისს მცხეთაში OASIS-ის მუსიკალური ფესტივალი გაიმართება!
მცხეთის ტერიტორიაზე, თეატრონის პარკში 2 დღიანი მუსიკალური ფესტივალისთვის მზადება უკვე დაწყებულია.

«როდესაც პირველად მოვხვდი თეატრონში - ვიხილე ნამდვილი ოაზისი! მივხვდი, რომ ეს ის ადგილია, სადაც შეგვიძლია შევკრიბოთ ერთად, ამ სუფთა ჰაერზე ყველაზე საინტერესო ხელოვანი, თანამედროვე მუსიკოსები და მოვაწყოთ ნამდვილი წვეულება, რომელიც ყველას სამუდამოდ დაამახსოვრდება!» - ამბობს ფესტივალის გენერალური დირექტორი კირილ ხიმიჩევი.

#Мумий Тролль
OASIS -ის 2 დღიანი მუსიკალური ფესტივალი მცხეთაში!

ორი დღის განმავლობაში პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ რამოდენიმე სცენაზე შეასრულებენ ყველაზე ცნობილი და პოპულარული ჯგუფები ევროპის ქვეყნებიდან, მათ შორის Мумий Тролль რუსეთიდან, თავიანთ უბადლო სოლისტ ილია ლაგუტენკოსთან ერთად.





ქართველი მსმენელის გულთამპყრობელი Loudspeakers,
შრი-ლანკელი მისტიური შემსრულებელი Jahcoozi,
დანიიდან ცნობილი ბენდი WhoMadeWho,
და უკრაინიდან ფიუჟენ-ფანკ-რეგი ჯგუფი Sunsay.

#Sunsay
OASIS -ის 2 დღიანი მუსიკალური ფესტივალი მცხეთაში!

გარდა მუსიკალური ნომრებისა ფესტივალის ტერიტორიაზე მოწყობილი იქნება მხატვრული კუთხეები, გაიმართება გრაფიტი-ბეთლ, სთრით-ბოლი და ფეხბურთის მატჩი, მოწყობილი იქნება სხვადასხვა ტიპის გასართობი და მომსახურების ზონები, ასევე გამოიყოფა საკარვე ზონა! ფესტივალის განმავლობაში გასართობი პროგრამა შედგენილი იქნება ყველა ასაკის ადამიანისთვის, ფესტივალი მშვენიერი საშუალებაა სუფთა ჰაერზე დროის გასატარებლად ხარისხიანი მუსიკის მოსასმენად და ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად გასართობად.

#Loudspeakers . #Jahcoozi



მიყევით განახლებებს და თვალი ადევნეთ ფესტივალის შესახებ ინფორმაციას და განახლებებს ოფიციალური საიტიდან www.oasis-festival.ge და ფეისბუქის გვერდიდან facebook.com/OasisFestivalMtskheta და შეიტყობთ ფესტივალში მონაწილე სხვა მუსიკოსების შესახებ, რომლებიც დაემატებიან ოაზისის დაუვიწყარი 2 დღიანი ფესტივალის ლაინ-აპს.



ბილეთები, რომლებიც საერთო ჯამში 8,000 ტირაჟით ჩაეშვა უკვე იყიდება პრესის ჯიხურებში, ასევე შესაძლებელია მათი შეძენა Express Pay-ის აპარატებიდან და ოფიციალური საიტის www.oasis-festival.ge მეშვეობით, ასევე: www.ticketservice.ge << 2 დღიანი ფესტივალის ბილეთის ფასი (2-ვე დღის) 28 ლარია.

[email protected]



„The first time I happened to visit Theatron it turned out to be a real oasis. It was clear at once, that the location perfectly suits our recent idea of making a classy European festival close to the capital of Georgiareports Kirill Khimichev, General Director of the festival.

#WhoMadeWho


WhoMadeWho - Inside World



Category: Event, Georgians
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top