;

28 June 2013      niniko     Views 3462    
Category: Event, Advertisment



თავისუფალი ზონის თავისუფალი დღე

კლუბი "თავისუფალი ზონა" გთავაზობთ სპორტულ-გასართობ ღონისძიებებს შაბათს, 29 ივნისს კუს ტბაზე, 11:00 სთ.დან, გელოდებით ყველა მსურველს, დასწრება თავისუფალია... პროექტი ხელს შეუწყობს საზოგადოებაში და კერძოდ ახალგაზრდებში სპორტული ცხოვრების წესის დამკვიდრების პროპაგანდას.

11:00-სთ.დან ივლიან უფასო ავტობუსები კუს ტბის ასახვევიდან


პროექტის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები,
როგორც სპორტული ასევე გასართობი, კერძოდ:

1) მარათონი კუს ტბის ირგვლივ.
2) ქვიშის ფრენბურთი.
3) წყლის ველოსიპედები.


ასევე გაიმართება ფოტო კონკურსი, რომელიც განთავსდება თავისუფალი ზონის facebook გვერდზე, ყველაზე ორიგინალური ფოტო, რომელიც გამოვლინდება ლაიქების მიხედვით და ასევე ჟურის გადაწყვეტილებით, დაჯილდოვდება სამახსოვრო პრიზებით...

ღონისძიებას გახსნის პარკურ-ბრეიქდანსი, საუკეთესო მოცეკვავები შეასრულებენ თანამედროვე ცეკვას ...

მარათონი კუსტბის გარშემო სამი წრე
გამარჯვებული გამოვლინდება, როგორც ქალებში, ასევე ვაჟებში,
პირველ ადგილზე გასული მიღებს შესაბამის პრიზს.



ქვიშის ფრენბურთი
გაიმართება მოყვარულ ჯგუფებს შორის, ხოლო თამაშის მსვლელობას გააკონტროლებს კომპეტენტური მსაჯი. გუნდი უნდა შედგებოდეს 2 წევრისგან: 1 ბიჭისა და 1 გოგოსგან, გუნდებს შორის შეჯიბრი ჩატარდება ოლიმპიური პრინციპით და გამოვლინდება 1 გამარჯვებული, რომელიც დაჯილდოვდება საკმაოდ საინტერესო და სოლიდური პრიზით.



www.facebook.com/events/123961061146924/
დასწრება თავისუფალია ყველა მსურველისთვის



Category: Event, Advertisment
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top