5 September 2013      ANGEL     Views 2 586    
Category: Event / Georgians



FAITHLESS ხელმეორედ ჩამოვა საქართველოში 20 სექტემბერს!
BATUMI SUMMER SET -ის ფესტივალის ფინალური დღე ძლიერი წვიმის გამო ჩაიშალა, გადაიდო.. ფესტივალის განმავლობაში ხალხი მოუთმენლად ელოდა Sister Bliss და Maxi Jazz -ს FAITHLESS -დან. 24 აგვისტოს ბათუმში დაგეგმილი ივენთი ორგანიზატორების ძალისხმევით და ხალხის გადაწყვეტილებით 20 სექტემბერს, თბილისში გაიმართება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე!

Batumi Summer Set Festival – Closing day -ზე ასევე წარსდგებიან Vako Key and Vako T.,
Mao and The Mins, Gio Shengelia and Sikha, Rone Live, Vincent and Lasha

"იმისთვის, რომ ფესტივალი შემდგარიყო, ორგანიზატორებმა ის თბილისში გადმოიტანეს. BATUMI SUMMER SET 2013-ის მთავარი ჰედლაინერი, ჯგუფი FAITHLESS დაგვთანხმდა ხელმეორედ ჩამოვიდეს საქართველოში.
ბილეთის ფასი უცვლელია: ივენთზე დასწრება თბილისში 35 ლარი ღირს. ბილეთები 10 სექტემბრიდან ფილარმონიის სალაროებში გაიყიდება. ყველას, ვისაც უკვე აქვს ნაყიდი ბილეთი ან აბონემენტი, ივენთზე დასწრება მისი საშუალებით შეეძლება.

ყველას, ვინც შეიძინა 24 აგვისტოს ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთი და თანხის დაბრუნება სურს, 10 სექტემბრიდან ფილარმონიის სალაროებში ბილეთისა და პირადობის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში მიიღებს. (ეს წესი არ ვრცელდება სამდღიან აბონემენტებზე!). ყველას, ვინც საზღვარგარეთ იმყოფება, შეუძლია ფოსტით გამოაგზავნოს 24 აგვისტოს ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთი და ანგარიშის ნომერი და დაიბრუნოს გადახდილი თანხა. (ვაჟა ფშაველას 16, შ.პ.ს. “EMG. მთვრალი ალუბალი“)
- აცხადებს კომპანია.



Batumi Summer Set Festival – Closing day
20 SEPTEMBER 2013
103 Fermtserta Street, Tbilisi

20:00 Vako Key and Vako T.
22;00 Mao and The Mins
23:00 Gio Shengelia and Sikha
00:45 Rone Live
01:45 Faithless Live PA and DJ Set
03:30 Vincent and Lasha

Live Visual by Giorgi Mozgovoi and Jara Mamaladze

------------------------------------------------------------------
ბილეთი ფასი: 35 ლარი

Ticket Offices: Tbilisi Concert Hall ticket office
Adress : Melikishvili street #1
Tickets will go on sale from 10 September

online sale: www.biletebi.ge
Tickets will go on sale from 5 September

www.facebook.com/batumisummerset
facebook.com/events/156642661204056/?fref=ts

ონლაინ გაყიდვები: www.biletebi.ge



Category: Event / Georgians
Tags:

Share it
Comments
Back to Top