;
31 ივლისი 2013      ANGEL     4 კომენტარი     ნანახია 2891-ჯერ    
კატეგორიაში: აფიშა, ქართველები



BATUMI SUMMER SET FEST 2013 ბათუმობას გახსნის!

ამიერკავკავიის ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკის ფესტივალი
BATUMI SUMMER SET FEST 2013 ბათუმობას გახსნის. წელს ქალაქ ბათუმს 135 წელი უსრულდება. ქალაქში ღონისძიებების სერია კი სწორედ ფესტივალით იწყება.

ბათუმის საკრებულოს მხარდაჭერით ფესტივალის ორგანიზატორებმა მელომანებს სპეციალური სიურპრიზი მოუმზადეს: ფესტივალზე დასასწრები ბილეთი 1 აგვისტოდან აღარ გაძვირდება.

ქართველ მსმენელს საშუალება ექნება 3–დღიან ფესტივალს კვლავ საწყის ფასად დაესწროს.
სამდღიანი აბონემენტი – 70 ლარი.
ერთდღიანი დასწრება – 35 ლარი.


ბილეთების შეძენა შესაძლებელია თბილისში, ფილარმონიის სალაროებში, ბათუმის აეროპორტსა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის ჯიხურებში. აღებულ ბილეთს მყიდველი სამაჯურში ფესტივალის დღეს ტერიტორიაზე შესვლამდე გადაცვლის.

შეგახსენებთ, 22 -დან 24 აგვისტოს ჩათვლით ბათუმის Miracle Park –ში (საოცრებათა პარკი) ზაფხულის საზღვაო სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალი BATUMI SUMMER SET FEST 2013 მსოფლიო დონის ვარსკვლავებს უმასპინძლებს.

ფესტივალის მხარდამჭერია ბათუმის მერია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.
BATUMI SUMMER SET FEST უკვე მეორედ იმართება და წელს უპრეცედენტო მასშტაბებს იღებს,
რაც საშუალებას გვაძლევს ბათუმი საერთაშორისო მუსიკალურ ეპიცენტრად იქცეს.


BATUMI SUMMER SET 2013




LINE UP:
22 აგვისტო

LAID BACK - დანიური ელექტრონული მუსიკის დუეტი, რომელიც 1979 წელს ჩამოყალიბდა. არაერთი ნომერ პირველი ჰიტის ავტორი: Sunshine Reggae (1983 წელს გამოსული სინგლი 19 ქვეყნის მუსიკალური ათეულების ლიდერი გახდა), Beautiful day (2003 წელი) და თბილისში ძალიან პოპულარული Happy Dreamer. ჯგუფის ანგარიშზე 8 სტუდიური ალბომი ირიცხება.

BETOKO - მექსიკელი დიჯეი, რომელიც 2002 წლიდან ლონდონში მოღვაწეობს, თანამშრომლობდა სხვადასხვა ტელეკომპანიებთან (CSI-ში იყო მისი საუნდტრეკები გამოყენებული), ასევე Madonna-სთან 2009-2010 წლის ტურნეს დროს და სიდის/დივიდის გამოცემის პერიოდში.

SYNKRO – დიჯეი ბრიტანეთიდან დაბსტეპ ჟანრში. ცნობილია ევროპის კლუბურ სამყაროში და ამ ჟანრში ერთ-ერთ ნოვატორად ითვლება.

PHON-O – გერმანელი DJ/producer, რომელმაც 2000 წლიდან დაიწყო საკუთარი პროდუქციის შექმნა. მისი პოპულარობის მთავარი მიზეზი ყველასგან განსხვავებული სტილია: electronica,experimental techno,glitch,IDM და Techno-ს ნაზავი.



23 აგვისტო

SLEEP PARTY PEOPLE - კურდღლის ნიღბები და ე.წ. ”საძინებლის” პროექტი, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა. ფორტეპიანოს იავნანა, ინსტრუმენტალური სიმღერები, ექსპერიმენტალური განწყობა, რომელსაც უკვე რამდენიმე მილიონი მოსმენა და ათიათასობით ფანი ყავს.

GIRAFFAGE – 23 წლის მულტი-ინსტრუმენტალისტი სან ფრანცისკოდან, რომელიც ამჟამად ტურნეში იმყოფება, მისი პოპულარობა დღითი-დღე იზრდება.

MAX COOPER – 50 რელიზის ავტორი, ”მელანქოლიური კომპოზიტორი”, რომელსაც მინიმალის და მინიმალ–ტექნოს ჟანრის მსმენელები ძალიან კარგად იცნობენ.

DOMINIK EULBERG - მინიმალისა და მინიმალ ტექნოს ჟანრში მოღვაწე დიჯეი გერმანიიდან, რომელიც მუსიკალურ სამყაროში 1995 წლიდან მოღვაწეობს.



24 აგვისტო

FAITHLESS - 1995 წელს ჩამოყალიბებული პროექტი, 6 ალბომითა და 15 მილიონზე მეტი გაყიდული სტუდიური ჩანაწერით. პროექტის ორი წევრი - კრეატიული Sister Bliss და სახე, რეჩიტატივი Maxi Jazz აგრძელებენ პერფომანსების სერიას.

RONE - რეჟისორ ერვან კასტექსის მუსიკალური წამოწყება მინიმალისა და ტექნოს ჟანრში დღეს ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი პრესტიჟული მუსიკალური პროექტია.

ფესტივალზე ასევე ვიხილავთ ქართველ დიჯეებსა და პროდიუსერებს, მათ შორის, მოხდება მაია დარსმელიძეს ახალი ელექტრონული პროექტის “ Mao & The Mins “ პრეზენტაცია.


www.facebook.com/ batumisummerset
facebook.com/events/616847528334234/?ref=br_tf






ბილეთები იყიდება:
თბილისი – ფილარმონიის სალაროებში
მისამართი: მელიქიშვილის #1
ბათუმი – ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები, მდებარე:
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი/სარფი
ბულვარის შესასვლელი
ონლაინ გაყიდვები: www.biletebi.ge


BATUMI SUMMER SET 2013

Batumi Summer Set Festival
'Miracles Park'


22 August
20:00 Solar Eclipse
22:00 Bacho and Cobert
00:00 Laid Back
01:20 Betoko
02:40 Pnon_o
03:40 Synkro

23 August
20:00 Zazo and Trotsky
21:30 Green Beam and Leon
23:00 Sleep Party People
00:30 Giraffage
01:40 Dominik Eulberg
03:00 Max Cooper

24 August
20:00 Vako Key and Vako T.
22;00 Mao and The Mins
23:00 Gio Shengelia and Sikha
00:30 Faithless Live PA and DJ set
02:30 Rone Live
03:30 Vincent and Lasha

კატეგორია: აფიშა, ქართველები
Tags:

4


  • lelachka თქვა:
    1 აგვისტო 2013 14:50 - ID: 4,
    რა ღირს ბილეთები? winked

  • Delevingne თქვა:
    31 ივლისი 2013 19:01 - ID: 3,
    ნეტას უფასო იყოს რა

  • NinaWest თქვა:
    31 ივლისი 2013 14:03 - ID: 2,
    როგორ მინდა ბათუმში((

  • liii :) თქვა:
    31 ივლისი 2013 13:55 - ID: 1,
    კარგი სიახლე იყოო love ჩემი სიახლე დადე რა გთხოვ feel

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top