;
4 ივნისი 2013      ANGEL     9 კომენტარი     ნანახია 3192-ჯერ    
კატეგორიაში: აფიშა, მუსიკა, ქართველები



TBILISI OPEN AIR 2013 - ”მუსიკა ათავისუფლებს”
5 ივნისი, დინამო არენა


ლეგენდარულ Deep Purple-ს წევრებს 4 ივნისს თბილისის აეროპორტში ქართველი ფანები დახვდნენ.
მელომანების კოლონა ფესტივალის ავტობუსებითა და მანქანებით დაიძრა აეროპორტისკენ. კოლონას წინ რამდენიმე ათეული მოტოციკლი წარუძღვა. შემდგომ ”შერატონ მეტეხი პალასში” Deep Purple–ის პრეს-კონფერენცია გაიმართა და დაიწყო დიდი მზადება 5 ივნისისთვის!

5 ივნისს დინამო არენას შესასვლელები 4 საათზე გაიღება. ბილეთების შეძენა კვლავ შესაძლებელია დინამო არენას სალაროებში. პირველი არტისტი, ქართული ჯგუფი KID JESUS რომელიც ალტერვიჟენის ჯგუფის ნიუქამერების გამარჯვებულად დასახელდა სცენაზე 5 საათზე გამოვა.

Tbilisi Open Air 2013 Line-up, 5th of June @ Dinamo Arena

17:00 – KID JESUS – Altervision Group-ის ყოველწლიური მუსიკალური პროექტის,
Tbilisi Newcomers 2012-ის გამარჯვებული ბენდი
KID JESUS for angel.ge >> www.angel.ge//music//kidjesusforangelge



17:50 – BLACK STROBE – პარიზში დაარსებული ბენდი რომელიც ცნობილი გახდა
ფილმებისა და სერიალებისთვის დაწერილი საუნდტრეკებით (The Walking Dead; Rocknrolla).




18:45 – THE SUBWAYS – ბრიტანული ბენდი, არაერთი მასშტაბური ფესტივალის ჰედლაინერი.
ჯგუფს განსაკუთრებული პოპულარობა გაი რიჩის ფილმმა, Rocknrolla -მ მოუტანა,
მას შემდეგ რაც მათი სიმღერა, Rock n roll queen ფილმის საუნდტრეკი გახდა.



20:00 – INFECTED MUSHROOM – ყველაზე გაყიდვადი ელექტრონული ბენდი ისრაელიდან,
ცნობილია ამერიკასა და ევროპაში. ჯგუფი ბილბორდისა და სხვადასხვა მუსიკალური ჩარტების მრავალგზის ლიდერია.






21:30 – DEEP PURPLE – ჰევი მეტალისა და თანამედროვე ჰარდ როკის მეგა ვარსკვლავები,
100 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით. ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი, რომელიც დიდი
პოპულარულობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც.
angel.ge >> Deep purple ♫- ის შესახებ საინტერესო ფაქტები



23:15 – TRICKY – ლეგენდარული ინგლისელი არტისტი, მუსიკალური მიმდინარეობა TRIP HOP
და ძალიან ცნობილი ჯგუფის MASSIVE ATTACK-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მისი ალბომი ‘Maxinquaye’
მუსიკალური დაჯილდოება მერკურის ნომინანტია და NEW MUSIC EXPRESS-ის მიერ წლის ალბომადაა აღიარებული. 5 ივნისს მელომანები მის ახალ სტუდიურ ჩანაწერს მოისმენენ სახელწოდებით ”False Idols”.



00:20 – MODESELEKTOR – ბერლინური ბენდი, რომელიც თანამედროვე ელექტრონული მუსიკის
თრენდმეიქერია. დუეტი თანამშრომლობს RADIOHEAD-ის ვოკალისტთან, ტომ იორკთან, რომელთანაც ჩაწერილი აქვს 3 ტრეკი.




timeline
Kid Jesus 30. min. program
Black Strobe 40 min.
Tricky - 50 min.
The Subways - 60 min.
MODESELEKTOR - 60 min.
Infected Mushroom - 60 min.
Deep Purple - 90 min. program

ticket map


ბილეთების შეძენა კვლავ შესაძლებელია დინამო არენას სალაროებში. ბილეთების გაყიდვა ფესტივალის დასრულებამდე გაგრძელდება. ფესტივალზე დასასწრები ბილეთი სამაჯურია, მასზეა მითითებული უნიკალური QR-კოდი. სამაჯური მყიდველმა მხოლოდ ფესტივალის დღეს უნდა გაიკეთოს, რადგან ის ერთჯერადი მოხმარებისაა და მისი დაზიანება ბილეთის გაუქმებას გამოიწვევს, ხოლო არასწორად გაკეთების შემთხვეაში კონტროლის ხელახალ გავლას გახდის აუცილებელს.

Tbilisi Open Air 2013 detailed info
საინფორმაციო ნოუთი: facebook.com/notes/tbilisi-open-air-altervision/tbilisi-open-air-2013-detailed-info/10151553837187628


დინამო არენა ზონებადაა დაყოფილი. თითოეული ზონა საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს. მაყურებელს არ აქვს უფლება ზონიდან ზონაში გადაადგილდეს. თითოეულ ზონაზე განთავსებული იქნება ბარი. სტადიონის ტერიტორიაზე არსებული კვების ობიექტები ხელმისაწვდომია ყველა ზონაში მყოფი სტუმრებისთვის.

www.facebook.com/tbilisiopenair

technical production in action

კატეგორია: აფიშა, მუსიკა, ქართველები
Tags:

9


  • Nirvana თქვა:
    4 ივნისი 2013 23:12 - ID: 8,
    ტრნტრნტრნტრნტრ ხვალ ამ დროს განცხრომაში ვიქნებიი ^_ ^

  • tamo თქვა:
    4 ივნისი 2013 22:50 - ID: 7,
    იმენაააააააააააა ჩემზეე ბედნიეერიიი აქქ და მგონი საერთოდ დედამიწაზე არ არსეებოოობსს :DDDDDD
    ჩემი ფარფლუკეეეეეეეები
    <33333333333333333333333

    Mari Glonti
    ვაიმეე გავქანდი და მგონი 3-4დღეში შევიძინე ბილეთები მაგრამ მ ვინანეე :DDDD ნეტაა დამეცადა უფრო მეტს დავაგროვებდიი და მოვხვდებოდი წესიერ ადგილზეე :(( :DD


    ლა ლა ლა რა ბედნიერიი ვარრ ავვვ <3

  • candice თქვა:
    4 ივნისი 2013 17:09 - ID: 6,
    მადლობა ეს მაინტერესებდა ზუსტად

    საერტოდ არ არის ძვირი ესეთი ჯგუფები ჩამოდის

  • usaxlkaro თქვა:
    4 ივნისი 2013 15:51 - ID: 5,
    TRICKY – ლეგენდარული ინგლისელი არტისტი, მუსიკალური მიმდინარეობა TRIP HOPდა ძალიან ცნობილი ჯგუფის MASSIVE ATTACK-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

    tricky massive attacks ver daarsebda imitom rom massive attacki tviton jgufia da mogvaweobac trickyze adre daiwyes. trip hopis mimdinareobis daarseba ki orivestanaa dakavshirebuli smile

    subways, trickys da infected mushroomis gamo mivdivar. parplebi magari mkidia :D

  • KeSso13 თქვა:
    4 ივნისი 2013 15:34 - ID: 4,
    დიდი ხანია ამ დღეს ველი და როგორც იქნა მოვიდა <3 მართლა ძვირია მაგრამ რო მქონდეს 200 კი არა მეტსაც გადავიხდიდი ფარფლების გამო.. 40იანი მაქვს მაგრამ არაუშავს მთავარია მივდივარ <3

  • Mari Glonti თქვა:
    4 ივნისი 2013 15:27 - ID: 3,
    არ არის ძვირი,ყველანაირი ფასი იყო და 55 ლარის სეგროვებაც არ არის ძნელი
    რომ გავიგე პრეს კონფერენციიდან ლაინ-აფი განსაკუთრებით ჩემი ყურადღება კი რა თქმა უნდა დიფ ფარფლმა მიიღო.შოკში ვიყავი და მალევე ვიყიდე ბილეთები,ძალიან გამიხარდა არამარტო მე მასიამოვნა ალთერ/ვიჟენმა

  • Ggvantsa თქვა:
    4 ივნისი 2013 14:31 - ID: 2,
    უფრო მეტი პასი ვეღარ დაადეს? angry იმდენი ნერვები მეშლება რამდენჯერაც ოფენ ეარს გავიგებ

  • chyipina თქვა:
    4 ივნისი 2013 13:21 - ID: 1,
    ვუაჰ <3

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top